მთავარი » 2013 » ივნისი » 7 » ♥♥♥
10:46 PM
♥♥♥

ვერ ვიტყვი რა მოვიბოდიალე
უბრალოდ ყველა სრულიადში შედით
და ჩემი განცდები გაიზიარეთ 

  
  

სულ მახსოვს როგორ ვწერდი ძველ დღიურებში, რამდენიმე წლის წინ, რომ დიდი როცა ვიქნები ალბათ ყველანაირი პრობლემა უფრო და უფრო შემიმსუბუქდება მეთქი. უფრო გამარტივდება ბევრი რამ, გადაწყვეტილებების მიღებაც მათ შორის, რადგან მე დიდი ვიქნები მეთქი. რომ ვუფიქრდები ეს ყველაფერი იმდენად სისულელეა რომ მეღიმება მწარედ.

სინამდვილეში ხომ ყველაფერი პირიქით მოხდა, აღქმაც შემეცვალა მთელი რიგი საკითხების და აქედან გამომდინარე პრობლემები არა თუ გამარტივდა არამედ უფრო მძაფრიც გახდა. ალბათ სულ ასე იყო, უბრალოდ ჩვენ ვუყურებთ ხოლმე ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში მათ სხვადასხვანაირად.

tumblr_mh2w6vt6Ov1qfffyto1_500_large

შეცდომები.. მართლა ძალიან უნდა მოინდომო მათზე რომ ისწავლო და ერთი და იგივე რამ ბევრჯერ არ დაუშვა. ჰო.. ერთ მშვენიერ დღეს.. რამდენიმე შეცდომამდე.. ყველაფერი სხვანაირად იყო. სხვანაირად არა, კარგად იყო. მაგრამ ეს ცხოვრებაა, გამარჯობა. აი ასე მესალმება ხოლმე ის და ისე ირონიულად იღიმის ხანდახან მინდება პირდაპირ სახეში შევაფურთხო. "ეს ყველაფერი რატომ ხდება, ან რაც არ ხდება რატომ არ ხდება” – ჩოხელის ფრაზა ამოტივტივდა გონებაში. და მართლაც.

ვუსმენ რედიოჰედს.
ვსვამ ყავას.
პარასკევი დღე, მერე შაბათი..

tumblr_m9hmd81dxM1r93hteo1_1280

მხოლოდ ეს დღეებია განტვირთვა ჩემთვის. განტვირთვა კიდევ ხმამაღალი ნათქვამია. ნამდვილი განტვირთვა მწვანე ბუნება და დასვენება იქნებოდა. ახლა ამას ფოტოებით ვახერხებ აბა ისე როგორ. რომ წარმოვიდგენ ზაფხულის სამი თვიდან როგორ უნდა დავუთმო ორი თვე კვლავ მეცადინეობას, ისევ მინდება ცხვირპირში შეფურთხება ცხოვრებისთვის. სასოწარკვეთილებისთვისაც. 

სამაგიეროდ არსებობენ ადამიანები ამ პერიოდში რომ გეხმარებიან. მაგრამ სინამდვილეში შენს თავთან კვლავ შენ რჩები, მაინც ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. პიროვნება ხარ, ადამიანი ხარ ან ცდილობ რომ იყო. უკიდურესობა, ტკივილი.. უაზრო ფიქრები. თუკი რაღაცის გჯერა და დარწმუნებული ხარ, ნახევარი გზა გავლილი გაქვსო. ამას ვცდილობ.. ასევე ვცდილობ ურთიერთობების მაქსიმალურად შენარჩუნებასა და მოფრთხილებას ყველასთან. იცით რა რთულია?..

ვწერ,ვწერ,ვწერ და არც ვიცი თავიდან ბოლომდე რომ წავიკითხო ეს ყველაფერი რაიმე შინაარსს მე თვითონ გამოვიტან თუ არა, მაგრამ მეწერინება და ხომ უნდა ამოვანთხიო ყველაფერი.
ერთ მშვენიერ დღეს… რამდენიმე შეცდომამდე ყველაფერი კარგად იყო.. 
ახლა მზეს ვუცდი.
კარგია პარასკევი. რედიოჰედი და ყავა.
განწყობა. "განწყობა”.

tumblr_mhcb67IuNL1ra2rv8o1_500_large


რაც გინდათ ამას ის დაარქვით...
უბრალოდ ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა ის რაც რამოდენიმე  წუთის წინ ჩემს დღიურში ჩავწერე...
ეს იმიტომ გავაკეთე რომ ყველას ჩემს ოჯახის წევრად გთვლით და ძალიან მიყვარხართ ყველა


ნანახია: 851 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 6

(2013-06-08 2:00 PM)
* 6 Dona♡   [Entry]
dsaan mometsona♥