მთავარი » 2013 » თებერვალი » 24 » ანეკდოტები ქალებზე
6:41 PM
ანეკდოტები ქალებზე


*   *   *

თავიდან ღმერთმა დედამიწა შექმნა და შეისვენა...

მერე მამაკაცი შექმნა და ისევ შეისვენა...

მერე შექმნა ქალი და მის შემდეგ არც მას აქვს მოსვენება და არც მამაკაცს!

 


*   *   *

ქალი - ეს სუსტი, დაუცველი ქმნილებაა, რომლისგანაც საშველი არაა!


*   *   *

ქალს 5 მამაკაცი უნდა ჰყავდეს:

  1. ქმარი, რომელსაც ყველაფერს აჩვენებს და ყველაფერს არ უყვება,
  2. საყვარელი, რომელსაც ყველაფერს აჩვენებს და არაფერს უყვება,
  3. მეგობარი, რომელსაც არაფერს აჩვენებს და ყველაფერს უყვება,
  4. გინეკოლოგი, რომელსაც ყველაფერს აჩვენებს და ყველაფერს უყვება,
  5. შეფი, რომელის ბრძანებასაც უსიტყვოდ ასრულებს.

 


*   *   *

ქალი ეუბნება მეუღლეს:

- ძვირფასო, 5 წუთით მეზობელთან ჩავალ და ჩახოხბილს ყოველ 15 წუთში მოურიე!

 


*   *   *

ქმარი ინტერნეტშია შემძვრალი. უცებ ცოლის ჩურჩული ესმის:

- არა, არა, ძვირფასო, დღეს არ შემიძლია, მოდი ხვალ შევხვდეთ!

მაშინვე გარბის ცოლთან ოთახში:

- შენ რა, ტელეფონზე საუბრობდი?

- არა. - პასუხობს გახარებული ცოლი - ჟურნალ "პერლას" ვკითხულობდი, სადაც წერია ფრაზები, რომელიც მთელი ხმით უნდა ვუყვიროთ ქმარს, რომ გაიგოს. მაგალითად, "ნაგავია გადასაყრელი!" და აქვე წერია ის ფრაზებიც, რომლის ჩურჩულით წარმოთქმის დროსაც კი ქმარი ელვის უსწრაფესად რეაგირებს. - ხედავ? მართალი ყოფილა!


*   *   *

- ჩემი ქალი მობილური ტელეფონივითაა. - ეუბნება ერთი მეგობარი მეორეს. - როცა ანგარიშზე ფული არა მაქვს ის დროებით მიუწვდომელია...

 


*   *   *

ერთხელ ცნობილ ჩინელ მოაზროვნესთან - კონფუცისთან მივიდა იმ პერიოდში ძალიან განათლებული ქალბატონი და ასეთი კითხვა დაუსვა:

- მითხარი, კონფუცი, რატომაა, როდესაც ქალს რამოდენიმე საყვარელი ჰყავს, საზოგადოება კიცხავს, ხოლო მამაკაცს რაც მეტი ქალი ჰყავს, მით უფრო მაღალია მისი საზოგადოებრივი სტატუსი და ავტორიტეტი?

კონფუციმ დინჯად აიღო ჩაიდანი, 6 ფინჯანი შეავსო და ამის შემდეგ მოუბრუნდა ქალს:

- მითხარი, როდესაც ერთი ჩაიდანიდან 6 ფინჯანს ვავსებთ, ეს ნორმალურია?

- დიახ. - უპასუხა გაკვირვებულმა ქალმა.

- აი, ხედავ? - მიუგო კონფუციმ - ერთი ფინჯანი რომ 6 ჩაიდანით შევავსოთ, ეს უბრალოდ არანორმალური კი არა, საზიზღარი და ყოველგვარ კანონზომიერებას მოკლებულია!


*   *   *

ახალგაზრდა ქალი მანქანას აჩერებს ზუსტად გაჩერების ამკრძალავ ნიშანთან. მასთან მიდის პატრული და ეკითხება:

- თქვენ რა, ვერაფერი შენიშნეთ?

- ვაიმე, მაპატიეთ, უცებ ვერ შევნიშნე! ახალი ფორმა გაცვიათ? - უღიმის ქალი.

 


*   *   *

ნებისმიერ ქალს ბედნიერებისთვის 2 რამ ესაჭიროება - ქმარი და სხვა დანარჩენი.


*   *   *

რა არის ქალისთვის ასაკი?

როდესაც ფეხსაცმელებში, კაბაში და სამკაულებში ის უკეთ გამოიყურება, ვიდრე მხოლოდ ფეხსაცმელებსა და სამკაულებში.

 

რა არის მამაკაცისთვის ასაკი?

როდესაც ქალი ფეხსაცმელებში, კაბაში და სამკაულებში მეტად მოსწონს, ვიდრე მხოლოდ ფეხსაცმელებსა და სამკაულებში.


*   *   *

ლამაზი ქალი - ეს სამოთხეა თვალისათვის, ჯოჯოხეთია გონებისათვის და გამსუფთავებელია ჯიბეებისათვის.

 


*   *   *

დაქალი ახალდაქორწინებულ დაქალს შეხვდა.

- როგორ ხარ? როგორ გრძნობ თავს ქორწილის შემდეგ?

- კარგად, მაგრამ სექსთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს.

- ეგ როგორ?

- როგორც კი დავიწყებთ, მაშინვე ქმარი მოადგება ხოლმე ზღურბლს.


შეალამაზა:-Sophie<3


კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 912 | დაამატა: -LovelySophi♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

(2013-02-25 11:36 PM)
* 4 marriami   [Entry]
sasaciloa dzaan happy happy happy happy happy