Hey Idiot! I Love You - 23 ნოემბერში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » ნოემბერი » 23 » Hey Idiot! I Love You
2:00 PM
Hey Idiot! I Love You
Tumblr_mh772dibom1r7btqdo1_500_large


-სად მივდივართ?-გავიმეორე შეკითხვა.
-შორს.-თქვა ღიმილით და მანქანა დაქოქა...
ნიავი ჩემს თმას მიათამაშებდა. გარეთ საკმაოდ გრილოდა. 
ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა,თუმცა ეს არ გამომდიოდა. 
ჯასტინი,ჯასტინი და ისევ ჯასტინი. რა გააკეთა ასეთი რომ ორ დღეში მომაჯადოვა? 
მეყო მასზე ფიქრი,ან როგორ შეიძლება ვფიქროვდე როდესაც გვერდზე ყველასთვის სასურველი კავალერი-ნიკ ლაჩოვსკი მიზის.
მას შევხედე და გავუღიმე. მართლაც უზომოდ სიმპატიური იყო ... მანაც გამომხედა და თავი ჩავღუნე.
შემდეგ კი შევამჩნიე რომ რაღაცის თქმას აპირებდა და დავასწარი: 
-არანაირი კითხვები და პასუხები ... დღეს! გთხოვ 
მას ჩაეცინა. 
-არც არაფრის კითხვას ვაპირებდი,უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ძალიან კარგად გამოიყურები.
-ამმ,მადლობა-ვუთხარი და მორცხვად გამეღიმა. მას კვლავ გაეცინა.
-ესიგი,ვინ არის შენი "პრობლემა?"-მკითხა და თვალებში ჩამხედა. 
ნუთუ ამდენად მეტყობოდა ეს ყველაფერი? ნიკიც კი მიხვდა. 
-იცი,გადავწყვიტე ცხოვრება "პრობლემის" გარეშე განვაგრძო. 
-წარმატებები. -თქვა და გაიცინა. 
ნიკმა რადიო ჩართო. 
AS LONG AS YOU LOVE ME -მომესმა ჯასტინის სიმღერის ხმა. 
-ამ რადიოში ნორმალურს ხომ ვერაფერს მოისმენ რა. ისევ ჩემი დისკი უნდა მოვძებნო-თქვა, დისკი მოძებნა და რაღაც სიმღერა ჩართო.
I need another story 
Something to get off my chest
my life gets kinda boring
need something that I can confess
სიმღერის მელოდია ძალიან მომეწონა,ტექსტიც თავისთავად და დამაინტერსა თუ რომელი სიმღერა იყო.
-რა სიმღერაა? 
-არ იცი?-მკითხა გაკვირვებულმა.
-არა. 
-ხოდა ძალიან კარგი,მთელი საღამო ეს იქნება ჩართული სანამ ზეპირად არ ისწავლი-თქვა ღიმილით და დინამიკებს აუწია. 
სიმღერას მართლაც ბევრჯერ მოვუსმინეთ,ერთი სამჯერ-ოთხჯერ. 
მე უკვე ზეპირად ვიცოდი და ვყვებოდი,ნიკი კი როგორც პროფესიონალი ჟიური მაფასებდა და შენიშვნებს მაძლევდა. მოკლედ ძალიან გავერთე.
-სად მივდივართ? -გავუმეორე შეკითხვა.
-ვიღაც მინდა გააგაცნო
-საინტერესოა. მალე მივალთ? 
-თითქმის იქ ვართ-თქვა და სადღაც შეუხვია. 
მართლაც,ორ წუთში უზარმაზარი სახლის წინ აღმოვჩნდით,რომლის ირგვლივაც უამრავ ხეს მოეყარა თავი. 
-თუ შეიძლება გადმობრძანდით ქალბატონო-თქვა და მანქანის კარი გამიღო. 
Chicko | via Tumblr
მეც გადმოვედი. ჩემს თვალწინ ეხლა უფრო ნათლად აღვიქვამდი ულამაზეს გარემოს და საცხოვრებელ ბინას,რომლისთვისაც  თავისუფლად შემეძლო "სასახლე" მეწოდებინა. 
-რა სილამაზეა!-წარმოვთქვი აღფრთოვანებით.
-მიხარია რომ მოგწონს-თქვა და ხელი ჩამავლო. 
რამოდენიმე წუთში,უკვე კართან ვიდექით და ვაზარუნებდით.
-კატერინა,კარი გააღე-დაიყვირა შედარებით ხმამაღლა ნიკმა.
-ამმ,კატერინა შენი ცოლია?-ვიკითხე გაკვირვებულმა. 
ნიკი დაიბნა,შემდეგ გაეცინა და მითხრა:
-რა თქმა უნდა. ნუთუ აქამდე შენთვის არ მითქვამს?! 
-ნამდვილად არ ვიცოდი-ვუპასუხე და უხერხულად შევიშმუშნე. 
ნაბიჯების ხმა გავიგე. აშკარად გოგონა მიუახლოვდა კარს და მას აღებდა. 
არასდროს დამავიწყდება მისი გაკვირვებული სახე. კატერინა,როგორც ნიკი უწოდებდა მას-ძალიან ლამაზი გოგონა იყო.მწვანეთვალება,წაბლისფერთმიანი... 
მას ძალიან გაუხარდა ნიკის დანახვა და სახლში შეგვიპატიჟა. 
-ნიკკ! ძმაო,რამდენი ხანია არ მინახიხარ!-თქვა და უკვე მესამედ თუ მეოთხედ ჩაეხუტა. ნიკმა ჩაიცინა. 
-ესიგი,შენი ძმაა ხო? -ვიკითხე გაკვირვებულმა. როგორც ჩანს ნიკმა გამაცურა. 
-ოხ,შენ არ იცვლები!-თქვა გოგონამ და გაიცინა. 
სახლი შიგნიდან უფრო ლამაზი იყო.ძალიან კარგად იყო მოწყობილი,თან სამსართულიანი ყოფილა. 
კატერინამ სასადილოში შეგვიპატიჟა და ჩაიზე დაგვპატიჟა. 
-როგორ მოხდა რომ გაგახსენდი ნიკ? 
-მე სულ მახსოვხარ დაიკო,უბრალოდ ეს სამსახური...-თქვა და თავი გვერდზე გადასწია. 
And I'm in love | G. @barbiedoutzen
-არაუშავს,გეპატიება! ყოველშემთხვევაში ამჟამად,ისეთი ლამაზი გოგონა ჩამოიყვანე. -უთხრა და თვალი ჩამიკრა.
-მადლობა,შენც ულამაზესი ხარ. -ვუთხარი და თბილად გავუღიმე. 
-მე დაგტოვებთ,თან გადავიღალე და შხაპს გადავივლებ.-თქვა ნიკმა და დაგვტოვა. 
-იცოდე თავი არ მოაბეზრო ემილის!-მოაძახა კარში გასვლისას. 
-გადი რა! შენს საქმეს მიხედე-უპასუხა კატერინამ. 
-ხომ,ესიგი ემილი ხო? 
-აჰა. შენ როგორც მივხვდი კატერინა,არა? 
-ნამდვილად. რამე მიამბე შენზე,თან დღეს აქ რჩები როგორც მივხვდი და თუ გინდა ერთ ოთახში დავიძინოთ.თუ,რა თქმა უნდა,შენს შეყვარებულთან არ ისურვებ დაძინებას.
-არა,რა შეყვარბულთან! ნიკი უბრალოდ ჩემი ერთი ნაცნობია...
-... რომელიც უზომოდ სიმპატიურია და ძალიან მოგწონს!-დაამთავრა ჩემი სათქმელი. 
-კარგი რა,გამოტყდი,ძალიან მოგწონს ალბათ. ნუ ის ყველას მოსწონს,მაგრამ ნიკს არ მოსწონს ყველა და ჩათვალე რომ გაგიმართლა!-თქვა და გაიღიმა. 
-მოხარული ვარ,მაგრამ არც მე ვიცი. ისე გეთანხმები,ნიკი მართლა ძალიან სიმპატიურია! 
-ვიცი-თქვა და გაიღიმა. 
-ისე,საიდანღაც მეცნობი. მგონი ამასწინათ გნახე ჯასტინ ბიბერის თვითერზე.
-არ მითხრა რომ შენც ჯასტინის ფანი ხარ,გთხოვ! -ჩემს ნათქვამზე კატერინას გაეცინა.
-არა,რა სისულელეა,უბრალოდ ჩემი ძველი ნაცნობია და))
-ისე საყვარელი ბიჭია
-აჰა. აუ არ გინდა ჩვენც გადავიღოთ სურათები? 
-აუ ეხლა არა რა,საშინელ ფორმაში ვარ-დავიმორცხვე როგორც გოგონებს ჩვევიათ,ისე 
-კარგი რა,ნუ სულელობ. მხოლოდ ერთი სურათი,დიდი ხანია ჩემი ინსტაგრამი არ განმიახლებია!
-მხოლოდ ერთი!-გავიმეორე და კატერინას გვერდზე მივუჯექი.
უამრავი სურათი გადავიღეთ,მაგრამ აქედან მხოლოდ ერთი გამოვიდა ნორმალური. ბევრი ვიცინეთ,ძალიან საყვარელი გოგონა იყო...
Untitled
ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც.გარეთ ძალიან ბნელოდა. როგორც ბავშვებმა თქვეს,ალბათ დღეს მართლა იქ მომიწევდა დარჩენა. 
უცბად გამახსენდა რომ მობილური გამორთული მქონდა. დედა ალბათ ძალიან ინერვიულებდა,ის რა შუაში იყო ... ამიტომ გადავწყვიტე მისთვის დამერეკა და ჩემი მობილური სწრაფად მოვიძიე. კატერინა კი ფილმს არჩევდა,რომლისთვისაც უნდა გვეყურებინა. 
მეც დრო ვიხელთე და ტელეფონი ჩავრთე. 
9 Missed Calls.
აქედან 8 ელეონორის იყო,ერთი ნინასი. 
დედას დავურეკე და რამოდენიმე წამის შემდეგ,უპასუხა.
-ემილი! სად ხარ ამდენი ხანი? ხომ კარგად ხარ? 
-დე,ნუ მომაყარე კითხვები! კარგად ავარ,უბრალოდ ჩემი ძველი ნაცნობი შემხვდა და დღეს მასთან დავრჩები. 
-კი მაგრამ,სკოლა?! აკი ხვალ საკონტროლოები მაქვსო? 
ეგ აღარც მახსოვდა,მაგრამ ეხლა რომ წავსულიყავი,არ გამოვიდოდა. 
-ეგ არაფერი,აღვადგენ ამ დღეებში. არ ინერვიულო და წავედი ეხლა
-ემილი! აბა იცოდე,თავს გაუფრთხილდი. 
-კარგი დე,დროებით!-დავემშვიდობე და მობილური კვლავ თავის ადგილას დავაბრუნე. 
-აბა რას ვუყურებთ?-გვერდზე მივუჯექი სასტუმრო ოთახში კატერინას.
-ამმ,ვერაფერი ავარჩიე საინტერესო,მხოლოდ ერთი ვნახე შედარებით ნორმალური-A Walk To Remember. ნანახი გაქვს?
-ადრე მაქვს ნანახი თუ არ ვცდები,მაგრამ ნორმალურად არც მახსოვს. მოდი ჩართე და გავიხსენებ კიდეც,არც მახსოვს რა ხდება. 
-კარგი-მიპასუხა მან ღიმილით და ფილმი ჩართო.
და ფილმი დაიწყო .... 
ძველებური სიმღერა. 
ბიჭები და გოგონები მანქანასთან .
ბიჭის გადაგდება აუზში .
მათი გაქცევა. 
ბიჭის დასჯა. 
და მემგონი ყველაზე საინტერესო მომენტიც დაიწყო.
ამ დროს ოთახში ნიკი შემოვიდა,რომელსაც წელსზემოთ არაფერი ეცვა. 
ვაღიარებ,ძალიან მიმზიდველი იყო. 
-რას უყურებთ გოგონებო?-იკითხა და ჩემს გვერდზე მოკალათდა.
-A walk to remember-ვუპასუხე მე.
-სერიოზულად? კარგით რა. არ გაქვთ ნანახი? 
-არა-ვუპასუხედ ერთხმად. 
-ხოდა ტირილით გასკდებით,გაფრთხილებთ-თქვა და გაიცინა. 
-არამგონია-ვუპასუხე თავდაჯერებულმა და ფილმის ყურება განვაგრძეთ.
უეცრად მობილურმა დარეკა,არადა მეგონა რომ გამოვრთე. 
ზოზინით წავედი მის ასაღებად და ვუპასუხე. 
-ემილი! -მომესმა ჯასტინის ბოხი ხმა...

მემგონი არ ყოფილა პატარა თავი ^^
ბოდიში რომ ამდენი ხანი ვერ ვდებდი,ძლივს მოვიცალე. 
ამ თავს ვუძღვნი ნინას (Chu♥Pa)
ყველას დიდი მადლობა რომ კითხულობთ და აკომენტარებთ ♥ 

კატეგორია: Book | ნანახია: 579 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 4.4/5
სულ კომენტარები: 111 2 »

(2013-11-22 12:56 PM)
სადარის ჩემი ყოფილი შეყვარებული?! ნაბიჭვარი ხარ xD როგორ დაივიწყეთ ჯასტინი.. sad ძალიან მომეწონა მიუხედავად იმისა რომ ჯასტინს საერთოდ არ მიუღია ამ თავში მონაწილეობა ნუ თუ არ ჩავთვლით ბოლო ხაზზს :დდ აამმ ძალიან მომენატრა საიტიც ბავშვებიც და ეს მოთხრობაც.. :3 ხოდა ნება იბოძე და ახალი თავი დადე. happy <3 სიყუარულით Ninnie biggrin



(2013-11-20 4:18 PM)
* 10 Chu♡Pa   [Entry]
10



(2013-10-18 1:19 AM)
* 9 Diva♔   [Entry]
არ ვიცი აქამდე რატომ არ ვკითხულობდი ამ მოთხრობას ♥
ძალიან მაგარი ხარ სოფო და ძალიან ნიჭიერი ♥
მიყვარს შენი წერის სტილი.
შენიშვნები არ მაქსვს ))



(2013-10-16 8:35 PM)
* 8 Lanaholic▲   [Entry]
au dzaan momewona es tavi >_<

male ra shemdegii



(2013-10-15 6:24 PM)
marti amis sakitxavad shemovdivar am saitxee <33 magariaa dzaann intrigaa :DDD



(2013-10-14 10:34 PM)
vaimee dzalian gamixarda rom gagrdzelee <3 dzalian kargi tavi iyoda exla imediaxshirad dadebxolme <3



(2013-10-14 5:03 PM)
* 5 MiLeY-Smiley   [Entry]
deda rogorc iqana gvagirse axali taviii ^^
amas ras moveswariit biggrin
kargi tavi iyooo ^^ ar gvalodinoo xolme amdenxans <3



(2013-10-14 4:44 PM)
momewona dzaliaan shen ukve cii am tavze chemi azrii biggrin
male dade qalo male sainteresod gawyvite da momwonses motxroba imisda miuxedavad rom justinzea biggrin ♥ ♥ miiyvarxar da veli shemdegs ♥



(2013-10-14 2:39 PM)
* 3 Chu♡Pa   [Entry]
kargii gogo xar ro dadee dzalia gamixardaa happy
madloba me rom momidzgveni egec dzalian gamixardaa biggrin
patara tavi ar iyoo magram imdeni xania ar dagidevs rom mainc patara iyoo biggrin
xoo shenishvnebi ar maqvs happy magarii tavii iyoo ♥
saintereso adgilze gawyvite txrobaa :X biggrin
male dadee shemdegii ra da isev damuqrebebi ar damawyebinoo biggrin (amsrulebeli ar var magram mainc :D)
xoda exla bevrs vtlikineb da movrchi weras shenishvnebi mainc ar maqvs biggrin
(vaime ramdeni damiwere :D)



(2013-10-14 1:22 PM)
* 2 leluka   [Entry]
dzalian momewona ^^
male gaagrdzele da niktan datovera biggrin <3


1-10 11-11
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]