მთავარი » 2013 » მაისი » 10 » ჩანახატები
7:52 PM
ჩანახატები

...ი... 

 


მაპატიე გთხოოვ...

მაპატიე გთხოოვ...რომ იცოდე როგორ მძულს საკუთარი თავი...რატომ წახვედი??ვიცი ჩემი ბრალია..ზედმეტად ამაყი ვარ მესმის მაგრამ ხომ იცოდი მაინც წახვედი....მაინც დამტოვე....იცი როგორ მენატრბა შენი ნათქვამი მიყვარხარ?იცი როგორ მენატრება შენი ჩახუტება?ღმეთო დრო რომ უკან დამიბრუნო რა იქნება??ამას არ გავაკეთებდი..რა იქნება მაპატიოს?როგორ მტკივხარ რო იცოდე...როგორ მტკივა თითოეული ის წუთი შენთან გატარებული განა იმიტომ რომ იყო არა იმიტომ რომ აღარ იქნება...მონატრება ტკივილამდე გაგიგია? ჰო და სწორედ ასე ძლიერ მენატრები... გაგიგია მონატრება გაგიჟებით? გავგიჟდები ისე ძლიერ მენატრები!.. შენ ცრემლები მონატრების გაგიგია? ცრემლად დავდნი,ისე ძლიერ მენატრები!მიიიიიიიიიიიიიყვაარხააარ...ნეტავ აქ იყოოო სამყაროს ამბოოხს გამოვუცხადებდი,დაუკანონებელს დავაკანონებდიი მხოლოდ შენი გულისთვის,მინდა ვიტირო.... ეს ცრემლები ჩემთვის შვებაა... მინდა ვიტირო ეს ცრემლები მონატრებაა... მინდა ვიტირო ეს ცრემლები სინანულია და ამ ცრემლებში უდიდესი სიყვარულია..მე მწამს სიყვარულის მხოლოდ შენი გულისთვის..გაახსოოვს ვინმე რო მაწყენინებდა რა დღეში ვარდებოდი?ახლაც მინდა ასე იყოოს..ძალიან მენატრები..ო რა ძლიერ...გული გულს აღარ გაავს..არც ის ვარ ვინც დატოვე..ჩემი მე იმას არ გავს მაშინ რო დატოვე.მკაცრი,ამაყი,სწერვა,მწარე,გახსნილი...ახლა?ახლა რა ვარ?ახლა ერთი უბედური ვარ ვინც დაიარება და გეძებს ამ ჭუჭყიან დედამიწაზეე..ამ სიდამპლეში და ვერა და ვერ იქნა რომ გიპოვოს.ალბად სხვამ გიპოვა მე ხომ დაგგაკრე დაკარგულს კი პოულობს სხვა...მეც მინდა დავიკარგო მერე იქნებ შენ მიპოვო?ჩემი ცხოვრება წუთია თითქოს და ყოველ წუთში 60წამს გითმობ.არა შენ კი არ გითმობ შენზე ოცნებას ვუთმობ...მეტკივილებიი..არ მჯერა რომ თურმე მეც შემძლებია ისეთივე სიყვარული როგორიც შენ..არაა ეს მე კი არა,ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს...მე ხომ ასეთი სიყვარული არ შემიძლია.ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი რისი, როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი!..არ მინდა სხვისი იყოოო გაიგე რაა..შენ მასწავლე როგორ ვიყო ეგოისტი და როგორ ვიყო ცამდე შეყავრებული შენზე...თითქოს გუშინ იყო.. რაღაც გვიხაროდა.. წვეთები გვართობდა.. სველი თითების ალერსი გვათბობდა... წვიმა თავდებოდა... მზე გულში გვიკრავდა... ძალიან გვიყვარდა... ♥ გაიგე რა მჭირდები მიყვარხააარ....არა უბრალოდ სიტყვით როგროც ადრე,არა ჩემო კარგო ახლა გრძნობით და არსებიით..!!♥♥♥



ტირილი მინდა...



ტირილი მინდა... მაგრამ ცრემლები არ მომდის... მინდა თვალები დავხუჭო და გავქრე... ან შენ გაგაქრო... არა, რა სისულელეს ვამბობ... შენ ხომ ცხოვრებას მილამაზებ... ქვეყანა რომც ინგრეოდეს, მაინც მენდომებოდა სიცოცხლის გაგრძელება... მხოლოდ იმის იმედით გავიღვიძებდი დილით,რომ იქნებ შენი თვალები მენახა... ყველაფერს დავთმობდი, რაც კი ძვირფასია ჩემთვის, რომე კიდევ ერთხელ მაინც მეგრძნო შენი სიახლოვე... შენი გულისცემა... შენი სითბო... იცი რატომ მიყვარს ზღვა? ის შენს თვალებს მაგონებს... იცი რატომ მიყვარს პატაარ ბავშვი? ის შენი ღიმილივით სუფთაა და სათნო... იცი რატომ მიყვარს სიჩუმე? სიჩუმეში შენი გულის ცემა მესმის... იცი რატომ მიყვარს სიცოცხლე? იმიტომ რომ შენ არსებობ... მეძინება... მაგრამ თვალების დახუჭვის მეშინია... იმიტომ რომ ვიცი... შენს სახეს დავინახავ... და მერე ისევ ტირილი მომინდება... მაგრამ ცრემლები არ წამოვა... მინდა რომ შენთან ერთად გატარებული ყოველი წამი გავყინო და შევინახო... ... საერთოდ არ ვარ ძუნწი... მაგრამ შენ არ დაგთმობდი... მინდა, რომ ჩემი იყო! მხოლოდ ჩემი... შენზე ფიქრები არ მასვენებს... ყველაფერზე შენ მახსენდები... თუ ძალიან გამიმართლა, შეიძლება მთელი დღე გავიდეს ისე,რომ არ გამახსენდე... მაგრამ ღამეს ხო ვერსად გაექცევი? როცა დაწვები... და მარტო... სიჩუმეში... სიბნელეში... გინდა თუ არა, ის ფიქრები ამოგიტივტივდება, რომლებსაც ცდილობდი გაქცეოდი მთელი დღის განმავლობაში... და მერე ისევ ტირილი მინდება... მაგრამ ცრემლები არ მომდის... იცი რატომ? იმიტომ, რომ შენს გამო წამოსული ცრემლების დაკარგვაც მენანება... მირჩევნია გულმა იტიროს... და ტირის კიდევაც...



პალატა... 



საავადმყოფოს სუნი სართულებს შორის წამლის სუნით გაჟღენთილი კედლები,თეთრი შიძველისგან ფერდაკარგული ჭერი. მესამე სართული 26-ე პალატა. მესამე სართული 27-ე პალატა. ერთგან სიცოცხლე იბადება , მეორეგან კვდება .. 26-ე პალატა. ქალი თვალებს ხუჭავს მის სისხლში ნელ-ნელა ბლანტად ერევა წამალი.ვარდისფერი ბურუსი მოაწვა,ყველაფერი ვარდისფერია.გული ისევ უცემს ისევ ორნი არიან.სხულიდან გულს აცლიან.აღარ ფეთქავს, ერთი დარჩა. ისევ ერთია . რამოდენიმე საათი და თვალებს გაახელს ისევ ერთი იქნება. 27-ე პალატა.



ქალი სიცოცხლის დაბადებისთვის იბრძვის . სახეზე სისველე ემჩნევა, გვერდზე მამაკაცი უდგას და ამხნევებს..ისინიც ორნი არიან ორნი ერთში, მაგრამ მალე ორნი იქნებიან სხვადასხვა სხულში. სიცოცხლე იბადება. 26-ე პალატა.. ქალი ნარკოზიდან გამოდის. ბლანტად შერეული წამალი ძალას კარგავს,ბავშვის ხმები ჩაესმის, მე მიყვარდი! მე მიყვარდი! ქალს ცრემლები ზუსტად მაშინ წამოუვიდა როდესაც გვერდზე პალატიდან ბავშვმა იტირა და სამყაროს თავისი დაბადება ამცნო .. ფანჯრისკენ გაიხედა ჯერ კიდევ უგონოდ მყოფმა ქალმა - ტიპიური მაისი ამინდი იყო, შემდეგ თავის ჩანთას შეხედა , გაშტერებული უყურებდა. შემდეგ სიგარეტის კოლოფს შეხედა რომელიც იქვე სკამზე იდო და თქვა: -" ურეაქციოდ გავუკეთე "აბორტი" კოლოფს და ხელში შერჩენილ "ნაყოფს" წავუკიდე. ბავშვი დაიბადა სიცოცხლეს შეხვდა , მარტო დარჩენილმა ქალმა კი გაიფიქრა :" ღმერთმა დაგლოცოს , იმედია იცოცხლებ. ბედნიერი იყავი!

დედა 




დედა, დედიკო, დე..სიტყვა რომელმაც ასაკი არ იცის,ერთადერთი დაუვიწყარი ადამიანი არის დედა.განა მარტო ადამიანი?ჩნდება კითხვა და პასუხიც რატომღაც უმალვე მოდის, არა! დედა ანგელოზია.. ანგელოზი რომელსაც უხარია თავისი ბავშვის კარგი და ტკივა ცუდი, ანგელოზი რომელიც ისჯება თავისი შვილის შეცდომების გამო და ბოლოს ,ანგელოზი რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხართ,უხარიხართ, ზრუნავს თქვენზე და ცდილობს არაფერი მოგაკლოთ, თგვენგან კი მხოლოდ ერთს ითხოვს,იყოთ კარგები.მაგრამ ჩვენ ნაკლებად ვცდილობთ ამ ყველაფრის დაფასებას, ან ისე არ გამოგვდის როგორც გვინდა, ფაქტი ერთია ,რომ დედის ამაგის გადახდა შეუძლებელია.დედა სიცოცხლის წყაროა, სიცოცხლის რომელიც მის გვერდით საუკუნოდ გვეჩვენება,სანამ ის გვყავს მანამ ბავშვები გვგონია თავი და სიბერე არ გვიწერია,ის არის ჩვენთვის ყველაზე კარგი ექიმი,მრჩეველი,სიხარულის გამზიარებელი, არასდროს დაფიქრებულხართ? როცა რაიმეს იტკენთ ან როცა ძალიან ცუდად ხართ სულ გაიძახით ხოლმე ”ვაიმე დედიკო მიშველე”, ან როცა სკოლაში მიაღწევ წარმატებას სახლში სწრაფად გინდა მიხვიდე რომ კარების გაღებისთანავე დედას ”გამარჯობის” მაგივრად შენი წარმატება მიახალო, რადგანაც იცი რომ მასზე მეტად ეს არავის გაეხარდება, როცა გულის გადაშლა მოგინდებათ, მიხვალთ და დედას მოუყვებთ ყველაფერს ,არა იმიტომ რომ შენ დაქალი არ გყავს არამედ ,იმიტომ რომ მასზე უკეთ ვერავინ გირჩევს და გაგიგებს. ... და ამ ყველაფრის შემდეგ კვლავ მიჩნდება კითხვა: დედა უბრალოდ ადამიანი თუ ანგელოზი?იცით ამბობენ ანგელოზები არ ტირიანო, მათ არ შეუძლიათ იგრძნონ რა არის ცრემლი, სწორედ ეს მაფიქრებს და ეჭვს მიჩენს რომ დედა უბრალოდ ადამიანია და არა ანგელოზი..უფრო მეტიც ის პიროვნებაა.. მას შეუძლია ტირილი და ტკივა კიდეც ძალიან ხშირად ჩვენს გამო. იცით რაოდენ გულის მომკვლელია დედის ცრემლი?როცა ხედავ მის ზღვისფერ თვალებს ,რომლებიც ერთ დროს ანათებდნენ უცებ ქრებიან და უსიცოცხლო თვალებს ემსგავსებიან, სწორედ ამ დროს გივლის ტანში ჯრუანტელი,პულსი თითქმის ჩერდება და შენს თვალზეც მოდის ცრემლი, ცრემლი სინანულის, გულისტკვილის ,დარდის და ბოლოს, ცრემლი საკუთარი თავისადმი უკმაყოფილების და საშინელი ტკივილის რადგანაც შენ დედა აატირე,მისი ცრემლი კი ყველაზე წმინდა ,სათუთი და სპეტაკია,ნუ გააკეთებთ იმას, რაც დედას ატკენს და ცრემლს დაჰბადებს მის ცეცხლის ალივით მოკაშკაშე თვალებს,იყავი კარგი, რომ შეეძლოს მას შენით ამაყობა, არ რცხვენოდეს გარეთ გასვლის და ყველგან ამბობდეს რომ შენნაერი კარგი შვილი ყავს.შვილი დედასთვის ყველაზე ძვირფასი განძია რომელიც მას ღმერთმა აჩუქა,ის ყოველთვის გაგიგებს და დაგიცავს მიუხედავად შენი შეცდომებისა და არასწორი საქციელისა, შენ ხომ მისი გულის ძგერის ერთ-ერთი მიზეზი ხარ.. ყველაზე კარგი,გამორჩეული, ლამაზი და ამასთანავე სათნო ქალია დედა ჩემთვის..ის ჩემთვის მთელი სამყაროს სუნთქვაა..





წყარო:Week.ge




თუ მოგეწონათ კიდევ დავდებ!!


ბავშვებო, დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ. ერთი საიტი აღმოვაჩინე სადაც ჩანახატები იყო. უმაგრესი ჩანახატები, და ძალიან მომეწონა. დადება გადავწყვიტე. რომ დავდე მე მივაწერე რომ ეს ჩემი დაწერილი არ იყო. კომენტარებში აკომენტარებდით ეს ჩემი დაწერილიაო. მართლა გეუბნებით რა! არ ვიცოდი მე! რა ვიცოდი ეგენი ვისი დაწერილები იყო. ისე ეს საიტი იყო:


https://acrosstheuniiverse.wordpress.com/ 





კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 1210 | დაამატა: Lanaholic▲ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4

(2013-05-11 3:12 PM)
is blogi vici me visicaa da orive unichierseia! ♥ ♥
kargi iyoo cry ♥ ♥