მთავარი » 2013 » მაისი » 2 » ათი მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ნიუ-იორკი
10:46 AM
ათი მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ნიუ-იორკი


1. ნიუ იორკში შეგიძლიათ იდეალური პიკნიკების მოწყობა, უბრალოდ იპოვეთ თქვენთვის სასურველი პარკი (რომელიც იქ ძალიან ბევრია), შეარჩიეთ ამინდი, მოკიდეთ ხელი საყვარელ ადამიანს ან მეგობრებს და რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ პიკნიკის კალათა. 

2. თქვენ შეგიძლიათ იაროთ ენდი უორჰოლის გზით. ენდი უირჰოლის შემოქმედების სამშობლო სწორედ ნიუ-იორკია, ამიტომ შეგიძლიათ მოინახულოთ მისი სახლი, მისი საყვარელი გალერეა და სხვა მნიშვნელოვანი ადგილები, როგორც მისი პირადი ისე საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. 

 
3. თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ხელოვნების ნიმუშებით ღია ცის ქვეშ. ნიუ-იორკში ხშირად ეწყობა გამოფენები პარკებში, განსაკუთრებით აბსტრაქტული ქანდაკებების, ასე რომ ძალიან მარტივად არის შესაძლებელი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გაცნობა. 

4. ნიუ-იორკში თქვენ იპოვით ისეთ გემრიელ დესერტებს, როგორიც სხვაგან ვახშამიც კი არ აქვთ. თუ თქვენ ხართ ნაყინის მოყვარული, ეს ადგილი თქვენთვისაა. ნაყინების, გაყინული იოგურტებისა და შერბეტის ათასნაირი არომატის გასინჯვა ყოველ კუთხეშია შესაძლებელი. 


5. ნიუ-იორკში არის ძალიან ლამაზი კარუსელები. ეს საკმაოდ ძველი კარუსელებია, რომლებსაც ხშირად უკეთებენ რესტავრაციას ამიტომ საუკეთესო მდგომარეობაშია. ეს სწორედ ის კარუსელებია, რომლებიც ბავშვობის ტკბილ წლებს გაგახსენებენ. 

6. ჰიდროთვითმფრინავის მომსახურება ალბათ თქვენს უმეტესობას არ გამოუყენებია, ნიუ იორკში კი სპეციალურად მსურველებს სთავაზობენ ორ და სამდღიან ფრენებს, რომლებიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დაგიტოვებენ. 


7. ქალაქში ველოსიპედით გადაადგილება ტრანსპორტირების საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ შესაძლებელია შეხვდეთ საქმიანი შეხვედრისთვის გამოწყობილ ველოსიპედით მიმავალ ადამიანებს. თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი და გარდა ყოველდღიური გადაადგილებისა, გაისეირნოთ ულამაზეს პარკებში. 

8. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ნიუ-იორკი შეგიყვარდებათ არის ჰაი ლაინი – ორ კილომეტრიანი პარკი მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 10მ სიმაღლეზე, რომელიც 1980-იან წლებამდე რკინიგზის ფუნქციას ასრულებდა. დღეს აქ სხვადასხვა ღონისძიებები იმართება საზოგადოების გასართობად, მათ შორის უფასო ცეკვის კურსებიც კი. 

9. ნიუ-იორკში იმართება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდის კვირეული მოდის ინდუსტრიაში. არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით ამ დროს, მთელი ქალაქი ამ მოვლენით არს შეპყრობილი. 

10. და რა თქმა უნდა უბრალოდ NBA
კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 915 | დაამატა: NinnieIsOnly | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3

(2013-05-02 12:01 PM)
* 3 SoPii))   [Entry]
ohhh... ra mogwont ertii ver vxvdebiii biggrin
chemi paris da london ar jobia amass? :DD