მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » ბზობა
9:56 AM
ბზობა

იესო ქრისტე სახედარზე ამხედრებული შედის იერუსალიმში, სადაც მას ეგებება ხალხი, რომელიც პალმის ტოტებს უფენს წინ შეძახილებით: „ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფე ისრაჱლისაჲ!" (იოანე, 12,13). თითქოსდა ქრისტიანობა დღესასწაულობს – ქრისტეს ეთაყვანება წმინდა ქალაქი, მთელი ხალხი აღტაცებით ხვდება მას. მაგრამ სულ მალე გახდება ცხადი, რომ ვისაც ელოდნენ, ის თურმე არ სჭირდებათ – ელოდნენ პოლიტიკურ ბელადს, ვინც მათ გაათავისუფლებდა მიწიერი მტრისგან - ოკუპანტი რომაელებისაგან, და არა გაცილებით საშიში მტრისგან – ეშმაკისაგან. ამიტომ, ბრბო, რომელიც დღეს იძახის: „ოსანა ძესა დავითისას", ხვალ დაიძახებს: „ჯვარს აცუ ეგე"!

იერუსალიმში შესვლისას, იესო, პირველ ყოვლისა, ტაძრიდან გამოყრის ყველა მყიდველსა და გამყიდველს, ააყირავებს მეკერმეთა ტაბლებს და მტრედებით მოვაჭრეთა მერხებს. თანაც მკაცრად განმარტავს საკუთარი საქციელის მიზეზს: „ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება; თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი" (მათე. 21:13). ამის შემდეგ იესო კურნავს უსინათლოებსა და ხეიბრებს.

ბზობის დღესასწაული სიმბოლოა, ერთი მხრივ, იესო ქრისტეს მისიის აღიარების, მეორე მხრივ – წინარე სახეა ადამიანის ძის სამოთხეში შესვლისა. ის, რომ მაცხოვარი შედის ქალაქში ვირზე ამხედრებული, გულისხმობს მშვიდობის, და არა ომის, მოსურნეობას (სიმბოლურად ვირზე ამხედრება – მშვიდობის ნიშანია, ცხენზე – ომისა).

მწუხრის ლოცვაზე დამსწრე მორწმუნენი ბზებით, ყვავილებით და ანთებული სანთლებით ხელში, მიესალმებნიან უხილავად იერუსალიმს მომავალ მაცხოვარს, როგორც ჯოჯოხეთისა და სიკვდილის დამთრგუნველს. ცისკრის ლოცვისას ბზის ტოტები, რომლებიც ხელში უჭირავთ მორწმუნეებს, იპკურებიან ნაკურთხი წყლით. მართლმადიდებელი ქრისტიანები ნაკურთხ ბზის ტოტებს მთელი წელი ინახავენ და მათ ხატების მოსართავადაც იყენებენ.


ყველას გილოცავთ ბზობას. მრავალს დაესწარით. იმედია ეს სიახლე მოგეწონათ. ^_^ :))) 

მოკლე და სრული აღწერები შეასწორა და გაალამაზა ანჩომ
კატეგორია: სხვა | ნანახია: 1272 | დაამატა: bellward | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 6

(2013-04-28 2:33 PM)
* 6 salo   [Entry]
gilocaavvt ufali gafaravdett