მთავარი » 2014 » თებერვალი » 8 » Bat House [9]
0:47 AM
Bat House [9]

 
Ba
t 
House 

Chapter 9

"Do You Belive In Magic?"

 "Don't Belive EveryThing You Think"






THE END

თეის უცნაურად გაეღიმა. კედელთან ანდროც მისულიყო და განცვიფრებული მიშტერებოდა ნაწერს.

- დასასრული! 

წარმოთქვა თეიმ და კედელთან ჩაიმუხლა.

- ეს რას ნიშნავს?..


- დასასრულს! არ ვიცი, ეს როგორ მოხდა! არ ვიცი, ვინ ან რამ გამოიწვია ეს ყველაფერი; არც ის ვიცი, უცხო პლანეტაზე ვართ თუ დედამიწაზე, არ ვიცი, ცოცხლები ვართ თუ მკვდრები... არ ვიცი, ხვალ რა მოხდება... მაგრამ ვხვდები იმას, რომ ამ ყველაფრის "რეჟისორი" მე ვარ! ჩემდა უნებურად... ალბათ!.. და... მინდა, მადლობა გადაგიხადო!.. 

- რისთვის?.. 

თეის ლაპარაკი უჭირდა. ღელავდა. 

- იმისთვის, რომ შეგხვდი! უბრალოდ, გაგიცანი... რომ აქ, ჩემთან ერთად იყავი... ღამურების სახლში!.. 

თეიმ კედელზე ცარცით კარი გამოსახა, სახელური მიახატა და დაელოდა. 

კარი გაცოცხლდა.

ანდრო გახევებული იდგა და ადგილიდან ვერ იძვროდა. კარის მეორე მხრიდან გაურკვეველი ხმაური გაისმა. ვიღაცეების ლაპარაკს ჰგავდა.

თეი წამოდგა, ფეხის წვერებზე აიწია და ანდროს აკოცა. მერე სწრაფად მოშორდა და კარი გამოაღო. 

თვალისმომჭრელი სითეთრე შემოიჭრა ოთახში. ანდრომ სახეზე ხელები აიფარა და დაიყვირა... 

- თეი!.. თეიიი!!!

თეი სითეთრეს შეერია...

**********************

თეთრად განათებული გრძელი გვირაბი... 
რაც უფრო ღრმად შედიოდა თეი გვირაბში, მით უფრო გარკვევით ესმოდა ვიღაცეების ლაპარაკი და მით უფრო მკაფიოდ გრძნობდა იმ სპეციფიკურ სუნს, რომელიც რაღაც ადგილს აგონებდა...
ანდრო? - ანდრო დარჩა... ან შეიძლება, ისიც გვირაბში იყო. უბრალოდ, თეი უკან აღარ იხედებოდა... 

- "თუ მისთვის ძვირფასი ვარ, დამეწევა..."

თეთრი სინათლე მატულობდა და თეის თვალს ჭრიდა. მან თვალებზე ხელები აიფარა...



XoXo Your ChuPa
არ გინდათ ეხლა ჩემი ქება დიდება და 'ხოტბის' შესხმა :D
მეც ვიცი რომ საშინელი ადამიანი ვარ და აქმდე უნდა დამედოო :D
მეზარებოდა და სიმერთლე გითხრათ არც მახსოვდა ეს მოთხრობა :D
გაგიკვირდებათ და ვიცი რომ პატარა არის :D 
პატარა კი არა ამაზე მოცუცქნული თავი არ არსებობს :D
მაგრამ ინტრიგა ხო უნდა დამეტოვებინა 3:)
ხვალ დავდებ გპირდებით ^_^
ან კვირას 3:)
კომენტარებზეა დამოკიდებული :3

კატეგორია: Book | ნანახია: 1354 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 10

(2014-02-12 3:44 PM)
* 10 salo   [Entry]
ganagrdze da kide ar dagaviwydes raaaaaaaaa.......... biggrin