მთავარი » 2014 » იანვარი » 27 » Hey Idiot! I love You.
7:28 PM
Hey Idiot! I love You.
Hey Idiot! I love you. 

როგორც იქნა გავიდა და  მაშინვე ოპერატორის ხმა ჩაირთო: "მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. " 
კვლავ დავრეკე რამდენჯერმე,თუმცა უშედეგოდ. ნერვიულობამ იმატა და მის პასუხს მაინც უშედეგოდ ველოდი. 
გული ამიჩქარდა. 
ნეტა რა მოუვიდა?! რამე ხომ არ შეემთხვა?! 
როგორც ყოველთვის მხოლოდ ცუდზე მეფიქრებოდა ... 
-რა ხდება?-მკითხა გაკვირვებულმა ნიკმა,რომელსაც როგორც ჩანს შეემჩნია ჩემს სახეზე გამოხატული ემოცია. 
-ამმ,არაფერი,უბრალოდ მეგობარს ვურეკავ და არ პასუხობს. 
-და მაგიტომ ნერვიულობ?-ჩაიცინა მან. -დაწყნარდი,შესაძლოა სადმეა გასული და სახლში დარჩა,ან უბრალოდ მობილური დაუჯდა. 
არ არის გამორიცხული ნიკი მართალი იყოს. 
ოდნავ დავმშვიდდი,მას გავუღიმე და ოთახში შევედი. 
მობილურით შევედი  თვითერზე,რათა მენახა ჯასტინზე რაიმე სიახლე,თუმცა ბოლოს 13 საათის წინ ჰქონდა დათვითული "I miss her."
"ალბათ თავისი სელენა მოენატრა,ჩემთან კი უბრალოდ იმიტომ დარეკა რომ დრო გაეყვანა. სულელო ემილი!"-გავიფიქრე ჩემთვის და მობილური თავის ადგილას დავდე. 
ჩაფიქრებულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ შემოვიდა ოთახში კატერინა. 
-რა გჭირს,კარგად ხარ? -მკითხა მან ცოტა აღელვებულმა. ძალიან შევაწუხე მათი ოჯახი ჩემი პრობლემებით და ამიტომ გავუღიმე,თან შევეცადე რომ ეს ღიმილი მაქსიმალურად გულწრფელი ყოფილიყო. 
-კი კარგად ვარ,უბრალოდ ცოტათი გადავიღალე,თან ჩემები ინერვიულებენ ...
-აა მაშინ დამშვიდდი,ნიკი საღამოს წაგიყვანს და ხვალ დილით ჩვეულებრივად შეძლებ სკოლაში წასვლას. 
სკოლა სულ აღარ მახსოვდა და არც მინდოდა გამეხსენებინა,მაგრამ ღირს მისი სულ ცოტა ხნით ატანა,წელს მაინც საბოლოოდ განვთავისუფლდები მისგან! 
-მანამდე კი,გავისეირნოთ თუ გინდა,აქაურობა ულამაზესია. 
-დიდი სიამოვნებით-ვუთხარი და წამოვდექი. 
-ნიკი იცვლის ჯერ და გამოვა,ისიც ჩვენთან ერთად მოდის. თუ გინდა ლეპტოპი ჩავრთოთ და რაღაცები დავათვალიეროთ 
-კი ბატონო-გვერდზე მივუჯექი. 
კატერინამ თვითერი გახსნა და News Feeds-ს ჩამოყვა. მას უამრავი Follower ჰყავდა და რამდენიმე ჯასტინის ფანიც  კი ჰყავდა დაფოლოვებული. (ამას მათი Username-ბით მივხვდი ) 
ერთ-ერთ მათგანს კი,ეს სურათი ედო მთავარზე,რაზეც ბევრი ვიცინეთ. 
Untitled

-ეს რა არის ემილი?-მკითხა თავდაპირველად სერიოზულად კატერინამ. 
X-mas Edition (Mysterious Love)
-არ ვიცი მართლა,პირველად ვხედავ!-ვუთხარი გაკვირვებულმა. 
შემდეგ კი მას სიცილი აუტყდა და მეც ავყევი. 
ამასობაში ნიკიც შემოვიდა და გარეთ გავყევით. 
-თქვენი წუწუნი არ გავიგო,მანქანით არ მივდივართ-გაგვაფრთხილა მან. 
-აუუ კარგი რა,ფეხები გინდა რომ მოგვტეხო?!-აწუწუნდა კატერინა. 
-არაფერი მოგივათ ერთი საათით რომ გაისეირნოთ,სასარგებლოც კი არის თქვენთვის. 
-დიდი ხანია ჩვენზე ზრუნვა დაიწყე?-იკითხა მისმა დამ. 
-ძალიან!-უპასუხა ნიკმა სიცილით და ჩვენ მას უკან მივყევით.
მე ძალიან მიყვარდა სეირნობა,მითუმეტეს ბუნებაში,რადგან მაშინ თითქოს გარე სამყაროს ვწყდებოდი და ცუდზე არაფერზე ვფიქრობდი... 
იქაურობა ულამაზესი იყო. 
ნიკმა სასუსნავებიც წამოიღო და ნახევარი საათი სიარულის შემდეგ,ხის მორზე დავსხედით და ჩიფსის ჭამა დავიწყეთ. სიჩუმე იყო,რაც თან მსიამოვნებდა,თან არა და ამიტომ ლაპარაკი დავიწყე. 
-რა ლამაზია აქაურობა!-ავღნიშნე მე. 
Sara Sampaio For Morellato Italia
-ნიკკ,ამ დროს შენ უნდა უთხრა შენ უფრო ლამაზი ხარო,თუ მისი "დაკერვა" გინდა-თქვა კატერინამ სიცილით,მე კი ლოყებზე ავწითლდი. 
- შენ შენს "პაკლონიკებს" მიხედე,კარგი?-წაესწერვა ნიკი და მისი დაც გაჩუმდა. 
მზე ძალიან ანათებდა და პირდაპირ თვალებში მიჭყიტინებდა. 
-ემილი,სახლში რომ მივალთ,მოემზადე 10-20 წუთში გავალთ. - მითხრა ნიკმა და მეც თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე. 
-იმედია არ დამივიწყებ-ჩაერთო კატერინაც. 
-არა,რას ამბობ! ხშირად თუ არ ჩამოვალ ხოლმე,Facebook-ზე მაინც მოგწერ. 
მან გამიღიმა და თქვა,მგონი წასვლის დროა,თორემ გზაში დაგიბლენდებათო,მართალიც გამოდგა და მათი სახლისკენ გავსწიეთ. 
ჩემი მობილური ავიღე და კატერინას დავემშვიდობე. ის თბილად ჩამეხუტა და ბედნიერი მგზავრობა გვისურვა. 
ნიკმა მანქნის კარი გამიღო და მეც შიგნით ჩავჯექი. 
-რა ჯენლტმენი ხარ!-წამომცდა ხმამაღლა. 
-Thank You Sweetheart. ვცდილობ! ( მადლობა საყვარელო) 
შემდეგ მან მანქანა დაქოქა და გზას გავუდექით. მე როგორც ყოველთვის ფანჯრიდან ვიხედებოდი და ძილი მომერია ...
რამდენიმე წუთის შემდეგ გამეღვიძა და ნიკს გავხედე. 
-მოვედით? -ვკითხე მას და დამამთქნარა. 
Sara Sampaio
-ოჰო,გაუღვიძია მძინარე მზეთუნახავს! -თქვა,თვალი შემავლო და გამიღიმა. 
-კი,უბრალოდ შენი სახლის მისამართი მითხარი რომ შინ დაგტოვო. 
მისმა მზერამ დამაბნია და 2 წლის ბავშვივით ავბლუყუნდი,რაზეც მას გაეცინა. 
-ამმ,კარგი-ვუპასუხე და ადრესატი ვუთხარი. 
5 წუთში სახლთან ვიყავი. 
ჩემს ქუჩაზე 2 თუ 3 შავი ჯიპი იდგა,რამაც ძალიან გამაკვირვა. 
-გააჩერე,მოვედით!-ვუთხარი მას და ნიკმაც დაამუხრუჭა. 
მანქანიდან გადმოვედი,ისიც გადმოვიდა. 
არ ვიცოდი მისთვის როგორ გადამეხადა მადლობა,მაგრამ რაღაცას თავი მოვაბი და ლაპარაკი დავიწყე. 
-ესეიგი ... ძალიან დიდი მადლობა რომ 1 თუ 2 დღის განმალობაში "მიპატრონე" და ესე იზრუნე ჩემზე. ამ დღეებში გნახავ ჩვენი კამპანიის გადამკიდე-ვუთხარი მას,ლოყაზე ნაზად ვაკოცე და წამოვედი.
Likes | Tumblr 
მან ხელი მაღლა ასწია და დამემშვიდობა. 
-დაგირეკავ!-მომაძახა ბოლოში და მანქანაში ჩაჯდა.
მე სახლში შევედი. 
-დეე-დავიძახე და კარი შევაღე. 
სასტუმრო ოთახიდან ხმაური გამოდიოდა. გაკვირვებული შიგნით შევედი და ხელში მობილური მეკავა. 
შიგნით შევედი თუ არა,მოულოდნელობისგან მობილური ხელიდან დამივარდა,რითაც იქ მყოფთა ყურადღება მივიქციე და გაოგნებულმა,ბლუყუნი დავიწყე. 
-ჯჯჯჯჯასსტიინ?!-ვიკითხე გაოცებულმა. 
-Welcome Home Swaggie!-დაიძახა მან ,ჩემკენ წამოვიდა და თბილად ჩამეხუტა. 
Untitled


იმედია მოგეწონათ ♥ 
ვერ იტყვით რომ პატარა თავი იყო,მაგრამ არც ძალიან დიდი ყოფილა რადგან ბევრი კომენტარი არ ჰქონდა )) 
როგორც დაგპირდით ჯასტინიც იყო,მართალია ცოტა ხნით,მაგრამ მაინც. 
სამაგიეროდ შემდეგ თავში იქნება დიდი ხნით )) 
თუ გინდათ რომ გაგრძელდეს,Comment ♥ 
ძალიან მიყვარხართ და დიდი მადლობა რომ კითხულობთ^^ 
Sara Sampaio For Portuguese Shoes
კატეგორია: Book | ნანახია: 1141 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 4.0/4
სულ კომენტარები: 6

(2014-01-27 7:10 PM)
* 6 ✿ann✿   [Entry]
ananos vetanxmebi dzan gvian deb da arc ise didebs momewona da tu male dadeb uketesi iqneba