მთავარი » 2014 » თებერვალი » 21 » Hey Idiot I Love You
2:46 PM
Hey Idiot I Love You

მეც ვაპირებდი სკამის მიტანას,თუმცა უეცრად კარზე ზარმა დარეკა. 
-მე გავაღებ-ვთქვი უცბად და გასაღებად გავემართე. 

Oh, wow. | via Tumblr
-ნიკკ?-ვიკითხე გაოცებულმა ...
-ჰო,ჰეი-თქვა მანაც დაბნეულმა. 
-რა იყო,მოხდა რამე?
-ამმ,არაფერი ისეთი უბრალოდ ჩანთა დაგრჩა ჩემს მანქანაში და გადავწყვიტე მომეტანა. -თქვა და ჩანთა გამომიწოდა. 
-მადლობ-ვუთხარი და გავუღიმე. ისიც ანალოგიურად მოიქცა. 
-ვინ არის ემილი?-მკითხა დედამ. 
-ჩემი მეგობარია დე
-შემოიპატიჟე მერე,რას ალოდინებ მანდ. 
მართლაც,როგორი დებილივით ვიქცეოდი! ნიკი სახლში შევიყვანე და მაგიდასთან დავსხედით.  ჯასტინმა ცივად შეხედა და შემდეგ ჩემი დის გვერდზე ადგილი დაიკავა. 
-გამარჯობა-მიესალმა ახალი შემოსული სტუმარი. 
-გაგიმარჯოს. შენ ალბათ ნიკი ხომ?-ჰკითხა დედაჩემმა.
-დიახ ნამდვილად-ის უკვე ჯასტინს უყურებდა და თითქოს ისინი თვალებით "იბრძოდნენ",რასაც ორივეს მზერაში უცებ აღმოაჩენდი. 
დაძაბულობის განსამუხტად ვიკითხე
 -პიცა არ გინდა? 
ამ დროს ჩვენს ნახელავს შევხედე და გამეცინა. ბიბერის დაჭრილი ძეხვები ზოგი სად,ზოგი სად ეყარა და არათანაბრად იყო განაწილებული. მისი მოსხმული კეტჩუპი კი ძალიან მსხვილად მხოლოდ შუაში იყო და დანარჩენ ნაწილებში კი საერთოდ არ არსებობდა. აი მიზეზი იმისა,თუ რატომ არ უნდა "მიუშვა" ბიჭი სამზარეულოში! 
-დიდი სიამოვნებით,მაგრამ მეჩქარება-ნიკი წამოდგა. ჯასტინს სახეზე ღიმილმა გადაურბინა.  

-სამწუხაროა რომ ასე მალე გვტოვებ-ვთქვი და წამოვდექი,ნიკს უკან გავყევი.
-დიდი მადლობა რომ ასე შეწუხდი-არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. 
-მადლობები მერე იყოს-თქვა მან,ლოყაზე ნაზად მაკოცა და სახლი დატოვა. თვალი გავაყოლე და ხმები მომესმა,ის მობილურზე საუბრობდა
"ბატონო" "კარგად,შენ? " "მეც მომენატრე ჩემო ლამაზო" "კარგი დღეს შევხვდეთ" "საღამოს ამოდი ჩემთან" "გკოცნი"  
ჰაჰ,ნიკ,დროს არ კარგავ-გავიფიქრე ჩემთვის და კარი გავიხურე. 
-კარგი ბიჭია,მაგრამ ჯასტინი მირჩევნია -ჩაილაპარაკა დედამ თავისთვის. 
-დედა!-წამოვიძახე გაბრაზებულმა და თან ვიგრძენი როგორ გაწითლდა ჩემი ლოყები პომიდორივით. ჯასტინი კი როგორც ყოველთვის იცინოდა. 
ჭამას შევუდექით და 5 -10 წუთში მოვრჩით კიდეც. 
ბიბერი ჩემს დასთნ ერთად რაღაცას უყურებდა ტელევიზორში ,ამიტომ მე ისინი დავტოვე და ჩემს ოთახში ავედი. ლეპტოპი ჩავრთ და Facebook-ზე შევედი. უამრავი მეგობრობის თხოვნა და მესიჯი მქონდა. 
მესიჯები გავხსენი და ნინასგანაც იყო რამდენიმე მათგანი. 
"სად ხარ გოგო გირეკავ მთელი დღეა ხო კაგად ხარ? " 
"სახლშიც ვრეკავ და არ პასუხობენ,ვნერვიულობ უკვე ! "
"იცოდე თუ არ დამირეკავ დღეს,შენთან მოვდივარ პოლიციელებთან ერთად! " 
თავი დამნაშავედ ვიგრძენი. თურმე ის როგორ განიცდიდა ჩემს მდგომარეობას მე კი ... მე კი მას ერთი კვირის გაცნობილი ბიჭი ვამჯობინე,2 დღის გაცნობილ მოდელს კი სახლში გავყევი და ნინა,რომელიც ამდენი წლის განმალობაში ჩემს გვერდით იყო, სულ დავივიწყე. 
ის შემოსული იყო სოციალურ ქსელზე და დავურეკე. თავიდან არ პასუხობდა,შემდეგ კი როგორც იქნა აიღო 
- რა გინდა?-მკითხა ცივად. 
-ბოდიში რა ნინ,ახლა მივხვდი რომ არასწორად მოვიქეცი,უბრალოდ თავგზა ამებნა,ხომ ხვდები ... 
-ბიჭები ყოველთვის ართულებენ-თქვა მან და გამიღიმა. 
-ხო,განსაკუთრებით თუ იმ ბიჭს ჯასტინ ბიბერი ჰქვია!-ვთქვი მე და ორივემ სიცილი დავიწყეთ,როდესაც სტუმარი ოთახში შემოვიდა. 
-ვინმემ მახსენა?-იკითხა მან ცნობისმოყვარედ. 

 
Shas♥
გავლურჯდი. საიდან გაიგო? ან როგორ ვერ გავიგე ნაბიჯების ხმა?! თუმცა იმდენად ვიყავი ნინასთან ლაპარაკით გართული,არცაა გასაყვირი. 
ხელი თმაში ავიცურე და წავილუღლუღე
 -ამმ, კი ჩემს მეგობარს ვუთხარი რომ აქ იყავი; 
-wow,ის ჩემი ფანია?-მკითხა კვლავ დიდი ინტერესით. 
-ღმერთმა დამიფაროს-წამოიძახა ნინამ და ჯასტინმაც გაიგო. მე გამეცინა,მან კი უბრალოდ გაიღიმა. 
-ჰეი,საიდანღაც მეცნობი. ნინა ხომ მგონი? -რა კარგი მახსოვრობა აქვს! ყოჩაღ ბიბერ,მაოცებ. 
-კი,ნამდვილად-ჩაილაპარაკა ჩემმა დაქალმაც გაკვირვებით. 
სიჩუმე ჩამოვარდა. ხმას არცერთი არ ვიღებდით. ბოლოს ისევ ნინა ალაპრაკდა. 
-ემილი ხვალ გამოგივლი ხომ? ერთად ვიმეცადინოთ ზეგისთვის,ხომ იცი ეს ბოლო კვირებია და სულ საკონტროლოები გვაქვს ...
-კარგი! სულ აღარ მახსოვდა სკოლა,არადა რამდენი გამოცდა გველის წინ-წავიბუზღუნე. 
შემდეგ რაღაც უაზრობებზე დავიწყეთ საუბარი და რამდენიმე წუთში გავთიშე,რადგან აშკარა იყო ჯასტინი უხერხულად გრძნობდა თავს. 
ლეპტოპი ფეხებზე დავიდე და საწოლზე წამოვჯექი. ბიბერიც გვერდზე მომიჯდა და მომიახლოვდა. მისი სუნთქვა მესმოდა,თვალებში ვუყურებდი,მუცელში პეპლები დაფრინავდნენ,გულის ცემა ამიჩქარდა. ჯასტინიც თვალებში მიყურებდა და იღიმოდა. 
-ძალიან ლამაზი თვალები გაქვს-მითხრა მან და ხელი თმაში ნაზად შემიცურა. 
Untitled
თავი ქვემოთ ჩავღუნე. ლოყები ალბათ საშინლად მქონდა აწითლებული და სამი წლის ბავშვივით დავიმორცხვე. ვგრძნობდი რომ ის ის იყო,ჯასტინი პირველ კოცნას გამომტყუებდა ( თუ რა თქმა უნდა იმ შემთხვევითობას არ ჩავთვლით,ბაღის შემდეგ რომ მოხდა. ) თვალები დავხუჭე და  ამ დროს კარი გაიღო. 
-ჯანდაბა!-ჩავილაპარაკე ჩემთვის,თუმცა როგორც ჩანს ხმამაღლა მომივიდა და ჯასტინმაც გაიგო. მას გაეღიმა და ზემოთ ამომხედა. 
გვერდით უინტერესოდ გავიხედე და ჩემი და დავინახე. 
ის როგორც ყოველთვის იცინოდა და სტუმარს კისერზე ჩამოეკიდა. ისიც მას უღიმოდა და ეთამაშებოდა. 
მე კი დრო ვიხელთე და ჩემს თვითერზე შევედი,სადაც წერილი დამხვდა კატერინასგან. 
- უკვე დამივიწყე ხომ?
-არა,რა სისულელეა,უბრალოდ გადავიღალე და ვეღარ მოვახერხე ლეპტოპთან დაჯდომა,ახლაც ძლივს მოვიცალე. -ვუპასუხე უმალვე. 
-Ok,გპატიობ-მომწერა მან სიცილის და გულების სმაილებით. 
ლოლა ალაპარაკდა. 
- ემილი,დედა გეძახით  მოდითო სკუტერს ეჩქარებაო -სახელები როგორ დაუმახსოვრებია! 
-კარგი-უპასუხა ჩემს მაგივრად ჯასტინმა,ოთახის კარი გააღო და ჯენლტმენურად ჯერ ჩემი და გაუშვა,შემდეგ მე და ბოლოს კი თვითონ გამოვიდა. 
-წავედით თორემ შევაწუხეთ უკვე-მიმართა მან მომღერალს. ჯასტინმა კი უბრალოდ გაიღიმა და კარისკენ გაემართა. მე წინ გავუძეხი. 
-მადლობა ასეთი დღისთვის,It was just fun-თქვა მან. 
მე გულით გავუღიმე და მადლობა გადავუხადე რომ მესტუმრა. 
-Call you later-მომაძახა გასვლისას,შუბლზე მაკოცა და იქაურობა დატოვა. 
-ნამდვილად კარგი ბიჭია!-შეაფასა დედაჩემმა.
-დედა! -დავიყვირე ხმამაღლა და ჩემს ოთახში გავედი . 
ვფიქრობდი დღევანდელ დღეზე და საერთოდ,თუ როგორ გამიმართლა! 
ჯასტინი ...
ყველაფერს ართულებდა! 
მას შეყვარებული ჰყავდა... მე კი როგორ მომწონდა! ჯერ არ მინდოდა ამ გრძნობისთვის "სიყვარული" დამერქვა და ამაში ჩემს თავსაც არ ვუტყდებოდი. 
თვალები დავხუჭე და თვალწინ წამომიდგა ყველა სცენა. 
მე და ჯასტინი რამდენიმე წუთის წინ,ერთად ვისხედით ზუსტად ამ საწოლზე და ის ის იყო ვაკოცებდით ერთმანეთს ... 
რომ ეკოცნა რა მოხდებოდა?! -კითხვა დავუსვი საკუთარ თავს.
თვითონაც არ ვიცი,ასე რომ მადლობა ლოლა შენი მოულოდნელი შემოსვლისთვის. 
ამ ტკბილ ფიქრებში ჩამეძინა  ... 

ახლა მაინც ვერ იტყვით რომ ან პატარა თავი იყო,ან დავაგვიანე! )) 
როგორც კი მოვახერხე დავდე და უკანასკნელი თავიდან 1 კვირაც არაა ჯერ გასული,ასე რომ "არაფრის" :დდდ 
მოთხრობას 11 კომენტარი ჰქონდა,აქედან ერთმა ორჯერ დააკომენტარა და მოკლედ ჯამში 9 ჰქონდა და ამიტომ დავდე. 
ნაკლებ კომენტარზე აღარასდროს დავდებ. 
ახლაც იმ 11 კომენტარს რატომღაც აღარ მანახებს,9ს აჩვენებს ... 
თქვენი აზრით რა მოხდება შემდეგ? ნიკი თუ ჯასტინი? რომელ "Team"-ს მიეკუთვნებით თქვენ? 
მოკლედ,იმედია მოგეწონათ  და ჩემს საყვარელ კომენტარებს არ დაინანებთ ^
ამ თავს ყველა მკითხველს ვუძღვნი და თუ გინდათ რომ რომელიმე თავი კონკრეტულად თქვენ მოგიძღვნათ,დაწერეთ კომენტარებში მაგალითად "შემდეგი თავი ჩემია" ან რამე მსგავსი და დიდი სიამოვნებით "გაჩუქებთ" რომელიმე მათგანს :D 
თუ 10 კომენტარი ექნება,ორ ამხელა თავს დავდებ :)))) 
ასე რომ გელით! ♥ 
ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ და გპირდებით,არ ინანებთ:))
With Love.

კატეგორია: Book | ნანახია: 1558 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 10

(2014-03-10 6:13 PM)
* 10 Diva♔   [Entry]
sopo.sopooooo...
uuuudzalianmagresi xar!!
Team Nick!!!! ♥ ♥
ise tu emily justins airchevs rogorme me nicks damajaxe raa :DD