Mary Stewart - 4 ნოემბერში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » ნოემბერი » 4 » Mary Stewart
8:12 PM
Mary Stewart
მარიამ I (დაბადებული მარიამ სტიუარტი ინგლ. Mary Stewart; 8 დეკემბერი 1542 — 8 თებერვალი 1587) — დაბადებიდან შოტლანდიის დედოფალი, საფრანგეთის დედოფალი 1559—1560 წწ. (როგორც ფრანსუა II-ის მეუღლე) და ინგლისის სამეფო ტახტის მემკვიდრეობის ერთ-ერთი პრეტენდენტი. იგი ძალზედ ცნობილი გახდა თავისი ტრაგიკული ისტორიით, რომელიც თავიანთ ნაწარმოებში სხვადასხვა მწერლებმა აღწერეს.



"ცაზე ორი მზე ვერ გაანათებს, დედამიწაზე ორი ხანი ვერ იარსებებს" - მსოფლიოს დამპყრობი ჩინგის ხანის სიტყვები მოიშველია შტეფან ცვაიგმა და ერთი შეხედვით მარტივი დასკვნა გამოიტანა: ერთ-ერთს - ელისაბედს ან მარიამ სტიუარტს უნდა დაეთმო. ერთი ინგლისის დედოფალი იყო, მეორე - ჯერ საფრანგეთის, შემდგომ შოტლანდიისა და ამავდროულად ინგლისის ტახტის პრეტენდენტი. არც ერთმა არ დათმო . ამ ერთდროულად ფარულმა და აშკარა ბრძოლამ მრავალთა სიცოცხლე შეიწირა. სამას წელზე მეტია, დიდი გატაცებით მსჯელობენ, ვერ გადაუწყვეტიათ დამნაშავეა თუ უდანაშაულო..სინამდვილეს იმდენი ტყუილი ურევია, ფაქტებს კი გამონაგონი.. ამოუწურავი იდუმალების მომხიბლავ, კლასიკურ მაგალითად უნდა ჩაითვალოს მარიამ სტიუარტის ცხოვრების ტრაგედია. ისტორიას არ ახსოვს, რომელიმე ქალის ცხოვრებაზე ასეთი მდიდარი ლიტერატურა - დრამები, რომანები, ბიოგრაფიები შექმნილიყოს; არცერთი ქალის ცხოვრებას არ გამოუწვევია ასეთი კამათი . არაერთი საუკუნეა, უმშვენიერესი დედოფლის ტრაგედია, ფოტერინგეის ციხის ეშაფოტით, რომ დასრულდა აღელვებს მწერლებს, იპყრობს მეცნიერების ყურადღებას.მისი სახე დღესაც შეუნელებელ ინტერესს აღძრავს და ხორშესხმას მოელის, რადგან ბუნდოვანება სიცხადეს მოითხოვს, წყვდიადი - სინათლეს. 


მარიამ სტიუარტის იდუმალებით მოცულ ცხოვრებას სულ სხვადასხვანაირად ასახავენ და ხსნიან, ისევე როგორც მრავალფეროვანია თვით ეს ისტორია. იშვიათად მოიძებნება ისტორიაში ქალი, ვისაც ასე სხვადასხვაგვარად ხატავდნენ: ხან მკვლელად გამოწყავთ, ხან წმინდად, ხან უჭკუო ინტრიგანად. საოცარია, მაგრამ მისი ცხოვრების სხვადასხვაგვარად ასახვა ჩვენამდე მოღწეული ცნობების სიმცირით კი არ არის გამოწვეული, არამედ მათი მეტიმსმეტი სიუხვით. ათასობით საბუთი, წერილი, ოქმი, აქტი, ცნობაა შემონახული. რაც უფრო ყურადღებით ვსწავლობთ წყაროებს, მით უფრო ნაღველი გვერევა და ვრწმუნდებით, რომ ყველა ისტორიული საბუთი საეჭვოა, რადგან არც დოკუმენტთა სიძველე, არც გულმოდგინედ შემოწმებული მისი არქივის სინამდვილე და ხელწერა მისი საიმედობის და ადამიანური სამართლის საწინდრად არ გამოდგებიან. 


მარიამ სტიუარტის მაგალითზე ნათლად ჩანს, რა უჩვეულოდ და განსხვავებულად ხსნიან თანამედროვენი ერთსა და იმავე მოვლენას. ყოველ ბრალდებას მიტევება მოსდევს. ვინც მოინდომებს, დაამტკიცოს მარიამ სტიუარტი ქმრის მკვლელობაში მონაწილეობდაო, ხელთ უამრავი ფაქტი ექნება, ხოლო, ვინც საპირისპიროს მტკიცებას მოჰყვება, არც ამისი დადასტურება გაუჭირდება. ათასნაირ საღებავს მოძებნით მისი პორტრეტის შესაქმნელად. როცა ჩვენამდე მოღწეულ გადმოცემებში პოლიტიკური ზრახვები ან ნაციონალური პატრიოტიზმი იჭრება, სურათი მაშინვე მახინჯდება. კაცის ბუნება ასეთია, როცა ორი ადამიანი, ორი იდეა, ორი მსოფლმხედველობა ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდება, ვერ გაუძლებს ცდუნებას და ან ერთს მიემხრობა, ან მეორეს. ეცდება, ერთი გაამართლოს, მეორეს კი ბრალი დასდოს; ერთი დაადანაშაულოს, მეორეს პატივი მიაგოს. პროტესტანტმა ავტორებმა მთელი დანაშაული მარიამ სტიუარტს გადააბრალეს, კათოლიკეებმა კი - ელისაბედს. 


ინგლისელებს მარიამ სტიუარტი კაცისმკვლელად მიაჩნდათ, შოტლანდიელებს კი საზიზღარი ცილისწამების უდანაშაულო მსხვერპლად. განსაკუთრებით დიდი დავაა ზარდახშის წერილებზე. ერთი სიტყვით, ყოველ წვრილმანში მიკერძოება იგრძნობა . იქნებ სწორედ ამიტომაა, რომ ვინც ინგლისელი ან შოტლანდიელი არ არის, არც მათი სისხლით ნათესავია მეტი უნარი შესწევს ობიექტურად ასახოს ისტორია. მაგრამ მაინც, რაც არ უნდა ავწონ-დავწონოთ, მარიამ სტიუარტის ცხოვრების გარკვეული ეპიზოდები ბნელით მოცული, ამოუცნობი დარჩება და იქნებ სამუდამოდაც . მარიამის ხასიათი ჩამოყალიბებულია, წინააღმეგობა მხოლოდ მის გარეგნობაშია. იგი მეტისმეტად ამაღელვებელ, იშვიათ ქალთა ტიპებს ეკუთვნის, რომელთა მღელვარე განცდათა უნარი თითქოს დროის მარწუხებშია მოქცეული, წუთიერად იფურჩქნებიან და თანდათანობით კი არ ჭკნებიან, არამედ, ერთიან ცეცხლში იფერფბლებიან. ოცდასამ წლამდე მისი გრძნობები მიყუჩებული იყო, მხოლოდ მომდევნო ორი წლის განმავლობაში წარმოგვიდგება დედოფალი ტრაგიკულ ქალად. იმ ვნების წყალობით, ადრე, რომ შეიწირა, სტიუარტი დღემდე ცოცხლობს ლექსებში. 



მისი შინაგანი ცხოვრების ეს უჩვეულო სიმტკიცე მიგვანიშნებს მარიამ სტიუარტის ცხოვრების რიტმზე. ცხოვრებაში გარეგანი და შინაგანი დრო პირობითად ემთხვევა ერთმანეთს. სულის საზომს მხოლოდ განცდათა სისრულე წარმოადგენს. იგი თავისებურად ითვლის შინაგანად განვლილ საათებს. გრძნობებით მთვრალმა, ნიავივით თავისუფალმა, ბედისგან განებივრებულმა უმოკლეს დროში იგემა სიცოცხლის ნეტარება, რის შემდეგაც უშიშრად მიჰყვა უშინაარსო, უსასრულო წელთა სიმრავლეს, არარაობის ჩრდილებად რომ მიცურავდნენ. აი რატომაა, რომ განვლილი ცხოვრებიდან მხოლოდ მღელვარე წუთები ამახსოვრდებათ . აი, რატომ შეიძლება მხოლოდ ამ წუთებში და ამ წუთების წყალობით სინამდვილის აღწერა. მხოლოდ მაშინ იკრებს ადამიანი სულიერ ძალებს, ჭეშმარიტად ცოცხლობს საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც; მხოლოდ მაშინ წარმოგვიდება თვალდასანახად, როცა მისი სული მგზნებარედ ანთია. 



არა მხოლოდ მუზებმა, ღმერთებმაც აკურთხეს მარიამ სტიუარტის აკვანი. სულიერ სრულყოფილებასთან ერთად, მას დაჰყვა უჩვეულო ხორციელი მშვენება. "მეთხუთმეტე წელიწადში, რომ გადავიდა, მისი სილამაზე დღის სინათლესავით მოგჭრიდათ თვალს", - წერს ბრანტომი. 
დიუ ბელე უფრო ვრცლად აქებს: 
"თითქოს სარკეში იყურება თვით ზეციერი
და თქვენს სინაზეს ღვთისნიერი ხელებით კვეთავს, -
გზნება გულისა, ცეცხლი სულისა, სიუხვე ფერთა
ადამიანებს მოგვივლინა თქვენი იერით, 
ასეთი იყო ღვთის სურვილი, ნება ძლიერი,
მოგვაჯადოვა თქვენი სახით მაღალმა ღმერთმა,
რაც საოცრება არსებობდა, სუყველა ერთად
თქვენში ასახა, თქვენ გასხივათ მზე ცისიერი.
ო, ხელოვნების ყველა მუზა იღვწოდა თქვენთვის,
ერთადერთობა თუ არსებობს, თქვენა ხართ ერთი,
ცისა და მიწის ჰარმონიის ერთი ქმნილება.
ანგელოსებმა მიტომ მიძღვნეს მე მგოსნის ჩანგი,
თქვენ გადიდებდეთ, გაღმერთებდეთ დიდების ჰანგით, 
თქვენ, ყველა სიბრძნის და ბუნების სრულყოფილებას.









XoXo Your Chu♡Pa

მე პირადად წაგითხული მაქვს შტეფან ცვაიგის "Mary Stewart" ^_^
და სიმართლე გითხრათ კითხვის პროცესში დაინტერესებული არ ვიყავი ამ წიგნით უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვკითხულობდა (ქართულის მასწავლებელმა დაგვავალა ამის წაკითხვა :\)
და ვისაც წაკითხული გაქვთ თქვენი აზრი მაინტერესებს )))))

კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 125 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-11-22 4:08 PM)
* 5 PrincesS♥   [Entry]
ar miyvars istoriuli nawarmoebebis kitxva... :(((
siaxle momewona... :*



(2013-11-05 5:49 PM)
* 4 SoPii))   [Entry]
wignii arii raaa.. :X
magari siaxleaa <3



(2013-11-05 3:50 PM)
დავიწყე ეგ წიგნი მარა ეგრევე დავხურე -_-
ისე სიახლე მომეწონა :დ



(2013-11-04 8:45 PM)
* 2 salo   [Entry]
magari siaxlea.
ar maqvs wakitxuli biggrin



(2013-11-04 8:41 PM)
magari siaxle a mimoeona chuuup


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]