მთავარი » 2013 » ნოემბერი » 24 » ✝ დაწყევლილი სახლი ✝
10:59 PM
✝ დაწყევლილი სახლი ✝
 დაწყევლილი სახლი 
 მესამე თავი,ანუ დასასრული.
იმედი მაქვს მოგეწონებათ და უფრო შეგეშინდებათ:3
 




 დასასრული.
 არავინ იყოო ნინი კი მიმტკიცებდა, მაგრამ ჩემზე მეტად შეშინებული იყო. საბძელთან გამოვლა ვეღარ გავბედეთ. ეზოს კართან მივედით, ნინის ვუთხარი ახლავე ჩემთან წავიდეთ. ქურდი თუ შემოიპარა შიშისგან გაუსკდება გული, მაინც ვერაფერს მოიპარავს-მეთქი. დამთანხმდა, მაგრამ ჭიშკრის გასაღები სახლში დაგვრჩენოდა, თანაც თხელი, ნახევრად გამჭვირვალე პერანგები გვეცვა, არც მობილურები გვქონდა. სახლში უნდა ავსულიყავით, ჩაგვეცვა, ტელეფონები და გასაღები აგვეღო და დაგვეტოვებინა ეს წყეული სახლი. ნინიმ მითხრა, მოდი აქ გავათენოთო, მაგრამ ჩემი აზრით მოჩვენებებს ეზოში სეირნობაც ისევე თავისუფლად შეეძლოთ, როგორც სახლში. ამიტომ ჯობდა მალე გავცლოდით აქაურობას.



 ყველაფერი გავიხსენე რაც სიმამაცეზე წამეკითხა, ძალები მოვიკრიბე და ნინი გავამხნევე. სახლისკენ წავედით. კიბეზე ავედით. დერეფანში შევვარდით და ჩვენს ოთახში კარი შიგნიდან გადავკეტეთ. ბავშვის ტირილის ხმა კვლავ მოისმა. ახლა უკვე ნინიმაც გაიგონა. თვითონაც ტირილი დაიწყო, ამბობდა ახლა გული წამივა შიშისგანო. ვთხოვე სწრაფად ჩაეცვა, მაგრამ ვერაფრით მივაგენით ჩვენს ტანსაცმელს სიბნელეში. ტელეფონები ავიღეთ, ნინიმ გასაღებს დასტაცა ხელი და გასვლას რომ ვაპირებდით, კარი მობრახუნდა, კაკუნის ხმა გავიგეთ. ვიღაც კარზე აკაკუნებდა. უცებ ხმა შეწყდა, მე და ნინი გაუსუსულები ყურს ვუგდებდით. რამდენიმე წუთმა გაიარა, თუმცა არ ვიცით რამდენმა. დერეფანში გამოვედით, ნინის ვუთხარი კარი გაეღო, რაც იქნებოდა იქნებოდა. სხვა გზა მაინც არ გვქონდა. ამ დროს ბავშის ხმა გავიგეთ და უკან მოვიხედეთ, დერეფანში დავინახეთ ახალგაზრდა ქალი, გრძელი თმა წელამდე ჩამოშლოდა, ხელში ბავშვი ეჭირა. რომ დაგვინახა გაგვიღიმა, ჩვენკენ მოდიოდა. ნინის ვუყვიროდი ჩქარა გაეღო კარი, ის კი ვერაფრით არგებდა გასაღებს საკეტზე. მთვარის შუქზე რომ გამოვიდა, დავინახე ამ ქალს ერთი თვალი დასიებული და დალურჯებული ჰქონდა. ყელიც გალურჯებოდა. ხელში ის მახინჯი არსება ეკავა მე რომ ვნახე და ღიმილით გვიახლოვდებოდა. როგორც იქნა გააღო ნინიმ კარი, კიბეზე ელვის უსწრაფესად ჩავირბინეთ. ჭიშკარიც საგულდაგულოდ გვქონდა დაკეტილი.  გასაღები გამოვგლიჯე მე გავაღებ-მეთქი,



 უკან აღარ ვიყურებოდი, თუმცა ნინის კივილის ხმა მესმოდა, ვცდილობდი სიბნელეში მეპოვა საკეტი და გასაღები მომერგო. როგორც იქნა გავაღე და გახარებული ნინის მოვუბრუნდი, თუმცა..
 ქანდაკებასავით გაშტერებულიყო. ჩვენ წინ ბებერი ქალი იდგა, მოკუნტული, შავებში ჩცმული. ხელში ჯოხი ეჭირა. 
 ნინი წამოდი.- ვუძახდი მე. ის კი ადგილიდან არ იძვროდა. ბებერმა თქვა: ეს სახლი დაწყევლილია, დაწყევლილია ყველა ვინც ამ სახლში ფეხს შემოდგამს. აქ ვერავინ გაიხარებს! 
 ჭიშკრის კარი ღია იყო, უფალო შემიწყალე-მეთქი ხმამაღლა ვთქვი, ნინის ხელი ჩავჭიდე და ძალით გავათრიე. როგორც კი ჭიშკრის ზღურბლს გადავცდით ბებერი გაქრა. 
 მე და ნინი ჩემს სახლში წამოვედით. გადავწყვიტეთ ეს ამბავი საიდუმლოდ შეგვენახა. ნინის მშობლებმა ჩამოსვლისთანავე მღვდელს აკურთხებინეს სახლი. ყველა ოთახში ხატები დააბრძანეს. 
 მე მას შემდეგ იმ სახლში აღარასდროს დავრჩენილვარ, როგორც ნინიამბობდა შემდეგ, ასეთი კოშმარული ღამე აღარ განმეორებულა. თუმცა ხანდახან იშვიათად, როცა სძინავს გრძნობს, რომ თითქოს ვიღაც თმაზე ეხება. ხანდახან ბავშვის ტირილის ხმაც ესმის, მაგრამ ფიქრობს, რომ იმ ღამის მოგონებების ბრალია ეს შეგრძნებები. 


Hope You are scared :3
კატეგორია: Book | ნანახია: 1175 | დაამატა: Alice♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6

(2013-11-25 9:58 PM)
* 6 Diva♔   [Entry]
imagadi iyo !
ar shemshinebia jer mara game vnaxot ...