მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 20 » ჩემი ახალი/ძველი ჩანახატი
1:46 PM
ჩემი ახალი/ძველი ჩანახატი
L.I.F.E
Living Isn't Fucking Easy
ჩემი მოახლო მოძველო ჩანახატი
იმედია წაიკითხავთ და თქვენს
აზრს დააფიქსირებთ გთხოვთ
კრიტიკაც მინდა,კრიტიკაც :3

 

ისევ ეს ნაცნობი შენობები , ქუჩები , ძველებური ფიქრები და ადამიანები ..
ჰაერიც კი ნაცნობია ამ ქალაქში , თითქოს არაფერი შეცვლილა. თუმცა არა , მე შევიცვალე! 
ჩემში გაქრა ყველაფერი კარგი , მე სამყარომ შემცვალა , შეცვალა ყველაფერი კარგი ცუდით , 
მაგრამ მას არ უკითხია მინდოდა თუ არა ეს! მინდოდა თუ არა გამესწორებინა 
თვალი მწარე რეალობისათვის , რომელიც ჩვენს გარშემოა , ყველას გარშემო ,!
აქ ხომ , ამ დამპალ სამყაროში ყველა სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს , თითქოს არ გააჩნდეს თავისი.. 
ყველგან , სადაც გაიხედავ ჭორაობენ , ჭორავენ ყველას და ყველაფერს , 
მაგრამ იმას არ ფიქრობენ რომ ეს ყველაფერი მაგათი საქმე არაა! 
უბრალოდ არ მესმის რა ფუნქცია აქვს ადამიანს ამ ქვეყანაზე !

 სხვებზე იჭორაონ , დასცინონ და საკუთარ თავში დარწმუნებულ იდიოტებად აღიზარდონ ?! 
არა. ღმერთმა ადამიანი შექმნა არა იმისთვის , რომ განსაჯოს სხვა , 
არამედ იმისთვის რომ გააკეთონ რამე სასარგებლო , თუ სხვისთვის არა საკუთარი თავისთვის მაინც. 
მაგრამ ვერავინ ვერ იაზრებს ამას. რომც გაიაზრონ რა აზრი აქვს ამას ?!
 უბრალოდ 'გაატარებენ' და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებიან!
აქ არავის არ უნდა ენდო , რადგან ისინი თავს გაჩვენებენ თითქოს უყვარხარ მაგრამ 
სინამდვილეში უბრალოდ გიყენებენ , შენზე ჩუმად იდგამენ ენას თუმცა პირში არაფერს გეუბნებიან ,, პირიქით!
ცუდ სამყაროში კი ყველაფერი სხვაგარადაა , აქ ყველა სიმართლეს ამბობს , 
იმისდამიუხედავად რომ იციან რა საშინელია ის! შეიძლება ყველა ცუდად გიყურებდეს 
მაგრამ შენს ზურგს უკან მაინც არ ჭორაობენ ,  არ გიყენებენ!
მაგრამ , მე დავბრუნდი ! დავბრუნდი რომ შევცვალო ხალხი და სამყარო , რამდენადაც შევძლებ! ,))

ეს კაი ხნის წინ დავწერე და ეხლა ვიპოვე ,, ხომდა მეთქი ბარემ დავდებთქო ;დდ
შეაფასეთ :33
რაღაც ჩანახატისპონტია რა ;დდ

კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 1457 | დაამატა: leluka | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8

(2013-10-21 3:41 PM)
momewona dzalian ♥ ♥
getanxmebi ai esa cxoverba da ukve amazrzenia aseti xalxi //