მთავარი » 2014 » თებერვალი » 15 » ♥ ჯვრისწერა სევასტოპოლზე ♥
8:51 PM
♥ ჯვრისწერა სევასტოპოლზე ♥
 ჯვრისწერა სევასტოპოლზე 
 თავი 1 

ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. არც არავინ არ დაიჯერებდა.
მთელი ზემო ვერა ჩვენზე ლაპარაკობდა.
იმ დღეს ჩემს სახლთან ორი სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა.
დედაჩემს გულის შეტევა ჰქონდა.
დეიდაჩემს – ინსულტი.

♥  ♥  ♥  ♥  ♥  ♥ 

♥ დიდია მაგრამ არ დაგეზაროთ წაკითხვა,ძალიან მაგარი მოთხრობაა ♥
P.S ჩემი დაწერილი არაა.


ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. არც არავინ არ დაიჯერებდა.
მთელი ზემო ვერა ჩვენზე ლაპარაკობდა.
იმ დღეს ჩემს სახლთან ორი სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა.
დედაჩემს გულის შეტევა ჰქონდა.
დეიდაჩემს – ინსულტი.

ყველა ერთადერთ ფრაზას იძახდა: ეს როგორ გააკეთა, ოჯახი დაღუპაო.
სად ვიყავი ამ დროს მე?!
რაზე ვფიქრობდი, ან ვისთან ერთად მივდიოდი, რას ვაკეთებდი
და საერთოდ რა მოხდა, 2007 წლის სექტემბრის ბოლო კვირას,
შუადღის 2 საათზე,
ჩემი ჯვრისწერის დღეს,
დღეს, როდესაც,
დათუნა ონიანის ცოლი ვხდებოდი.
..
ლიკლიკაძეების ოჯახში მე ერთადერთი შვილი ვარ.
მეც 3 წელი მელოდებოდნენ და რომ გავჩნდი, მამა მას მერე შეიშალა ჩემზე:
დედას მერსედესის ბოლო მოდელი უყიდა, თვითონ კი ზუსტად 1 კვირა აღნიშნავდა ამ საოცარ მოვლენას.
მას მერე დაიწყო-
საუკეთესო სათამაშოები – მე
ზამთარ-ზაფხულს საზღვარგარეთ დასვენება – მე
საუკეთესო სკოლა – მე
ინგლისური, გერმანული, ფრანგული – მე
ცეკვა, ცურვა, ჩოგბურთი – მე
ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო – მე
დეიდა, ბებია, ორი ძიძა და ერთი პირადი ექიმი მხოლოდდამხოლოდ ჩემთვის არსებობდნენ.
12 წლის ვიყავი, როდესაც მამა საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს.
დედაჩემი მაშინ ყველაზე ბედნიერი იყო, მე კი ცხოვრება არ მინდოდა, როცა დაცვა ამიყვანეს და საერთოდ მომისპეს ყველანაირი თავისუფლება.
ზამთარაძეები სევასტოპოლზე გაზაფხულზე გადმოვიდნენ და მას მერე აირ-დაირია უბანში ყველაფერი.

"პირველი კონფლიქტი”
პირველი კონფლიქტი ჩემით დაიწყო.
მეათე კლასში ვიყავი, როდესაც დათუნა ონიანმა ეზოში, "წრეში – ბურთის” თამაშის დროს გამწუწა. მე დათუნას ქვა ვესროლე, მაგრამ გაიქცა და ვერ მოვახვედრე.
ღამე დათუნა ონიანის დედა მოვიდა ჩვენს სახლში ისტერიკით:
ესაა მთავრობა და არისტოკრატია? დამიღუპეთ შვილი, თქვენ როგორ უნდა გაიხაროთ, რას ერჩოდით ბავშვს?! ახლა ადგეს ჩემი ქმარი და სამაგიერო გადაგიხადოთ? ოჯახებით არ ვახლობლოდეთ მაინც, იწუწავა ბავშვმა, რამე ხომ არ დააშავა სხვაო…
დედა გაოგნებული იდგა, არ იცოდა რა ეპასუხა:
-რას ლაპარაკობ მაია, ჩვენ რა შუაში ვართ, რას მეუბნები, ვინ ცემა დათუნა?
-თქვენი ხელი ურევია ყველაფერში, სულ თქვენი ტუტუცი თიკას ბრალია –
ტიროდა მაიკო
-დაწყნარდი, გეხვეწები, მეზობლები არ ვართ? სანდრო ამას როგორ იზამდა,
რას ლაპარაკობ, რაღაც გაუგებრობაა..
-მეზობლები კი არა, სისხლისმსმელები ხართ თქვენ, გგონიათ, რადგან
ძალაუფლება გაქვთ, ყველაფერი გეპატიებათ? არც ჩემი შვილია უპატრონო, მაგრამ ამდენს როგორ ვიკადრებთ. ღმერთი მაღალია, ბოროტება ბოროტებით დაგიბრუნდებათ – თქვა გამწარებულმა და კარი გაიჯახუნა.
მამამ ძლივს შემოირიგა ონიანები. ძლივს დაიყოლია და დაარწმუნა, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.
ეს ამბავი ყველამ დაივიწყა, ჩემი და დათუნას გარდა.
მას მერე დიდი დრო კი გავიდა, თუმცა ბოლომდე ვერ გაირკვა, ვინ ცემა დათუნა ონიანი. და ვერავინ ვერაფერს ვერც გაიგებდა, რომ არა…
"ჩაშლილი ბანკეტი”
დათუნას სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, მშობლებმა ახალი მანქანა აჩუქეს.
ქალაქში ყველაზე ძვირფასი რესტორანი "თავადური” დათუნა ონიანის მამის,პეტრე ონიანის იყო. ადგილი, სადაც თვითონ პრეზიდენტი დადიოდა დროის სატარებლად.
ჩვენი ბანკეტიც იქ ჩატარდა. თან მეტად პომპეზურ ვითარებაში.
შუა ბანკეტზე კარი გაიღო და ერთი უშველებელი თაიგული შემოიტანა პატარა ბიჭმა. იგი მშვიდად მივიდა ჩვენი კლასის დამრიგებელთან და რაღაც უთხრა ყურში. ჩემმა დამრიგებელმა დაბნეულად გადმომხედა და დამიძახა, მეც არანაკლებ გაოცებული ავდექი და მივედი.
დათუნა ონიანმა დასალევად აღებული ჭიქა ტუჩთან გაიჩერა და გადმომხედა.
მე ფერი დავკარგე…
უცნობმა გამიცინა:
-თიკა ლიკლიკაძე?
-დიახ – დაბნეულად გამეღიმა მე
-ეს თქვენ – მითხრა მან და თაიგული ჩამახუტა.
-მეე? – გამოვშტერდი – ვისგან?
-არ ვიცი – მხრები აიჩეჩა ბიჭმა
-არც მე ვიც..
სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, რომ დათუნამ ჭიქა იატაკს დაალეწა და გამომენთო, მე ყვავილები დავყარე და ინსტიქტურად მის გასაჩერებლად გავემართე
-კარგად ვერ გავიგე, ვისგან არისო? – დაიღრიალა მან
რესტორანში ჩოჩქოლი ატყდა.
-არავისგან, შეეშალათ – შევეცადე დამეწყნარებინა მე
-რა არავისგან.? ვინ გამოაგზავნათქო? – აფეთქდა ონიანი..
-დათუნა, შეეშალათ, გესმის?! – ტონს ავუწიე მე – დაწყნარდი! მომაბეზრე უკვე თავი!
კერესელიძემ, ლიპარტელიანმა და ცერცვაძემ გაკოჭეს ონიანი და ძალით დასვეს სუფრასთან. მე კი მამაჩემის დაცვა დამადგა თავზე და დედაჩემის ისტერიული მოთხოვნით სახლში წამომათრიეს.
.. ეგეც ჩემი ბანკეტი..
2 კვირა არკვევდნენ ვინ იყო რესტორანში დატოვებული ყვავილების ავტორი, 2 კვირა. სულ ტყუილად.. ვერც ის ბიჭი იპოვნეს, ვერც კურიერი და ვერც ის მაღაზია, სადაც ეს თაიგული იქნა შეკვეთილი.
მამამ ჩემს დაცვას – გელას, სულ მუშტი ურტყა მაგიდაზე: იმ ბიჭს ყვავილებში ასაფეთქებელი ნივთიერება რომ ჰქონოდა, სად მიდიოდი, შენ შვილი როგორ უნდა განდოო?
გელა გაუშვეს სამსახურიდან.
" … ”
მაკო რომ შემოვიდა, ჩემს ოთახში ვიწექი:
-დეიდაშენმა მითხრა, რომ არაფერს არ ჭამ მთელი დღე, მართალია? –
სიგარეტს კმაცრად გაუკიდა და თმა ნერვიულად გაისწორა მან
ხმა არ ამომიღია..
-ეს ერთგვარი პროტესტის ნიშანია ხმას რომ არ იღებ, თუ რა ხდება?
მე ისევ ჩუმად ვარ
-დედიკო – დაშაქრდა მაკო – მეც ძალიან მწყინს, რომ ასე მოხდა შენს
ბანკეტზე, მაგრამ… ონიანის გადარევის შემეშინდა.. ხომ იცი, მამაშენის ამბავი,
ვიცოდი, ამას რაც მოყვებოდა… შენ კი ერთადერთი მყავხარ.
და მაინც რა მოხდა იქ, არ მეტყვი?
ხმას ისევ არ ვიღებ
-თიკა, მითხარი, ეჭვი მაინც არ გაქვს, ვის შეიძლებოდა გამოეგზავნა ის
წყეული ყვავილები? – ნერვიულად ეწეოდა დედაჩემი
-არა! – ვთქვი მშვიდად
-მითხარი და არავის არ ვეტყვი, შენს თავს ვფიცავარ, არც მამაშენს..
-არ ვიცი! – ვთქვი და ფანჯრისკენ გადავბრუნდი.
-გადამრევს ეს ბავშვი! – აღმოხდა მაკოს და ოთახიდან გავიდა.
"უცნობი მეზობელი”
ზამთარაძე სევასტოპოლზე რომ გადმოვიდა 22 წლის იყო.
გადმოვიდა და მაშინვე მთელი უბანი აალაპარაკა.
ყველა ბიჭს მისი სახელი ეკერა პირზე.
-ზამთარაძის ახალი მანქანა ნახეთ?
-ზამთარაძემ ბიჭებისთვის რესტორანი დახურა.
-ზამთარაძის სამეგობრო დაეხმარა ჩვენს მეზობელს, მოპარული მანქანის
დაბრუნებაში
-აუ, ზამთარაძეს რა სამეგობრო ჰყოლია!
-კაი ტიპია ზამთარაძე, ოღონდ ხანდახან დაუნდობელი
-რა ვიცი, მაგ ზამთარაძეზე იმდენს ლაპარაკობენ და.. ერთი სიმპათიური
ქალაქელი ბიჭია, რა, დიდი არაფერი.
-ჩვენს უბანში ეკლესია რომ შენდება, ზამთარაძე აშენებსო
-საიდან აქვს ამ ლაწირაკს ამდენი საქმის თავიო
-ვინაა მისი "კრიშა” გაიგეთ? როგორ, სულ უპატრონოაო?
-ზამთარაძე.. ზამთარაძე.. ზამთარაძე…
სსად ვიყავი მე ამ დროს?
არ ვიცი, ალბათ ინგლისურზე, ან გერმანულზე, ან ფრანგულზე..
სიმღერაზე ან ცეკვაზე..
არაფერი არ ვიცოდი,
გარეთ რა ხდებოდა,
რა ამინდი იყო,
ვინ ვისთან დადიოდა,
ვემზადებოდი მისაღები გამოცდებისთვის და ჩაბარების გარდა არაფერი მაინტერესებდა,
თუმცა…
"პირველად…”
ჩემი უახლოესი მეგობარი სალომე ერისთავი 40 კაციან დაბადებისდღეს სახლში იხდიდა. სუფრაზე მე ორ ჩემს საყვარელ კლასელთან – ზუკა თევზაძე და კაკი ბენდელიანთან ერთად ვიჯექი.
(უი, სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ბავშვობიდან ვერ ვიტან ქალების გარემოს და ყველგან, ახლობლებშიც და სკოლაშიც 80% ბიჭი მეგობრები მყავს)
ახლაც ისე, როგორც ყოველთვის, ვჭორაობდით ნატა ზედგენიძეზე, რომელიც წინ გვეჯდა, მაგრამ არაფრის აზრზე არ იყო და სულელივით იცინოდა.
10 საათზე სალომეს ძმა, ლევან ერისთავი და მისი მეგობრები მოვიდნენ.
ორი ვიცანი, ერთი ვერ – შავგვრემანი იყო, სიმპათიური, ლამაზი ღიმილი და ლოყაზე "შრამი” ჰქონდა.
ამ სამიდან მე, პირადად, "შრამიანი” მომეწონა ყველაზე მეტად : )
დავინახე თუ არა, ზუკა თევზაძეს ვუთხარი: ზუ, ნახე, რა კაი ბიჭია-თქო. ზუკამ გამიღიმა და კბილებში გამოსცრა: ყურში თუ არ ჩაჰკივლებ, უკეთესი იქნება, ბიძად გეკუთვნის და ზოოპარკში თუ გაგასეინებს, თორემ მეეჭვება, შენი საბავშვო-ბაღი აინტერესებდესო.
ამის საპასუხოდ, ისეთი მუჯლუგუნი მიიღო ზუკა თევზაძემ, სიმწრისგან გაწითლდა: "გოგოს გარდა ყველაფერი ხარ, რა!” – წამისისინა ყურში და ზურგიí შემაქცია.
მე ჩავბჟირდი.
ლევანს სახე გაებადრა ჩემს დანახვაზე
-რა გოგო, თან დაცვის გარეშე? – სიხარულით წამოიძახა მან
-დაცვა ქვემოთაა, ლევან   როგორ ხარ? – ჩავეხუტე მას
-აუ, როგორ გაზრდილხარ. არ გინდა, რომ ცოლად გამომყვე? – მითხრა
გამომწვევად  
ორივეს გაგვეცინა
-უი, სალი, ძალიან მაგარი საჩუქარი გვაქვს შენთვის – ეშმაკურად გადახედა
ლევანმა დას. ყველანი გავჩუმდით, სალომემ კითხვის ნიშნის სახით შეხედა ლევანს,
ლევანმა ჯიბიდან პატარა, მალინისფერი "ბრელოკი” ამოიღო და სალომეს გაუწოდა.
სუფრაზე კივილი ატყდა,
მე დავუსტვინე,
სალი სიხარულისგან ატირდა,
"ბოზი.. შვილი.. ვიყო..” – აღმოხდა ზუკა თევზაძეს და ხელი გამკრა.
– ეს ნიკუშასგან – გაიღიმა ლევანმა
მთელმა სუფრამ ლევანს გახედა,
მე სახეზე კითხვის ნიშანი დამეხატა:
"ჩემს თავს გაფიცებ, ნიკუშა ვინაა?” – ყურში წავჩურჩულე ზუკა თევზაძეს.
ზუკამ მხრები აიჩეჩა.
უცბად სალომე ადგა, გამოექანა და მთელი ძალით ჩაეხუტა "შრამიანს”.
"შრამიანს” გაეცინა:
-კაი რა, სალი, დიდი ამბავი, უკეთესიც შეიძლებოდა
-ნიკუშ, ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, მართლა!
-ვიცი, გაგიხარდებოდა. სულ ახალია და რაც მთავარია 4 წლიანი გარანტია
აქვს, ასე რომ, იარე რამდენიც გინდა, მართვის მოწმობა ხომ გაქვს? ხოდა მორჩა..
-აი, რა მეგობრები ჰყავს ჩემს ძმას! – ამაყად გადმოგვხედა სალომემ.
"შრამიანი” უხერხულად შეიშმუშნა, სალის ლოყაზე მოეფერა, ერთი უცნაურად შემომხედა და ოთახიდან გავიდა.
-თიკ, იცნობ ამ ტიპს? – მკითხა, პირღია ზუკამ
-პირველად ვხედავ – თავი გავაქნიე მე
-აბა, რა პონტში შემოგხედა? – არ ისვენებდა ზუკა
-აზრზე არ ვარ – მხრები ავიჩეჩე მე
-კიდე კაი, შენი დაცვა არ იყო აქ, თორემ, "მიგაპანკისებდნენ” აქედან –
მოკვდა სიცილით ზუკა.
მეც გამეღიმა, ოღონდ, ზუკას ნათქვამზე ნამდვილად არა.
"მეორედ”
ვერ ვიტან ხალხმრავლობას. დედაჩემი გიჟდება. ჭკუა ეკეტება პუბლიკაზე.
აისხავს თავის ოქრო-ბრილიანტს, ჩაიცმევს ყველაზე ძვირფას სამოსს და დადის.
ქვეყანას უვლის წრეს.
რა მაწანწალაა ეს ქალი, ვგიჟდები   ოღონდ სადმე წააწანწალე.
მე ამ პომპეზური ვახშმების თავი არ მაქვს და არსად არ დავყვები. მაგას მე პირადად, ზუკა თევზაძესთან წრეში-ბურთის თამაში მირჩევნია, ან ჩოგბურთის თამაში. ისედაც ხომ სულ მეუბნება დედაჩემი: შენ ჩემი შვილი არ ხარო  
არადა, მაკოს "კოპია ვარ”, ფიზიკურად, ხასიათით, ქცევით.
იმიტომაც ვხოცავთ ერთმანეთს  
მუხედავად იმისა, რომ არანაირი სურვილი არ მქონდა არსად წასვლის, მაკოს ისტერიული და დაჟინებული მოთხოვნით, 21 ოქტომბერს მაინც დამიყოლიეს და ჩვენი ახლობელის ქორწილში წამათრიეს.
- არანაირი „კეტები" და შეკრული თმა. არანაირი ჯინსი, თუნდაც ულამაზესი, არ შემარყიო იცოდე, წადი, რამე ადამიანური კაბა იყიდე და ის ჩაიცვი – მმოძღვრავდა მაკო.
მე ცალი ყურით ვუსმენდი და თან კომპიუტერზე ვთამაშობდი.
-და საერთოდ, დავიღალე ამ დარიგებებით, რამდენი წლის ხარ? მოეშვი ამ
სულელურ თამაშებს, მისმენ? თიკა! მისმენ-თქო? დათუნასთან აღარ მეგობრობ?
-რა გინდა, დედა? – ვკითხე კითხვისგან გაღიზიანებულმა
-არაფერი, უბრალოდ მაინტერესებს მეგობრობთ, თუ არა.
-ისე რა
-ეგ რას ნიშნავს? მშვენიერი ბიჭია, დალაგებული, საქმიანი, წესიერი,
მშვიდი.
-კი, როგორ არა, მაგარი "მშვიდია” დათუნა ონიანი – შევიცხადე მე და ჩემი
ბანკეტი გამახსენდა.
-ნუ, ცოტა ფიცხია, მართალია, მაგრამ.. მე მაინც ძალიან მომწონს.. კარგი
ოჯახისშვილია – დაბნეულად განაგრძო მაკომ
-დედა, კაი რა!
-რა კაი, რა, რას ერჩი? მთელი ცხოვრებაა უყვარხარ, ბიჭი ჭკუაზე არაა,
აღარ იცის, რითი გასიამოვნოს
-დედა!
-დიახ, დიახ, მომწონს და ძალიან მინდა, რომ ერთად იყოთ!
-იმიტომ მოგწონს, რომ პეტრე ონიანი ყველაზე დიდი ფულის პატრონია
ქალაქში, შენთვის კი ეგ, ამოსავალი წერტილია.
მაკომ ისეთი სახით გადმომხედა, მეგონა თავზე დამალეწავდა კლავიატურას.
-რამდენს მიბედავ? – აუწია ტონს მან – თავი ვინ გგონია? ადექი და შენს
ოთახში შებრძანდი, დანახვა არ მინდა შენი, ამისთვის გელოდებოდი 3 წელი? – თქვა და თვალები აემღვრა.
მე შემრცხვა და ავდექი.
ყველაზე რთულია იმის გაცნობიერება, რომ საშინლად იქცევი.
იმ ღამეს მე საშინლად მოვიქეცი და მივხვდი, რომ ძალიან ვაწყენინე მაკოს. მაგრამ ხანდახან ისეთებს მეუბნება, რომ..
თავს ვეღარ ვიკავებ ხოლმე.
და მაინც,
რა მატრაკვეცა დედა მყავს,
შეიძლება გადაირიო.
 
….
21 ოქტომბერს სოფო სურმავას და დიტო ასლანიკაშვილის ქორწილზე ისეთი ლამაზი ვიყავი, რომ მაკო სერიოზულად დაფიქრდა, რომ დაცვაც შემოეყვანა დარბაზში და ჩემს გვერდზე დაესვა, მაგრამ გავაპროტესტე: აქ ისედაც შენი ხათრით ვარ წამოსული და იცოდე, მართლა წავალ აქედან, სულ არ გადამრიო-თქო. დედას შეეშინდა და კარგიო – დამითმო.
ქორწილი იყო 300 კაციანი,
იყვნენ სულ მინისტრები და გუბერნატორები,
მთელი მამაჩემის სამეგობრო, ოჯახებით.
მოკლედ, ჩემთვის ერთობ მოსაწყენი და სულელური სიტუაცია.
ხოდა, მეც სხვა გზა არ მქონდა, რამით უნდა გამერთო თავი, თორემ დარდი გადამიყოლებდა.
სიძეს კარგად ვიცნობდი, მამას მეგობრის ბიჭი იყო – დიტო, ბავშვობაში ზუკა თევზაძეს ჰყავს ორჯერ ნაცემი, მაგრამ მაინც კარგი ბიჭი იყო..
დაიხვეწა რაც გაიზარდა.
პატარძალსაც არაუშავდა, ცოტა გოიმური კაბა რომ არ სცმოდა, კარგი იქნებოდა. მაგრამ…   ნუ, რას იზამ, ისე სიმპათიური გოგო კი იყო.
კარგი, ახლა პატარძლის მეჯვარე…
რომ შევხედე, თვალები დავაელამე,
ცოტა ნატა ზედგენიძეს ჰგავდა "პროსტა”, კიდევ უფრო კოშმარი!
ეს რომ გამახსენდა, ჩავბჟირდი სიცილით. მაკო ამ დროს ფინეთის ელჩს ესაუბრებოდა და ისეთი უკმაყოფილო სახით გადმომხედა, შემეშინდა და გავჩუმდი.
"შემჭამს ახლა რა: ასე ნუ იცინი, ისე ნუ ზიხარ” – გავიფიქრე ჩემთვის და ამოვიოხრე.
ხოდა.. რაზე გავჩერდით?.. პატარძლის მეჯვარეზე… კაბა ეცვა მალინისფერი..
ოფიციალური ჰისტერია, აი ცოცხს რომ ტომარა დაამხო – დაახლოებით ასეთი ეფექტი ჰქონდა. არა რა, სიძე აშკარად ჯობია გოგოს, ნუ რა უბედურებაა!
უი, მართლა, სიძის მეჯვარის ადგილი ცარიელია. საინტერესოა ვინ არის და სად არის. დიტოს ვინ უნდა ჰყავდეს მეჯვარე?
ალბათ მთვრალი გდია სადმე, რომელიმე გოგოს კალთაში.
ეს სურათი რომ წარმოვიდგინე, ისევ ისტერიულად გამეცინა.
მაკომ ისე მიჩქმიტა, სისხლი გამეყინა ტვინში და მსუბუქად ამოვიკვნესე.
თუ ასე გავაგრძელე, ქორწილის ბოლოს დედაჩემის წყალობით, აფხაზეთიდან დაბრუნებული მეომარივით დასახიჩრებული ვიქნები – გავიფიქრე სიმწრით.
მაკო დგება და ვიღაც უცნობ ხალხს ეხუტება, ეფერება, მერე მეძახის, მაცნობს.. მე მთქნარება მიტყდება და მაქსიმალურად ვიკავებ თავს..
იდიოტივით ვიღიმი და "ძალიან სასიამოვნოას" ვიმეორებ თუთიყუშივით..
როგორ ვერ ვიტან ამ კრეტინულ მდგომარეობას!
მარტო კაკი ბენდელიანმა და ზუკა თევზაძემ იციან, ამ დროს რა მემართება;)
ღმერთო!!!
ვსვამ მე-6 ჭიქა "მარტინის” და
ვცდილობ, რაიმე სასიამოვნოზე ვიფიქრო…
"მალიბუს” პლაჟი მახსენდება,
ესპანელი ბარმენი და ბუნგალოები,
სიამოვნებით წავიდოდი, ისევ იქ,
ოღონდ მაკოს, დაცვის, ექიმის და მსგავსი ხალხის გარეშე.
ანდა..
ფიქრი იქით იყოს, ავდგები და დავთვრები, აბა ამათ ფხიზელი ჩემმა მტერმა უყურა.
უცბად რესტორნის კარი გაიღო და დარბაზში ბიჭი შემოვიდა,
შავგვრემანი, სიმპათიური, გამოპრანჭული, პიჯაკით, შარვლით,
საიდანღაც მეცნობა..
ვერ ვიხსენებ საიდან..
მაგიდასთან მიდის, ვიღაც ბიჭს ელაპარაკება..
ის ბიჭი დგება,
ჰკოცნის,
პიჯაკიანი იცინის..
მერე ბრუნდება და ჩვენს მაგიდისკენ მოემართება..
თვალს არ ვაშორებ,
არც ის
"ღმერთო, საიდან მეცნობა”
მომიახლოვდა და..
სუნთქვა შემეკრა..
"შრამი”..
ლევან ერისთავის მეგობარი..
რა ერქვა?!
მგონი ..
არა..
ეგ არა..
აუ, არ მახსოვს!
2 წლის წინ სალის მანქანა რომ აჩუქა დაბადების დღეზე..
ხო, ხო, ეგაა..
აქ საიდან, კი მარა?
არადა, ლევანი არც მინახავს..
და
ვისთანაა, ნეტა..”
"შრამიანმა” ჩამიარა, მივიდა ნეფე-პატარძლის მაგიდასთან და სიძეს მიუჯდა,
მე ლიმონათი გადამცდა და ხველება ამიტყდა,
"ესეც, დიტოს მეჯვარე..
რა პატარაა ეს თბილისი.. გადაირევი..
მშვენიერია…
აზრი მიეცა უკვე ქორწილს,
ობიექტიც
მოვნახე”..  
"შრამიანმა” დიტოს რაღაც უთხრა, დიტომ დარბაზს თვალი მოავლო და ვიღაცას დაუწყო ძებნა, მე გამეცინა და ისევ ლომონათი მოვსვი..
სიძემ თვალი გამისწორა და ხელი დამიქნია, როგორ ხარო – მკითხა.
მე გავუღიმე და კარგად – თქო ვუთხარი.
დიტომ მეჯვარეს მხარზე ხელი მიარტყა და მე მანიშნა მოდიო.
ცხვარი რომ მიყავთ დასაკლავად, აი იმ სახით ავდექი და სიძისკენ წავედი.
მაკომ თვალი გამომაყოლა, მაგრამ დიტო რომ დაინახა, ლიტვის ატაშესთან საუბარი განაგრძო..
-რას შვები, თიკა? – ჩამეხუტა დიტო – ერთობი?
-კი, ძალიან კარგი სიტუაციაა – ისეთი ტყუილი ვთქვი, შემეშინდა, მეხი არ
დამცემოდა.
-მოგწონს? – გაუხარდა დიტოს
-ძალიან – გავუღიმე მე – ცოლი სადაა?
-აი, მამაშენს ეცეკვება – დამანახა მან
სურათმა, რომელიც დავინახე კინაღამ სკამიდან გადმომაგდო.
პატარძალმა მამას ფეხები დაალეწა.
მამაჩემთან კი არა, მამაჩემზე იცეკვა    
საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩემგან განსხვავებით, არაფერს იმჩნევდა, მაგრამ შევატყვე, რომ ერთი სული ჰქონდა, მუსიკა დამთავრებულიყო.
-ძალიან კარგი გოგოა – ვთქვი მე და ძლივს შევიკავე სიცილი
-მიხარია, რომ მოგწონს – გაიბადრა დიტო.. – შენ რას შვები?
-არაფერს!
-ხო, მართლა სულ დამავიწყდა მეთქვა, გაიცანი, ეს ჩემი მეჯვარეა, ნიკუშა
სახეზე დაბნეულობა რომ არ შემტყობოდა, გავიღიმე..
"შრამიანი” მომიახლოვდა და ხელი ნაზად ჩამომართვა
-თიკა! – ვთქვი ამაყად
-სასიამოვნოა, ნიკუშა! – გამიღიმა შრამიანმა.
-ჩემთვისაც,
-სადღაც მყავხარ მგონი ნანახი – თვალები დაიწვრილა მან
-ჟურნალებში, ალბათ – ჩაერია საუბარში სიძე – თიკა ჩვენი საგარეო
საქმეთა მინისტრის შვილია – თქვა სიხარულით დიტომ.
მე სახე მომერყა,
რა გოიმობაა, არ მესმის.
რა მნიშვნელობა აქვს, ვისი შვილი ვარ, დედა ვინ მყავს, სად ვცხოვრობ, რა მანქანით დავდივარ მოკლედ, რა..
"შრამიანი” მიხვდა რაზეც გავბრაზდი და გამიღიმა:
-მართლა? – გაიკვირვა მან – ჟურნალებს, სამწუხაროდ არ ვკითხულობ.. არა,
სადღაც სხვაგან მყავს ნანახი – არ მომეშვა ის
-რა ვიცი, აშკარად, პირველად გხედავ – თავი გავიშტერე მე
ნიკუშამ ორაზროვნად გამიცინა, თვალებში აშკარად სხვა რაღაც წავიკითხე
ამ დროს მაკოს აღტაცებული საუბარი მომესმა,
უკან გავიხედე და… გავფითრდი…
დედაჩემი საკმაოდ ნასვამ დათუნა ონიანს ელაპარაკებოდა.
ნიკუშამ თვალი გააყოლა ჩემს მზერას და წაუსტვინა.
-შენთან ხომ არ არიან? – მკითხა ღიმილით მან და დათუნაზე მიმითითა
-ხო – სახეზე გაბრაზება დამეტყო – მაპატიე რა, უნდა მივიდე.
-მიდი, მიდი – მშვიდად მითხრა "შრამიანმა”.
შემოვბრუნდი და მკაცრი ნაბიჯით მივუახლოვდი დათუნას..
- რა ლამაზი ხარ! – აღტაცება ვერ დამალა დათუნამ.
-როგორც მახსოვს, მოსვლას არ აპირებდი! – კომპლიმენტი შევიფერე მე.
-გადავიფიქრე, არ გაგიხარდა? – მითხრა ონიანმა
-კი, გავგიჟდი სიხარულისგან – ვთქვი მე მეხის დაცემის მოლოდინში.
დათუნა წამოდგა, დიტო ასლანიკაშვილთან მივიდა და მიულოცა, მერე "შრამიანს” ხელი ჩამოართვა და სიძესთან ლაპარაკი განაგრძო.
ნიკას მზერამ მარჯვენა მხარე საგრძნობლად გამიხურა  
მაკოს გაბადრულმა სახემ ნერვები მომიშალა და გაბრაზებულზე ისე დავეჯღანე, მაკოს თვალები დაუწვრილდა და თავი გააქნია უკაყოფილოდ.
დათუნას გამოცხადება იმაზე მეტად არ მესიამოვნა, ვიდრე საერთოდ ხდებოდა,
… ჩემი წინათგრძნობა მალევე გამართლდა.
დათუნა და დიტო ისევ განაგრძობდნენ საუბარს, როდესაც მხარზე ვიღაცამ ხელი დამადო და ვიცეკვოთო შემომთავაზა, მოვტრიალდი და შრამიანი რომ დავინახე, თავბრუ დამეხვა.მაკომ უკმაყოფილოდ გადმომხედა:მამაშენი მოგკლავსო – მანიშნა მე წარბი ავწიე: დედა, გეხვეწები, ქორწილში ვართ და ცეკვას როგორ მიშლით-თქო.
"ამ ავადმყოფის მეგობრის მეჯვარეა, თან კიდევ კარგი” – გავიფიქრე ჩემთვის – მადლობა ღმერთს, იცნობენ ერთმანეთს.
საკმაოდ ნასვამზეც კი გადასარევად ვიგრძენი, რომ ნამეტანს ვშვებოდი, მაგრამ ნასვამზე ხომ ყველაფერი მარტივია? ხოდა მეც გამეღიმა და უპარაშუტოდ გადავხტი..
ეს იყო მსოფლიო დონის ცეკვა.
ასეთი თავისუფალი და ლაღი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.
და მთვრალი – რაც მთავარია, სულ დამავიწყდა  
-ვერ მიცანი, ხო? – მკითხა შრამიანმა..
-ვერა – გამეცინა მე
-იტყუები!
-არ ვიტყუები!
-კი, კი, იტყუები – თვალი თვალში გამიყარა მან – გამორიცხულია, უნდა
გახსოვდე.
-არ მახსოვხარ, მართლა და რა გავაკეთო?! – სიცილით გავაქნიე თავი მე
-თიკა ლიკლიკაძე, 19 წლის, ცხოვრობ სევასტოპოლზე, დასაწყისში, კერძო,
დაცვიან და მწვანე კრამიტიან სახლში, დედისერთა ხარ, სალომესთან მეგობრობ, ერისთავებთან. უბანში შენ ყველა გიცნობს, შენ – არავის,
კიდევ რა გაინტერესებს? – გამიღიმა ბოლოს
მე თვალებგაფართოებული ვუსმენ "შრამიანს” და ვცდილობ, ძალიან მთვრალზეც ცოტა გავერკვე სიტუაციაში. ის ძალიან უდარდელად მიცინის და უფრო თავისუფლად ცეკვავს.
-რა იყო, უშიშროებაში მუშაობ? – ვიკითხე მშვიდად
-არა, რასაც ვხედავ, იმას ვამბობ – გამიღიმა მან და ისე დამაბზრიალა,
მეგონა იქვე ჩავიკეცებოდი.
-საიდან ხედავ, მითვალთვალებ? – ვკითხე სიცილით მე.
-ბონდ, ჯეიმზ ბონდ! – მითხრა მან და ჩამეხუტა.
ორივეს გავგვეცინა.
მერე, უცბად,
აღარაფერი მახსოვს,
დათუნა ონიანის გამხეცებული სახის გარდა.
რესტორანში ჩოჩქოლი ატყდა.
ყველაფერი ერთმანეთში აირია…
მაკოს კივილი შორიდან ჩამესმა ყურში..
ონიანმა "შრამიანს” გვერდში ჩაარტყა სუფრიდან აღებული დანა,
ნიკამ ხელი მოიქნია და დათუნა სიძის სუფრას შეალეწა…
მერე მახსოვს, ..
მამას ყვირილი….
მერე დაცვამ გამომიყვანა და მანქანაში ჩამსვა..
.. მერე… აღარაფერი აღარ მახსოვს..
კატეგორია: Book | ნანახია: 416 | დაამატა: QueenCandice❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9

(2014-02-19 3:59 PM)
momwons dzalian :3
ganagrdzee ♥



(2014-02-16 9:38 PM)
* 8 salo   [Entry]
tu ginda gaagrdzele me mainc aghar vdeb biggrin



(2014-02-16 9:37 PM)
* 7 salo   [Entry]
ufrosworad vdebdi mara 10 komentari ar daugrovda :/



(2014-02-16 9:36 PM)
* 6 salo   [Entry]
eeeee dzmao am motxrobas me vdeb biggrin :D biggrin



(2014-02-16 7:20 PM)
* 5 SoPii))   [Entry]
am motxrobas am saitzee debda "salo" mara komentarebi ar mugrovda exla ram gagagijat



(2014-02-16 1:43 PM)
* 4 leluka   [Entry]
rogor mikvarss<333
male gaagrdzele <3!!



(2014-02-15 10:04 PM)
* 3 YoungGal❤   [Entry]
vgijjdeebi<33



(2014-02-15 9:52 PM)
* 2 MarRi   [Entry]
miyvars eseti azriani motxrobebis kitxva ♥ male gaagrdzele da sxvebivit shenc saukunis mere ar dado biggrin



(2014-02-15 9:16 PM)
* 1 Chu♡Pa   [Entry]
auu sad gac maqvs wakitxuli da sad ar maxsovs biggrin
tan gagrdzelebac ar maxsovs :3


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]