ასტროლოგია - - 31 მაისში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » მაისი » 31 » ასტროლოგია -
12:50 PM
ასტროლოგია -
ასტროლოგია 
 ქალი მშვილდოსანი,მორიელი ქალი, ვერძი ბავშვი


ქალი მშვილდოსანი

მშვილდოსნებს მამაკაცური პლანეტა იუპიტერი მფარველობს, ლეგენდარული კენტავრი ნახევრად ცხენი - ნახევრად ადამიანი.





ქალი მშვილდოსანი, მომხიბვლელი, სექსუალური და უზომოდ ენერგიული არსებაა. მშვილდოსნის ნიშნით დაიბადა ლეგენდარული სერიალის, „სასოწარკვეთილი დიასახლისების" ორი ვარსკვლავი - ტერი ჰეთჩერი (სიუზი) და ფელისიტი ჰაფმანი (ლინეტი), ასევე მსახიობები დერილ ჰანა და კეტი ჰოლმსი.




ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები, სამოსის არჩევისას პირველ რიგში მის კომფორტულობას ანიჭებენ პრიორიტეტს და უკვე შემდეგ უყურებენ მის ფასს და ხარისხს. ქალი მშვილდოსანების უმეტესობას, გამორჩეულად უყვარს ე.წ „სპორტული სტილის" ჩაცმულობა და ძალიან ხშირად შეხვდებით ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს (განურჩევლად ასაკისას) კედებით, დახეული ჯინსებით და წარწერებიანი, თინეიჯერული მაისურით შემოსილს.




მორიელი ქალი

„ჯადოქარი"- აი ყველაზე შესაფერისი ეპითეტი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალის დასახასიათებლად. მორიელი ქალები, როგორც წესი საკმაოდ მკვეთრი სახის ნაკვთებით, შარმიანი გარეგნობით და ხმის ოდნავ ბოხი ტემბრით გამოირჩევიან. თუმცა რაც მათ ვიზუალში ყველაზე მეტადაა თვალშისაცემი, ეს თვალებია. გამორიცხულია თქვენ ამ ქალის მზერას თვალი გაუსწოროთ და ოდნავი შეცბუნების ან შიშის შეგრძნება არ დაგეუფლოთ. ასტროლოგთა აზრით, ებრაული ბიბლიის მითიური პერსონაჟი, ადამის პირველი ცოლი - თავნება, დაუმორჩილებელი ლილიტი, რომელიც თავის მხრივ პირველყოფილი ფემინისტის სიმბოლოა, სწორედ მორიელი იქნებოდა ზოდიაქოთი. ქალი მორიელი მისტიკური შესახედაობით გამოირჩევა, იქნებ ერთი შეხედვით არც არაფერი მოგეჩვენოთ მის გარეგნობაში განსაკუთრებული, მაგრამ რაც უფრო ახლოს გაიცნობთ და თქვენი ურთიერთობის არეალი დავიწროვდება, მით უფრო იგრძნობთ როგორ მოქმედებს თქვენზე მისი მაგია ანუ გასაოცარი უნარი, თავი მოაწონოს სასურველ მამაკაცს. „მოუხელთებელი კაცი", მორიელი ქალის ლექსიკონში როგორც წესი არ არსებობს, ისევე როგორც დაულაშქრავი მწვერვალი ან მიუღწეველი თანამდებობა. თუმცა, თუ იგი თქვენით სერიოზულად დაინტერესდა, მისგან განსაკუთრებულ ოვაციებს ან საშუალო სტატისტიკური, შეყვარებული ქალისთვის დამახასიათებელ გულყრებს ამაოდ ნუ დაელოდებით. უფრო მეტიც, თამაშის საწყის ეტაპზე, იგი შესაძლოა აისბერგივით ცივი და აფსოლუტურად შეუვალი იყოს. ამ პერიოდს იგი როგორც წესი, მსხვერპლის კარგად შესწავლას დაუთმობს, საიმისოდ რომ სამომავლო სვლები აბსოლიტური სიზუსტით გათვალოს. ბუნებით პრინციპული და ფსიქოლოგიურად ძლიერი პიროვნება თუ არ ხართ და მორიელ ქალთან ურთიერთობა თქვენთვის მხოლოდ მოკლევადიანი ფლირტის საშუალებაა, ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, სასწრაფოდ ქუდი დაიხუროთ და გასართობად, სხვა უფრო ნაკლებად საშიში ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისკენ მოქუსლოთ.


ტიპიური წარმომადგენელი - მსახიობი ენ ჰეტუეი
წინააღმდეგ შემთხვევაში, მორიელთან ომი თქვენთვის შესაძლოა მთელი ცხოვრების ტრაგედიად იქცეს. ეს ქალი ვერ ეგუება მის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას, შესაბამისად, თუ მან თქვენში ეს თვისება აღმოაჩინა, მისი შურისძიება საკმაოდ მკაცრი იქნება. სამაგიეროდ, ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, თუკი იგი პარტნიორის ზრახვების გულწრფელობაში დარწმუნდა, მისი სახით ეს უკანასკნელი არამხოლოდ ერთგულ ცოლს და ვნებიან საყვარელს, საიმედო მოკავშირეს და მეგობარსაც შეიძენს. ქალი მორიელი ძალიან კარგად უძღვება ოჯახს, ისე რომ ამის პარალელურად არც პროფესიულ კარიერაზე ამბობს უარს. გასაოცარი თავდაჭერის უნარის და საკუთარი ემოციების ფლობის ნიჭის წყალობით, მორიელი არასოდეს იწყებს კინკლაობას მეორე ნახევართან სახალხოდ, თუნდაც ამ უკანასკნელმა საზოგადოეაბში იგი ძალიან შეარცხვინოს. თუმცა, როცა მასთან მარტო დარჩება, ანგარიშს მთელი სიმკაცრით გაუსწორებს. როგორც დედა, მორიელი ხშირად საკმაოდ მკაცრია. მისთვის მთავარია, შვილები დამოუკიდებლები და ფსიქოლოგიურად ძლიერი პიროვნებები გაიზარდონ. აქედან გამომდინარე, იგი აღზრდისას არც რადიკალური მეთოდების გამოყენებას ერიდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, დიდ ასაკში შვილები მისი უზომოდ მადლიერი არიან და დედა მათთვის ყოველთვის რჩება ავტორიტეტად, რომლის აზრსაც ისინი ხანდაზმულ ასაკამდე ითვალისწინებენ.






ვერძი ბავშვი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ პატარა ვერძს ამ ქვეყნად, ყველაზე მეტად ალბათ საკუთარი ხმის ტემბრი მოსწონს, რომლის მეშვეობითაც, ამ მოუსვენარ არსებას, ყოველთვის შეუძლია თავისი გაიტანოს. აბა სცადეთ და მიზნისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობეთ, ისეთ ღრიალს მორთავს ყურებზე ხელების აფარება კი არა, ბლომად ბამბების გარჭობაც აღარ გიშველით. თუმცა, წამის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, მომხიბვლელი ღიმილით გაგიღიმებთ და მისთვის ვერაფერზე მოახერხებთ უარის თქმას.
ასტროლოგების აზრით, ვერძები (ისევე როგორც ლომები და მორიელები) ე.წ "ძნელადაღსაზრდელთა" კატეგორიას განეკუთვნებიან. ამიტომ ნუ გიკვირთ, თუკი თქვენი პატარა გამუდმებით ითხოვს ყურადღებას თქვენგან, მაგრამ ამავე დროს დამოუკიდებლობაც ჰაერივით ესაჭიროება.
მისი ამბიციები ჩვილობის ასაკიდან ვლინდება. ჯერ წესიერად ჯდომაც არ უსწავლია, უკვე ხოხვასა და სირბილს ცდილობს პატარა ფეხებით. დაეხმარეთ ხოლმე ამ მოძრავ, ცეცხლოვან არსებას. ბავშვობის ასაკში და მერეც, დაცემისას ხშირად წამოაყენეთ და გაამხნევეთ, როგორც გადატანითი ისე პირდაპირი მნიშვნელობით; რადგან არავინ იცის, კიდევ რამდენი დაცემა და ტკივილი ელის მას ცხოვრებაში. თუმცა, კოპები რომ ჯიუტ შუბლზე არაერთგზის "დაასხდება" ეს უდაოა. ამიტომ, თქვენი თანადგომა მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თუ გინდათ, რომ მთელი ცხოვრება მეგობრად მიგიჩნიოთ და თქვენგან დამალული არაფერი ჰქონდეს.



მიუხედავად იმისა, რომ იგი საკმაოდ კონტაქტურია და უცნობ ადამიანებსაც მეგობრულად უცინის, მთელი გულით პატარა ვერძს მხოლოდ ის ადამიანები უყვარს, ვისთანაც წარუმატებლობის შემთხვევაში მიირბენს და თავს ინუგეშებს. ვერძები ხიფათიანები არიან, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ მისი თვალთახედვის არეს მჩხვლეტავი, მჭრელი და აალებადი საგნები. თორემ, უეჭველად მოქმედებაში გამოცდის და რა გგონიათ, რომ დაიწვას ან გაიჭრას ჭკუას ისწავლის და მეორედ აღარ იზამს? არაფერიც! ექსპერიმენტების ჩატარებას უფრო მეტი მონდომებით გააგრძელებს, თქვენ კი ქრონიკული თავის ტკივილის კარგი მიზეზი გაგიჩნდებათ.
ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია, ამიტომ პატარა ვერძები ეგოისტები არიან, არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენმა შვილმა, სრულიად მოულოდნელად და უბოდიშოდ დაიფრინოს თანატოლები, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანი მას თამაშის დროს ლიდერობას შეეცილა. თუმცა, ზუსტად თქვენი ვერძი იქნება ის გულუხვი არსება, ვინც ერთადერთ კანფეტს დაუნანებლად გაუწოდებს მის გვერდით მჯდომ ატირებულ თანაკლასელს, რომელსაც უფროსმა ძმამ შოკოლადი შეუჭამა.
პატარა ვერძები (სხვათა შორის დიდებიც!) ზღაპრების მოყვარულები არიან, ამიტომ კარგი ზღაპრების წიგნი მისი დაბადებისთანავე უნდა შეიძინოთ. ხოლო ცოტა უფრო დიდ ასაკში მის გაუთავებელ კითხვებს "რატომ?", "რისთვის?" და "რატომ არა?" მოთმინებით მოეკიდოთ. რა ქნას ბავშვმა თუ ამქვეყნად ყველაფერი აინტერესებს? დაიმახსოვრეთ, განურჩევლად იმისა, გოგონაა თუ ბიჭი გარეგნული თავდაჯერებულობის მიღმა, თქვენი პატარა ვერძი ძალიან მგრძნობიარე და გულჩვილია. ამიტომ, ისეთ შენიშვნებს ნურასოდეს მისცემთ, რაც მას საკუთარი თავისადმი რწმენას შეურყევს ან დაუკარგავს. უმჯობესია ჭკუა მეგობრული ტონით დაარიგოთ და ყოველთვის გაუსვათ ხაზი იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმისა როგორ გამოიყურება, რა ნიშნებზე სწავლობს ან რამდენად ბეჯითია, თქვენ იგი მაინც ისეთი გიყვართ როგორიც არის, თუმცა ისურვებდით რომ უკეთესიც ყოფილიყო. დამიჯერეთ, პატარა მარსიანელისთვის, ამგვარი შეფასება ყველაზე დიდი სტიმულია საიმისოდ, რომ იგი ზუსტად ისეთი გახდეს, როგორსაც თქვენ გინდათ რომ ხედავდეთ მას მომავალში.



კატეგორია: სხვა | ნანახია: 163 | დაამატა: marriami | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-05-31 7:34 PM)
* 5 marriami   [Entry]
littlegirl mec mshvildosani vaarr <3



(2013-05-31 5:06 PM)
kargia ;d



(2013-05-31 3:48 PM)
* 3 SoPii))   [Entry]
kai siaxleaaaa <3



(2013-05-31 2:56 PM)
* 2 littlegirl   [Entry]
me var mshvildosaniii clap



(2013-05-31 1:45 PM)
* 1 Dona♡   [Entry]
kargi siakhlea♥


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]