მთავარი » 2013 » აპრილი » 20 » Be Alright
6:37 PM
Be Alright
Be Alright
Charpter 14 : At the beach
ეს თავი ეძღვნება ჩემს უსაყვარლეს გოგოს
SnowWhite♥
შემდეგი 10 კომენტარზე
♥ მადლობა რომ კითხულობთ ♥




მე და ზეინი კიბეებით პლაჟზე ჩავდიოდით, როდესაც ქვიშაზე გაწოლილი ლუი დავინახე. კისრისტეხვით ჩამოვხტი კიბიდან და ბადემდე მივედი სადაც "ჩვენები" დავინახე. 
- რ-რა ხდება ? - ვიკითხე ისე თითქოს ენაბლუ ვყოფილიყავი.
- ყველა ცუდათაა, მგონი რაღაცამ მოწამლა. - თქვა ლიამმა და ლუის მხარზე ხელი გადაახვევინა. ძლივს-ძლივობით მიდიოდნენ, კიბეებთან ზეინი იდგა. (ვერც შევამჩნიე რომ არ წამომყვა) ლიამმა მას რაღაც გადაუჩურჩულა. ზეინი შებრუნდა და ლუი ერთად წაიყვანეს. მე სიცილი ძლივს შევიკავე, ის დღე გამახსეენდა, ჰარიმ, რომ ბარში წამიყვანა და ისე დავთვერი, ხელშიაყვანილი მიმიყვანა სახლამდე თან ისეთებს ვბოდიალობდი გზაში, რომ მახსენებენ სირცხვილისგან ვიწვები.
- გახსოვს ?! ბარში, რომ ვიყავით შარშან და შენ ხელში აყვანილი, რომ მიგყავდი სახლში ? - გადავულაპარაკე ჰარის.
- აჰაჰა, მაგას რა დამავიწყებს - ახარხარდა, მეც ავყევი.
- ჰარი მე გოგონებს წავიყვან, ძალიან ცუდად არიან - მოულოდნელად წინ აგვესვეტა დანი.
- კარგი, წაიყვანე - უპასუხა ჰარიმ, შეტრიალდა და ქვიშაში სიარული დაიწყო. მეც გავყევი. გაურკვევლად დავდიოდით მთელი ხუთი წუთი და არც წყალში ჩავდიოდით და არც ადგილს ვარჩევდით სადაც უნდა დავმჯდარიყავით.
- ჰარი შეგიძლია ამიხსნა რას აკეთებ ?
- ისეთ ადგილს ვარჩევ სადაც არავინ შეგვაწუხებს. მგონი ვიპოვე, აი იქ. - წინ მიდიოდა თან ნაბიჯს უჩქარებდა მეც თავმოჭრილი ქათამივით მივყვებოდი - აი აქ დავჯდეთ - პირსახოცი ამოიღო, ძირს დააფინა დააფინა და ჩამოჯდა.
- მოდი მე გავცურავ, არ მიყვარს მზე - ჯერ მოსაცმელი გავიხადე, მერე ლასტები.
 ვხვდებოდი როგორ მიყურებდა ჰარი, არ ვიმჩნევდი, მაგრამ მეღიმებოდა.
წყალი ძალიან ცივი იყო, ძლივს " შევეჩვიე". ცურვა კარგად ვიცოდი, მაგრამ წყალს არ ვუთამამდებოდი მითუმეტეს ამხელა ოკეანე....დაახლოებით 15 წუთში ნაპირზე ამოვედი. ამ დროს ვირაცამ მხურვალე ხელები თვალებზე ამაფარა.
- რომელი ხარ ? - ვთქვი შეშინებულმა.
- ღმერთო ჩემო დენი წავიდა ... - დაბალი ხმით დაიწრიპინა, ხმაც მეცნო და სიტყვებზე მივხვდი ვინც იყო!
- ჩიკო შენ ხარ ? - ვიყვირე და ხელები გავაშვებინე. - მომენატრეე ! არ მჯერა რომ შენ ხარ!
- მეც მომენატრე ძალიან ძალიან მომეატრე! - ჩამჩურჩულა და გადამეხვია
(ჩაფუთნულები რომ არიან არ ვიმჩნევთ :D)
- შენ აქ საიდან ხარ ?
- მეგობრებს ჩამოვყევი დასასვენებლად, შენ ?
- მე საერთოდ ბრაზილიელი ვარ
- უი ხო დამავიწყდა.. ის გახსოვს? შუქის წასვლა.. როგორ იყო ?! გამახსენე .. დამავიწყდა..
- აი ეგ მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება .. როგორ იყო ესეიგი .. ერთად ვიყავით წასულები Nancy Gonsalez ჩვენებაზე, უცბად წავიდა დენი, შენ კივილი დაიწყე და ისე შეგეშინდა, რომ კალთაში ჩამიხტი!
- გასაგებია 
ძალიან სერიოზულად გამომივიდა და ამაზე ორივეს სიცილი აგვიტყდა. უცაბედად დავინახე როგორ მოდიოდა ჰარი ჩვენკენ.


ბავშვებო ჩიკოს (ფრანცისკოს) და რეიჩელის გაცნობა იმიტომ არ დავწერე, რომ მაგისთვის ძალიან მაგარი მომენტი მაქ არჩეული ოღონდ ჯერ არ იქნება, მაგრამ არც კი გაიფიქროთ რომ დამავიწყდება.. ვიცი რომ პატარა და ცუდი თავი იყო მაგრამ მგონი სულ არაფერს ჯობდა .. შემდეგი იქნება უკეთესი უკეთესი (სოსო ნარიმანიძე გამახსენდა :D :D)
კრიტიკას არ მოერიდოთ და დააკომენტარეთ ♥
სიყვარულით თქვენი Annie <3
კატეგორია: Book | ნანახია: 1136 | დაამატა: HazzasBitch❤ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 10

(2013-04-25 8:30 PM)
* 10 BitchyBekah   [Entry]
GO ON BABY SISTER! UMAGRESIA