მთავარი » 2014 » თებერვალი » 4 » Born to die (Part 4)
3:54 PM
Born to die (Part 4)

Born To Die

თავი 4

მოთხრობა იდება კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ.

გთხოვთ დააკომენტაროთ.


თავი1 თავი2 თავი3

სასმელი ავიღე და დალევა დავიწყე, თვალებით კი მაიკს ვეძებდი. ის არსად ჩანდა, ბოლოს დავინახე კლერს ეცეკვებოდა, ძალიან გავბრაზდი. კლერმა დამინახა თუ როგორ ვჭამდი თვალებით მათ და არც მან დამაკლო , ისე შემომხედა თავი დამნაშავედ ვიგრძენი.


თავი ავარიდე მის გამოხედვას და ვისკი მოვწრუპე. იქ მყოფთ თვალი გადავავლე. ყველა ბედნიერი იყო, ყველა ვიღაცასთან ერთობოდა. მხოლოდ მე ვიყავი მარტო. იქვე ახლოს ლიზა გრეგს ეკურკურებოდა. მემგონი ერთმანეთი მოსწონთ. ძალიანაც კარგი, ბოლობოლო ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხომ მაინც არ იქნება მარტო?! ჩემს ფიქრებში გართული ვიყავი , რომ ვიღაცის გახშირებული სუნთქვა ვიგრძენი. უკან მივიხედე და ჩემი კლასელი ბლეიქი დავინახე. საშინლად მთვრალი იყო. სიგარეტს ეწეოდა.

-ბლეიქ? ასე როგორ დათვერი? როდის მოასწარი?!

-კაი რა ჰელენ. ნუ მეჩხუბები გთხოვ - თქვა და გაიცინა. საცოდავი, მართლაც ძალიან მთვრალი იყო და თავს ვერ იკავებდა.

-წამოდი ზემოთ აგათრევ, ცოტახანი გამოიძინე, იქნებ გამოფხიზლდე ცოტა.

-მეძინება. იცოდე ეხლა ვიმღერებ.

-გაგიჟდი,ხომ ხედავ? წამოდი ეხლა აგათრიო როგორმე. მანამდე კი ეგ სიგარეტი მომეცი - სიგარეტი გამოვართვი და ნაგვის ურნაში ჩავაგდე.

რა თქმა უნდა მივხვდი, რომ მისი მარტო ათრევა გამიჭირდებოდა და დასახმარებლად ლიზას დავუძახე. როგორღაც ავათრიეთ იქამდე. მაგრამ რამდენჯერაც ლოგინამდე მივაფორთხიალეთ იმდენჯერ ჩამოვარდა. ამაზე მე და ლიზა სიცილით მოვკვდით.

ლიზა ისევ გრეგთან მივიდა. მე სკამზე ჩამოვჯექი, ისევ მარტო დავრჩი. უცებ ჩემთან მაიკი მოვიდა და მთხოვა მასთან მეცეკვა, მე დავთანხმდი.

ძალიან ნელი ცეკვა იყო, ჩემს ამჟამიდნელ ხასიათს გამოხატავდა. მაიკის ხელები წელზე მჭიდროდ მქონდა შემოხველი. მე მის მხრებზე მსუბუქად მედო ხელები. თვალაებში ვუყურებდით ერთამენთს. მისი თვალები მრავლისმთქელი იყო. ტუჩები კი ყველასფერს უთქმელად მაგებინებდნენ. ჯადაბას პრინციპეპი, მგონი მომწონს. ჰელენ აზრზე მოდი, მას , მხოლოდ რამდენიმე დღეა რაც იცნობ. იგი მხოლოდ მეგობარია და მეტი არაფერი.

ცეკვა მალე დამთავრდა. ჩვენ მაგიდასთან დავსხედით. ვილაპარაეთ , დავლიეთ.

-იცი ჰელენ შესანიშნავად ცეკვავ.

-კაი რა, ვიცი, რომ მატყუებ.

-არა სერიოზულად გეუბნები.

-ნუ მაწითლებ მაიკ.

უცებ რაღაცის ხმა გავიგეთ, უკან მივიხედეთ და ერთ ადგილას შერებილი ხალხი დავინახეთ. რაღაცას ინტერესით დაჰყურებდნენ. სწრაფად შევვარდი ხალხის ბრბოში და იატაზე გათლარშული კლერი დავინახე. "ღმერთო ჩემო" გავიფიქრე ჩემთვის. კლერს მივვარდი და შუბლზე ხელი დავადე.

-ეტყობა ბევრი დალია - დავასკვენი.

-ახლა რა ვქნათ? - ლიზა

-ბიჭებო თქვენი დამხარება დამჭირდება. კლერი დივანზე დააწვინეთ, მე მანამდე ექიმს დავურეკავ. -ვთქვი და ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე.

ექიმის მოსვლამდე ყველა დაიშალა, მხოლოდ მე , მაიკი , ლიზა და მომაკვდავი კლერი დავრჩით.

ექიმი, რომ მოვიდა კლერი გასინჯა და გვთხოვა სხვა ოთახში გავსულიყავით. სამზარეულოში გავედით. დაახლოებით 15 წუთში ექიმი სამზარეულოში შემოვიდა.

-საშიში არაფერია. ეტყობა ბევრი დალია, ახლა დამაწყნარებელი და კიდევ რამოდენიმე წამალი დავალევინე და დაახლოებით ნახევარ საათში გამოფხიზლდება. მანამდე კი საჭიროა მის მშობლებს დაუკავშირდეთ.

-გაგაცილებთ - უთხრა ლიზამ.

მე და მაიკი კლერთან მივედით. კლერს ჯიბიდან მობილური ამოვაცალე, კონტაკტებში შევედი და დედამისს დავურეკე. ვუთხარი ყველაფერი , მისამართი ჩავაწერინე და 5 წუთში კარზე ზარი იყო. გამიკვირდა ასე მალე როგორ მოვიდა-მეთქი. კარი გავაღე და ისე შემოვარდა კლერის დედა არაფერი უთქვამს. "რაც დედაა ის შვილი" გავიფიქრე ჩემთვის და გაკვირვებული უკან გავყევი.

ისეთი სისწრაფით მიდიოდა ძლივს დავეწიე.

-უკაცრავად თქვენი სახელი ქალბატონო? -ვკითხე.

-ახლა მაგის დროა?! მაგრამ მისის ჰერნიმი დამიძახე.

და უფრო მოუმატა ნაბიჯს, კლერთან მივიდა და მძინარეს ისეთი შემოულაწუნა, რომ გული გაგვისკდა. ალბათ იქიფრა უშველის და გამოფხიზლდებაო.

-თუ გნებავთ  ჩაქუჩს მოგიტანთ და ის დაარტყით! დამიჯერეთ უშველის - თქვა ლიზამ და გაიცინა, ჩევნც ვიცინოდით.

-თავხედი გოგო - კლერის დედა.

-უბრალოდ ვიკითხე. რა მოხდა?! - ეწყინა ლიზას.

ცოტა ხანში კლერმაც გაიღვიძა. დედამისი რომ დაინახა მთლად გაგიჟდა.

-რა ხდება?! სად ვარ?! დედა შენ აქ რა გინდა?

-შენს წასაყვანად მოვედი. ასე როგორ შეიძლება? იმდენი დალიე რომ გაითიშე. სახლში მოგივლი მე შენ.

-დედა არ გინდა. მარცხვენ

-მე ?! გრცხვენოდეს კლერ. ხომ იცი მამაშენი, რომ გაიგებს ამ ამბავს რაც მოხდება

-შენ მას არაფერს არ ეტყვი. ხომ ასეა?

-ყველაფრის თქმას ვაპირებ, ძალიან ღრმად შეტოპე ქალბატონო.

-დედაააა !!!

-წამოდი, არ მინდა ჩვწნს ლაპარას სხვებმაც უსმინონ.

კლერი მას უკან გაჰყვა.

სახლში ჩვენ სამნი დავრჩით და ფილმის ყურება გადავწყვიტეტ. ვუყურეთ რაღაც კომედიას. სიცილით მოვკვდით.

ფილმი , რომ მორჩა მაიკი წავიდა. 3 საათი იყო , მალე გათენდებოდა. მე და ლიზას ძალიან გვეძინებოდა. მაგრამ უცებ ფეხების წყაპუნის ხმა გავიგონეთ. ლიზას ვანიშნე ტაფა მომაწოდე თქო. ტაფა მომაწოდა , თავისთვისაც აიღო. ოთახში შუქი არ ენთო. გვეშინოდა. არ ვიცოდით ვინ იყო, ქურდი გვეგონა და უცებბ...

-დაგიჭიირეეეე - დავიყვირე და ტაფა ჰაერში ავღმართე , რომ უცებ ლიზამ შუქი აანთო და ქურდის ნაცვლად ბლეიქი შემრჩა.

-რამე გამოვტოვე? - იკითხა ბლეიქმა გაკვირვებული ტონით.

მე ლიზამ ერთამნეთს გადავხედეთ და სიცილი აგვიტყდა. ბლეიქმა სულელებად ჩაგვთვალა, ნახვამდისო და წავიდა.

მე და ლიზამ სიცილით გული, რომ ვიჯერეთ გადავწყვიტეთ მაღლა ასვლა და დაძინება, რადგანაც სახლის დალაგების თავი არც ერთს არ გვქონდა.

დილით როგორც ყოველთვის შვიდ საათზე ავდექი, ძალიან კი მეძინებოდა, მაგრამ რა მექნა.

-ლიზა ადექი გვაგვიანდება.

-ოოო, დღეს არ მოვდივარ სკოლაში - თქვა და საბანი თავზე გადაიფარა.

-ლიზა ადექი ახლავე!

-არა და მორჩა. უჩემოდ წადი, დაღლილი ვარ და მეძინება.

-კარგი, რადგან ეგრე გინდა... - სამზარეულოში ჩავედი წყალი ავავსე და ისევ ლიზასთან მივედი.

-ესეიგი არ დგები.

-არა და დამანებე თავი - გავიგე მოგუდული ხმა საბნიდან

-შენი ნებაა. - ლიზას წყალი დავასხი. იმხელა იყვირა გული გამისკდა. ლოგინიდან წამოვარდა და ყვირილით გაექანა სააბაზანოში.

-დამპალი ხაარ -მიყვიროდა იქიდან.

-არაფერი მესმის!

როგორც იქნა მოვემზადეთ. სკოლაში მისულებს კართან კლერი შეგვეჩეხა.

-გამარჯობათ გოგონებო.

-გამარჯობა გისწავლია - ვუთხარი ირონიულად.

- ვცდილობ, მაგრამ საჩხუბრად არ მოვსულვარ, მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რაც გუშინ ჩემთვის გააკეთეთ. და ბოდიში.

-ბოდიში რისთვის?!- ვკითხეთ მე და ლიზამ.

-გავიგე, რომ ჩემს გამო ხალხი დაშლილა ფართიდან...

-კარგი გვიპატიებია.

-მადლობა.

-იცი მასში რაღაც კარგიც არის - ვთქვი სხვათაშორის.

-ყველა ადამიანს აქვს კარგი, უბრალოდ გააჩნია ამას როგორ ამჟღავნებ.

-გეთანხმები ჭკვიანო. მაგრამ ეგ სიჭკვიანე ჯობია ქიმიის გაკვეთილისთვის შემოინახო.

-აჰ კარგი.

გაკვეთილზე ბევრს ვფიქრობდი. ადამიანი ჯერ კარგად უნდა გაიცნო და შემდეგ უნდა გამოიტანო დასკვნები. მეც ნაადრევი დასვნები გამომაქვს ხოლმე. იქნებ მაიკი სულაც არ არის ისეთი როგორიც მე მგონია?! მასზე ხომ თითქმის არაფერი ვიცი. კი მართალია ძალიან თბილად მექცევა ხოლმე, მაგრამ რავიცი იქნებ მანიაკია ან კიდევ შეიძლება უფრო საშინელი ვიღაც?! ვფიქრობ მასზე ყველაფერი უნდა გავიგო.

როდესაც გაკვეთილები დაგვიმთავრდა ლიზა თავის სახლში წავიდა და დამპირდა აუციელბლად მოვალ და დალაგებაში დაგეხმარებიო.

სახლში როცა მივედი, ჩემს ოთახში ავირბინე და მეცადინეობა დავიწყე. როდესაც დავასრულე ვიღაცამ კარებზე დააკუკანა. ვიფიქრე ლიზაათქო . კარი გავაღე და მაიკი დავინახე.

-მაიკ?! როგორ ხარ?  რამ შეგაწუხა?

-იცი უბრალოდ ვიფიქრე რას იტყვი დღეს სადმე ხომ არ წავიდეთ?

-იცი ძალიან მინდა, მაგრამ სახლი დასალაგებელია, თან ლიზა უნდა მოვიდეს. ისე შეგეძლო მობილურზე დაგერეკა და გეთქვა. რატომ შეწუხდი მოსვლით?

-რავიცი, ვიფიქრე დავითანხმებო, მაგრამ თუ არ გცალია რა ვიზავთ.

ბილიკს გაუყვა.

-ჰეი მაიკ მოიცა. თუ გინდა დღეს საღამოს გამოიარე , კარგად გავერთობით მე,შენ და ლიზა.

-დიდი სიამოვნებით.

კარი დავხურე და მდივნაზე ჩამოვჯექი, მალე ლიზაც მოვიდა თავისი ბარგით.

-ლიზა? ამდენი ჩემოდანი რად გინდა?

-იცი ჰელ ჩემი მშობლები დასასვენებლად მიდიან ჰავაის კუნძულებზე 1 თვით, რადგან მათი ქორწილიდან ზუსტად 19 წელი გავიდა და აღნიშნავენ.

-ჩემთან რჩები?! რა მაგარია... შემოდი ჩქარა.

ლიზამ თავისი ბარგი ამოალაგა. შემდეგ სახლის დალაგებას შევუდექით. როგორც იქნა დავალაგეთ. ძალიან დავიღალეთ. მოგვშივდა. მაცივარი გამოვაღეთ , რომ უცებ კარზე ზარის ხმა გავიგე. "არ გაცდიან არაფერს" გავფიქრე და გასაღებად წავედი.

კარი გავაღე და ფერი შემეცვალა.

-რა იყო არ მელოდი?!


ბავშვებო რომ არ დააკომენატროთ გავგიჟდები კიდეც. ორჯერ დავწერე ერთი და იგივე. წამეშალა ერთხელ და...

დააკომენტარეთ გთხოვთ. <3 ლავ ოლლ


კატეგორია: Book | ნანახია: 1131 | დაამატა: Tamo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6

(2014-02-07 9:06 PM)
* 6 YoungGal❤   [Entry]
kargia da velodebishemdegs ^^