მთავარი » 2013 » ნოემბერი » 27 » Hey Idiot I love you!
7:49 PM
Hey Idiot I love you!

/მეშვიდე თავი/მერვე თავი


 


-ემილი!-მომესმა ჯასტინის ბოხი ხმა.
დავინები. თან ძალიან... ენა დამება. 
-ჯჯასტინ?-ვუპასუხე გაკვირვებულმა.
-ემილი...-ჩაილაპარაკა მან ორაზნოვნად და გაჩუმდა. 
-რა ხდება,რა გჭირს?
-ემილი... სად ხარ? 
-კითხვას კითხვით ნუ მიბრუნებ!-ვუპასუხე გაბრაზებულმა და ამავდროულად,ძალიან აღელვებულმა .
-სად ხარ?-კვლავ წაილუღლუღა მან.
-მეგობართან. რა იყო? 
-არაფერი უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა. -თქვა და რამოდენიმე წამის განმალობაში,სიჩუმე ჩამოვარდა. 
-რამე სერიოზული ხომ არ მოხდა? 
-შენ არ ინერვიულო. მერე გნახავ . 
ხმაზე უკვე მივხვდი რომ მთვრალი იყო,ან რაღაც სჭირდა. აშკარად ვერ იყო კარგად. 
-კარგი და იცოდე თავს გაუფრთხილდი. 
-მადლობა ანგელოზო-თქვა და შემდეგ გათიშა.
-მიყვარხარ!-მინდოდა მეთქვა,მაგრამ როგორც ყოველთვის ვერ გავბედე.
-ემილი,არ მორჩი საუბარს? -დამიძახა კატერინამ.  
-კი,კი მოვდივარ-ვუთხარი და ოთახისკენ გავსწიე. 
უკვე აღარ მაინტერესებდა ფილმი,ჩემი პრობლემებიც მყოფნიდა. ძალიან დამაინტერესა,ნეტა რა უნდოდა ჯასტინს?! რა მოხდა?! ეს კითხვები არ მასვენებდა. 
სავარძელზე წამოვჯექი და უინტერესოდ განვაგრძე ყურება. ეს კი როგორც ჩანს ნიკმა შეამჩნია. 
-რა იყო,რამე მოხდა? -მკითხა მან. 
-არა,არაფერი,უბრალოდ გადავიღალე-ვიცრუე
.
-დავწვეთ თუ გინდა-მითხრა კატერინამ.
-არა,ძალიან მაინტერესებს,ეგრეც არ დავღილვარ- ვუთხარი და გავუღიმე.
-როგორც გინდა-მიპასუხა გოგონამ და ფილმის ყურება გავაგრძელეთ. 
 დაახლოებით ერთის საათი ვადევნებდი თვალს და ძალიან მომეწონა. ფილმი ნამდვილად დამეხმარა ყურადღების გადატანაში და მთელი ყურადღება ფილმზე მქონდა გამახვილებული.
ნიკი მართალი აღმოჩნდა,მე და კატერინამ ბევრი ვიტირეთ.
თან ძააალიან ბევრი. ის კი სიცილით კვდებოდა,ხომ გითხარითო. 
უკვე საკმაოდ გვიანი იყო. მე და კატერინამ საძიბენებლში გადავინაცვლეთ. 
-შენ რითი აპირებ დაძინებას?-მკითხა მან სიცილით. 
-ამმ არ ვიცი,შენს იმედად ვარ.-ვუპასუხე მეც და ორიევეს გაგვეცინა.

Victoria secret fashion show 2013

-კარგი,მაშინ მოგიძებნი რაიმეს-თქვა და სხვა ოთახში გავიდა. 
-სად მიდიხარ? 
-შენთვის მაისურის შესარჩევად. წამომყევი-მითხრა და ხელი ჩამკიდა. მეორე სართულზე ამიყვანა და რაღაც ოთახში შემიყვანა,სადაც უამრავი ტანსაცმლის კარადა და ფეხსაცმელები იყო. ამან გამაოცა. 
-ეს ყველაფერი შენია?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-ხომ,ადრე მეც მოდელი ვიყავი-მიპასუხა ღიმილით.
-და ეხლა?!
-ეხლაც მოდელი ვარ,უბრალოდ რამოდენიმე კვირით შვებულებაში გავედი და ამ არაჩვეულებრივ ადგილას ვისვენებ. 
-ძალიან მაგარია-ჩავილაპარაკე აღტაცებულმა და ტანსაცმელების თვალიერება დავიწყე. 
მათგან რამოდენიმე გამოუსადეგარი,მაგრამ ძალიან საყვარელი მაისური ავიღე და მოზომვა დავიწყე,რათა ღამით ჩამეცვა. 
წელს ზემოთ გახდილი ვიყავი,როდესაც კარი ნიკმა შემოაღო. ძალიან შემრცხვა და რაც ხელში მომხვდა,ავიფარე.
-ნიკ,რა გინდა აქ?! -კითხა გაბრაზებულმა კატერინამ .
-ბოდიშით გოგონებო ხელი თუ შეგიშალეთ,მაგრამ ქვემოთ რომ ვერ გიპოვეთ,ვიფიქრე ხომ არ მოიტაცეს თქო. 
-ნუ ხარ იდიოტი და გადი აქედან!-ვუთხარი სიცილით. 
-კარგი,მისის მორიდებულობავ-გაიხუმრა მანაც და სანამ გავიდოდა 
-ისე ეს ბიუჰალსტერი ძალიან გიხდება- წამომაძახა და თვალი ჩამიკრა. 
ვიგრძენი სახეზე როგორ ავწითლდი,კატერინა კი სიცილით კვდებოდა. 
Untitled
მაისური ჩავიცვი და ქვემოთ,საძინებელში ჩავედით. ლოგინებში თბილად მოვკალათდით და საუბარი დავიწყეთ.
-ძალიან მაგარი იყო დღეს,დიდი  მადლობა რომ ესე თბილად მიმიღე!
-რისი მადლობა,ხშირად გამოგვიარე ხოლმე.-თქვა და დაამთქნარა.
-როგორც ჩანს გეძინება,ასე რომ თავს აღარ მოგაწყენ-ვუთხარი სიცილით და შუქი ჩავაქრე. 
-ძილინების-მითხრა მანაც და მეორე მხარეს გადატრიალდა. 
ეხლა კი მარტო დავრჩი ჩემს თავთან. 
ყველას გვაქვს მომენტი,როდესაც ძილის წინ საკუთარ თავთან მარტო ვრჩებით და ყველაფერზე ვფიქრობთ,ვაანალიზებთ.
მეც ფიქრი დავიწყე...
ძნელი გამოსაცნობი არ არის ვისზე ან რაზე. 
რა თქმა უნდა ჯასტინზე. ცნობისმოყვარეობა მკლავდა,ნეტა რა უნდოდა ან საერთოდ,რა მოხდა?!
შევეცადე არაფერზე მეფიქრა და დამეძინება. უაზროდ "ჩავაშტერდი" კედელს და თვალები ნელ-ნელა თავისით დამეხუჭა...

----

რაღაც ხმამ გამაღვიძა.თითქოს ოთახში ვიღაც იყო. ჯერ არ გათენებულიყო.ირგვლივ მიმოვიხედე და ვერაფერს ვხედავდი,რადგან საკმაოდ ბნელოდა. 
-რომელი ხარ?! -ვიკითხე დაძაბულმა. ხმა არავინ გამცა. 
-ვინ ხარ მეთქი?!-გავიმეორე კითხვა და უეცრად ... 



იმედია მოგეწონათ. 
ძალიან დიდი არ დამიდევს,რადგან გაბრაზებული ვარ :D
10 კომენტარი ძლივს ააგროვა მოთხრობამ. 
მართლა ძალიან საწყენია,70 ნახვა და 10 კომენტარი -_-
ესე თუ გაგრძელდება,მართლა აღარ დავდებ... 
ამ თავს ყველას ვუძღვნი ვისც მართლა უყვარს მოთხრობა♥
ძალიან მიყვარხართ და თქვენი კომენტარების იმედად ვარ)) ♥
P.S გილოცავთ გიორგობას♥



ნანახია: 1359 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 10

(2014-01-02 8:58 PM)
* 10 Chu♡Pa   [Entry]
txutmetiiii biggrin
tvlas vswavlob biggrin
dadeee