მთავარი » 2014 » თებერვალი » 19 » ♥ ჯვრისწერა სევასტოპოლზე ♥
9:41 PM
♥ ჯვრისწერა სევასტოპოლზე ♥
 ჯვრისწერა სევასტოპოლზე 
 თავი 2 

ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. არც არავინ არ დაიჯერებდა.
მთელი ზემო ვერა ჩვენზე ლაპარაკობდა.
იმ დღეს ჩემს სახლთან ორი სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა.
დედაჩემს გულის შეტევა ჰქონდა.
დეიდაჩემს – ინსულტი.

♥  ♥  ♥  ♥  ♥  ♥ 

P.S ჩემი დაწერილი არაა.

დათუნა ონიანი ქალაქის მთავარ საავადმყოფოში იწვა 6 ჭრილობით მუცლის არეში..
მამა გაცოფებული იყო.
ხმას არავინ მცემდა ოჯახში.
მაკო სულ ტიროდა.
მე გაოგნებული ვიყავი. აღარ ვიცოდი, რაზე მეფიქრა.
ვიხსენებდი ქორწილის თითოეულ მონაკვეთს.
ვერაფრით ვერ ვხსნიდი მომხდარს.
მთელი დღე ლოგინში ვიწექი და ტელევიზორს ვუყურებდი.
გვიან ჩემთან კაკი ბენდელიანი და ზუკა თევზაძე მოვიდნენ.
დეიდაჩემმა რომ მითხრა, სტუმრები გყავსო, ისე გამიხარდა, პერანგის ამარა წამოვხტი და კარი გავაღე.
ბიჭები ჩუმად შემოვიდნენ და დასხდნენ.
"რამე ხომ არ არის ახალი?” – ჰკითხა თვალებდაწითლებულმა მაკომ ბიჭებს.
ბიჭებმა თავი უარყოფის ნიშნად გადააქნიეს.
მაკომ კარი გაიკეტა და გავიდა.
-თიკა, შენ ხომ არ აფრენ? – მითხრა გაცეცხლებულმა კაკიმ როგორც კი
გავიდა დედაჩემი ოთახიდან.
-მე, რაზე? – გავიკვირვე მე
-რა რაზე? თავში ჭკუა არ გაქვს, გოგო? ვის ეტლიკინები, რომ ეტლიკინები?
-შენ ხომ არ გაგიჟდი, რა გინდა? – აღვშფოთდი მე – დათუნა ავადმყოფი
იყოს, რა ჩემი ბრალია?
-დათუნა, ხო? – ხმა აუკანკალდა კაკის
-ხო, რა იყო? აბა, მე ავტეხე იქ აყალ-მაყალი?
-მე გავყევი ვიღაც რეციდივისტს და მკვლელს საცეკვაოდ?
-ვიის? – გამოვშტერდი მე
-რაც გაიგე!
-ვის გავყევი? შენ ხომ არ აფრენ? ლევან ერისთავისა და დიტო
ასლანიკაშვილის მეგობარია, რეებს ბოდავ, რა მკვლელი?
-ვინაა ეგ ბიჭი, იცი? – ამოიხავლა კაკიმ
-ვინ?
-ვინ, ვინ, ხო, ეგ ბიჭი, ვინაა, იცი?
-ვიღაც ნიკუშაა, ძალიან მაგრად ცეკვავს – მხრები ავიჩეჩე მე
კაკის სახეზე მელნისფერი დაედო,
ნელა მომიახლოვდა
და ყურში
მთელი ხმით ჩამკივლა:
-ეგ საყვარელი ბიჭი, ძალიან მაგრად რომ ცეკვავს, ნიკუშაა ზამთარაძე!
იცი?
მე საგრძნობლად გავფითრდი.
-ღადაობთ? – ვიკითხე და სახე მომერყა
-არა! – მითხრა ფერწასულმა ზუკამ
-არ არსებობს! – არ დავიჯერე მე
-რა არ არსებობს? მთელი უბანი შენზე ლაპარაკობს, "არა”- რას ნიშნავს?
ასეთი უტვინო როგორ ხარ? ბიჭს მთელი ქორწილი ვერ მოშორდი და მისი გვარიც არ იცი.
-იმედია, ეგ არც მამაჩემმა იცის – ამოვიკნავლე საცოდავად
-მეც მაგის იმედი მაქვს – თქვა კაკიმ – თორემ საგარეო საქმეთა მინისტრის
გოგოს გულისთვის მართლა რომ "გააგოროს” იმ "კილერმა” ონიანი, მერე ნახე რა მოხდება.
-გაგიჟდი? – გული გამისკდა მე – რაღა უნდა მოკლას, ნაკუწებად დაჩეხა, ნუთუ, არ კმარა? რაღაც გული მაქვს ცუდად – მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. მივხვდი, ვიკეცებოდი. კაკი ადგა და ლოგინში ისეთი სისწრაფით ჩამახეთქა, ეგრევე გონზე მოვედი.
-რა ნაზი ხარ, ღმერთო ჩემო – გამეცინა მე
-კიდევ ღადაობის ხასიათზე როა, ნახე, რა! – აღშფოთებით გადახედა კაკიმ
ზუკას. სამივეს გაგვეცინა.
ამ დროს მაკო შემოვიდა და ყველანი დაგვცოფა:
-არ ხართ თქვენ ნორმალურები რა, ის ბავშვი სიკვდილს ებრძვის და თქვენ
აქ კვდებით სიცილით, როგორ არ გრცხვენიათ!
-”სიკვდილს ებრძვის” ღმერთო, დედა, როგორ გიყვარს, ტრაგედიები –
გამეცინა მე, სიკვდილს კი არ ებრძვის, წევს და ისვენებს, ცოტა ხანი მოუხდება, იქნებ ჭკუაზე მოვიდეს – ვთქვი ამაყად.
-ხო, მაკრიტიკე, ყველაზე ჭკვიანი რომ გგონია თავი, ხანდახან იმაზეც
იფიქრე, შენნაირი სულელი შვილის გადამკიდე, რა დღეშია ჩვენი ოჯახი და რა გრძნობაა ის, რომ შენი გოგოს გამო ვიღაც, სხვისი შვილი დაფლეთილი წევს საავადმყოფოში მარტო იმიტომ, რომ შენ საქციელს ჭკუა არ დაატანე.

კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი იქაურობას..
ქარი არ იყო, აივნის კარი კი ასე მარტივად არ იხსნება..
აშკარად ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი ოთახში..
-არა რა, დაცვა ნამდვილად არ გივარგათ, ისე გავიტან მთელ თქვენს სახლს,
ვერავინ ვერაფერს გაიგებს – დამელაპარაკა ზურგიდან ნაცნობი ხმა.შემოვბრუნდი და ერთბაშად გამომაფხიზლა შემდეგმა სურათმა: "შრამიანი” თავთან მედგა და მიღიმოდა.
მე გაოგნებისგან ენა ჩამივარდა
-აქ რა გინდა? ვინ ამოგიშვა? – შეშინებულმა კითხვები დავაყარე მე.
-თუ ისტერიკაში არ ჩავარდები აგიხსნი, კაი? – მითხრა უემოციოდ ნიკუშამ.
-რა თავხედი ხარ, ღმერთო ჩემო, ისტერიკას კი არ მოვაწყობ, ახლავე დაცვას
დავუძახებ, იცოდე! – დავემუქრე მე
-რა საჭიროა, ვერ ვხვდები – მითხრა შრამიანმა მშვიდად – ჩემსა და შენს
ურთიერთობაში დაცვა, პოლიცია და სხვა ხალხი რატომ უნდა ჩარიო?
-ერთი წუთით, რა! – შევაწყვეტინე მე – რა ხდება იქნებ ამიხსნა, რა უფლებით მოდიხარ, ღამის 5 საათზე, ჩუმად, მალვით, ჩემს საკუთარ სახლში, თავზე მადგები მძინარეს, ნახევრად შიშველს და კიდევ პრეტენზიას გამოთქვამ, რომ არავინ არ ჩაერიოს ამ ამბავში? თან მომესმა თუ ჩემი და შენი ურთიერთობა ახსენე? ერთხელ ცეკვა ჩემი და შენი ურთიერთობაა?
- ხმადაბლა თუ არ ილაპარაკებ, მაკოს გაეღვიძება, და მეეჭვება გინდოდეს -
აღნიშნა შრამიანმა, მერე ნელა მომიახლოვდა, ყოველგვარი კითხვის გარეშე ჩამომიჯდა თავთან და ძალიან მშვიდად განაგრძო – რავიცი, იქნებ ის მაინც გეკითხა, იმ ქორწილის მერე, შენს გამო კინაღამ რომ შევაკვდი იმ "სვანს” როგორ ვგრძნობ თავს, ან ჭრილობა როგორ მაქვს
ან რავიცი, რამე.
მე ცოტა შემრცხვა და იდიოტივით გამეცინა
-როგორ ხარ? – ვიკითხე ცოტა დარცხვენილმა
-კარგად – გაეცინა ”შრამიანს”
-ჭრილობ როგორ გაქვს?
-ხორცდება, მადლობთ, გინდა, განახო?
მე თავი დავუქნიე, შრამიანი ადგა, მაისური გვერდულად აიწია და საკუთარი თვალით დავითვალე 7-ვე ნაკერი.
უსიამოვნებისგან სახე მომერყა.
-არ გტკივა? – ვკითხე დანანებით
-არა – გამიღიმა შრამიანმა
-და მაინც, რა მოხდა იმ დღეს ვერ გავიგე.
-არ ვიცი – მხრები აიჩეჩა შრამიანმა და უცნაურად გაეცინა
-მე კი მგონია, რომ იცი
-მართლა არ ვიცი – ისევ გაეღიმა მას
-როგორ მომაგენი?
-მარტივად.
-მაინც?
-მარ-ტივ-ად – დამიმარცვლა მან
-დაცვა?
-რა დაცვა? – კითხვა დამიბრუნა მან
-ქვემოთ, დაცვაა! – გამოვშტერდი მე
-ქვემოთ? ხოოო, დაცვაა – თავი დამიქნია შრამიანმა
-მერე?
-რა მერე?
-კითხვას, კითხვითვე რატომ მიბრუნებ?
-მე გიბრუნებ? – გაიკვირვა შრამიანმა
-აი, კიდევ – სიცილი ამიტყდა მე
-არ ვიცი – მხრები აიჩეჩა მან
-და როგორ ამოხვედი? აივნიდან? – ვიკითხე ინტერესით
-არა, – მითხრა მშვიდად
-აბა, როგორ?
-შენ სულ ამდენს ლაპარაკობ? – მკითხა შეწუხებულმა – ამდენი კითხვა რა
ამბავია, თავი დავით აქუბარდიას სტუდიაში მგონია, ჟურნალისტი ხარ?
-არა – გამეცინა მე – უბრალოდ მაინტერესებს
-ზემოდან მოვედი!
-სახურავიდან?
-ხო,
-”კარლსონივით”? – ამიტყდა სიცილი
-არა, "პიტერ პენივით” – გაეღიმა შრამიანს
-ეგ ვინაა?
-რა იყო, ბავშვობა არ გქონია? არ გაქვს ეგ მულტფილმი ნანახი?
-არა – ისევ მოვკვდი სიცილით მე
-რაო, ონიანმა? – უცბად ლაპარაკის თემა შეცვალა მან
-არაფერი – დავსერიოზულდი მეც – წევს და არის
-არ ნახულობ? – მკითხა შრამიანმა ისე, რომ არც შეუხედავს ჩემთვის
-ერთხელ ვიყავით მე და ბიჭები
-მერე?
-მერე არაფერი..
-გიყვარს?
-ვინ?
-ვინ.. მიხეილ სააკაშვილი! – გაეცინა მას
-ონიანი?… არა! – ვთქვი ორაზროვნად
-აბა, საიდან ამდენი "ბლატები” ტო, ვინ ეკითხება ამდენს რომ აბედინებთ?
მე გავჩუმდი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა.
- ეგრე რატომ მიყურებ? – ვკითხე შრამიანს
- როგორ? – მკითხა ისე, რომ თვალი არ მოუშორებია
-უცნაურად – დავიბენი მე
-მართლა? არ შემიმჩნევია – მიპასუხა მშვიდად
-მართლა,
-არ ვიცი,…
-…
-იცი, რა მემართება როცა გხედავ?
-რა? – მის დაჟინებულ მზერას ვეღარ გავუძელი და სახე მოვაშორე
-დაცვას აღარ ეძახი, აღარ გეშინია ჩემი? – დასერიოზულდა შრამიანი
-ნერვებს მიშლი, რა! – გავბრაზდი მე
-რა ვიცი, რომ დამინახე, იარაღი გადატენე, გეგონება არ ოცნებობდი ჩემს
ნახვაზე…
-რა ნაგლი ხარ! – თავი ვეღარ შევიკავე მე
-ნაგლი მე ვარ? – გაუკვირდა შრამიანს – მთელი უბანი, ჩემზე ლაპარაკობს
შენი დამსახურებით და შენ ერთი არ მოგიკითხივარ, კიდევ მე ვარ ნაგლი?
-დიახ, ხარ.. არ გიცნობდი და სად მომენახე? – არ დავუთმე მე
-დაგღუპავს ეგ სიჯიუტე, იცოდე..
-მე ძალიან მომწონს ჩემი სიჯიუტე – ვთქვი ამაყად
-საუბედუროდ, მარტო შენ მოგწონს – გამიღიმა შრამიანმა
-შენ კიდევ თავხედი ხარ! – ვუთხარი გულღიად
-მეც ძალიან მომწონს ეს სითავხედე
-მარტო შენ მოგწონს – გავიმეორე შრამიანის სიტყვები
-არა, შენც ძალიან მოგწონს ჩემი სითავხედე, ხომ მართალია? – მითხრა
ნიშნისმოგებით შრამიანმა – ხოდა, რას გეუბნებოდი.. რა მემართება რომ გხედავ, იცი?
-არა და ძალიან მაინტერესებს! – ვთქვი ძალიან გამომწვევად
-ნამდვილად საინტერესოა – მითხრა შრამიანმა, მერე საათს დახედა და
უკმაყოფილოდ გადააქნია თავი – მაგრამ სხვა დროს მოგიყვები რაც მემართება, უკვე ძალიან გვიანია, უნდა წავიდე, სანამ მინისტრის ოჯახის ძარცვაში დამდეს ბრალი.
მე სახეზე უკმაყოფილება დამეტყო..
შრამიანს გაეცინა.
-უბრალოდ მოვედი და დაგხედე
-რატომ, მოგენატრე? – წავისისინე მე
-არა, მაინტერესებდა, შენი სახურავის კრამიტის ხარისხი – გაეცინა შრამიანს
-მერე, მოგეწონა? – არ დავიბენი მე
-არის, დიდი ვერაფერია, უფრო ხარისხიანს ველოდი – მერე შემომხედა,
და ისევ გაიცინა – ცოტა თბილი საბანი დაიფარე, არ გამიცივდე..
მეც გამეცინა და სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, მან აივნის კარი გააღო და სიბნელეში გაუჩინარდა.
"სვანი”
საავადმყოფოში 7-ის ნახევარზე მივედი.
დამპალი ზუკა თევზაძე არ წამომყვა, ვარჯიში ჰქონდა და ცოცხალი თავით ვერ გავაცდენინე.
პალატის შესასვლელთან დათუნა ონიანის
დედა – მაია შემხვდა.
ჩემს დანახვაზე, მივხვდი, რაღაცის თქმა უნდოდა და შეგნებულად შეიკავა თავი.
- შედი, მარტოა – მითხრა მაიამ ორაზრივნად.
მე წვენებით სავსე უზარმაზარი პარკი იქვე დავდე და ოთახში შევედი.
მიტკლისფერი იწვა დათუნა ონიანი.
ცხოვრებაში პირველად შემეცოდა …
- დათუნა, გესმის ჩემი? – ხელი შევახე მკლავზე
დათუნამ თვალები გაახილა და რომ დამინახა ისევ დახუჭა.
- როგორ ხარ? – ვკითხე ფრთხილად
- შენ როგორ ხარ, შე რეციდივისტის მეგობარო? – მკითხა დათუნამ მშვიდი
ხმით
- აქაც გინდა, რომ ვიჩხუბოთ? – ვკითხე უკმაყოფილოდ
- რატომ მოხვედი?
- მოგიკითხე
- ახლა შეგაწუხა სინდისმა? – მკითხა გამომწვევად
- რაზე უნდა გელაპარაკო, პროსტა, რა! – გავბრაზდი მე
- დადიხართ უკვე? – არ ჩუმდებოდა დათუნა..
- რა გინდა, ამიხსნი? – ბრაზი შემეპარა ხმაში
- შენი კარგად ყოფნა.
- ვხედავ! – ვუთხარი ნიშნისმოგებით
- მგონი, კითხვა დაგისვი
- არ გპასუხობ – ვთქვი ნაწყენმა
- ესე იგი, დადიხართ – კბილებში გამოსცრა ონიანმა
- როგორ აფრენ, ღმერთო!
- ზამთარაძე გყავს დალაგებული, "ზატო”, ერთი მაგის კარგიც..
- მართლა ავად ხარ – თავი გადავაქნიე მე
- რას ვიზამთ, სად შევედრები ცაზე მაღლებს – განაგრძო ონიანმა
- გეყოფა რა!
- რატომ, გწყინს? მინისტრმა იცის, ვისთან მეგობრობს მისი ერთადერთი
ქალიშვილი?
- დათუნა! – სახე შემეცვალა მე
- რა პრობლემაა, გაიგებს!
- და კაი ბიჭი ხარ? – ვკითხე გაბრაზებულმა
- ის კაი ბიჭია, ბოზივით რომ იქცევა?
- ჩემთან ცეკვა, ბოზობაა? – ხმას ავუწიე მე
- ბოზობაა ის, რაც გააკეთა.
- ცემა მორევაზეა! – თავი ვეღარ შევიკავე მე
ონიანი სიმწრისგან გაწითლდა.
- ვინ გგონია შენი თავი, შენზე ჯვარი კი არ მაქვს დაწერილი? რამდენს
ბედავ.? – გავცოფდი მე
- შენა და.. მაკოს მოსწონს შენი მეგობარი?
- დამანებე რა, თავი!
- ვის უნდა მოსწონდეს, ქურდი და ქუჩის ბიჭი
- ტყუილა ამბობენ შენზე, ცუდად არისო, მშვენივრად ხარ, სხეულის
დასახიჩრების ნაცვლად, ენა ამოეჭრა შენთვის – გამიხარდებოდა..
- თიკა, ცეცხლს ნუ ეთამაშები და წესიერად მოიქეცი იცოდე, თორე, აქ
მიკერებული კი არ ვარ, თვის ბოლოს ავდგები და მერე..
- ნუ მემუქრები, დათუნა რა, საერთოდ ნუ დამაკარგვინებ პატივისცემას
- სანამ ცოცხალი ვარ, ეგ ამბავი არ გამოვა, იცოდე – მითხრა სიამაყით
- მეგობრობას ვერავისთან დამიშლი! – ვთქვი მკაცრად
- ეგ ამბავი არ გამოვა-თქო გითხარი! – მშვიდად, მაგრამ მკაცრად გამიმეორა მან
- ნუ გამაბრაზებ, გეხვეწები – ვთხოვე დათუნას
- არ მაინტერესებს შენი გაბრაზება, ვიღაც სირის გამო 6 ჭრილობა რომ
გქონდეს მუცლის არეში მშვიდად ვერ ისაუბრებდი, დამიჯერე.
- შენ ხარ კონფლიქტური და პათოლოგი, ვისი რა ბრალია?
- არაუშავს, მეც კარგად გავუყარე, დიდ ხანს ემახსოვრება – კმაყოფილი
სახით თქვა ონიანმა
- ბოროტი ხარ, დათუნა, ძალიან ბოროტი და დაუნდობელი.
- ის ხომ კეთილია, რა! – მიკბინა ისევ მან.
- მორჩა, წავედი, აღარ მინდა შენთან ლაპარაკი – ავდექი მე
- წადი, წადი, არ ალოდინო!
- იდიოტი ხარ, ან შენ ვინ გეკითხება საერთოდ
- ნუ შემეკითხები კაცო, რა პრობლემაა, ისე დავასრულებ მაგ ამბავს,
ვერაფერსაც ვერ გაიგებ.
- რა უნდა გელაპარაკო, ხისთავიანი ხარ, შეუგნებელი, სვანი! – ვთქვი მე და კარი გავიჯახუნე.
მაიამ თვალი გამომაყოლა და მერე თავისთვის ჩაილაპარაკა:
"ნუთუ ამ გამოშტერებულ გოგოს ეწირება ჩემი ბიჭის მომავალი”.. 
5 საათზე რაღაც უცნაურმა ხმამ და სიცივემ გამაღვიძა.
თვალები რომ გავახილე, აივნის კარი ღია დამხვდა.
ლოგინზე წამოვჯექი და ოთახი მოვათვალიერე.
საოცარი გრძნობაა, როცა ხვდები, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს..
თან მინდა, რომ ავდგე, თან მეშინია.
ვიფიქრე, დაცვას დავუძახებ-თქო, მაგრამ ტყუილი ისტერიკა და მაკოს გულის წამლების თავი არ მქონდა.
-დედა! გეყოფა რა, აღარ შემიძლია! რას ნიშნავს საქციელს ჭკუა არ დაატანე,
რადგან სიძის მეჯვარესთან ვიცეკვე? რა დავაშავე ასეთი? ქორწილში უნდა იჯდე იდიოტივით? თუ რა ჩავიდინე? დათუნა ონიანი ავად იყოს, რა ჩემი ბრალია?!
-ტონს დაუწიე და წესიერად მელაპარაკე, მე შენი მეგობარი არ ვარ და
დაფიქრდი, სანამ რამეს იტყვი. რა შენი ტოლი და სწორია ის ქუჩის ბიჭი, უკულტურო და უდონო?
-უკულტურო და უდონო იმიტომაა, რომ დათუნა ონიანი მაგრად ცემა, თუ იმიტომ, რომ ბევრი ფული არ აქვს?
მაკო გააფითრდა..
-მრცხვენია, ასეთი თავხედი შვილი რომ მყავს! – თქვა და კარი გაიკეტა.
-სულელი ხარ რა, ლიკლიკაძე! – მითხრა ბენდელიანმა – როგორ
ელაპარაკები დედაშენს!
-კიდევ მე ვარ სულელი? – გადავირიე მე, – კარგი რა კაკი, აღარ შემიძლია
უკვე რა, მაკოს არავინ არ მოსწონს ამქვეყნად.
-დედაა და ნერვიულობს, რა გჭირს, დედისერთა ხარ და ყველა მარტო შენზე
ფიქრობს. რა არის ამაში ცუდი? ნეტა, მეც ეგრე ვიყო.
-ყელში ამოგივიდოდა, დამიჯერე. შემჭამეს ცოცხლად! მერე
იტყვიან, ნახე, მინისტრის ოჯახია, ამათ პრობლემები არ აქვთო.
-კარგი, დალაგდებით – გაიცინა კაკიმ – მარა ლიკლიკაძე, რა ქალი ხარ პროსტა, როგორ არ იცოდი, ვისთან ერთად ცეკვავდი, შტერო!
-აბა! – შიშნარევი ღიმილი გადამეკრა სახეზე
-და მაინც, თიკა შენ რა შარი ხარ, რა..  
"პიტერ პენი”
ძალიან ფხიზელი ძილი მაქვს.
იმდენად ფხიზელი, რომ აბსოლუტურად ყველანაირ ხმაზე მეღვიძება..
ჩვევა მაქვს ღია კარებში მძინავს, დახურული სივრცის შიში მაქვს ბავშვობიდან.
იმ ღამით მაკოს თავი ტკიოდა და ადრე დაწვა.
გვიანობამდე ვუყურებდი ჩემს უსაყვარლეს ფილმებს
და 4 – ის ნახევარზე ჩამეძინა.

 

კატეგორია: Book | ნანახია: 1488 | დაამატა: QueenCandice❤ | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 1

(2014-02-21 5:31 PM)
* 1 leluka   [Entry]
ar mouxdeba amas gifebi)
vgijdebi ise mikvarss!!! male gaagrdzele da ufrodiiidii <3333333