Emma Watson - 8 მარტში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » მარტი » 8 » Emma Watson
5:29 PM
Emma Watson
სიახლეები ემა უოთსონზე

* გავრცელდა ხმები, რომ ემა მომავალ წელს დიდ ედკრანებზე კონკიას როლში მოგვევლინება. ოფიციალური წყაროები იუწყებიან, რომ ეს ამბავი სიმართლეს მოკლებული არ არის და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბოროტი დედინაცვლის როლისთვის ოსკაროსანი ქეით ბლანშეტი მოიაზრება.
სიახლეები ემა უოთსონზე
* გავრცელდა ახალი კადრები სოფია კოპოლას ფილმიდან The Bling Ring, რომელშიც უოთსონი მთავარ როლს ასრულებს.
სიახლეები ემა უოთსონზე
სიახლეები ემა უოთსონზე
შეგახსენებთ, რომ ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და მსოფლიო პრემიერა ამა წლის ივნისისთვის იგეგმება.
სიახლეები ემა უოთსონზე
სიახლეები ემა უოთსონზე
* ემა ლანკომის კიდევ ერთი კოსმეტიკური ხაზის სახე გახდა.
სიახლეები ემა უოთსონზე
სიახლეები ემა უოთსონზე
* გთავაზობთ მსახიობის ინტერვიუს, რომელიც მან კორეულ ELLE-ს მისცა.
Image and video hosting by TinyPic
-ძალიან მიყვარს გაზაფხულის დადგომა, ბუნების სიმწვანე კი დიდ ბედნიერებასა და სტიმულს მაძლევს. მაშინ, როდესაც საუბარი წელიწადის ამ ულამაზეს სეზონზე მიდგება, ყოველთვის ოქსფორდი მახსენდება - პატარა ქალაქი, რომელშიც გავიზარდე და რომელიც გაზაფხულობით განსაკუთრებით მშვენიერია.
სიახლეები ემა უოთსონზე
-მე საკმაოდ ჯიუტი ვარ. იმ საქმის წყალობით, რომელსაც ვაკეთებ, იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, რომელსაც არ ეშინია გამოწვევებისა და რისკების.
სიახლეები ემა უოთსონზე
-რას გვეტყვი შენს ახალ პროექტებზე?

-The Perks of Being a Wallflower, ჯერჯერობით უკანასკნელი ფილმია, რომელიც ჩემი მონაწილეობით დიდ ეკრანებზე გამოვიდა. ეს პროექტი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და თამამად ვიტყვი, რომ მასში შესრულებული პერსონაჟის, სემის როლით ძალიან ვამაყობ. წელს The Bling Ring გამოვა, რომლის რეჟისორია სოფია კოპოლა. ეს უკანასკნელი 10 თინეიჯერზე მოგვითხრობს, რომლებსაც ცნობილი ადამიანების სახლების გაქურდვისათვის დააკავებენ. მასში შესრულებული გოგონას, ნიკის როლი პირველია, რომელიც ჩემგან რადიკალურად განსხვავდება და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ ფილმში მონაწილეობის მიღება. სიმართლე გითხრათ, ნიკის როლში ბევრი უმსგავსობის გაკეთება მომიხდა და დარწმუნებული არ ვარ, რომ საკუთარი თავის ასეთ ამპლუაში ყურებას შევძლებ. 2014 წელს გამოვა ფილმი ბიბლიური ნოეს შესახებ, რომლის რეჟისორია დარენ არნოფსკი და რომელშიც რასელ ქროუსთანჯენიფერ ქონელისთანენტონი ჰოპკინსთან და ასევე ჩემს ახლო მეგობრებთან - ლოგან ლერმანთან და დუგლას ბუთთან ერთად მომიწია მუშაობა. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ ამ ფილმზე მუშაობამ უზარმაზარი სამსახიობო გამოცდილება შემძინა და თავს იღბლიანად ვთვლი, რომ ასეთ სერიოზულ პროექტში მონაწილეობის შანსი მომეცა. 2012 წელი ჩემთვის საკმაოდ დატვირთული იყო, რადგან უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, 3 ახალ ფილმში მივიღე მონაწილეობა.
სიახლეები ემა უოთსონზე
-რა არის შენი სილამაზის საიდუმლო?

-იმის გამო, რომ საკმაოდ მგრძნობიარე სახის კანი მაქვს, პირს მუდამ თბილი წყლით ვიბან და რბილი ქსივილებით ვიმშრალებ. ყოველდღიურად მაკიაჟს არ ვიკეთებ, მაგრამ მუდამ ვხმარობ დამცავ ლოსიონს. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით წყალს ვსვამ, რადგან ეს ჯანმრთელობისათვის ძალიან სასარგებლოა, ჯანმრთელობა კი სილამაზის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია.
სიახლეები ემა უოთსონზე
-როგორ გაატარე ვალენტინობის დღესასწაული?

-ვალენტინობა ჩემთვის ნამდვილად არ არის გამორჩეული დღესასწაული, მაგრამ ვცდილობ, რომ იგი მუდამ საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატარო. ბავშვობაში მამა ვალენტინობის მისალოც ბარათებს მჩუქნიდა, ახლა კი მეორე ნახევარიც მყავს და ამ დღემ ჩემთვის უფრო რომანტიკული დატვირთვა შეიძინა.
სიახლეები ემა უოთსონზე
-როგორ ადამიანებს მიიჩნევ ყველაზე მიმზიდველად?

-ასეთებად მივიჩნევ იმ ადამიანებს, რომლებიც მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩევიან. საბედნიეროდ, ბევრ მსგავს ადამიანს ვიცნობ, მათი თავდაჯერებულობა და უნიკალური ხედვა კი კარგ მაგალითებს მაძლევს.
სიახლეები ემა უოთსონზე
* ვარსკვლავი MTV Movie Awards-ის 3 ნომინაციაზეა წარდგენილი. ესენია: ქალის როლის საუკეთესო შესრულებასაუკეთესო კოცნა (ლოგან ლერმანთან ერთად) და საუკეთესო მუსიკალური მომენტი.
სიახლეები ემა უოთსონზე
სიახლეები ემა უოთსონზე
სიახლეები ემა უოთსონზე
* გთავაზობთ ემას უახლეს პირად ფოტოებს.
სიახლეები ემა უოთსონზე
სიახლეები ემა უოთსონზე
სიახლეები ემა უოთსონზე
სიახლეები ემა უოთსონზე
 


კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 85 | დაამატა: BitchyBekah | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3

(2013-03-08 10:06 PM)
* 3 salo   [Entry]
wyaro mieawreeee... mokle agwera dzalian aris gaweliliii



(2013-03-08 8:52 PM)
* 2 BitchyBekah   [Entry]
tskaro ANgel.ge chavamateb mere biggrin



(2013-03-08 5:56 PM)
* 1 Dona♡   [Entry]
კარგი სიახლეა<3


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]