მთავარი » 2013 » ივნისი » 8 » Gucci
3:44 PM
Gucci
ჩემი და მისპოს უსაყვარლესი ფირმის 
ისტორია ფოტოები ანიმაციები
და კიდევ ბევრი რამ ..

   


1995 წლის საბედისწერო დღეს, მაურისიო გუჩი მილანის ოფისში ჩვეულებრივ დროს მივიდა. მაგრამ როდესაც სადარბაზოში შევიდა და კიბეებზე ადიოდა, ზურგიდან ოთხჯერ ესროლეს... ყველა გასროლა მიზანში მოხვდა. ასე დაიღუპა კომერციული დინასტიის წარმომადგენელი. ბრენდი, რომლის სასაქონლო ნიშანია GG, ყველა კონტინენტის მაღაზიებში პოპულარულია. ორი წლის შემდეგ ასევე მოკლეს ცნობილი დიზაინერი ჯანი ვერსაჩე. 

მაურისიოს სიკვდილის მსურველი ბევრი იყო. 34 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა. მანამდე კომპანიასთან შეხება არ ჰქონია, ვინაიდან მამა და ბიძა მის შესაძლებლობებს არ ენდობოდნენ. 

მამის გარდაცვალების შემდეგ, მაურისიო გუჩის წილად კომპანიის ნახევარი ხვდა. მემკვიდრეობის მიღებისთანავე საქმეს სერიოზულად მოეკიდა, სურდა ახლობლებისათვის დაემტკიცებინა, რომ უსამართლოდ ექცეოდნენ და პირველი რაც გააკეთა ბიძია ალდოს საგადასახადო პოლიციაში უჩივლა. გადაუხდელი 7 მილიონი დოლარის გამო ალდო გუჩი ციხეში აღმოჩნდა. 


მაურისიოს ათწლიანი მმართველობისას კომპანია გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა. ბიძია ალდოს შვილიშვილებმა რობერტომ, პაოლომ და ჯორჯომ, პირადი კაპიტალის გადარჩენის მიზნით, 1989 წელს საკუთარი აქციები ბაჰრეინულ ფინანსურ კომპანია Investcorp–ს მიჰყიდეს. კომპანიის ფინანსური მხარე ცნობილი დომენიკო დელ კოლეს ხელში აღმოჩნდა. რომელმაც ბრენდის მთავარ დიზაინერად ტომ ფორდი დანიშნა. 
აქ კი Gucci–ის ყველასათვის კარგად ნაცნობი ისტორია იწყება. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, 1993 წელს ახალმა მფლობელებმა მაურისიო გუჩი აიძულეს თავისი აქციები გაეყიდა და ამ ეტაპიდან Gucci–ის ოჯახი ბრენდთან ყველანაირ კავშირს წყვეტს. 

მაურისიოს მკვლელობა აშკარად შეკვეთილ მკვლელობას ჰგავდა. ერთი ვერსიით შემკვეთი მაფია იყო; მაურისიო შვეიცარიაში კაზინოს გახსნას აპირებდა, მაფია კი ამ დაწესებულებაში ალბათ ფულის გათეთრებას გეგმავდა. მაგრამ მოხდა რაღაც ისეთი, რამაც მაურისიოს გზიდან ჩამოშორება გახადა საჭირო, ამისათვის კი ქილერის დაქირავება გახდა საჭირო. 
გამოცდილმა დეტექტივებმა მალევე შეძლეს მკვლელის ფოტორობოტის შექმნა, თუმცა გამოძიების გაგრძელება ჭიანურდებოდა. 
მაფიის პარალელურად ეჭვი ოჯახზე მიიტანეს. სიკვდილამდე რამდენიემ წლით ადრე მაურისიო მეუღლეს გაშორდა, მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ. ალიმენტის სახით გუჩის ბავშვებისათვის ყოველწლიურად 860 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა. რამაც მეუღლის უკმაყოფილება გამოიწვია – თანხა ეცოტავა. ადვოკატისთვის უკითხავს რამდენს მივიღებ რომ მოვკლაო. მაურისიოს დაკრძალვაზე ქვრივის როლიც მოირგო და ჟურნალისტებთან საუბარზე უარს არ ამბობდა. 
პატრიცია რეჯანი მარტინელი 22 წლის იყო მაურისიოს რომ შეხვდა. მომხიბვლელ გოგონას ლიზ ტეილორს ადარებდნენ. მსახიობის მსგავსად, რეჯანი ძვირფასეულობების მოყვარული იყო. 
ალიმენტის გარდა, რეჯანიმ განქორწინების შემდეგ მაურისიოსგან მიიღო ბინა მილანში, სახლები მორიცესა და ნიუ–იორკში და იახტა. ყველაზე მეტად პატრიცია იმან შეაშფოტა, რომ მაურისიო პაოლა ფრანჩინიზე აპირებდა დაქორწინებას. ეს კი მისი ქალიშვილების მემკვიდრეობაზე თავის კვალს დატოვებდა. ამიტომ გადაწყვიტა მაურისიოს „მოშორება". 
მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ გაირკვა, რომ ერთ–ერთი ქილერი ჰორაციო ჩიკალო პატრიციასგან მკვლელობისათვის დამატებით თანხებს ითხოვდა. ასევე, ქალის დღიურში მკვლელობის დღეს გაკეთებული იყო წარწერა „სამოთხე". 
როდესაც კარაბინიერებმა პატრიცია დააკავეს, იგი მანქანაში ე.წ ნორკის შუბით და ძირფასეულოებით შემკული ჩაჯდა. სასამართლო პროცესზე ექვსი ადვოკატი იცავდა. საბოლოოდ კი მკვლელს, ჰორაციო ჩიკალოს, უვადო პატიმრობა, პატრიციას კი 29 წელი მიესაჯა. 
ასე რომ, პატრიციამ თავისი გაიტანა – მაურისიოს მთელი ქონება მათ ქალიშვილებს, 17 წლის ალეგრას და 21 წლის ალესანდრას გაუნაწილდებათ. სანაცვლოდ კი, გოგონებმა მამა და ფაქტობრივად, დედაც დაკარგეს. 





 
Gucci F/W 13.14 Milan
Gucci F/W 13.14 Milan
Gucci F/W 13.14 Milan
Gucci F/W 13.14 Milan
Gucci F/W 13.14 Milan
კატეგორია: Fashion ♥ | ნანახია: 1071 | დაამატა: HazzasBitch❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4

(2013-06-08 10:11 PM)
* 4 SoPii))   [Entry]
likelikelikeee <3
sainteresoaaa :3