100 Photos - 28 ივნისში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » ივნისი » 28 » 100 Photos
1:14 PM
100 Photos
76. ქალი სამხედრო ძალის წინააღმდეგ
16 წლის ებრაელი გოგონა, ინეტ ნილი,  ისრაელის არმიის ოფიცერს, ავანპოსტ ამონს, "უმკლავდება”. 2006 წელი, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო. ნილი ჩიოდა, რომ მოგვიანებით პოლიციელებმა მას სცემეს.


77. მიწისძვრა თურქეთში
1983 წლის 30 ოქტომბერი. ქოინორენი, აღმოსავლეთ თურქეთი. ქეზბან ოზერმა დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ხუთივე შვილი მკვდარი იპოვა.


78.მიწისძვრა ჰაიტიში, ფოტოგრაფი ოლივიე ლაბანი

79. ცუნამი ინდოეთში
2004 წლის 28 დეკემბერი, ინდოეთი. ქალი დასტირის ცუნამის დროს დაღუპულ ნათესავს. კუდალური, შტატი ტამილნადი, ინდოეთი.


80. 2003 წლის 31 მარტი, ერაყი. მამა ცდილობს შვილს შეუმსუბუქოს უმძიმესი პირობები სამხედრო ტყვეების ციხეში

81. 1982 წლის 18 სექტემბერი. ბეირუთი, ლიბანი.

82. დედა და შვილი უფასო საკვების ცენტრში. 2005 წლის 1 აგვისტო. ტაჰვა, ნიგერია.

83. ვიეტნამის ომი, 1966 წელი. დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცები

84. თურქი ქალი დასტირის ქმარს, რომელიც ბერძნულ-თურქული სამოქალაქო ომის მსხვერპლი გახდა. 1964 წლის აპრილი. რავიზერამი, კვიპროსი.

85. ომის შვილები

86. Kyoichi Sawada–United Press International, იაპონია. 1965 წლის სექტემბერი. ბინ დინი, სამხრეთ ვიეტნამი. დედა და შვილები ამერიკული ბომბდამშენებისგან თავის დასაღწევად მდინარეში შეცვივდნენ

87. "ოპერაცია ლომის გული”
ფოტოჟურნალისტმა დეან ფიცმაურიკმა (Deanne Fitzmaurice) ამ ფოტოსთვის 2005 წელს პულიტცარის პრიზი მიიღო. "ოპერაცია ლომის გული” მოგვითხრობს 9 წლის ერაყელი ბიჭის ისტორიას, რომელიც ძალიან მძიმედ დაიჭრა აფეთქებისას ერაყის ომში – თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკი კონფლიქტის დროს.

ბიჭი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც ათობით მძიმე ოპერაცია გაუკეთდა. სიკვდილთან მამაცური ბრძოლისა და დიდი გამბედავობის გამო მას ზედმეტსახელად "ლომის გული” უწოდეს.


88. Kent State University-ის სტუდენტთა დემონსტრაცია, 1970 წელი
სტუდენტების საპროტესტო აქციის დროს პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონმა ოჰაიოს ეროვნული გვარდია გაგზავნა. სიტუაციის განეიტრალების ნაცვლად, ჯარმა ცეცხლი გახსნა მშვიდობიანი მომიტინგეების მისამართით. დაიღუპა 4 სტუდენტი, რომელთაგან ორი ლექციაზე მიდიოდა.

ფოტოზე ჩანს 14 წლის Mary Ann Vecchio, რომელიც გვარდიის მიერ რამდენიმე წამის წინ ჩაცხრილული ჯეფრი მილერის ცხედართან მუხლებზეა დაცემული. John Filo იყო სტუდენტი, რომელსაც ამ ფოტოს გადაღებისთვის პულიტცარის პრიზი გადასცეს. ეს შემზარავი ფაქტი გადმოცემულია სატელევიზიო ფილმსა და Neil Young-ის ერთ-ერთ სიმღერაში.


89. 1998 წლის 6 ნოემბერი. იზბიკა, კოსოვო, იუგოსლავია. კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის მეომრის დაკრძალვაზე. ნათესავები და მეგობრები ანუგეშებენ მის ქვრივს.

90. 1963 წლის 11 ივნისი, საიგონი, სამხრეთ ვიეტნამი. ბუდისტმა ბერმა ტჰი კუანგ დუკმა თავი დაიწვა ვიეტნამის მთავრობის მიერ რელიგიური დევნის პროტესტის ნიშნად.
მალკოლმ ბრაუნის (Malcolm Browne) მიერ გადაღებული ფოტო. ტჰი კუანგ დუკმა (Thich Quang Duc) ვიეტნამის მთავრობას სთხოვა, შეეწყვიტათ ბუდისტების რეპრესირება და მათი დაკავება, უფლება მიეცათ გაევრცელებინათ თავიანთი რელიგია. ვინაიდან მან წერილზე პასუხი არ მიიღო, პროტესტის ნიშნად, საკუთარი ხელით წაიკიდა ბუდისტი ბერებისგან ბენზინით გაჟღენთილ ტანზე ცეცხლი. ამის შემხედვარე ადამიანები ტიროდნენ. ბერი კი ლოტოსის პოზაში გაუნძრევლად იჯდა და არცერთი ბგერა არ დასცდენია. ამიტომაცაა სულისშემძვრელი ასეთი სიმტკიცის ამსახველი ფოტო.


91. 1975 წლის 22 ივლისი, ბოსტონი. ქალი და ბავშვი ცდილობენ ხანძრისგან თავის დაღწევას

92. ახალგაზრდა შავკანიანების ლინჩის წესით გასამართლება, 1930 წელი
ათიათასობით თეთრკანიანმა ჩამოახრჩო ორი ფერადკანიანი ახალგაზრდა, რომლებსაც ბრალად სდებდნენ თეთრკანიანი ქალის გაუპატიურებას და მკვლელობას. ხალხმა ისინი ციხიდან გამოიყვანა და ლინჩის წესით გაასამართლა. ფოტოზე გამოსახული მათი კმაყოფილი და ბედნიერი სახეები შემდგომში ამარზენად იქნა შეფასებული საზოგადოების მიერ.


93. "განდი თავის სართავ ჯარასთან”, 1946 წელი.
 მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის პორტრეტი. ინდოეთის ლიდერის ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტო გადაიღო მარგარეტ ბურკ-უაითმა (Margaret Bourke-White.), რომელსაც მოსთხოვეს, რომ თუ უნდოდა განდი გადაეღო სართავ ჯარასთან (თავისუფლებისათვის ბრძლის სიმბოლო ინდოეთში), ჯერ თვითონ უნდა ესწავლა მისი მართვა.

იმისათვის, რომ განდის ფოტოგრაფირების უფლება მოეპოვებინა, მარგარეტ ბურკ-უაითმა სართავ დაზგაზე ძაფის დართვა ისწვალა და რამდენიმე საათის განმავლობაში მდუმარედ იჯდა ნახევრად წყვდიად ოთახში, სადაც განმარტოვებული განდი  დაზგის მახლობლად წიგნს კითხულობდა.


94. რობერტ კაპას მიერ გადაღებული ომის კადრებიდან

95. იაპონელების მიერ მოკლული ბავშვების გროვა. 1937 წელი, 13 დეკემბერი
იაპონელების მიერ ქალაქ ნანკინში ჩინელი უიარაღო მოქალაქეების მასობრივი ხოცვა-ჟლეტვის დროს მოკლული პატარა ბავშვები.


96. ამერიკელი მეზღვაურები დროშას მართავენ იო ჯიმაზე, 1945 წელი
ეს ისტორიული ფოტო მიჩნეულია ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ცნობილ სურათად. გადაიღო ჯო რეზენტალმა 1945 წლის 23 თებერვალს. ფოტო უზომოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, დაიბეჭდა ათასობით გამოცემაში. იმავე წელს მხოლოდ ამ სურათმა აიღო პულიტცარის პრიზი.


97. ატომის "სოკო” ნაგასაკის თავზე, 1945. კაცობრიობის სისასტიკის დამადასტურებელი მტკიცებულება
ფოტო გადაღებულია ამერიკის საჰაერო სამხედრო ძალების მიერ. ფოტოგრაფი უცნობია. 1945 წლის 6 აგვისტოს პირველმა ატომურმა ბომბმა ხიროსიმაში მცხოვრები 80 000 იაპონელი მოკლა, ხოლო 3 დღის შემდეგ ნაგასაკში ჩამოვარდნილი ბომბის სხივების სიმხურვალემ რამდენიმე ათას გრადუსს მიაღწია, რადიაციამ ირგვლივ ყველაფერი გაანადგურა, საერთო ჯამში კი შეიწირა 150 000 ადამიანი.


98. ხიროსიმა, 1945. დაბომბვიდან 3 კვირის შემდეგ

99. ბიჭუნა ლტოლვილთა ავტობუსიდან
1995 წლის მაისი. ჩეჩნეთი. ბიჭუნა იყურება ლტოლვილებით გადატენილი ავტობუსის ფანჯრიდან, რომლებიც შალისთან ახლოს ჩეჩნებს და რუსებს შორის ომის ეპიცენტრიდან გაიქცნენ. ავტობუსი გროზნოში ბრუნდება.


100. ჩვენ გვინდა მშვიდობა
ფოტოგრაფი ჰანს-იორგ ანდერსი. გერმანია. 1969 წლის მაისი, ლონდორდერი, ჩრდილოეთ ირლანდია. ახალგაზრდა ირლანდიელი მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდებს.
კატეგორია: სურათები/ანიმაციები | ნანახია: 466 | დაამატა: -Ani♡Del♡Rey | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4

(2013-06-28 5:37 PM)
* 4 salo   [Entry]
magari siaxleaa



(2013-06-28 4:37 PM)
* 3 Dona♡   [Entry]
vaime ra mdzime photoebia



(2013-06-28 4:04 PM)
* 2 xmxaxgxdxax   [Entry]
vaime umagresi iyo martla bevri giwvalia da yochag es shrima dasapasebelia



(2013-06-28 1:24 PM)
* 1 Lanaholic▲   [Entry]
92. ახალგაზრდა შავკანიანების ლინჩის წესით გასამართლება, 1930 წელი
ათიათასობით თეთრკანიანმა ჩამოახრჩო ორი ფერადკანიანი ახალგაზრდა, რომლებსაც ბრალად სდებდნენ თეთრკანიანი ქალის გაუპატიურებას და მკვლელობას. ხალხმა ისინი ციხიდან გამოიყვანა და ლინჩის წესით გაასამართლა. ფოტოზე გამოსახული მათი კმაყოფილი და ბედნიერი სახეები შემდგომში ამარზენად იქნა შეფასებული საზოგადოების მიერ.

ver vitan astebs.
dzaan magaria! imdeni ram shevityve!


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]