მთავარი » 2013 » ივნისი » 1 » Deep purple
9:05 PM
Deep purple
 Deep Purple 
♫ ♫ ♫ რამდენიმე საინტერესო ფაქტი-ლეგენდარულ ჯგუფზე ♫ ♫ ♫

♫ Deep purple ♫- ფაქტები

Deep purple - ინგლისური როკ ჯგუფი ჰერტფორდიდან ,ჯგუფის სახელი წარმოსდგება პიტერ დე როუზის სიმღერა დიფ ფარფლიდან. დღესდღეობით გაყიდულია ჯგუფის 100 მილიონზე მეტი ალბომი. დიფ ფარფლი ლედ ზეპელინსა და ბლექ საბათთან ერთად ითვლება ჰარდ როკის ერთ-ერთ პიონერად და დიდი წვლილი მიუძღვის მუსიკის ამ ჟანრის განვითარებაში.ჟანრები მძიმე როკი /მძიმე მეტალი/ფსიქოდელიური როკი /ბლუზ-როკი /პროგრესული როკი .სიმღერა Hush სადებიუტო ალბომიდან Shades of Deep Purple დიფ ფარფლის პირველ ჰიტად მიჩნევა.მათ განზრახული ჰქონდათ ჯგუფის განვითარება უფრო ვიწრო, ჰარდ როკ სტილში.საკონცერტო გამოსვლებით Deep Purple ითვლება ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ჯგუფად .როგორც ლედ ზეპელინი და ბლექ საბათი, Deep Purple-იც ითვლება მძიმე როკისა და მძიმე მეტალის პიონერად. ჯგუფმა გავლენა იქონია მთელ რიგ როკ და მეტალ ჯგუფზე. მათ შორის არიან: მეტალიკა, Queen,Aerosmith, Van Halen, Alice in Chains, Pantera, ბონ ჯოვი, Rush, მოუტერჰედი,და ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღის არა ერთი წარმომადგენელი, მაგალითად - აირონ მეიდენი,Judas Priest, და დეფ ლეპარდი.

♫ Deep purple ♫- ფაქტები

ჯგუფის შემადგენლობა ბევრჯერ შეიცვალა, გადავავლოთ თვალი მის "ევოლუციას"

♫ ♫ ♫


1969-1973
იან გილანი - ვოკალი; რიჩი ბლექმორი
- გიტარა; ჯონ ლორდი - კლავიშები; 
როჯერ გლოვერი - ბას-გიტარა; იან პეისი
- დასარტყამები
1973-1975
დევიდ კოვერდეილი - ვოკალი; რიჩი ბლექმორი
[color=#000000]- გიტარა; ჯონ ლორდი - კლავიშები; გლენ ჰიუზ
ი - ბას-გიტარა, ვოკალი; იან პეისი - დასარტყამები
1975-1976
დევიდ კოვერდეილი - ვოკალი; ტომი ბოლინი - 
გიტარა; ჯონ ლორდი - კლავიშები; გლენ ჰიუზი 
- ბას-გიტარა, ვოკალი; იან პეისი - დასარტყამები
1976-1984
1984-1989
იან გილანი - ვოკალი; რიჩი ბლექმორი - გიტარა; 
ჯონ ლორდი - კლავიშები; როჯერ გლოვერი -
ბას-გიტარა; იან პეისი - დასარტყამები
1989-1991
ჯო ლინ ტერნერი - ვოკალი; რიჩი ბლექმორი - 
გიტარა; ჯონ ლორდი - კლავიშები; როჯერ 
გლოვერი - ბას გიტარა; იან პეისი - დასარტყამები
1992-1993
იან გილანი - ვოკალი; რიჩი ბლექმორი - გიტარა;
ჯონ ლორდი - კლავიშები; როჯერ გლოვერი -
ბას გიტარა; იან პეისი - დასარტყამები
1993-1994
იან გილანი - ვოკალი; ჯო სატრიანი - გიტარა;
ჯონ ლორდი - კლავიშები; როჯერ გლოვერი 
- ბას გიტარა; იან პეისი - დასარტყამები
1994-2002
იან გილანი - ვოკალი; სტივ მორსი - გიტარა;
ჯონ ლორდი - კლავიშები; როჯერ გლოვერი 
- ბას გიტარა; იან პეისი - დასარტყამები
2002-დღემდე
იან გილანი - ვოკალი; სტივ მორსი - გიტარა
; დონ ეირი - კლავიშები; როჯერ გლოვერი
- ბას გიტარა; იან პეისი - დასარტყამები




✸Deep Purple «Smoke on The Water»-სიმღერაში აღწერილი ამბავი თავიდან ბოლომდე რეალურია.ალბომი იწერებოდა შვეიცარიაში, ქალაქ მონტრეს კაზინოში ჟენევის ტბის პირას, ფრენკ ზაპას კონცერტის დროს, რომელსაც "დიფ ფარფლის" წევრებიც ესწრებოდნენ.[color=#663300] ვიღაცამ სასიგნალო რაკეტა ისროლა დარბაზში, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი.იწვოდა კაზინო, უზარმაზარი კვამლი ჟენევის ტბაზე გავრცელდა. ."კვამლი წყალზე" ესაა მისამღერი და სიმღერის სახელწოდებაც.✸

♫ Deep purple ♫- ფაქტები

✸დიდი ბრიტანეთის რადიო Planet Rock-მა ჩაატარა გამოკითხვა "მსოფლიოს როკ მუსიკის 40 ყველაზე დიდი ვოკალისტი". გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს რადიოს მსმენელებმა, მუსიკის ექსპერტებმა და რამდენიმე ცნობილმა მუსიკოსმა. შედეგების მიხედვით ყველა დროის საუკეთესო როკ-ვოკალისტად დასახელდა რობერტ პლანტი (Led Zeppelin), მას მოყვნენ მეორე ადგილზე ფრედი მერკური (Queen) , მესამეზე პოლ როჯერსი (Free, Queen) და მეოთხე ადგილზე - იან გილანი.✸

♫ Deep purple ♫- ფაქტები

✸აღსანიშნავია რომ საუკეთესო ვოკალისტების სიაში შევიდა დიფ ფარფლის 3 ვოკალისტი. ეს ალბათ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რომ დიფ ფარფლი იყო და არის ჯგუფი, რომელსაც მიუხედავად შემადგენლობისა, ყოველთვის ყავდა ჯგუფში მხოლოდ უმაღლესი რანგის მუსიკოსები.✸

✸Deep Purple, ეს არ არის შოუ-ბიზნესში მოღვაწე ჯგუფი, რომელიც ფიქრობს იმაზე თუ როგორ გაყიდოს მეტი ალბომი და როგორ გახდეს კომერციული. Deep Purple, ესაა ბენდი, რომელიც 40 წელია მარტივი ფილოსოფიით მოღვაწეობს: Music comes first... ✸

♫ Deep purple ♫- ფაქტები

✸ჯგუფის შექმნის იდეა კრის კურტის გაუჩნდა რომელიც 1967 წელს დაუკავშირდა ლონდონელ ბიზნესმენ ტონი ედვარდს იმ იმედით, რომ ის დაეხმარებოდა ახალი ჯგუფის შექმნაში. ედვარდსმა თანხმობა განაცხადა დაფინანსებაზე თავის ორ პარტნიორ : ჯონ კოლეტასა და ჯონ ჰაირთან ერთად.კურტისი შეუდგა ახალი ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომლის სახელი იყო [color=#660000]"რაუნდებაუთ" პირველი ვინც ჯგუფს შეუერთდა იყო ჯონ ლორდი . შემდგომ კურტისმა დაითანხმა გიტარისტი რიჩი ბლექმორი დაბრუნებულიყო ჰამბურგიდან და მიეღო მონაწილეობა მოსმენაში ახალი ჯგუფის შექმნის მიზნით. კურტისი მალე ჩამოშორდა ჯგუფს, მაგრამ ბლექმორმა და ლორდმა გაგრძელეს მუშაობა H-E-C ენტერფრაისთან და ჯგუფში მიღეს ბას-გიტარისტი ნიკ სიმპერი, მოგვიანებით კი ვოკალისტი როდ ევანსი და დრამერი იან პეისი. 1968 წლის გაზაფხულს დანიაში ტურნეს შემდეგ ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს ჯგუფოსთვის დაერქვათ დიფ ფარფლი (იდეა რიჩი ბლექმორს ეკუთვნოდა)✸

♫ Deep purple ♫- ფაქტები

✸პირველად ჯგუფში მოვიდა ჰემონდის ორღანის მოყვარული ჯონ ლორდი, კერტისის მეზობელი, რომელიც მანამდე უკრავდა ჯგუფში The Artwoods მის შემდეგ ჯგუფში მოვიდა გიტარისტი რიჩი ბლექმორი, რომელიც ჰამბურგიდან მოსმენაზე სპეციალურად ჩამოვიდა. იგი იქმნიდა იმიჯს სტუდიური სესიური გიტარისტის სახით და აგრეთვე უკრავდა ჯგუფებში The Outlaws, Screaming Lord Sutch და Neil Christian & The Crusaders. კერტისის თავისებურმა ხასიათმა თავად კერტისი აიძულა, დაეტოვებინა პროექტი, თუმცა ლორდი და ბლექმორი დარჩნენ და დამატებით წევრებს ეძებდნენ, ინარჩუნებდნენ რა ტონი ედვარდსს მენეჯერის სახით. ✸

♫ Deep purple ♫- ფაქტები  ♫ Deep purple ♫- ფაქტები
♫ Deep purple ♫- ფაქტები  ♫ Deep purple ♫- ფაქტები

✸ბობი ვუდმენი იყო თავდაპირველი კანდიდატი დრამერის პოზიციაზე, მაგრამ კონკურსის მსვლელობისას გამოჩნდა როდ ევანსი ჯგუფიდან Maze, დრამერ იენ პეისის თანხლებით. ბლექმორი პეისს მანამდე Maze-თან ტურნეს პერიოდში, გერმანიაში, 1966 წელს შეხვდა და მოეწონა 18 წლის დრამერის დაკვრის სტილი. როდესაც ვუდმენი სიგარეტის საყიდლად გავიდა, ბლექმორმა პეისთან შეხვედრა მოაწყო. პეისმაც და ევანსმაც მიიღეს ადგილები ჯგუფში და შედგა პირველი სრული შემადგენლობა.✸

♫ Deep purple ♫- ფაქტები


✸ორკესტრთან ერთად შესრულებული კონცერტის შემდეგ ჯგუფმა დაიწყო თავბრუდამხვევი ტურნე. ამ პერიოდის პირველი სტუდიური ალბომი - დიფ ფარფლი ქვაში 1970 წელს გამოვიდა. ჯგუფმა ასევე ჩაწერა სიმღერა ბლექ ნაით, რომელიც მაშინვე ჰიტად იქცა და დიდი ბრიტანეთის მუსიკალურ ათეულში მოხვდა. ბლექმორ-ლორდის მუსიკა, გილანის ვოკალი, გლოვერისა და პეისის რითმული განყოფილებები ყველასათვის ადვილად საცნობი გახდა. შემდეგი, უფრო სრულყოფილი და პროგრესიული, ალბომი ცეცხლოვანი ბურთი 1971 წელს გამოვიდა. ჯგუფის კიდევ ერთი სიმღერა უცნაური ქალი კვლავ ათეულში მოხვდა.✸

♫ Deep purple ♫- ფაქტები  ♫ Deep purple ♫- ფაქტები
♫ Deep purple ♫- ფაქტები  ♫ Deep purple ♫- ფაქტები

✸ბლექმორის წასვლით , დიფ ფარფლში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცარიელი ადგილის შევსება გახდა საჭირო. თუმცა დარჩენილმა წევრებმა მარცხი არ აღიარეს და მალე გამოაცხადეს "შეუცვლელი" წევრის შენცვლელი. ეს იყო ახალგაზრდა ამერიკელი ტომი ბოლინი.✸

♫ Deep purple ♫- ფაქტები

✸1972 წელს დიფ ფარფლი აგრძელებდა გასტროლებს და ალბომებოს ჩაწერას. ალბომი მეშინ ჰედ უნდა ჩაეწერათ სამორინე მონტრეში როლინგ სტოუნზის მოძრავ ხმისჩამწერ სტუდიაში, მაგრამ ფრენკ ზაპასა და მაზერს ოფ ინვენშენის კონცერტის დროს სავარაუდოდ შემთხვევით გაჩენილი ხანძრის შედეგად სამორინე დაიწვა. ალბომი ჩაწერეს ახლომდებარე სასტუმრო გრანდ ჰოტელში. ამ შემთხვევამ შთაგონათ დაეწერათ ცნობილი სამღერა კვამლი წყალზე. გილანი ამტკიცებდა, რომ მან დაინახა კაცი, რომელმა კონცერტის დროს სასიგნალო მაშხალა გაისროლა, რაც ხანძრის მიზეზი გახდა. მეშინ ჰედი დიფ ფარფლის ერთ-ერთ საუკეთესო და კლასიკურ ალბომად ითვლება. მეშინ ჰედის შემდეგ გამოვიდა საკონცერტო ალბომი "დამზადებული იაპონიაში", რომელიც ძირითადად იაპონიაში სამი კონცერტის დროს ჩაიწერა. მეიდ ინ ჯეფენ დღესაც მიიჩნევა ყველაზე ცნობილ როკ საკონცერტო ალბომად, რომელიც კი ოდესმე ჩაწერილა.✸

♫ Deep purple ♫- ფაქტები

✸დიფ ფარფლის ეს შემადგენლობა აგრძელებდა მუშაობას და 1973 წელს გამოუშვეს ალბომი ვინ გგონია რომ ვართ და ჰიტი ქალი ტოკიოდან, მაგრამ დაძაბულობა ჯგუფის წევრებს შორის უკვე აშკარა იყო. ევროპული ტურნეს შემდეგ გილანმა დატოვა ჯგუფი, გლოვერიც მასთან ერთად გაუშვეს. მათ მაგივრად აიყვანეს იმდროისთვის უცნობი მომღერალი ჩრდილოეთ ინგლისიდან დევიდ კოვერდეილი და ბას-გიტარისტი გლენ ჰიუზი . ახალმა შემადგენლობამ ჩაწერა მძიმ ბლუზ/როკის სტილში ალბომი ბერნ, კიდევ ერთი წარმატებული ნამუშევარი. ჰიუზმა და კოვერდეილმა ჯგუფს შემატეს რიტმ ენდ ბლუზის და სოულის ელემენტები, რაც უფრო თვალნათლივ შემდეგ ალბომ სთორმბრინგერში (1974) გამოჩნდა. ბლექმორი უკმაყოფილო იყო ამ შედეგით , რის გამოც მან დატოვა დიფ ფარფლი. ბლექმორმა რონი ჯეიმს დიოსა და ელფთან ერთად დაარსა ახალი ჯგუფი "რეინბოუთ"✸

♫ Deep purple ♫- ფაქტები

✸ჯგუფში მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ 1975 წელს აშშ-ში გამოვიდა ალბომი მოდი გასინჯე ჯგუფი. მიუხედავად კრიტიკოსთა განსხვავებული აზრისა, ახალმა ალბომა გამოაცოცხლა ჯგუფი და ახალი ჟღერადობა შესძინა მათ მუსიკას. ბოლინის გავლენა მნიშვნელოვანი იყო, მას მრავალი ახალი იდეა ჰქონდა. მაგრამ, შემდგომ ბოლინის ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების გამო, მრავალი კონცერტი გადაიდო და ჩაიშალა.✸

♫ Deep purple ♫- ფაქტები

✸ამ ყველაფრის დასასრული 1976 წლის მარტს ბრიტანეთში ტურნეს დროს დადგა. 1968-1976 წლების დიფ ფარფლის ფინალური შოუს დროს, გიტარის სოლოს შესრულებისას, ჰეროინის ცუდად შერეული დოზის გამო ბოლინს მარცხენა ხელი დროებით წაერთვა. გიტარისტს დაკვრა აღარ შეეძლო. კოვერდეილმა აცრემლებულმა დატოვა სცენა. ეს დასასრული იყო. "ეს ტრაგედია იყო," - განაცხადა კოვერდეილმა. "ტომი შესანიშნავი გიტარისტი იყო, მაგრამ მას უბრალოდ არ შეძლო ... რამე ეღონა". დიფ ფარფლის დაშლის შესახებ საბოლოდ 1976 წლის ივლისში გამოაცხადეს.✸

♫ Deep purple ♫- ფაქტები

✸1980 წელს როდ ევანსმა შეკრიბა ჯგუფი და დიფ ფარფლის სახელით რამდენიმე კონცერტი ჩაატარა, სანამ მას ამ ბრენდის გამოყენება აუკრძალეს.✸

✸ ნამდვილი ტრაგედია მაშინ მოხდა, როცა ბოლინმა თავის მეორე სოლო ალბომზე ფრაივით აის დაამთავრა. წლის 4 დეკემბერს , მაიამიში, ბოლინი მისმა მეგობარმა გოგონამ უგონოდ იპოვა. როცა ტონის გაღვიძება ვერ შესძლო, სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მაგრამ უკვე გვიან ოყო. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად სხვადასხვა სახის ნარკოტიკით ინტოქსიკაცია დასახელეს. ტომი ბოლინი მხოლოდ 25 წლის იყო.✸

♫ Deep purple ♫- ფაქტები

✸1984 წლის აპრილში, ჯგუფის დაშლიდან 8 წელიწადში აღდგენა შედგა. რადიო Bbc-მ გამოაცხადა, რომ 70-იანების შემადგენლობა – ბლექმორი, გილანი, გლოვერი, ლორდი და პეისი ახალ ალბომზე მუშაობდნენ. 1984 წლის ოქტომბერში გამოვიდა Perfect Strangers, რასაც მოყვა გასტროლები მთელ მსოფლიოში. ინგლისში გამართულ კონცერტს 80 000 ფანი დაესწრო. 1987 წელს გამოვიდა ალბომი The House of Blue Light, 1988 წელს – საკონცერტო ალბომი Nobody's Perfect. ჯგუფის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად გამოვიდა სინგლ "Hush"–ის ახალი ვერსია. 1989 წელს ბლეკმორთან უთანხმოების გამო გილანს ჯგუფი დაატოვებინეს, მის მაგივრად მოიწვიეს რეინბოუს ვოკალისტი ჯო ლინ ტერნერი. ამ შემადგენლობამ ჩაწერა მხოლოდ ერთი ალბომი Slaves & Masters (1990). ეს იყო ბლექმორის საყვარელი ალბომი.✸

♫ Deep purple ♫- ფაქტები

✸ფანების უმრავლესობა უკმაყოფილო იყო ტერნერით და გილანის დაბრუნებას ითხოვდა. ასე ფიქრობდნენ ლორდი, პეისი, გლოვერი და ჩამწერი სტუდიაც. ბლექმორი დათანხმდა და დიფ ფარფლის კლასიკურმა შემადგენლობამ 1993 წელს გამოუშვა ალბომი The Battle Rages On. ამ ალბომის მხარდამჭერ გასტროლებზე გილანმა და ბლექმორმა ისევ იჩხუბეს. ბლექმორი ჯგუფიდან წავიდა. გასტროლების დასამთავრებლად გიტარისტად მოვიდა ჯო სატრიანი. მას ჯგუფში საბოლოოდ დარჩენაც შესთავაზეს, მაგრამ ამის უფლებას არ იძლეოდა მისი კონტრაქტი ჩამწერ სტუდიასთან. ბენდმა აიყვანა სტივ მორსი.✸

♫ Deep purple ♫- ფაქტები

✸1996 წელს გამოვიდა ალბომი Purpendicular, რომელშიც მრავლად იგრძნობოდა მორსის ახალი იდეები. ამას მოჰყვა ასევე წარმატებული ალბომი Abandon (1998). 1999 წელს, ლორდმა ერთ-ერთ მუსიკოს ფანთან ერთად გადააკეთა Concerto for Group and Orchestra და ეს კონცერტი კიდევ ერთხელ გაიმართა სამეფო ალბერტ ჰოლში იმავე წლის სექტემბერში. ამ შემთხვევაში დიფ ფარფლითან ერთად გამოდიოდა ლონდონის სიმფონიური ორკესტრი პოლ მენის დირიჟორობით.✸


✸2003 წელს დიფ ფარფლიმა გამოუშვა ახალი ალბომი Bananas და დაიწყო გასტროლები მის მხარდასაჭერად. 2005 წლის ივლისში მიიღეს მონაწილეობა ლაივ 8 კონცკრტში. იმავე წლის ოქტომბერში კი გამოვიდა Rapture of the Deep. მიუხედავად იმისა, რომ ალბომი მხოლოდ რამდენიმე კვირაში ჩაიწერა, ის ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე პროგრესული და საინტერესო ნაშრომი გამოდგა. ალბომს კიდევ ერთი ხანგრძლივი მსოფლიო ტურნე მოჰყვა.✸


✸2012 წლის ოქტომბრამდე ჯგუფი არც ერთხელ არ იქნა ნომინირებული როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანაზე, მაგრამ 2013 წელს ნომინირებული იქნა. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო გამოკითხვაში მას მეორე პოზიცია ეკავა დარბაზის კომიტეტმა ისინი არ შეიყვანა. ჯედი ლიმ (Rush) ამის შესახებ Rolling Stone-თან საუბრისას საკუთარი აზრი გამოთქვა: „სიმართლე რომ ვთქვათ, ნაწყენი ვარ, რომ Deep Purple არ იქნა შეყვანილი. Heart-ს და Rush-ს ნამდვილად არ ექნებოდა ის ჟღერადობა, რაც ჰქონდათ, რომ არა Deep Purple.ჯგუფის დარბაზში არშეყვანის გამო კრიტიკული შეფასებებს წარსულშიც ჰქონია ადგილი. ".Guns N' Roses-ის ყოფილი გიტარისტი სლეში გამოთქვამდა გაოცებასა და უთანხმოებას ჯგუფის დარბაზში არშეყვანის გამო: „მათი სია, ვინც არც კი იქნა ნომინირებული, დაგაფრთხობს..ჩემთვის მნიშვნელოვანია Deep Purple. როგორ შეიძლება Deep Purple არ შეიყვანო?"Toto-ს გიტარისტი სტივ ლუკათერი: „პეტი სმითი ჰყავთ და Deep Purple - არა? რომელია პირველი სიმღრა, რომლის დაკვრას ყოველი ბავშვი სწავლობს?..და ისინი არ არიან როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში?...როკ-ენ-როლის დიდების დარბაზმა დაკარგა იერი ასეთი თვალისმომჭრელი დაუდევრობებით.როდესაც მეტალიკის დრამერ ლარს ულრიხს ჰკითხეს, დარბაზში რომელი ჯგუფის შეყვანას ისურვებდა, მან ასევე გამოყო Deep Purple.✸



ნანახია: 949 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3

(2013-06-01 11:30 PM)
* 3 Dona♡   [Entry]
კარგი სიახლეა
მაგრამ მე არ მიყვარს ;დ