მთავარი » 2013 » თებერვალი » 23 » ხვალიდან გამოვსწორდები!
6:09 PM
ხვალიდან გამოვსწორდები!

თუ ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ თქვენს გარდერობში 36 წყვილი ფეხსაცმელი, 25 ცალი ზაფულისა და  ამდენივე ზამთრის კაბაა, შარვალი კი იმდენი, რომ დათვლა გეზარებათ, თუმცა, მაინც არასოდეს იცით  რა ჩაიცვათ, ჩათვალეთ, რომ თქვენ არაპრაქტიკული მყიდველი ბრძანდებით.


არადა ისეთი არაფერი დაგიშავებიათ ასეთი ,,ბრალდება,, რომ დაიმსახუროთ, არა? დიდი ამბავი, სამსახურში, 1 საათიანი შესვენებისას რამდენიმე მაღაზიაში შეიარეთ, ნახევარი თვის ხელფასი დახარჯეთ და იმდენი ხორაგით დაბრუნდით სამსახურში, თვალმახვილ თანამშრომელს ლოგიკური კითხვა გაუჩნდა, რა ხდება, ომი ხომ არ იწყებაო? ჰმ, თავხედი.. რა შუაშია აქ ომი? ასეთი არაჩვეულებრივი მაისურის არყიდვა შეიძლებოდა? ან ეს ტაფა ხელიდან გასაშვებია? აი ზუსტად ისეთი ტაფაა, შარშან ამ დროს რომ იყიდე და შინ მისულს  გარაჟში დაგრჩა სხვა საყიდლებთან ერთად და დღემდე არ გაგხსენებია.. არა, ეგ რა მაგის პასუხია და ნეტავ რა იყო კიდევ იმ სანუკვარი საყიდლების ჩანთაში, გარაჟში რომ დაგრჩა?  ალბათ გუშინ რომ იყიდე, ისეთივე ბოთლის გასახნელი.. ოთახის ყვავილებისთვის ახალი ქოთნები? არა, ეგ ახლახანს იყიდე.. აბა, ჭრელი შარფი? მართალია, სწორეს ის ჭრელი შარფი იქნებოდა, რომ არ იცოდი რას მოუხდებოდა, მაგრამ მაინც იყიდე..


და სად დევს ახლა ის ჩანთა? ისევ გარაჟში? თუ სარდაფში? სარდაფში ვერ იქნება, იქ იმდენი არასაჭირო ნივთი დევს, სადღა იყო მაგისი ადგილი..ასეთი ფიქრების შემდეგ, უცებ ხვდებით, რომ დროა დაფიქრდეთ, რაღაც შეცვალოთ.. თავს პირობას აძლევთ, რომ ხვალიდან გამოსწორდებით, რომ მანამ არაფერს იყიდით, ვიდრე მისი საჭიროების აუცილებლობაში არ დარწმუნდებით. მაგრამ, ხვალ, ისევ მოახერხებთ ისეთი რაღაცის პოვნას, რომლის არ ყიდვაც არაფრით გამოვიდოდა..


თუ დაგამშვიდებთ, გეტყვით, რომ თქვენ ერთადერთი არა ხართ, ვინც სახლი უსარგებლო ნივთების გროვას დამსგავსა.  რაიმეს ყიდვის დაუძლეველი სურვილი დაავადებაა და მას ონიომანია ჰქვია.მე მაპატიეთ, გულს თუ გიხეთქავთ, მაგრამ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა, ისიც კი დაადგინეს, რომ ონიომანებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს, ძალიან ბევრი საერთო აქვთ.ონიომანიის ორი ძირითადი კატეგორიაა. ერთი, რომლებიც დიდი რაოდენობით, მაგრამ საჭირო ნივთებს ყიდულობენ და მეორენი, რომლების საჭიროების მიუხედავად, მაინც ყიდულობენ.. მათ შორის განსხვავება არის, მაგრამ არც ერთ კატეგორიას არ აინტერესებს, რამდენი აქვს ჯიბეში, მთავარია რომ ყიდვა უნდა, უნდა და მორჩა.. ვაა, უნდა და!..  და მანამ ენდომება, ვიდრე ბოლო თეთრს არ დახარჯავს.. ამის შემდეგაც ენდომება ყიდვა, მაგრამ..


ფსიქოლოგები შეთანხმდნენ იმ ძირითად ფაქტორებზე, რაც ომიომანიისკეს უბიძგებს ადამიანს. ესენია, სტრესი, დეპრესია, დაბალი თვითშეფასების დაფარვის მცდელობა..საყიდლებზე წასვლა, რომ საუკეთესო ანტიდეპრესანტია, ალბათ ბევრი თქვენგანი დამეთანხმება. ისევე როგორც ვარცხნილობის შეცვლა ან სხვა ცვლილების შეტანა  გარეგნობაში. მაგრამ, თუ დეპრესია სათოფეზეც კი არ ჩანს და მაინც გაუთევებლად საყიდლებისკენ მიგიწევთ გული, ალბათ დროა გადაამოწმოთ, იქნებ ონეომანი ბრძანდებით?


            თუ თავს გამოუტყდით, რომ ეს ასეა, მაშინ სცადეთ მეტი ნებისყოფა გამოიჩინოთ. არ ენდოთ რეკლამებს და ,,სარფიან,, შემოთავაზებებს. არ ატაროთ ყოველდღიურად საჭიროზე მეტი თანხა. ვიდრე სალარომდე მიხვალთ, სამჯერ ჰკითხე თავს, მჭირდება ახლა ? თუ ამ რჩევებმაც ვერ გიშველათ, ფსიქოლოგის კონსულტაცია დაგეხმარებათ..ისე, თუ მყარი ბიუჯეტი გაქვთ და თქვენი ყიდვამანიაკობა მას ვერაფერს აკლებს, ნუ შექმნით ამით ტრაგედიას.. და იყიდეთ მეორმოცე წითელი კაბა, იქნებ გაისად მაინც ჩაიცვათ პირველად რომელიმე მათგანი.. თუ არადა, ხვალიდან ხომ ისედაც გამოსწორდებით?!



კატეგორია: Fashion ♥ | ნანახია: 882 | დაამატა: -LovelySophi♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3

(2013-02-24 12:06 PM)
kargi iyo ^^