მთავარი » 2013 » აპრილი » 5 » I Am Killer
6:34 PM
I Am Killer





ჟურნალისტმა დიკტოფონი ჩართო და მაგიდაზე ფრთხილად დადო, ისე რომ მცირე
გაფხაკუნების ხმაც კი არ ყოფილა.
- დავიწყოთ (ჟურნალისტი)
- . . .
მე ხმას არ ვიღებდი, არ ვიცოდი რა მეთქვა, უბრალოდ ვიჯექი ფეხები ერთმანეთზე მქონდა
მიდებული და მუხლებზე დადებულ ხელებს ვიფშვნეტდი . . .
სახლში, სადაც უკვე 28 წელია ვცხოვრობ თავს ისე უცხოდ ვგრძნობდი რომ განძრევისაც კი მეშინოდა.



- ეს მოხდა 13 წლის წინ, მაშინ თქვენ მხოლოდ 15 წლის იყავით ...
მხოლოდ ეს თქვა და სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა . . . ჟურნალისტის სახე თვალნათლივ
მიმითითებდა იმაზე რომ ახლა მე უნდა გამეგრძლებინა წინადადება მაგრამ არ ვიცოდი
რა მეთვქა, დაახლოებით 2 წუთიანი სიჩუმის შემდეგ წარმოვთქვი :
- დიახ, მე 15 წლის ვიყავი, პატარა, გულჩვილი და შეყვარებული . . .
- გააგრძელეთ (ჟურნალისტი)
ისე თავისუფლად თქვა, რომ გეგონებოდათ რომელიმე მოთხრობის შინაარს ვუყვებოდი .
- მაშინ არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, ვერ ვხვდებოდი უბრალოდ
ვაკეთებდი იმას, რასაც
"ის" მეუბნებოდა.
ვთქვი და მძიმე ნერწყვი გადავწყლაპე .



- ... (ჟურნალისტს ხმა არ ამოუღია ამიტომაც გავაგრძელე)
თითზე ბეჭედს ვაწვალებდი და ისე ვსაუბრობდი
- მე და "ის" სასტუმროს ოთახში შევედით. იქ წყვილი იყო, ვფიქრობ ახლად დაქორწინებულები, "მან"
ისე იმოქმედა როგორც შევთანხმდით . . .
ვთქვი და გავჩუმდი რადგან ცრემლები ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევდა.
- " მან " დანა ამოიღო და კაცთან მივიდა, საკმაოდ კარგად იცოდა მისი საქმე და სულ რაგაც 2 წუთში
მოაგვარა ყველაფერი, ქალი კი . . .
ისევ გავჩერდი . . .
- გააგრძელეთ ჰანნა (ჟურნალისტი)
მე ვცდილობდი ღრმად ამომესუნთქა რომ ლაპარაკი შემძლებოდა
- ქალი . . . ის ... ის გაუჩერებლად კიოდა ... კიოდა და არ ჩუმდებოდა "მან" მითხრა, რომ ... რომ..
მე ის უნდა . . .
სკამიდან წამოვხტი ჩავიკუზე და ტირილი დავიწყე
- არ შემიძლია, გთხოვთ, არა ... გთხოვთ .....
ძლივს ვამბობდი ამ ფრაზებს, რომელიც შემი პირიდან ისე გაცვეთილად ისმოდა . . . მე განადგურებული ვიყავი !




- ჰანნა, გთხოვთ გააგრძელეთ (ჟურნალისტი)
თავი დაბლა ჩავხარე. ცოტა ხანში წამოვდექი და გავაგრძელე
- მე ამ საქმეში "მასავით" გამოცდილი არ ვყოფილვარ, "მან" უბრალოდ მითხრა, რომ
ქალი უნდა გამეჩერებინა. არ ვიცოდი რა უნდა მექნა დანა ამოვიღე , ჯერ ერთხელ დავარტყი
ის არ გაჩუმებულა . . . ისევ კიოდა და შველას ითხოვდა, მთხოვდა რომ გავჩერებულიყავი,
გესმით მე მთხოვდა ... მე ვისაც დანა მეჭირა და მის ცხოვრებას წერტილს ვუსმევდი, მთხოვდა რომ გავჩერებულიყავი . . .



უფრო მეტად ამივარდა ტირილი . . . და გავჩუმდი რადგან ვეღარ ვსაუბრობდი, ჟურნალისტი უბრალოდ იჯდა მისმენდა ყოველგარი რეაქციის გარეშე.
- განაგრძეთ (ჟურნალისტი)
- . . . მე კიდევ დავარტყი დანა, კიდევ . . კიდევ . . . და კიდევ . . . სანამ არ გაჩუმდა .
უფრო მეტად დავიწყე ტირილი ...
- ანუ აღიარებთ რომ მოკალით ? (თქვა ჟურნალისტმა ყოველგვარი ემოციის გარეშე )
მე დაახლოებით 10 წუთიანი დუმილის შემდეგ ვთქვი
- მე არ ვიცოდი რას ვშვებოდი, მე უბრალოდ ვაკეთებდი იმას რასაც "ის" მეუბნებოდა, მე მხოლოდ
15 წლის ვიყავი პატარა, გულჩვილი და შეყვარებული . . . "მე" ის მიყვარდა ვერ ვხვდებოდი რას ვშვებოდი. მაგრამ ვაღიარებ მე ის მოვკალი ! ვაღიარებ მე ის მოვკალი !
მე ის მოვკალი ! მოვკალი !
ბოლო ხმაზე ვკიოდი !
- გმადლობთ !




ჟურნალისტი ადგა და წავიდა .
მე ჩავიჩოქე და ისე გტიროდი, როგორც იმ დღსაც კი არ მიტირია .
მეორე დღე :
გოგონა დაახლოებით 25-28 წლის, როგორც სხეული მიუთითებს თავი მოიკლა .
ამ დროს ოთახში FBI-ის თანამშრომელი შემოვიდა :
- დეტექტივებო გთხოვთ გაიწიოთ ეს ჩვენი გვამია, ეს გოგონა ცნობილიმკვლელია ჰანნა მაქკეი
რომლის დასაჭრადაც საკმარისი მტკიცებულებები არ გვქონდა .



მიხვდით ხომ ვისი გვამიც იყო :))
სულ ეს იყო ვიცი დიდად კარგი არ არის, მაგრამ პირველია და ძალიანაც ნუ გამაკრიტიკებთ :*




გამლამაზებელი მარიამი <3
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 757 | დაამატა: Holly❤Shit | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7

(2013-04-06 12:24 PM)
martla kargi iyo ♥ :*)