Born To Die (თავი 3 - 28 იანვარს 2014 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2014 » იანვარი » 28 » Born To Die (თავი 3
6:32 PM
Born To Die (თავი 3

Born To Die

თავი 3

მოთხრობა იდება კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ.

გთხოვთ დააკომენტაროთ.

ეს თავი ეძღვნება Кате♡рина -ს (თვითონ მიხვდება რატომაც :დ)


-მოიცა, ეს ყველაფერი არ არის. სასაფლაოზე ერთი ბიჭი გავიცანი მაიკი ჰქვია, ის ისეთი თბილია, კეთილია , სათნოა .

-ააჰჰ ეს მზერა მეცნობა ჰელ.

-არა , მე ის არ მიყვარს, ბოლობოლო გუშინ გავიცანი,თან ჯერ ამისთვის არ ვარ მზად.

-შენს სულ მასე ამბობ. ერთი კარგი ბიჭი ახია შენზე. იქნებ იშოვო ვინმე კარგი ბიჭი.

-ჯერ ამის დრო არ არის. ვფიქრობ,რომ არც არის აუცილებელი შეყვარებულის ყოლა. არც შენ გყავს, მაგრამ არაფერს არ გეუბნები.

-კაი , კაი. არ გინდა შოპინგზე წავიდეთ? ცოტას გავერთობით.

-კაი იდეაა, დიდი ხანია შენგან ესეთი ჭკვიანური აზრი არ მომისმენია.

-მაინც დამპალი ხარ რა.

-კაი ეხლა... წამო წავიდეთ სანამ გადამიფიქრებია.

 მანქანაში ჩავსხედით და წავედით. გზაში ბევრი ვიჭორავეთ. ლიზას დროდადრო ხასიათი უფუჭდებოდა, ვფიქრობდი რაღაცა აწუხებდა.

-ლიზა რა დაგემართა?

-არაფერი, უბრალოდ ჩავფიქრდი.

-სიცხე ხომ არ გაქვს? აჯობებს მივბრუნდეთ.

-არა. კარგი რა მოხდა? უბრალოდ რაღაცაზე ჩავფიქრდი , ამისთვის განწყობას ნუ გავიფუჭებთ.

მეტს აღარ ჩავძიებულვარ ლიზას. ვხვდებოდი რაღაცას,რომ მიმალავდა, მაგრამ ის ამას ადრე თუ გვიან მაინც მომიყვებოდა. ბოლობოლო მე მისი ერთადერთი მესაიდუმლე ვარ.

-მოვედით, ქალბატონო ჰელენ, კარი გაგიღოთ თუ თავად მოახერხებთ?

-ამხელა გოგოს ჭკუა როდის მოგემატება? სულ გაგიჯდი რა.

-არც შენ ხარ ნაკლები, მგონი ჯობია მარლაც გაგიღო კარი თორემ შენ ხვალამდე მანქანიდან გადმოსვლას ვერ მოფიქრებ.

-სულსწრაფო.

მაღაზიაში შევედით. ბევრი რამე ვიყიდეთ. შორტები,ზედები, შარვლები, ფეხსაცმელები... დედას დანატოვარი ფული თითქმის მთლიანად დავხარჯე...

მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ მე და ლიზა ისეთი დაღლილები ვიყავით, რომ ძლივს მივბობღდით მანქანამდე. სახლში მალე მივედით. უკვე ღამდებოდა. ლიზას ჩემთან დარჩენა ვთხოვე, რასაკვირველია დამთანხმდა. ორივეს გვშიოდა. მაცივარში შევიხედე, ისევ ის 1 ცალი კვერცხი, ვერაფერს იტყვი... გადავწყვიტე მაღაზიაში წასვსულიყავი და რაღაც პროდუქტები მეყიდა.

-მაღაზიაში მივდივარ საჭმლის საყიდლად და წამოხვალ თუ დარჩები?

-დავრჩები ჰელენ და ცოტა სახლს მიგილაგებ თორემ თავისუფლად შეიძლება შენს სახლში დინოზავრი დასახლდეს თუ უკვე არ დასახლებულა რა თქმა უნდა.

-მკლავს შენი იუმორი.

მაღაზია არც ისე შორს არ არის ჩემი სახლიდან, მაგრამ გრძელი გზით გადავწყვიტე წასვლა რადგან ასე ფიქრისათვის მეტი დრო დამრჩებოდა. სულ მაიკზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი მის თვალებზე, სახეზე ... არა ჰელენ , აზრზე მოდი. მორჩა აღარ იფიქრო მაიკზე. ვფიქრობ მისთვის ერთი ისტერიული, დეპრესიული გოგო ვარ , რომელსაც დღემდე ვერ მოუნელებია მამის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.

მაღაზიაში შევედი. იმხელა რიგი იდგა სული შემეკუმშა. უცებ უკნიდან ნაცნობი ხმა გავიგე, ვიღაცა მეზახდა უკან მივიხედე და მაიკი დავინახე.

-მაიკ? აქ რას აკეთებ? გამიხარდა შენი დანახვა.

-პროდუქტების საყიდლად შემოვიარე, მეც ძალიან გამიხარდა შენი ნახვა ჰელენ . ნახე რამხელა რიგია . გინდა მანამდე სადმე გავიაროთ? ყავაზე დაგპატიჟებ.

-არ ვიცი.

-გთხოვ ჰელ....

-კარგი.

გზაში ბევრი ვილაპარაკეთ. ბოლოს კაფეს მივადექით. ყავა და ნამცხვარი შევუკვეთეთ. მე ჩემს თავზე მოვუყევი რაღაცეები. მანაც მომიყვა რაღაცები თავის თავზე. აღმოჩნდა რომ ის 18 წლის ყოფილა. ნაახლოებით 1 საათში გამახსენდა სახლში დატოვებული ლიზა... გაგიჟდებოდა ალბათ უკვე. მაიკს დავემშვიდობე , ბოდში მოვუხადე და თავქუდმოგლეჟილი გავიქეცი მაღაზიაში. კიდევ კარგი რიგი აღარ იდგა, ვიყიდე ყველაფერი და მძიმე ტვირთით ძლივს მივფანფალებდი, ახლა უკვე სახლში დასაბრუნებლად მოკლე გზა ავირჩიე , რადგანაც ამდენი ტვირთით ხელში ფიქრის დროც არ მქონდა. სახლის კარის გაღება და ლიზას კივილი ერთი იყო.

-ამდენი ხანი სად იყავი ქალბატონო?

-უბრალოდ მაღაზიაში დიდი რიგი იდგა.

-ნუ მარტყუებ. რიგი იდგა რა ეშმაკის ბორბალია?

-დაგღუპავს ეგ იუმორი.

-სიმართლე მითხარი ამდენი ხანი სად იყავი?

-კაი რა დაგემრთა, მაღაზიაში დიდი რიგი იდგა, იქ მაიკი შემხვდა და ყავი დალევა შემომთავაზა, მეც დავთანხმდი. ცოტა ვისაუბრეთ, ყავა დავლიეთ, ნამცხვარი მივაყოლეთ დაა...

-უცებ მე გაგახსენდი ხო? ფიქრებშიც არ დაგასვენებ

-ვიცი დამპალი ხარ რა...

-კარგი ეხლა მოდი რამე მოვამზადოთ თორემ შიმშილისაგან კუჭი მიხმება.

რაღაცეები მივტხიპნეთ, მოვთხიპნეთ, ერთამენეთი დავსვარეთ საჭმლებით და ბოლოს რაღაცა გამოგვივიდა, მაგრამ ლიზას დაწკრიალებული სახლი ახლა უკვე თავიდან იყო დასალაგებელი.

-კარგი ლიზა, წამო ეხლა რამე კინოს ვუყუროთ. პოპკორნი იმ წითელ პარკში უნდა იდოს, ნახე?

-კი ვნახე, და რას ვუყუროთ?

-რამე კომედიას?

-კარგი, ვიპოვი რამეს.

ბოლოს რაღაცა ფილმი ვიპოვეთ, ისეთი სასაცილო , რომ მუცლები აგვეწვა სიცილსგან, ბოლოს ძირს ვგორაობდით, ასე მეგონა მალე გულიც წამივიდოდა სიცილსგან.

ბოლოს ფილმი დამთავრდა. ახლა საშინელებათა კინოს ყურება გადავწყვიტეთ. ორივეს პლედები გვქონდა შემოხვეულები და როდესაც ძალიან საშიში მომენტი დგებოდა თავზე ვიფარებდით და ვცახცახებდით. ბოლოს ერთმა ქალმა ისე შემზარავად იკივლა , რომ მივხვდი ახლა კი ნამდვილად წამივიდა გული.

დილით მე იატაკზე გავიღვიძე, ლიზას კი კომფორტულად ეძინა დივანზე და სულაც არ აწუხებდა ჩემი დისკომფორტი. საათი 7ს უჩვენებდა, ლიზა გავაღვიძე სკოლაში წასვლის დროა თქო. ისიც ადგა გავემზადეთ და სკოლაში წავედით.სკოლასთან მისულებს ჩვენი კლასის ჭორიკანა შეგვხვდა და ახალი მოსწავლ.ის გადმოსვლა გვამცნო, გავიგეთ, რომ ვიღაც გოგო გადმოდიოდა. ამას ყურადღება არ მივაქციეთ მე და ლიზამ და უხმოდ შევედით საკლასო ოთახში. ლიზასგან დავალებები გადავიწერე და დაველოდე გაკვეთილის დაწყბას. გაკვეთილი დაიწყო. კლასში მასწავლებელი შემოვიდა უკან ვიღაც ქერათმიანი გოგო შემოყვა.

-ბავშვებო გაიცანით ეს ჩვენი ახალი მოსწავლეა კლერი.

იმედია ამ გოგოსაც არ გააგიჟებთ და არ გადარევთ.

სიმართლე, რომ ვთქვათ უშნო გოგო არ იყო, მაგრამ ზედ ეტყობოდა როგორი კაპარჩხანაც იყო.

დამინახა ,რომ ვუყურებდი და ირონიულად გამიღიმა, მეც ასევე ცინიზმით გავუღიმე, იგრძნობოდა მასში ზედმეტი სარკაზმი.

ჩემს კლასელებს ისევ არ ვეპიტნავები. მინდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალო, ჰოდა ამიტომაც შესანიშნავი აზრი მომივიდა. მასწავლებელს ყურში რაღაც ჩავჩურჩულე, მასწავლებელმა სიტყვის თქმის უფლება მომცა.

-მოკლედ ბავშვებო, დღეს საღამოს 5 საათზე ყველას გეპატიჟებით ჩემთან წვულებაზე ... მერწმუნეთ კარგ დროს გავატარებთ.

ყველას სახეზე ღიმილმა გადაირბინა, აშკარა იყო ყველა მოვიდოდა.

გაკვეთილების შემდეგ მე და ლიზამ წვეულებისთვის სახლი მოვრთეტ , საჭმელები ვიყიდეთ, წვენები, ნუ მოკლედ რაც გვჭირდებოდა და საჭმლის მზადებას შევუდექით. 4 საათისთვის ყველაფერი მზად იყო.

ჩემი მოვილური ავიღე და კონტაკტებში შევედი რადგან კლასელების გარდაც მინდოდა მოსულიყვნენ კიდევ ვიღაცეები, მაიკსაც დავურეკე და მითხრა აუცილებლად მოვალო. კიდევ ბევრს შევატყობინე.

სტუმრები ნელ-ნელა იწყებდნენ მოსვლას. ყველა ჩემი კლასელი მოვიდა, გარდა იმ ახალი გოგოსი. მაიკიც შევამჩნიე და მასთან მივედი. ვილაპარაკეთ ბევრი, შემდეგ ვიცეკვეთ. კარებზე ზარის ხმა გაისმა, გასღებად წავედი. უცებ კარი თავისით გაიღო და ის ახალი გოგო ისე შემოვიდა ვითომც არც დავენახე.

-გამარჯობა-ვუთხარი რაც შემეძლო რბილად.

-საჭიროდ მივიჩნიე და იმიტომ მოვედი თორემ არც ვაპირებდი.

-შეგეძლო უბრალოდ გამარჯობა გეთქვა ჩემთვის.

-თუკი ეს ასეთი მნიშვნელოვანია შენთვის მაშინ გამარჯობა. ხო და რა გქვია?

-ჰელენი.

-უიღბლო და არაფრის მომცემი სახელია.

-შენმა ხო დაგლიჯა რა. ჯერ არ გამიცნიხარ და უკვე ვიცი როგორიც ხარ.

-შენგან განსხვავებით მდაბიო მაინც არ ვარ.

-უკაცრავად?! ხომ კარგად ხარ? არ დამიმალო?

-ჰო კაი ცოტა ზედმეტი მომივიდა, შეგიძლია მაპატიო? უბრალოდ აქ თითქმის არავის არ ვიცნობ და...

-კაი შემოდი, დაე მიპატიებია :დ

ეს გოგო მაინც არ მეპიტნავება, ძალიან ანჩხლი ჩანს.

სასმელი ავიღე და დალევა დავიწყე, თვალებით კი მაიკს ვეძებდი. ის არსად ჩანდა, ბოლოს დავინახე კლერს ეცეკვებოდა, ძალიან გავბრაზდი. კლერმა დამინახა თუ როგორ ვჭამდი თვალებით მათ და არც მან დამაკლო , ისე შემომხედა თავი დამნაშავედ ვიგრძენი


დიდი თავიო და აჰა თქვენ დიდი თავი, იმედია ბევრი შეცდომა არ დამიშვია. თან ახალი პერსონაჟიც შემოვიყვანე. აბა დააკომენტარეთ ბავშვებოოოოო



კატეგორია: Book | ნანახია: 137 | დაამატა: Tamo | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7

(2014-01-31 5:07 PM)
* 7 MarRi   [Entry]
*shewyvito biggrin



(2014-01-31 5:06 PM)
* 6 MarRi   [Entry]
nu es erti cali kvercxi biggrin
party-s shemtxvevashi martlac ararealuria da raxan es pirveli motxrobaa gepatieba ♥
magram uketesi iqneba tu kargad dafiqrdebi sanam dawer raime ararealurs ♥
xo da kidev, iset momentshi unda sheyvito erti tavi rodesac yvelaze sainteresoa da mkitxveli gijivit daelodeba shemdeg tavs biggrin



(2014-01-31 4:21 PM)
* 5 Naako   [Entry]
დავრჩები ჰელენ და ცოტა სახლს მიგილაგებ თორემ თავისუფლად შეიძლება შენს სახლში დინოზავრი დასახლდეს თუ უკვე არ დასახლებულა რა თქმა უნდა.

ahahahahahahahaaaaaaaa :DDDDDDDDD magari iyo biggrin



(2014-01-29 2:49 PM)
pirvel rigshi madloba ro memomidzgveni da mivxvdi ratomac ^.^
momewona es tavi ♥ male dadeb shemdegs imedia,mainteresebs ra moxdeba ♥ ♥
ise es taylori yvelas kaparchxana rato gamoyavs o.O da cota gamikvirda jer gacnobili ar yavda ukve 'swervoba'rodaiwyes :d
mokled,mainteresebs,veli sehmdeg tavs,sopos sityvebi gaitvaliswine,ufro uketesi gamova da GO ON GIRL <3 lav iu ♥



(2014-01-28 10:15 PM)
* 3 SoPii))   [Entry]
vaimee vaimeee vaimeeee raa cxovrebaaa bichiaaa movkvdi :XXX



(2014-01-28 9:13 PM)
* 2 salo   [Entry]
kargia yochagh ♥ male dade shemdegii ♥ YoungGal❤ -s vetanxmebi



(2014-01-28 7:40 PM)
* 1 YoungGal❤   [Entry]
kargia ,magram ragac mainc ararealuria
bichi romelic 1 dgis gacnobili hkavs, jer ჰელ... -s edsaxis ,tan mashinac ramdenime saatit naxa mashinac tu saatitac ara.
+ puli titkmis sul gamitavdao da kidev party gaaketa tavis saxlshi biggrin
ravici,ise kargia,ar gekwinos imitom geubnebi rom daixvewo,am patar-patara detalebsac ekceva kuradgeba tamo,radgan amazea mteli motxroba agebuli<#
ise kargia ro zoma gazardeda imedia shemdegshi upro didi tavi ikneba biggrin <3


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]