მთავარი » 2013 » ივნისი » 11 » CHARLIZE THERON
10:05 PM
CHARLIZE THERON
CHARLIZE THERON
 გრანდიოზული სიახლე 
 ყველაფერი შარლიზის შესახებ 
 ბიოგრაფია | ფაქტები | გამონათქვამები 
 სურათები | გიფები | ავატარები 
 ბევრი ვიწვალე ამიტომ ყველა სრულიადში
 

  

I G R A P H Y


სრული სახელი : Charlize Theron
დაბედების თარიღი/ადგილი : 7 აგვისტო 1975წ. ბენონი, ტრანსვაალის პროვინცია, სამხრეთ აფრიკა
ასაკი : 37
საქმიანობა : მოდელი, მსახიობი
შემოქმედების წლები 1995 - დღემდე
ოფიციალური ვებგვერდი : charlizetheron.com
თმის ფერი : ქერა
თვალის ფერი : ცისფერი
სიმაღლე : 177სმ [5 ft 9.75 in]
აკადემიის ჯილდოები : ოსკარი - საუკეთესო ქალის როლი (ფილმისთვის „მონსტრი" 2003 წელი)
ოქროს გლობუსის ჯილდოები : საუკეთესო ქალის როლი(ფილმისთვის „მონსტრი" 2003 წელი)
სხვა ჯილდოები : პრემია „ვერცხლის დათვი„ საუკეთესო ქალის როლი (ფილმისთვის „მონსტრი" 2003 წელი)


შარლიზ თერონი (ინგლ. Charlize Theron,  აფრიკაანსი  დ. 7 აგვისტო 1975, ბენონი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — სამხრეთ აფრიკელი წარმოშობის ამერიკელი მოდელი და მსახიობი, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს გახდა ცნობილი როლებით ისეთ ფილმებში, როგერებიცაა „ორი დღე ხეობაში", „მძლავრი ჯო იანგი", „ეშმაკის ადვოკატი" და „მეღვინეების წესები". შარლიზის მიერ განსახიერებულმა სერიული მკვლელის ეილინ უორნოსის როლმა ფილმში „მონსტრი" (2003) კრიტიკოსების და კინომოყვარულების მოწონება და არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის „ოქროს გლობუსი", „ვერცხლის დათვი", „ოსკარი" ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის და სხვა. თერონი აფრიკაში დაბადებულთაგან პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც ოსკარი მოიპოვა.
2005 წელს შარლიზი კვლავ წარადგინეს ოსკარის ნომინაციაზე ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ფილმში „ჩრდილოეთის ქვეყანა" (2005).
ჰოლივუდის ბულვარზე გახსნილია შარლიზ თერონის სახელობის ვარსკვლავი.


თერონი დაიბადა ბენონში, ტრანსვაალის პროვინციაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, და ერთადერთი ბავშვი იყო გერდა ჯეიკობ ალეტისა და ჩარლზ თერონის ოჯახში. დედის მხრიდან ტერონი გერმანული წარმოშობისაა, ხოლო მამის მხრიდან — ფრანგული და ჰოლანდიური ფესვები აქვს. ტერონის მშობლები ფერმას და გზების მშენებლობის ფირმას ფლობდნენ, რომელსაც გერდა ტერონი მართავდა.

1991 წლის 21 ივნისს მისმა დედამ, გერდამ, მამამისი ცელსასროლი იარაღით მოკლა. ჩარლზი, რომელიც ალკოჰოლიკი იყო, გერდას თავს დაესხა და მასა და შარლიზს მოკვლით ემუქრებოდა. გასროლა თავდაცვად შეფასდა და გერდა არ დასჯილა.ამ დროს შარლიზი 15 წლის იყო.


A C T S

• შარლიზ ტერონი 15 წლის იყო, როცა დედამისმა თავდაცვის მიზნით გოგონას თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღით მამამისი მოკლა 1991 წელს

 არც და ყავს და არც ძმა

 
 

 
ის ბალეტის მოცეკვავე იყო 4 წლიდან

 ამერიკის მოქალაქეა 2007 წლიდან


• 
ჰოლივუდში შარლიზის ვარსკვლავი გაიხსნა 2005 წლის სექტემბერში

 
როცა შარლიზი თავის სამსახიობო კარიერას იწყებდა, მან ვერ შეძლო ეთქვა, რომ დედამისმა მოკლა მამამისი და მოიტყუა, მან ყველას უთხრა რომ მამამისი დაიღუპა ავტოკატასტროფაში


 
შარლიზი არ ეწევა

 მას ძალიან უყვარს მისი პროფესია


• 
გაიზარდა ფერმაში

 თავისუფალ დროს უყვარს კარტის თამაში, ცეკვა, მუსიკების მოსმენა, მოტოციკლეტის ტარება, წიგნების კითხვა და შოპინგი


 შარლიზი პატარაობიდანვე ხშირად უყურებდა ამერიკულ სერიალებს, სწორედ აქედან ისწავლა მან ინგლისური
 
 
მას აქვს Harley Davidson-ის მოტოციკლეტი


• 
ორი ძაღლი ყავს - Denver და Delilah


U O T E S

"მე ვარ ადამიანი და დიახ, მეც მაქვს ძალიან ცუდი დღეები"

"მე მხოლოდ შემიძლია ვიმედოვნო რომ დედაჩემის 10 პროცენტი ვარ. მან მასწავლა თუ როგორ უნდა ვყოფილიყავი ჩემს თავში დარწმუნებული და როგორ უნდა მომეწყო ჩემი ცხოვრება. აი რა მინდა მეც ვასწავლო ჩემს შვილს"


"მე გავიზარდე სამხრეთ აფრიკაში. ყოველთვის როცა რუკაზე ჩემს ქვეყანას ვეძებდი, ვხედავდი რომ ის სულ ბოლოში იყო. ყოველთვის ვკითხულობდი ენციკლოპედიებს ჩემს ქვეყანაზე და საერთოდ მთელ მსოფლიოზე, სწორედ ამიტომ მიყვარს და მიზიდავს მოგზაურობა"

"მე ბეტი დევისის, მერლინ მონროსა და მარლენ დიტრიხის ფილმებზე გავიზარდე"


"ვერასდროს ვერ ვიტანდი უწესრიგობას. ვერ ვიტან კაბინეტებს, რომლებიც არეულია, არეული ოთახის დანახვის შემდეგ ძილიც კი არ შემიძლია, ყოველთვის ამაზე ვფიქრობ და ვამბობ : ''კაბინეტში დავინახე ნივთები რომლებიც თავიანთ ადგილზე არ იყო''

"არ მიყვარს ფილმის ან რაიმე ვიდეო რგოლის ყურება სადაც მე ვმონაწილეობ"


"დედაჩემმა შეუძლებელის გაკეთება შეძლო ჩემთვის. მან მაპოვნინა საკუთარი ''მე'' და დამოუკიდებლობა"


I C T U R E S

















I F S









image



image

image












C O N C / A V A T A R S


 
  
 
 

 

 
 

 
 

 
 

 












მართლა ძალიან ბევრი ვიწვალე და დარწმუნებული ვარ ეს სიახლესაც და გაფორმებასაც ეტყობა ))))
2 ჯერ გამეთიშა ეს სიახლეე :D
უფრო მეტი სირათები გიფები და აიკონები მედოო მაგრამ 2ჯერ რო გამეთიშა მესამედ იმდენის დადების თავი აღარ მქონდა :D
ამიტომ ძალიან ძალიან გთხოვთ დ ა ა კ ო მ ე ნ 
 ა რ ე თ ! ! !


ნანახია: 1077 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7

(2013-06-13 10:35 AM)
* 7 Dona♡   [Entry]
umagresi qalia
kochag