მთავარი » 2013 » დეკემბერი » 28 » ჯვრისწრა სევასტოპოლზე
6:30 PM
ჯვრისწრა სევასტოპოლზე

ჯვრისწრა სევასტოპოლზე
თავი 1:
ეს არის მოთხრობა,
ერთ-ერთი ქართველი გოგონას სასიყვარულო
 უცნაურ ისტორიაზე.
ჩემი დაწერილი არ გეგონოთ.
იმედია მოგწონებათ.
7 კომენტარზე ვაგრძელებ.

Love Never Dies ♥  Love Never Dies (II)

ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. არც არავინ არ დაიჯერებდა.

მთელი ზემო ვერა ჩვენზე ლაპარაკობდა.

იმ დღეს ჩემს სახლთან ორი სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა.

დედაჩემს გულის შეტევა ჰქონდა.

დეიდაჩემს – ინსულტი.

ყველა ერთადერთ ფრაზას იძახდა: ეს როგორ გააკეთა, ოჯახი 
დაღუპაო.

სად ვიყავი ამ დროს მე?!

რაზე ვფიქრობდი, ან ვისთან ერთად მივდიოდი, რას ვაკეთებდი

და საერთოდ რა მოხდა, 2007 წლის სექტემბრის ბოლო კვირას,

შუადღის 2 საათზე,

ჩემი ჯვრისწერის დღეს,

დღეს, როდესაც,

დათუნა ონიანის ცოლი ვხდებოდი.


......I Do......❤


..

ლიკლიკაძეების ოჯახში მე ერთადერთი შვილი ვარ.

მეც 3 წელი მელოდებოდნენ და რომ გავჩნდი, მამა მას მერე შეიშალა 

ჩემზე:

დედას მერსედესის ბოლო მოდელი უყიდა, 

Taste Of Luxury ★

თვითონ კი ზუსტად 1 კვირა აღნიშნავდა ამ საოცარ მოვლენას.
მას მერე დაიწყო-

საუკეთესო სათამაშოები – მე

ზამთარ-ზაფხულს საზღვარგარეთ დასვენება – მე

საუკეთესო სკოლა – მე

ინგლისური, გერმანული, ფრანგული – მე

ცეკვა, ცურვა, ჩოგბურთი – მე

ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო – მე

დეიდა, ბებია, ორი ძიძა და ერთი პირადი ექიმი 

მხოლოდდამხოლოდ 

ჩემთვის არსებობდნენ.

12 წლის ვიყავი, როდესაც მამა საგარეო საქმეთა მინისტრად 

დანიშნეს.
დედაჩემი მაშინ ყველაზე ბედნიერი იყო, მე კი ცხოვრება არ 

მინდოდა, როცა დაცვა ამიყვანეს და საერთოდ მომისპეს 

ყველანაირი 

თავისუფლება.

ზამთარაძეები სევასტოპოლზე გაზაფხულზე გადმოვიდნენ და მას 

მერე აირ-დაირია უბანში ყველაფერი.
..............

კატეგორია: Book | ნანახია: 1418 | დაამატა: salo | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6

(2013-12-29 2:20 PM)
* 6 Chu♡Pa   [Entry]
damainteresaa da ra vqnaa :\
yvela motxroba rac dgs daidoo aii absoliturad yvelam damainteresaa biggrin
xoo pataraaa magram mainc kargiii happy