მთავარი » 2013 » ნოემბერი » 7 » Cory Monteith
4:09 PM
Cory Monteith
13 ივლისს მსოფლიო შეძრა კანადელი მსახიობისა და დრამერის, 31 წლის კორი მონტიტის გარდაცვალების ცნობამ. ვარსკვლავმა, რომლის დაღუპვაც ჰეროინისა და ალკოჰოლის შერეულმა დოზამ გამოიწვია, პოპულარობამდე საკმაოდ მძიმე გზა განვლო. კორი ნარკოდამოკიდებულებას 13 წლიდან ებრძოდა და ამის გამო 16 სკოლის გამოცვლა მოუხდა. 22 წლის ასაკში ბედმა გაუღიმა და გაიცნო ადამიანები, რომლებმაც მისი არტისტული მონაცემების დაფასება შეძლეს. კორი მსოფლიომ გაიცნო ფინ ჰადსონის როლით სერიალში კლუბი. ამავე სერიალის გადასაღებ მოედანზე გაიცნო მან თავისი ცხოვრების სიყვარული, ლეა მიშელი, რომლის უდიდესი თანადგომის მეშვეობით მონტეიტმა წარმატებით გაიარა სარეაბილიტაციო კურსები. მართალია, ყოველივე ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მსახიობის ბოლომდე განკურნებისთვის და მან ცხოვრება ტრაგიკულად დაასრულა, მაგრამ ვინც მონტეიტს პირადად იცნობდა, ამბობდნენ, რომ იგი იყო სიცოცხლეზე არანორმალურად შეყვარებული ადამიანი, რაც მის გამონათქვამებშიც კარგად ჩანს.


 თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ.

 მსურს დავქორწინდე და შვილები მყავდეს. ოჯახი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


 ცხოვრების კარკვეულ მონაკვეთზე აცნობიერებ, რომ შენი მშობლები შენი მტრები არ არიან და შენთვის მხოლოდ საუკეთესო სურთ.

 მე არ მჭირდება ვიყო არანორმალურად პოპულარული, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცეს.


 ძალიან გამაღიზიანებელია, როდესაც შენი მეგობარი გოგონა შენ მაგივრად მობილური ტელეფონის ეკრანს უყურებს.

► მართალია კანადელი ვარ, მაგრამ ფრანგული არ ვიცი.

 

► მე ძალიან კარგი სნოუბორდერი, მაგრამ საშინელი სერფერი ვარ.

 ვთვლი, რომ თუ ბევრს იმუშავებ და მიზნის მისაღწევად უკან არ დაიხევ, ყველაფერი კარგად იქნება.


 პოპულარობამდე, მუშად, მექანიკოსად, ტაქსისა და სკოლის ავტობუსის მძღოლად ვმუშაობდი. არანაირ სამუშაოზე არ ვამბობდი უარს, რომ თავი გამეტანა. სულაც არ მრცხვენია ამ ყველაფრის აღიარების, რადგან ასეთი წარსულის წყალობით, ცოტ-ცოტა ყველაფერის გამეგება.

 ერთხელ ჩემი ოჯახის წევრს დიდი რაოდენობის თანხა მოვპარე. ვიცოდი, რომ გამომიჭერდნენ, მაგრამ სხვა გამოსავალს ვეღარ ვხედავდი.




Pictures














corydune:


100 Pictures of Cory Monteith - 14/100















Gifs 



































Icons

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

XoXo Your Chu♡Pa
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 821 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8

(2013-11-25 9:25 PM)
* 8 Tamo   [Entry]
R.I.P Cory <3 cry