მთავარი » 2014 » მარტი » 15 » Bat House [11]
10:58 AM
Bat House [11]

 
Ba
t 
House 

Chapter 11

"Do You Belive In Magic?"

 "Don't Belive EveryThing You Think"






ერთ-ერთი პალატის კარი ოდნავ ღია იყო. - საწოლი მოჩანდა, რომელზეც პაციენტი იწვა, გაფითრებულსახიანი ახალგაზრდა ბიჭი... მის დანახვაზე თეის ძარღვებში სისხლი გაეყინა... ადგილზე გაქვავდა და აკანკალებული ხელით ფრთხილად შეაღო კარი...

- ანდრო... 

ხმა არ ამოუვიდა... ბიჭს მშვიდი გამომეტყველებით ეძინა.

- აქ რას აკეთებთ?

ზურგსუკან სანიტრის ხმა მოესმა და შებრუნდა. 

- ამ პალატაში ვინ წევს?.. შეგიძლიათ მითხრათ?..

გული საშინლად უცემდა.



- "ნეტა მართლა ისაა, მე ვინც მგონია?"..

- იცანით? 

სანიტარმა გაკვირვებული სახით შეუბრუნა კითხვა. 

- ვფიქრობ... მაგრამ თქვენ... - უნდა მეცნო?.. 

თეი ძალიან დაბნეული იყო.

- არა მგონია!.. ეს მან დაგაჯახათ მანქანა! შემთხვევით, რა თქმა უნდა! უკნიდან... წესით, არ უნდა დაგენახათ... ყოველ შემთხვევაში, პოლიციამ ასე თქვა. 

- დამაჯახა?.. 

თეის გაოცებისაგან თავზარი დასცემოდა. 

- რა ჰქვია?.. მის შესახებ რა იცით?.. ყველაფერი მითხარით...

სწრაფად მიაყარა კითხვები გაკვირვებულ სანიტარს. 

- ანდრო ჰქვია! გვარი არ მახსოვს... - საცოლე უვლის... სხვათა შორის, ზუსტად ერთსა და იმავე დღეს მოხვედით გონს! ნამდვილი სასწაულია! მთელი საავადმყოფო ლაპარაკობდა ამაზე.... - არ იცოდით?

- არა... არაფერი ვიცოდი...

თეის აღარაფერი უკითხავს!.. სანიტარმა საწოლამდე მიაცილა... ეს მისი უკანასკნელი ღამე იყო, რომელსაც აქ გაატარებდა... 

დილით ექთანმა გორგოლაჭებიან სავარძელზე დასვა. თეის მთელი მედპერსონალი აცილებდა... რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა მისი სავარძელი ანდროს პალატას, მით უფრო მეტად ღელავდა. 

- იმ პალატასთან ორი წუთით გამაჩერეთ... მხოლოდ ორი წუთით... - სთხოვა მან ექთანს.

კარი ისევ ღია იყო. ანდროს ამჯერად ეღვიძა... მის საწოლზე ახალგაზრდა გოგო იყო ჩამომჯდარი, კარისკენ ზურგშექცევით იჯდა და ანდროს ხელი ეჭირა... 

ბიჭმა შეამჩნია თეი და სახეზე გამომეტყველება შეეცვალა... ერთმანეთს თვალს არ აცილებდნენ... ანდროს რეაქცია არც იმ გოგონას გამოჰპარვია. კარისკენ გამოიხედა...
ლამაზი იყო...

ამ დროს სავარძელი ადგილიდან დაიძრა და უკან მოიტოვა პალატაც და პაციენტიც... 
თეის საავადმყოფოს შესასვლელთან ოჯახის წევრები ელოდებოდნენ...



***
ღამით, როდესაც ანდრო მარტო დარჩა პალატაში, სანიტარმა მას ცალხაზიანი რვეულის დაკეცილი ფურცელი გადასცა, წერილი, რომელიც თეიმ წინა ღამეს დაწერა: 

- "ბავშვურ სიყვარულს სიყვარულად არ თვლიან... მაგრამ, ემოციურ დონეზე, ის ყველაზე ძლიერია!.. (ჰო, მართლა! - დამავიწყდა მეთქვა, მე არც ბავშვობაში ვყოფილვარ კონტაქტური... ალბათ, ასეთი დავიბადე) ეზოში, მხოლოდ ერთი ბიჭის გულისთვის ჩავდიოდი, რომელიც ჩემი მეზობელი იყო... ერთად არ ვთამაშობდით, მაგრამ ყოველთვის რაღაცნაირად მიყურებდა...

ჩემზე უფროსი იყო, სამი წლით... მხოლოდ ერთხელ გამომელაპარაკა და მითხრა: - "შეგიძლია ფლომასტერები მათხოვო?".. - ღმერთო! ყველაფერს მივცემდი მაშინ, რომ ფლომასტერები მქონოდა... რომ სხვა პასუხის გაცემა შემძლებოდა... – "არ მაქვს", - ვუთხარი და... - სულ ეს იყო ჩვენი დიალოგი... - პირველიც და უკანასკნელიც...

ყოველდღე ვნანობდი, რატომ არ ვიყავი უფრო თამამი... 

ერთ საღამოს გადავწყვიტე, რომ რაღაც გამეკეთებინა... მთელი ჩემი გამბედაობა მოვიკრიბე და მისკენ გავემართე... ბიჭებთან ერთად იჯდა სკამზე...

შებინდებული იყო. მეც არ ვიცი, რა დამემართა... უცებ ცეკვა დავიწყე... მხოლოდ მისთვის ვცეკვავდი... ისიც მიყურებდა! - არაფერი უთქვამს... ცეკვას მოვრჩი თუ არა, სახლში გამოვიქეცი...

რამდენიმე დღე აღარ ჩავსულვარ ეზოში, - მრცხვენოდა... ბოლოს, როგორც იქნა, გავბედე... ის არ იყო. ბავშვებს საიდანღაციდან მანქანის ძველი საბურავები მოეთრიათ და თამაშობდნენ. საბურავზე ფეხებით დავდიოდი... – "ბასანოჟკები" მეცვა და შავი მაზუთით სულ დამესვარა ფეხები...

... დანარჩენს თვითონ მიხვდები!

ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე დავუსვამ ჩემს თავს კითხვას: - "რატომ?"

- რატომ შევხვდით, თუ ერთმანეთს ავცდებოდით?... - რატომ არ ვაყიდინე დედას ფლომასტერები, როცა შემომთავაზა?.. - რატომ გავიარე იმ საბურავებზე? - რატომ დამეჯახე მანქანით შენ და არა სხვა?.. - რატომ შეგხვდი ისევ... - რატომ ახლა და არა მანამ, სანამ...

...ყოველ შემთხვევაში, ის მაინც მეცოდინება ზუსტად, რომ არსებობ! ხარ სადღაც... 

- ან იქნებ სულაც არ არის აუცილებელი მეორე ნახევართან ერთად ცხოვრება?..
კითხვები ბევრი მაქვს და პასუხები არც ერთი...

- გახსოვს, "ბიინაოს" ფრინველები?.. ის, ნახევარჩიტები? რომლებიც მხოლოდ მაშინ აფრინდებიან, როცა ერთმანეთს იპოვიან და შეერთდებიან?..

თურმე, ნახევარჩიტსაც შესძლებია არსებობა! - უბრალოდ, ის ვერასოდეს შეძლებს ფრენას...

შენი თეი..."


XoXo Your ChuPa
ესეც თქვენი მოთხრობის ბოლო თავიი )))
დასრულდაა....
არ ვაპირებდი დადებას მაგრამ მაინც დავდეე :) 
სხვათაშორის წინა თავს 4 კომენტარი ქონდაა :D
და იმედია ბოლო თავს მაინც ექნება ცოტა მეტი :3
მოთხრობის პირველ თავს ქონდა 13 კომენტარი და ბოლო
 
მერე 4 კომენტარზე ჩამოვარდაა :D მაგარიაა :3
კატეგორია: Book | ნანახია: 1228 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8

(2014-03-28 5:21 PM)
* 8 Lanaholic▲   [Entry]
au dzaan magaria <3 dzaan magaria <3