მთავარი » 2013 » აპრილი » 5 » ♥ Coldplay ♥
5:31 PM
♥ Coldplay ♥
Coldplay
 | ჯგუფის შესახებ | ჯგუფის წევრები | ფოტოები | ანიმაციები |



| ჯგუფის შესახებ |
Coldplay — ინგლისური როკ-ჯგუფი ლონდონიდან. ჩამოყალიბდა 1998 წელს. მსოფლიო აღიარებას მიაღწია 2000 წელს გამოშვებული სინგლით „Yellow", რასაც მოჰყვა სადებიუტო ალბომი, Parachutes. ჯგუფის წევრები არიან: ვოკალისტი კრის მარტინი, გიტარისტი ჯონი ბაკლენდი, ბასისტი გაი ბერიმენი და დრამერი უილ ჩემპიონი. დღემდე Coldplay-ს 30 მილიონამდე ალბომი აქვს გაყიდული.
Coldplay-ს ადრეულ ნამუშევრებს ხშირად ადარებდნენ ჯეფ ბაკლის და რედიოჰედის შემოქმედებას. პარალელებს ავლებდნენ U2-სთანაც. ალბომის, Parachutes, გამოსვლის შემდეგ კოლდპლეიმ სხვა წყაროებიდანაც მოიზიდა გავლენა. აღსანიშნავია, ეკო და ბენიმენის და ჯორჯ ჰარისონის გავლენა ალბომზე A Rush of Blood to the Head (2002) და ჯონი კეშის და კრაფტვერკის გავლენა ალბომზე X&Y (2005).
Coldplay აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა სოციალურ და პოლიტიკურ მოძრაობებს, მათ შორის, ოქსფამის Make Trade Fair კამპანიასა და საერთაშორისო ამნისტიას. ჯგუფი ეწევა საქველმოქმედო საქმიანობასაც.

|
ჯგუფის წევრები
|


გაი ბერიმენი – ბას გიტარა, ბექ-ვოკალი
ჯონი ბაკლენდი – წამყვანი გიტარა, ბექ-ვოკალი
უილ ჩემპიონი – დასარტყამი ინსტრუმენტები, ბექ-ვოკალი
კრის მარტინი – წამყვანი ვოკალი, კლავიშიანი ინსტრუმენტები

|
ფოტოები & ანიმაციები 
|
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 710 | დაამატა: Marriiee♥♥♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

(2013-04-06 11:47 AM)
* 3 salo   [Entry]
rogor miyvarssssss.umagresi jgufiii