Angelina Jolie - 18 ივნისში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » ივნისი » 18 » Angelina Jolie
3:59 PM
Angelina Jolie

Angelina Jolie

|*Photos*|*Gifs*|*Icons*|Biography*|






ანჯელინა ჯოლი ვოიტი (ინგლ. Angelina Jolie Voight) (დ. 4 ივნისი, 1975), უკეთ ცნობილი როგორც ანჯელინა ჯოლი — ამერიკელი კინომსახიობი. პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი. ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი.
მიუხედავად იმისა რომ ანჯელინას დებიუტი მის ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად 1982 წლის ფილმში „ველოდები წასვლას", ჯოლის სამსახიობო კარიერა დაიწყო მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი 2" (1993). მან პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები" (1995), ასევე მან ითამაშა კრიტიკოსთა მიერ კარგად მიღებულ და აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში: „ჯორჯ ვალასი" (1997) და „ჯია" (1998) და მიიღო ოსკარი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისათვის „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს" (1999). ჯოლიმ მიაღწია საქვეყნო აღიარებას ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი" (2001), სადაც მან ვიდეო-თამაშის გმირი, ლარა კროფტი განასახიერა. ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. მან თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი" (2005).
ანჯელინა დაშორდა თავის პირველ მეუღლე ჯონი ლი მილერს, მეორე მეუღლე ბილი ბობ ტორნტონს, ახლა კი მსახიობ ბრედ პიტთან ერთად ცხოვრობს, მათ შორის ურთიერთობამ მსოფლიო მედიის ყურადღება დაიმსახურა. ჯოლის და პიტს ჰყავთ სამი აყვანილი ბავშვი: მედოქსი, პექსი და ზაჰარა, ისევე როგორც სამი ბიოლოგიური შვილი: შილო, კნოქსი და ვივიენი. ანჯელინა დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით მთელ მსოფლიოში და ასევე ის თანამშრომლობს UNHCR-სთან.
ნჯელინა ჯოლი ვოიტი დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, არის მსახიობ ჯონ ვოიტისა და მარჩელინ ბერტრანდის შვილი. ის ჩიპ ტეილორის ძმისწულია და ჯეიმს ჰეივენის და, ასევე ჟაკლინ ბისეტისა და მაქსიმილიან შელის ნათლული. მამის მხრიდან ანჯელინა სლოვაკური და გერმანული წარმოშობისაა, დედის მხრიდან კი ფრანგი კანადელია.
1976 წლიდან მშობლების დაშორების შემდეგ ჯოლის და მის ძმას ზრდიდა დედა, რომელმაც მსახიობობისაკენ მისწრაფება დაივიწყა და და ბავშვებთან ერთად გადავიდა პალისეიდსში, ნიუ იორკში. პატარა ენჯი ხშირად უყურებდა ფილმებს დედასთან ერთად და მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ სწორედ ამ გარემოებამ დააინტერესა ის მსახიობობით. მამას მისთვის ძალა არ დაუტანებია, რომ არტისტი გამხდარიყო. როცა ანჯელინა 11 წლის იყო ოჯახი კვლავ ლოს ანჯელესში დაბრუნდა, მან გადაწყვიტა რომ მსახიობობა სურდა და ჩაირიცხა კიდეც ლი სტრასბერგის თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც ის ორი წელი გადიოდა სამსახიობო ტრეინინგებს და ჩნდებოდა სპექტაკლებში. ენჯის დედას მცირე შემოსავალი ჰქონდა, ამიტომ მომავალი ვარსკვლავი ხშირად ატარებდა მეორად ტანსაცმელს. მას ასევე აღიზიანებდნენ სხვა სტუდენტები, რომლთა ერთგვარი მიზანიც მის განსხვავებულ ნაკვთებსა და გარეგნობაზე დამცინავი საუბარი იყო, რადგანაც მსახიობი ძლიერ გამხდარი იყო, ატარებდა სათვალეს და ე. წ. აჭიმს. როდესაც ჯოლის პირველადი სამოდელო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა მან თითქმის მთლიანად დაკარგა თვით-პატივისცემა და თავისი თავის რწმენა. დაიწყო საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენება, მოგვიანებით ამაზე ჯოლიმ განაცხადა: „მე ვაგროვებდი დანებს და ყოველთვის მქონდა რამდენიმე მათგანი ახლომახლო. რაღაც მიზეზების გამო ჩემი თავის დაჭრის და ტკივილის შეგრძნების რიტუალი, რომელიც შესაძლოა მაგრძნობინებდა სიცოცხლესა და თავისუფლებას, იყო ჩემთვის ერთგვარი თერაპია".
თოთხმეტი წლის ასაკში მან მიატოვა სამსახიობო კურსები და ოცნებობდა, რომ დამკრძალავი ბიუროს დირექტორი გამხდარიყო. ამ პერიოდის განმავლობაში ის ატარებდა შავებს, შეიღება თმა შინდისფრად და თავის ბოიფრენდთან ერთად დადიოდა ე. წ. მოშინგის ტიპის კონცერტებზე, სადაც ცოცხალი მუსიკის ფონზე დამსწრეები ერთმანეთს აგრესიულად ეპყრობიან, ხელს კრავენ. ორი წლის შემდეგ, როცა მეგობარ ბიჭთან ურთიერთობა დასრულდა, მან იქირავა გარაჟის თავზე საცხოვრებელი ადგილი დედამისის სახლიდან რამდენიმე უბნის დაშორებით. ის დაუბრუნდა თეატრალურ სწავლებებს და დაამთავრა სკოლა. თუმცა ბოლო დროს მან დაკვირვებით ისაუბრა ამ პერიოდზე და დასძინა: „მე გულში კვლავაც ვარ და ყოველთვის ვიქნები უბრალოდ პანკი ბავშვი ტატუებით".
ანჯელინა და მამამისი დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთს ჩამოშორდნენ, მაგრამ მათი ერთგვარი შერიგება მოხდა, როდესაც მამა გამოჩნდა შვილთან ერთად ფილმში „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი" (2001). 2002 წლის ივლისში ანჯელინამ წარადგინა განცხადება, რომ ლეგალურად შეეცვალა სახელი და გამხდარიყო: ანჯელინა ჯოლი ანუ მან ჩამოიშორა გვარი: ვოიტი. სახელის შეცვლა ოფიციალურად 2002 წლის 12 სექტემბერს მოხდა, ხოლო ამავე წლის აგვისტოში გადაცემაში „Access Hollywood" ჯონ ვოიტი ირწმუნებოდა, რომ მის ქალიშვილს სერიოზული ემოციური პრობლემები ჰქონდა. მოგვიანებით ჯოლიმ აღნიშნა, რომ ის აღარ აპირებდა ედევნა მისი და თავისი მამის ურთიერთობისათვის. მან განაცხადა: "მე და მამაჩემი არ ველაპარაკებით ხოლმე ერთმანეთს, მე არ ვარ მასზე ნაწყენი, არ მჯერა, რომ ოჯახი მაინცდამაინც სისხლით ნათესაობას ნიშნავს, რადგანაც ჩემი შვილი აყვანილია და ასე რომ ოჯახიც შეძენითია". ანჯელინამ განაცხადა, რომ არ სურდა იმ მიზეზების საქვეყნოდ გახმაურება, თუ რატომაც დაკარგა ურთიერთობა მამასთან.
ჯოლიმ მუშაობა დაიწყო, როგორც მოდელმა, როცა ის 14 წლის იყო. მას კონტრაქტი ჰქონდა სამოდელო სააგენტო Finesse Model Management-თან და მოღვაწეობდა ისევე როგორც ამერიკაში, ასევე - ევროპაშიც, ძირითადად ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკსა და ლონდონში მუშაობდა. ამ პერიოდში ის გამოჩნდა ბევრ მუსიკალურ ვიდეოში, მაგალითად: მით ლოუფის "Rock & Roll Dreams Come Through", ანტონელო ვენდიტის "Alta Marea", ლენი კრავიტსის "Stand by My Woman" და ლემონჰედსის "It's About Time". 16 წლის ასაკში ჯოლი დაბრუნდა თეატრში და ითამაშა თავისი პირველი როლი, მან განასახიერა გერმანელი დომინანტი ქალი. მან გადაწყვიტა მამისაგან ესწავლა მისი ერთგვარი მეთოდი, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა: დააკვირდე ადამიანებს, რათა მათნაირი გახდე. ამ პერიოდში მამა-შვილის ურთიერთობა არ იყო დაძაბული და ენჯი ფიქრობდა, რომ ისინი ორივენი "დრამის დედოფლები" იყვნენ.
ჯოლიმ ითამაშა თავისი ძმის ხუთ სტუდენტურ ფილმში, რომელიც მან მაშინ გადაიღო როცა USC School of Cinematic Arts-ში სწავლობდა, მაგრამ ანჯელინას პროფესიონალური კინო-კარიერა 1993 წელს დაიწყო, როცა მან ითამაშა მთავარი როლი დაბალბიუჯეტიან ფილმში "კიბორგი 2", სადაც მან განასახიერა კასელა (ქეშ) რისი - ადამიანური ტიპის რობოტი. ამას მოჰყვა ფილმი "სამხილის გარეშე", ხოლო თავის პირველ ჰოლივუდურ 1995 წლის ფილმში "ჰაკერები", სადაც ჯოლი მომავალ პირველ მეუღლე ჯონი ლი მილერს შეხვდა, მან ითამაშა კეიტ ლიბი. ფილმი ჩავარდა და მოგება ვერ მოიტანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვიდეოზე გამოვიდა, უამრავი ფანი შეიძინა.
მან ითამაშა ჯინა მალაჩიჩი 1996 წლის კომედიაში "ყველაფერი, რაც აქ არის, სიყვარულია", რომელიც წარმოადგენს "რომეო და ჯულიეტას" თანამედროვე ადაპტირებულ ვარიანტს, მთავარი მოქმედება ნიუ-იორკის უბან ბრონქსში ხდება, ორ მეტოქე რესტორნების მეპატრონე იტალიურ ოჯახს შორის. ფილმში "მოხავეს მთვარე" (1996) ჯოლიმ განასახიერა ელეანორ რიგბი, ამავე წლის ფილმში "ცრუ ცეცხლი" კი – მარგრეტ (ლეგს) სადოვსკი. "ლოს–ანჯელეს თაიმსი" ამ უკანასკნელ ფილმთან დაკავშირებით ანჯელინაზე წერდა: "დიდი მომზადება დასჭირდა ამ გმირის შექმნას, მაგრამ ჯონ ვოიტის ქალიშვილს აქვს იმის უნარი, რომ გადააბიჯოს სტერეოტიპებს. მიუხედავად იმისა რომ ამბის მთხრობელი არის მედი, ფილმის მთავარი აზრი მაინც ლეგია".
1997 წელს ჯოლიმ დევიდ დუხოვნისთან ერთად მონაწილეობა მიიღო ტრილერში "მოთამაშე ღმერთი", რომელიც მოგვითხრობს ექიმზე, რომელსაც სამედიცინო ლიცენზია ჩამოართვეს და შეიტყუეს კრიმინალურ სამყაროში, სადაც ის ჯოლის გმირს – კლერს ხვდება. ფილმი კრიტიკოსებს კარგად არ მიუღიათ და როჯერ ებერტმა აღნიშნა: "ანჯელინა ჯოლი პოულობს უდავო სითბოს მძიმე და აგრესიულ როლებში, ის მეტისმეტად ლამაზი ჩანს იმისათვის, რომ იყოს კრიმინალის მეგობარი გოგონა და შესაძლოა არის კიდეც". ამის შემდეგ იყო ტელეფილმი "ნამდვილი ქალები" – ისტორიული, რომანტიკული დრამა, რომლის მოქმედებაც ამერიკის დასავლეთში ხდებოდა და რომელიც ჯენის ვოოდს ვინდლის წიგნზეა დაფუძნებული. ამავე წელს როლინგ–სტოუნზის კლიპში სიმღერაზე "Anybody Seen My Baby?" ჯოლიმ ითამაშა სტრიპტიზის მოცეკვავე, რომელიც შუაში ტოვებს შოუს, რათა ნიუ–იორკში იხეტიალოს.
ჯოლის კარიერა გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც მან ითამაშა კორნელია ვალასი 1997 წლის ბიოგრაფიულ ფილმში "ჯორჯ უოლესი", რისთვისაც მან მიიღო ოქროს გლობუსი და იყო ნომინირებული ემიზე. კრიტიკოსები ფილმს აქებდნენ და სხვა ჯილდოებს შორის მან ასევე მიიღო ოქროს გლობუსი ნომინაციისათვის: საუკეთესო სატელევიზიო ფილმი. აქ ანჯელინამ ითამაშა მეორე ცოლი ალაბამას სეგრეგაცისტი მმართველისა, რომელსაც ესროლეს და პარალიზებული დარჩა სანამ პრეზიდენტობამდე მიაღწევდა. ფილმში ასევე თამაშობს გარი სინისი, ხოლო რეჟისორი - ჯონ ფრანკენჰეიმერია.
1998 წელს ჯოლიმ ითამაშა HBO-ს სატელევიზიო ფილმში "ჯია", სადაც მან განასახიერა სუპერმოდელი ჯია კარანჯი. ეს ფილმი - ემოციური დრამა მოგვითხრობს სექსისა და ნარკოტიკების სამყაროზე და აღწერს კარანჯის ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების გამო მისივე ცხოვრებისა და კარიერის განადგურებას, მის დაკნინებასა და შიდსისაგან სიკვდილს. ვანესა ვანსმა Reel.com-იდან აღნიშნა: "ანჯელინა ჯოლიმ მოიპოვა ფართო აღიარება ტიტულოვანი ჯიას როლის გამო და ადვილი დასანახია თუ რატომ. აქ ჯოლი მძვინვარეა - ავსებს ფილმს ნერვიულობით, შარმითა და სასოწარკვეთილებით და მისი როლი ამ ფილმში სავსებით შესაძლებელია, რომ იყოს ყველაზე მშვენიერი "აღზრდის მარცხი", რაც კი ოდესმე გადაღებულა". შემდეგ წელს ჯოლიმ კვლავ მიიღო ოქროს გლობუსი და იყო წარდგენილი ემიზე, მან ასევე მოიპოვა მისი პირველი კინომსახიობთა გილდიის პრემიაც. ლი სტრასბერგის სამსახიობო მეთოდისაგან განსხვავებით ანჯელინას ერჩივნა არ გამოსულიყო როლიდან სცენების გადაღებებს შორის მისი ადრეული ფილმების პერიოდში და ამის შედეგად მიიღო ისეთი მსახიობის რეპუტაცია, რომელთან ურთიერთობაც ძნელია. როცა "ჯიას" იღებდნენ მან უთხრა თავის მომავალ მეუღლე ჯონი ლი მილერს, რომ მას ვერ დაურეკავდა ხოლმე. მე მას ვუთხარი: "მარტოსული ვარ, ვკვდები, ლესბოსელი ვარ, არ ვაპირებ შენ ნახვას რამდენიმე კვირით". ჯიას ცხოვრება რომ უკეთ აღექვა ჯოლი ნიუ-იორკში გადავიდა და რამდენიმე ხნის განმავლობაში როლის თამაში შეწყვიტა, რადგან გრძნობდა, რომ "არაფერი გააჩნდა, რომ მოეცა". ის ჩაეწერა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, რათა შეესწავლა ფილმების შექმნა და ასევე ესწრებოდა წერის კურსებს. ამასთან დაკავშირებით მან გადაცემაში "მსახიობთა სტუდიაში" განაცხადა: "ეს იყო კარგი ჩემთვის, რათა ჩემი თავი შემეგროვებინა".
შემდეგ იყო 1998 წლის განგსტერული ფილმი "ჯოჯოხეთის სამზარეულო", რომელშიც ჯოლიმ გლორია მაკნერი განასახიერა , ხოლო ამავე წელს, მოგვიანებით ის გამოჩნდა ფილმში "გულით თამაში", რომელშიც მონაწილეობდნენ შონ კონერი, ჯილიან ანდერსონი, რაიან ფილიპი და ჯონ სტიუარტი. ფილმმა დადებითი შეფასებები მიიღო და ანჯელინაც შეაქეს და მან მიიღო ჯილდო Breakthrough Performance Award-ზე.
1999 წელს, ჯონ კიუსაკთან, ბილი ბობ ტორნტონთან და კეიტ ბლანშეტთან ერთად, ჯოლიმ მონაწილეობა მიიღო მაიკ ნეველის კომედიურ დრამაში "ფრენათა მართვა". ის თამაშობდა ტორნტონის მაცდურ ცოლს. ფილმი კრიტიკოსებმა გულგრილად მიიღეს და ანჯელინას პერსონაჟი განსაკუთრებით გააკრიტიკეს. "ვაშინგტონ პოსტმა" დაწერა: "მერი (ანჯელინა ჯოლის გმირი), რომელიც არის მწერლის სრულიად შეუსაბამო ქმნილება თავისუფალი ქალის, ჰიბისკუს მკვდარი ყვავილების გამო მტირალი პერსონაჟისათვის, ატარებს უამრავ ფირუზის ბეჭედს და მართლაც მარტოსული ხდება, როცა რასელი მთელ ღამეებს სახლს გარეთ ატარებს". ამის შემდეგ ჯოლიმ ითამაშა დენზელ ვაშინგტონთან ერთად ჯეფრი დევერის კრიმინალური ნოველის მიხედვით გადაღებულ ფილმში "ძვლების შემგროვებელი" (1999). მან განასახიერა ამელია დონაჰი - პოლიციის ოფიცერი, რომელსაც მოსვენებას არ აძლევს თავისი ასევე პოლიციელი მამის თვითმკვლელობა და რომელიც უხალისოდ ეხმარება ვაშინგტონის გმირს სერიული მკვლელის კვალის ამოცნობაში. ამ ფილმმა მსოფლიოს მასშტაბით 151 მილიონი დოლარი მოაგროვა, მაგრამ კრიტიკულად იქნა მიღებული. "დეტროიტის თავისუფალმა პრესამ" დაასკვნა: "ჯოლი, რომელიც ყოველთვის შესანიშნავია შესახედად, უბრალოდ და სამწუხაროდ არ არის ამ როლისათვის შესაფერისი".
ამის შემდეგ ჯოლიმ მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა ფილმში "გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს" (1999), მან ითამაშა სოციოპატი ლიზა როუ. ეს ფილმი მოგვითხრობს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტ სუსანა კეისენის ამბავს და წარმოადგენს თავად კეისენის ამავე სახელწოდების მქონე მემუარის ადაპტაციას. ვაინონა რაიდერმა განასახიერა მთავარი პერსონაჟი და ითვლებოდა, რომ ეს მისი ერთგვარი დაბრუნება იქნებოდა, მაგრამ ფილმი ანჯელინას "ჰოლივუდში მიღების კორონაცია" გახდა. ჯოლიმ მიიღო მესამე ოქროს გლობუსი, მეორე კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის. ჟურნალმა Variety-იმ აღნიშნა: "ჯოლი შესანიშნავია, ისევე როგორც - კაშკაშა, უპასუხისმგებლო გოგონა, რომელიც აღმოჩნდა მეტად უფრო ხელშემწყობი სუსანას რეაბილიტაციისათვის, ვიდრე ექიმები" და როჯერ ებერტმა დაწერა ანჯელინას თამაშზე:
2000 წელს ანჯელინა გამოჩნდა თავის პირველ საზაფხულო ბლოკბასტერში "გატაცება 60 წამში", სადაც მან ითამაშა სარა (სვეი) ვეილენდი - ნიკოლას ქეიჯის გმირის, მანქანების ქურდის ექს-გელფრენდი. როლი პატარა იყო და "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა კრიტიკა: "ყველაფერი, რასაც ჯოლი ამ ფილმში აკეთებს არის დგომა, გრილება, თავისი ხორციანი, ფეთქებადი ტუჩების მოდელირება, რომლებიც მეტად გამომწვევად არიან მისივე კბილების გარშემო". მოგვიანებით ანჯელინამ ახსნა, რომ ეს ფილმი იყო ერთგვარი შემსუბუქების მომტანი ლიზა როუს მძიმე ხასიათის როლის შემდეგ. ეს გახდა მისი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი, რაშიც კი მანამდე უთამაშია. ამ კინოსურათმა მსოფლიოს მასშტაბით 237 მილიონი დოლარი მოაგროვა.
მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა ჯოლი ძალზედ აღიარებული იყო თავისი სამსახიობო შესაძლებლობების გამო, მისი ფილმები ხშირად ვერ ხვდებოდა ფართო აუდიტორიის წინაშე, მაგრამ "ლარა კროფტი: სამარხების მძარცველმა" (2001) ის საერთაშორისო სუპერვარსკვლავად აქცია. ეს იყო პოპულარული ვიდეოთამაშის, "სამარხების მძარცველის" ადაპტაცია და ჯოლის მოსთხოვეს რომ დაუფლებოდა ბრიტანულ აქცენტს, გაევლო სერიოზული მეომრული ტრეინინგები, რათა ეთამაშა ლარა კროფტის როლი და მართლაც, ზოგადად, ის შეაქეს თავისი ფიზიკური ტალანტის წარმოჩენის გამო , მაგრამ ამ ფილმმა უმეტესად უარყოფითი შეხედულებები გამოიწვია. Slant Magazine–მა რჩევა გამოაქვეყნა: "ანჯელინა ჯოლი ლარა კროფტის გმირის თამაშისათვისაა დაბადებული, მაგრამ რეჟისორი საიმონ ვესტი ქმნის მის მოგზაურობას Frogger–ის თამაშში". ფილმმა მოიპოვა უდიდესი საერთაშორისო წარმატება და მსოფლიოს მასშტაბით 275 მილიონი დოლარი მოაგროვა, ჯოლის კი ექშენის ქალი ვარსკვლავის ტიტული შესძინა.
შემდეგ ანჯელინამ ითამაშა ანტონიო ბანდერასთან ერთად ფილმში "ორიგინალური ცოდვა" (2001), სადაც მან პატარძალი ჯულია რასელი განასახიერა. ეს ტრილერი დაფუძნებულია კორნელ ვულრიჩის რომანზე "ვალსი წყვდიადში". ფილმმა კრიტიკული მარცხი განიცადა, The New York Times–მა აღნიშნა: "ამბავი იძირება უფრო შვეულად ვიდრე მის ჯოლის ყელსაბამი". 2002 წელს მან ითამაშა ლენი კერიგანის როლი ფილმში "ცხოვრება ან რაღაც მაგდაგვარი", რომელიც გადმოგვცემს ამბიციური ტელე–რეპორტიორის ამბავს, რომელსაც უთხრეს რომ ერთ კვირაში მოკვდება. ფილმი "ღარიბულად" იქნა მიღებული კრიტიკოსების მიერ, თუმცა ჯოლის თამაშმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა. პოლ კლინტონმა CNN–დან დაწერა: "ჯოლი შესანიშნავია თავის როლში. მიუხედავად ფილმის შუაში ზოგი უაზრო სიუჟეტური ადგილისა, ეს აკადემიის ჯილდოს მფლობელი მსახიობი არის მეტად დამაჯერებელი თავის თვით–აღმოჩენისა და ცხოვრების დასრულების ნამდვილი მნიშვნელობისაკენ მოგზაურობაში".
2003 წელს ჯოლიმ განაახლა ლარა კროფტის როლი ფილმში "ლარა კროფტი სამარხების მძარცველი: სიცოცხლის აკვანი". სიქველი არ იყო ისეთივე შემოსავლიანი, როგორც ორიგინალი ფილმი და მან მსოფლიო მასშტაბით 156 მილიონი $–ი მოიტანა. მოგვიანებით, ამავე წელს, ანჯელინა გამოჩნდა ფილმში "საზღვრებს მიღმა", რომელიც აფრიკაში მყოფი დამხმარე მუშაკების შესახებ მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა რომ ეს ფილმი ერთგვარად ირეკლავდა მსახიობის ცხოვრებისეულ ინტერესს საქველმოქმედო საქმეების ხელის შეწყობის მიმართ, ის მაინც კრიტიკულად და ფინანსურად წარუმატებელი გამოდგა. Los Angeles Times–მა დაწერა: "ჯოლის, როგორც მან ეს გააკეთა თავის ოსკარით დაჯილდოვებულ როლში ფილმიდან "გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს", შეუძლია მოიტანოს ელექტრობა და დამაჯერებლობა როლებში, რომელთაც გააჩნიათ რეალობა, რომლის აღქმაც მას შეუძლია. მას ასევე ძალუძს აკეთოს ლარა კროფტის ფილმები და ცნობილი მულტფილმები, მაგრამ ჰიბრიდული გმირის საპყრობილე, ცუდად დაწერილი მუყაოსმაგვარი პიროვნება საჰაერო თავდასხმაში, სისხლისა და ნაწლავების სამყარო სრულიად აბეჩავებს მას".
2004 წელს ანჯელინამ ითამაშა ითან ჰოუკთან ერთად ტრილერში "ცხოვრებათა მიტაცება". მან განასახიერა ილეანა სკოტი.







 

 

   

  

  

  

  

  


 

















 

 

 










 































კატეგორია: სურათები/ანიმაციები | ნანახია: 366 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 3

(2013-06-18 10:05 PM)
* 3 SoPii))   [Entry]
miyvars es qaliii :))))
kai iyooo :)) <3



(2013-06-18 4:46 PM)
N♡IAN madlobaa ♥



(2013-06-18 4:38 PM)
iii rogor miyvars ♥ ♥
gaformebac! ♥ ♥
magram dee biggrin siteze shavi feri agar arseboebs da MORE COLOURS-shi shedi da shavis gverdze roa odnav gia eg airchie xolme :* exla me gadagiswore biggrin


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]