მთავარი » 2013 » ნოემბერი » 10 » Charlize Theron Style
1:12 PM
Charlize Theron Style
ყველა დროის ერთ-ერთ ულამაზეს ქალად აღიარებული 38 წლის შარლიზ ტერონის ჩაცმის სტილი ხშირად მოდის კრიტიკოსთა ყურადღების მიღმა რჩება. სტილისტები ერთხმად ამბობენ, რომ ოსკაროსანი მსახიობი ყველგან და ყოველთვის ბრწყინავს, მაგრამ ამას უფრო ვარსკვლავის კლასიკურ სილამაზეს მიაწერენ, ვიდრე მის ჩაცმულობას. მათივე თქმით, ეს ხდება არა იმ მიზეზით, რომ ტერონი დახვეწილი გემოვნებით არ გამოირჩევა, არამედ იმიტომ, რომ მისი უზადო გარეგნობის ფონზე ყველაზე მოდური ლუქებიც კი იჩრდილება. მსახიობი წითელ ხალიჩაზე მდიდრულ და ბოჰემურ, ყოველდღიურად კი პრაქტიკული და თავისუფალი სტილის სამოსს ანიჭებს უპირატესობას. ტერონის გარდერობში ძირითადად მუქი და ცივი ფერების ტანსაცმელი ჭარბობს და მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავი არასოდეს ტვირთავს ლუქებს ზედმეტი აქსესუარებით, იგი შესანიშნავად ახერხებს, რომ მუდამ გლამურულად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.


ყოველდღიური ჩაცმის სტილი






























წითელი ხალიჩის ლუქები

















XoXo Your Chu♡Pa
აიი არ ვიციი სიტყვები არ მყოფნის ამ ქალის აღსაწერად ))
მაგარი ქალია, მაგარი ტანი აქვს, მაგარი თვალებიც აქვს... :D  
ძალიან დახვეწილი, ლეგენატური, გლამურული და ა.შ. :D

კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 969 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5

(2013-11-19 8:21 PM)
kargi siaxleaaaaaaa