მთავარი » 2013 » აპრილი » 10 » Daniel Craig
8:22 PM
Daniel Craig
 Daniel Crai 
 მისი ბიოგრაფია  
 იმედი მაქვს მოგეწონებათ. 
დენიელ ქრეიგიდენიელ ქრეიგი


დენიელ ქრეიგი დენიელ ქრეიგი
დენიელ ქრეიგი

დენიელ ქრეიგი არის ინგლისელი მსახიობი, რომელიც ცნობილი გახდა ჯეიმს ბონდის როლის შესრულებით (2006 წლიდან დღემდე). მისი პირველი ფილმებია: Elizabeth, The Power of One და A Kid in King Arthur's Court, ხოლო სატელევიზიო როლები - Sharpe's Eagle და Zorro. საერთაშორისო პოპულარობა და წარმატება დენიელმა ჯეიმს ბონდის (Casino Royale)  როლის შესრულების შემდეგ მოიპოვა. ამ როლისთვის კი ის წარდგენილი იყო BAFTA-ს ერთ-ერთ ნომინაციაზე. მან მთავარი როლი შეასრულა ჯეიმს ბონდის სამ ნაწილში: Casino Royale, Quantum of Solace და Skyfall -ში.სქაიფოლის პრემიერა 2012 წელს შედგა, რომელიც ჯერჯერობით ყველაზე მაღალშემოსავლიანი ნაწილია ჯეიმს ბონდის ფილმებისა. ამავდროულად წარმატება მოუტანა ფილმმა '' გოგონა დრაკონის ტატუთი '', სადაც მას პარტნიორობას უწევს ამერიკელი მსახიობი რუნი მარა. დენიელმა მონაწილეობა მიიღო 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში
დენიელ ქრეიგიდენიელ ქრეიგი
დენიელის მშობლები განქორწინდნენ, როცა 4 წლის იყო. დედამისი ხელოვნების მასწავლებელი იყო. დენიელს ყავს და ლეა ქრეიგი

მისი დებიუტი სკოლის სპექტაკლში - 'Oliver!' შედგა, როცა 6 წლის იყო. ამის შემდეგ ითამაშა სპექტაკლებში: 'რომეო და ჯულიეტა' და 'კონკია'. 1988 წელს გილდჰოლის მუსიკისა და დრამის სკოლაში განაგრძო სწავლა, სადაც ევან მაკგრეგორიც სწავლობდა

2004 წლის ფილმ 'Layer Cake'-ში დენიელის ბრწყინვალე შესრულებამ დააინტერესა ჯეიმს ბონდის შემქმნელები, რომლებიც პირს ბროსნანის შემცვლელს ეძებდნენ. როგორც ერთ-ერთი ბრიტანული გაზეთი იუწყება, თავიდან დენიელი არ დათანხმდა ჯეიმს ბონდის როლის შესრულებას, რადგან ჯერ ფილმის სცენარი დაწერილი არ იყო, დენიელი კი სცენარის წაკითხვის გარეშე გადაწყვეტილება ვერ მიიღებდა. მაგრამ ბოლოს პირს ბროსნანმა დაარწმუნა, რომ ფილმში მიეღო მონაწილეობა
დენიელ ქრეიგიდენიელ ქრეიგიდენიელ ქრეიგიდენიელ ქრეიგი
დენიელის საუკეთესო მეგობრები სუპერმოდელი კეიტ მოსი და მსახიობი ნიკოლ კიდმანია

მისი მთელი სამსახიობო კარიერის განმავლობაში დენიელს შვიდი ჯილდო აქვს აღებული

2006 წელს ჟურნალმა Esquire დენიელი წლის საუკეთესოდ ჩაცმულ მამაკაცად დაასახელა. 2007 წელს ჟურნალ Elle-ს ფრანგულმა გამოცემამ 15 ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა, სადაც დენიელი მე-7 ადგილს დასჯერდა.

დენიელ ქრეიგი

სკოლაში რაგბის თამაშობდა

პირველი ჯეიმს ბონდის ფილმი, რომელიც მან ნახა იყო როჯერ მურის შესრულებით 'Live and Let Die'. მან ფილმს მამასთან ერთად კინოთეატრში უყურა

მიუხედავად იმისა, რომ უთამაშია ისეთ ფილმებში როგორებიცაა ''Layer Cake' (2004), 'Quantum of Solace' (2008) და 'Casino Royale' (2006), სადაც ხშირად დაუჭერია იარაღი, ჟურნალ OK!-თან ინტერვიუში თქვა, რომ ძალიან ეშინია ნებისმიერი სახის იარაღის

დენიელ ქრეიგი

მანამ სანამ, ფილმში ''კოუბოები და უცხოპლანეტელები'' გადაიღებდნენ ის ყოველ დილით კირითობდა და უყურებდა ძველ ფილმებს, რომლებიც კოუბოებე იყო, ამავდროულად ცდილობდა კარგად ესაუბრა ამერიკული აქცენტით

როდესაც დენიელს ჰკითხეს, თუ რომელმა მსახიობმა შეასრულა ყველაზე კარგად ჯეიმს ბონდის როლი, დენიელმა შონ კონერი დაასახელა, ხოლო ჯეიმს ბონდის საუკეთესო მეგობარ გოგონად დაიანა რიგი დაასახელა და თქვა - 'she was the one Bond girl who was nearly bigger than the movie.'

დეიელი ფილმებში ყველა ტრიუკს თვითონ აკეთებს, მიუხედავად იმისა რომ სიმაღლის ეშინია

2008 წელს მისი ცვილის ფიგურა გააკეთეს

დენიელ ქრეიგი

დენიელ ქრეიგი

დენიელ ქრეიგი

დენიელ ქრეიგი

დენიელ ქრეიგი

დენიელ ქრეიგი

დენიელ ქრეიგი

დენიელ ქრეიგი

wyaro:angel.ge
კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 901 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-04-10 10:53 PM)
* 5 Dona♡   [Entry]
kaargia kochag<3