დაწყევლილი სახლი I ✞ - 19 ნოემბერში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » ნოემბერი » 19 » დაწყევლილი სახლი I ✞
10:42 PM
დაწყევლილი სახლი I ✞
ეს მოთხრობა ადრე დავწერე ალიან და მედო ''ძალიან საშიში ისტორიები"–ს ფეიჯზე.
ნუ ასეთუისე მოწონება დაიმსახურა ;დდ
ახლა თქვენი აზრიც მაინტერესებს ^^

დაწყევლილი სახლი 


 ზაფხულობით სკოლის არდადაგებზე დედას სოფელში მივდიოდი ხოლმე დასასვენებლად. ძალიან მიყვარდა იქ ყოფნა, ბევრი მეგობარი მყავდა და კარგად ვერთობოდი. 
 ერთხელ სოფელში რომ ჩავედი, გავიგე ჩემი დაქალის ნინის ოჯახს ახალი სახლი ეყიდა სოფლის თავში. ძალიან გამეხარდა. ნინის ახალი სახლის ფანჯრებიდან სასაფლაო მოჩანდა. აივნიდან კი დანარჩენი სოფელი. 
 ერთხელ ნინის მამა სამუშაოდ იყო წასული რუსთავში. დედამისი თავის დედის სოფელში წავიდა და ნინია ორი დაც თან წაიყვანა. სახლში მხოლოდ ნინი დატოვეს. ჩემი დაქალი ძალიან მშიშარა იყო და მთხოვა მასთან დავრჩენილიყავი. მე შევთავაზე ჩემთან დავრჩეთ-მეთქი, მაგრამ სახლის მარტო დატოვება არ უნდოდა, არ გაგვქურდონო. ამიტომ დავთანხმდი და საღამოს სანამ მასთან წავიდოდი ბებოს ვუთხარი, სადაც ვაპირებდი დარჩენას. ბებოს თითქოს არ მოეწონა ჩემი ნათქვამი, მთხოვა ნინიც აქ მოიყვანეო, სიტუაცია რომ ავუხსენი რაღაც მიამბო, ოღონდ სიტყვა ჩამომართვა რომ ნინის არ ვეტყოდი, რათა არ შემეშინებინა, მე კი ფრთხილად ვიქნებოდი.
 ბებომ მითხრა, რომ ის ჯერ კიდევ ახალი რძალი იყო, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ სახლში ცხოვრობდა ცოლ-ქმარი, რომლებსაც ერთი ბიჭი ჰყავდათ. გათამამებული და თავხედი. რომ დალევდა სულ ჩხუბობდა, ამიტომ ყველა ერიდებოდა მასთან ქეიფს. ერთხელ ვაჟამ მშობლებს ულამაზესი გოგონა მოუყვანა და გამოუცხადა ჩემი ცოლიაო. გოგონა ტიროდა, ითხოვდა სახლში დამაბრუნეთო. მისი სილამაზით მთელი სოფელი განცვიფრებული დარჩა. როგორც აღმოჩნდა, გოგონა წარმოშობით ჩერქეზი იყო, თბილისელ ბიჭს ენახა და მისი სილამაზით გაოცებულს დაენიშნა. მაგრამ სანამ საქმრო წაიყვანდა ვაჟამ მოიტაცა იგი. მალე სოფელში ქალის ნათესავები გამოჩნდნენ, მას მხოლოდ დედა ჰყავდა. როგორც ამბობდნენ ნამდვილი კუდიანი ყოფილა. ვაჟას სახლის ჭიშკარში რომ შეუდგამს ფეხი, ხელები ზეცად აღუპყრია და უთქვამს, დამიწყევლიხარ შენ და შენი შთამომავალნი, ყოველი ადამიანი წყეულიმც იყოს, ვინც ამ სახლში შემოდგას ფეხი და იცხოვროს, რომელიც ჩემი შვილის საფლავად იქცაო. დედაბერი მას შემდეგ აღარასდროს მოსულა თავისი შვილის ოჯახში და მალე კიდეც გარდაიცვალა. ქალი კი ვაჟასთან დარჩა, იმ დროს დიდი სირცხვილი იყო მოტაცებული ქალის უკან დაბრუნება, ცოლად აღარავინ წაიყვანდა. მას შემდეგ ცხოვრება ჩვეუელებრივ განაგრძეს, ნაბიმ და ვაჟამ. ნაბი მალე დაორსულდა და ბავშვი შობა. რომელიც ღვთის სასჯელი უფრო იყო, ვიდრე ღვთის საჩუქარი. საბრალოს თვალები არ ჰქონდა, ცალი ფეხის ნაცვლად კი რაღაც წანაზარდი, უპროპორციოდ მოკლე ხელები. ვაჟა გაცოფდა. ბავშვი მალევე გარდაიცვალა და როგორც ამბობენ ეზოში სახლის უკან დაუკრძალავს ვაჟას ჩუმად. ვაჟამ სმას უმატა, მათი სახლიდან სულ ჩხუბისა და აყალმაყალის ხმა გამოდიოდა. ერთ დღეს ნაბის კივილმა შეძრა მთელი სოფელი. ხალხი რომ მივიდა, საბძელში თოკზე ჩამოკიდეული ვაჟას დედა ნახეს. მოხუც ქალს თავი ჩამოეხრჩო. ცოტა ხნით თითქოს მოტყდა ვაჟა. ნაკლებს ჩხუბობდა, მაგრამ კვლავ სვამდა. თუმცა წყევლა უკან სდევდა ოჯახს. ნაბი აღარ ორსულდებოდა. მამამთილი კი შეუძლოდ გახდა. წამლების ფული არ ჰქონდა. სოფელელებს ესმოდათ ხოლმე როგორ ილანძღებოდა ვაჟა, ავადმყოფ მამას უყვიროდა წამლები რომ გინდა უნდა იმუშაო და ფული იშოვოო. ნაბი უხმოდ ემსახურებოდა ვაჟასაც და მამამთილსაც, როგორც შეეძლო უვლიდა მოხუცს. გარკვეული დროის შემდეგ იმავე საბძელში ახლა უკვე ვაჟამ იპოვა ჩამომხრჩალი მამამისი. ყველას გაუკვირდა, უძლურმა მოხუცმა როგორ შეძლო თოკის მობმა და დაუხმარებლად სკამზე ასვლა.



 დარჩნენ მხოლოდ ნაბი და ვაჟა. მაშინ დაიწყო ნაბისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი. აქამდე თუ ვაჟას თავისი მშობლების მაინც ერიდებოდა ცოტათი, ახლა სრულიად აღარაფერი აკავებდა. ქალს ყოველ დღე სცემდა, აგინებდა. ოჯახზე საბოლოოდ აიღო ხელი. პურიც კი არ ჰქონდა ზოგჯერ ნაბის რომ ეჭამა. კეთილი მეზობლები ჩუმად უწილადებდნენ ხოლმე ლუკმას, რადგან ვაჟა ამავდროულად საშინლად ეჭვიანი იყო და ყველასთან ურთიერთობა აუკრძალა. ნაბი უჩუმრად იტანდა ყველაფერს. მეზობლები ხედავდნენ ზოგჯერ როგორი დალილავებული ჰქონდა სახე. ვაჟამ რომ სცემდა კვნესაც კი არ დასცდებოდა, არამცთუ საშველად მოეხმო ვინმე. მისი ტირილის ხმა არავის გაუგონია. 
 გარკვეული ხანი გავიდა. ნაბი სახლიდან ისედაც არ გამოდიოდა, მაგრამ თავის კარ-მიდამოზეც აღარ ჩანდა, არც ვაჟა გამოჩენილა სოფელში. ხალხმა იფიქრა ამ ეშმაკჩასახლებულმა ვაჟამ საშინელება ხომ არ ჩაიდინაო და მის სახლში შევიდნენ. იქ საზარელი სურათი დახვდათ. ნაბი იატაკზე ეგდო, როგორც ჩანს ვაჟას დაეღრჩო. თვითონ კი საბძელში, იმავე ადგილას ჩამოეღრჩო თავი, სადაც მისმა მშობლებმა. სოფელმა სამადლოდ დამარხეს უწყინარი ნაბი და მისი მტარვალი მეუღლე. სახლი კი ათწლეულობით მიტოვებული იყო. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ეს სახლი ნაბის კუდიანმა დედამ დაწყევლა და ვერავინ გაიხარებდა, ამიტომ არავის სურდა იქ დამკვიდრება. 
 ცოტა ხნის წინ ვაჟას შორეული ნათსავი რუსეთიდან ჩამოვიდა და სახლის გაყიდვა გადაწყვიტა. ამიტომ მიყიდა ასე იაფად ნინის მშობლებს. 
 ბებომ მითხრა, რომ სოფლელები ამბობდნენ, ვითომც ღამ-ღამობით, ქალის მოთქმის ხმა გამოდის ამ დაწყევლილი სახლიდან და რომ ვითომც ეს ქალი ნაბის დედა უნდა იყოს, ეს ადგილი რომ დაწყევლა საშვილიშვილოდ. 
 ბებომ მთხოვა ფრთხილად ვყოფილიყავი და თუ რამე უცნაურს შევამჩნევდი, ნინიც წამომეყვანა და სახლში დავბრუნებულიყავი რა დროც უნდა ყოფილიყო.
 მე საჭირო ნივთები ავიღე და ჩაფიქრებული გავეშურე ნინის ახალი სახლისკენ, სადაც როგორც მერე მივხვდი, საკმაოდ გრძელი ღამე მელოდა...

კატეგორია: Book | ნანახია: 451 | დაამატა: Alice♥ | რეიტინგი: 4.3/3
სულ კომენტარები: 10

(2013-11-20 5:35 PM)
mgaria gaagrdzele aucileblad ♥ mainteresebs 3



(2013-11-20 3:45 PM)
აუ ავტორ დამაინტერესა არ ბაქ წაკითხული და 2 თავი დადე რა



(2013-11-20 3:21 PM)
* 8 SoPii))   [Entry]
wakitxuli maqq mee ess..
dzaan kaiaa <333



(2013-11-20 2:43 PM)
* 7 Tamo   [Entry]
ხოო მეც წაკითხული მავქვსსს :დ ისე ძაან კარგიია



(2013-11-20 2:10 PM)
kargia biggrin saidangac mecnoba biggrin



(2013-11-20 1:18 PM)
* 5 Lanaholic▲   [Entry]
dzalian momwons da mainteresebs happy



(2013-11-20 1:01 PM)
* 4 Alice♥   [Entry]
miss kutcher agebulimakvss ))



(2013-11-20 12:16 PM)
* 3 Diva♔   [Entry]
sainteresoa damainteresa ))



(2013-11-19 10:58 PM)
* 2 YoungGal❤   [Entry]
sainteresoa...
magram nebartva aige?
me armakvs wakitxuli da ganagdse ise:)



(2013-11-19 10:47 PM)
* 1 Chu♡Pa   [Entry]
kariga happy
magram wakitxuli maqvs es ukvee biggrin


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]