მთავარი » 2013 » ნოემბერი » 20 » ✝დაწყევლილი სახლი II✝
9:03 PM
✝დაწყევლილი სახლი II✝
დაწყევლილი სახლი 
ნაწილი II



სახლს დიდი ეზო ჰქონდა, თუმცა თვითონ ორ სართულიანი იყო. პირველ სართულზე, დაბალჭერიანი მიწური ორი ოთხი ჰქონდა, მეორე სართულზე ხის კიბე ადიოდა. გრძელი დერეფანი სამ ოთახს აერთებდა. ნინის ოთახი შემოსასვლელ კართან იყო. ნინისთან რომ მივედი თავის ოთახში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. მითხრა ისე გელოდი, ნახევარი საათის წინ კიბეზე ნაბიჯების ხმა გავიგონე, მერე კარზე კაკუნის, დაგიძახე შემოდი-მეთქი. რომ არ შემოხვედი, თვითონ გავედი გარეთ, მაგრამ არავინ იყოო. ალბათ მოგეჩვენა მეთქი ვუთხარი. მალე დავწექით, საუბრის ხასიათზე არ ვიყავი, ეს ნინიმაც შემატყო და დაძინება გადავწყვიტეთ. ყველაფერი რომ მიწყნარდა უეცრად კარების მოჯახუნების ხმა გავიგეთ. ორივე წამოვსხედით საწოლზე. დერეფანში გავედით. არავინ იყო. არც კიბეებზე იყო ვინმე და არც ეზოში. კარი გასაღებით ჩავკეტე და კვლავ ჩვენს ოთახში დავბრუნდით. 10-15 წუთის შემდეგ კვლავ მოგვესმა კარის მოჯახუნების ხმა, ისეთი ძლიერი, რომ შუშაბანდიდან ერთი შუშა გადმოვარდა და ნამსხვრევებად იქცა. შეუძლებელია ვიყვირე, ჩემი ხელით გადავატრიალე გასაღები. ქარი ვერ გააღებდა-მეთქი.

 შუქები ავანთეთ და დერეფანში გავედით. შემოსასვლელი კარი კვლავ გასაღებით იყო დაკეტილი. ნინიმ თქვა ალბათ სხვა ოთახის კარი იქნებოდა, ქარმა გააღო და შუშაც იმიტომ გატყდაო. ნინი გარეთ გავიდა ცოცხისა და აქანდაზის მოსატანად, რათა დამსხვრეული შუშა მოეწმინდა. მე დერეფანში გაოგნებული ვუყურებდი კარსა და ფანჯარას, როცა პატარა ბავშვის ტირილის ხმა მომესმა. ტირილის ხმა სახლის ბოლო ოთახიდან მოდიოდა. გავოგნდი. უეცრად, თითქოს ჩვენს ბედად სახლში შუქი ჩაქრა. ტირილის ხმა კვლავ ისმოდა. ბატარეა ავიღე და აკანკალებული ფეხებით ამ ოთახისკენ გავემართე. ახლაც რომ ვიხსენებ სისხლი მეყინება, როგორ გავბედე იქ შესვლა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი ოთახს, მით უფრო მკვეთრად ისმოდა ტირილის ხმა. კარი შევაღე, უფრო სწორად ოთახთან რომ მივედი თვითონ გაიღო. ტირილის ხმა შეწყდა. ერთ საწოლზე თითქოს რაღაც იყო, ამობურცული, თითქოს მართლაც პატარა ბავშვი იწვა. ვიფიქრე ნინის დის თოჯინა იქნება-მეთქი და გამობრუნება დავაპირე, მაგრამ ამ დროს კვლავ მომესმა ტირილი. ოთახში შევედი. ნელა მივუახლოვდი საწოლს და ადიალა გადავხადე... ბატარეა რომ დავანათე გავშეშდი. პატარა ბავშვის მაგვარ არსებას თვალები არ ჰქონდა, პატარა გამხდარ ჩონჩხის მაგვარ ხელებს ჩემსკენ იწვდიდა და ცალ ფეხს ჭიმავდა. თითქოს გამიღიმა კიდეც.. გამოვიქეცი. საიდანღაც იმ ოთახში კატა შემოსულიყო. ფეხი კუდზე დავაბიჯე და ახლა იმან იჩხავლა. კივილით გამოვვარდი დერეფანში. ნინის სანთელი აენთო და მინის ნამსხვრევებს წმენდდა. რა გჭირსო.. არაფერი კატას დავაბიჯე ფეხი-მეთქი ვუთხარი. არ მინდოდა მისი შეშინება. 



 ისევ დავწექით, თუმცა ძილზე არც მიფიქრია, გულში ვლოცულობდი და ღმერთს ვთხოვდი ცოცხალს გამეღწია ამ დაწყევლილი სახლიდან. როგორც ჩანს ვერც ნინის დაეძინა, მითხრა ტუალეტში მინდა და გამომყევი, მარტო რომ გავიდე შიშისგან მოვკვდებიო. ტუალეტი გარეთ ჰქონდა სახლს, სანამ ტუალეტთან მიხვიდოდი საბძელთან უნდა ჩაგევლო ახლოს. უხალისოდ დავთანხმდი მეგობარს, თუმცა რა თქმა უნდა გავყევი. კიბეზე ჩავედით, მბჟუტავი ბატარეა მეჭირა, ძლივს ანათებდა, როგორც ჩანს მალე დაჯდებოდა. საბძელთან ისე ჩავიარეთ არც კი შემიხედავს შიშით. ნინი ტუალეტში შევიდა, მე გარეთ ველოდებოდი. ვარსკვლავიანი ღამე იყო. ვარსკვლავების ყურებას შევყევი, მაგრამ უცებ ჩემი მზერა მიიპყრო რაღაც მოძრაობამ. თითქოს ვიღაცამ გვერდით ჩამირბინაო. უკან მოვიხედე. დავინახე რომ საბძელში ვიღაც შევიდა. ტყვიაც რომ ესროლათ იმ საბძელში არ შევიდოდი იმ ღამეს, ჩემი მბჟუტავი ბატარეა მივანათე და დავინახე.. რომ საბძლის წინ მოხუცი ქალი ეკიდა თოკზე, ჩამომხრჩვალი იყო და ქანაობდა. თეთრი პერანგი ეცვა, ჭაღარა გრძელი თმა გაწეწოდა. ფეხშიშველი იყო. ხმა ვერ ამომეღო. უკან დავიხიე. ასე ვუყურებდი და ვუყურებდი და უცებ ქალმა თავი აწია და შემომხედა. ვიკივლე რაც ძალი და ღონე მქონდა. ნინი ტუალეტიდან გამოვიდა, რა გაკივლებსო მეკითხებოდა. იქ ქალი კიდია-მეთქი ვუთითებდი. ბატარეა მივანათე, მაგრამ აღარავინ იყო და ბატარეაც ჩაქრა...

კატეგორია: Book | ნანახია: 1365 | დაამატა: Alice♥ | რეიტინგი: 4.3/3
სულ კომენტარები: 6

(2013-11-21 11:58 PM)
au dzaan mezareba wakitxva mara kaia:D miyvars sashishi istoriebi :3