მთავარი » 2013 » მარტი » 16 » Me and Teenlover
4:54 PM
Me and Teenlover

არ ვიცი საიდან დავიწყო. მოდით,დავიწყებ იქიდან თუ როგორ მოვხვდი საიტზე. 

Tumblr_mjit7y7ro81qc4g8vo1_250_large Tumblr_mjit7y7ro81qc4g8vo2_250_large

მე არასდროს ვყოფილვარ დიდად მსგავსი საიტების მოყვარული,თუმცა რატომღაც დავრეგისტრირდი Geofun-ზე,რომელიღაცა ფილმის სანახავად და ამ დროს მომივიდა შეტყობინება მარიამისგან (მთავარი ადმინისგან) , რომ არსებობდა ესეთი საიტი WeTeen.aT.Ua და თუ დავრეგისტრირდებოდი დამნიშნავდა მოდერად (რა თქმა უნდა ეს მომხმარებლების მოსაზიდად დაწერა) . 
და მეც გახარებული დავრეგისტრირდი საიტზე,ისე რომ არ ვიცოდი რა იყო მოდერი და საერთოდ მსგავსი საიტების არაფერი გამეგებოდა. 
Tumblr_mjit7y7ro81qc4g8vo4_250_large Tumblr_mjit7y7ro81qc4g8vo3_250_large
რა თქმა უნდა მარიამს მოდერად არ დავუნიშნივარ,ვინ დამნიშნავდა რო და ამიტომ მეც ერთი პერიოდი სულ ვცდილობდი გავმხდარიყავი მოდერი. 
სიახლეების დადება არ ვიცოდი. 
ერთხელ კი მომივიდა აზრად რომ დამეწერა მოთხრობა "ყვითელი თვალები",რადგან იმ დროს მარიამი დებდა საიტზე თავის მოთხრობას. 
ადმინისგან ნებართვა ავიღე და პირველი თავი დავდე. 
მახსოვს რამოდენიმე საათი ველოდებოდი თუ როდის დაამოწმებდნენ ჩემს მოთხრობას და როგორც იქნა დაამოწმეს და ჩემი დამმოწმებელი ანა(მისპონჩიშკა) იყო. 
მოთხრობას ბევრი თბილი კომენტარი მოყვა,რამაც ძალიან გამახარა და სტიმული მომცა დამედო უფრო და უფრო მეტი თავი. 
შემდეგ როგორღაც მოვახერხე და მეგობრად დამნიშნა მარიამმა,მეც ვისწავლე სიახლეების დადება და ესე ვიყავი გახარებული :დ )) 
თან ამავდროულად ჩემმა მოთხრობამ საიტის ფავორიტი მოთხრობის სახელი დაიმსახურა და მოკლედ შეიძლება ითქვას რომ "ჭკუაზე არ ვიყავი". 
დიდხნიანი წვალების შემდეგ დავინიშნე ვიპ.მოდერად,ხოლო უფრო მეტხნიანი წვალების შემდეგ მოდერატორად. 

Tumblr_mjcsbgigzr1rjafero1_500_large

ერთი პერიოდი გაბრაზებული ვიყავი მარიამზე,რადგან შემდეგ ჩამომაქვეითა და ვიპ.მოდერად დამნიშნა და ამიტომ საიტზე აღარ შემოვდიოდი და შესაბამაისად ჩემი მოთხრობაც აღარ გრძელდებოდა. ეს პერიოდი ზაფხულს დაემთხვა და ერთხელ მახსოვს ქუთაისში ყოფნისას,მომინდა შემოვსულიყავი საიტზე და როდესაც ჩემს მოთხრობაზე 20 კომენტარზე მეტი დამხვდა გამიხარდა და ამიტომაც დავბრუნდი. 
მოთხრობა კვლავ აქტუალური იყო,რაც ძალიან მიხაროდა. დღემდე მახსოვს თქვენი კომენტარები ჩემს მოთხრობაზე. 
შემდეგ როგორც იქნა დავამთავრე მოთხრობის წერა და სიახლეების დადებასა და გალამაზებაზე გადავერთე. 
ამ დროს გავიცანი: Twifan,Missjonas,Annie<3,Missponchishka,Qeti<3,თამარი,Mar_Mar(ეხლა უკვე Teenager) და უამრავი სხვა. 
ყველასთან ძალიან ვმეგობრობდი და მიხაროდა რომ ამდენი მეგობარი მყავდა. 
ისინი საბედნიეროდ დღემდე შემომრჩნენ და თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს. ♥ 
რა თქმა უნდა ამ საიტზეც გავიცანი უამრავი მომხმარებელი და ეხლა შევეცდები თქვენი 
უმრავლესობა დავახასიათო. 
554922_472959346092492_976643371_n_large
დავიწყებ ქეთითი :დ )) 
Qeti<3- უსაყვარლესი და ძალიან თბილი. სულ ცდილობს გამამხიარულოს და რავიცი რა ვთქვა კიდევ მასზე <3 
აი მართლა ძალიან მიყვარს და სულ მისმენს როდესაც მჭირდება და აი მართლა როგორც ჩემი ქართულის მასწავლებელი იტყოდა "სანთლით სარჩევი ბავშია". 
მარიამი<3- მემგონი მას ყველაზე დიდი ხანია რაც ვიცნობ :დ <3 მართლაც ძალიან მიყვარს და მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო რადგან ასე მენდო და ადმინად დამნიშნა. 
Queen<3A - ჩემი პატარა საყვარელი გოგო<3 ძალიან მიყვარხარ ჩემო ნიჭიერო და რავიცი კიდევ რა გითხრა :დ ერთადერთი ხარ ვინც რეალშიც მყავს ნანახი (არამარტო ნანახი :დ ) ნუ მართალია ხანდახან ვჩხუბობთ ხოლმე წამოვლები გაქვს,მაგრამ მაინც მიყვარხარ ხო იცი )) <3 
Katie<3- ჩემი გემოვნებიანი<3 ძაან თბილი და "ჯიგარი" ბავშვი :დ რამდენჯერ დამხმარებია დედა ენაცვალოს <3 ძალიან,ძალიან მიყვარხარ და მიხარია რომ შენნაირი ადამიანი გავიცანი <3 
Twifan<3- ჩემი პატარა,საყვარელი გოგო<3 გახსოვს რამდენს ვლაპარაკობიდით ხოლმე ზაფხულში?:დდდ ჩვენი დაგეგმილი შეხვედრები და ცუდია რომ ვერ შევხვდით თუმცა არაუშავს დარწმუნებული ვარ ოდესმე გვეღირსება :დ 
8sfwuyirfd4_large

-მომმარებლები რომელთაც უკეთესად გავიცნობდი: PrincessK<3Niini,Mrs Malik, ✿NiN-◕‿◕✿) Bellward,Missponchishka,Glamour-Chill,Marrie,Salo და კიდევ უამრავი. 
დიდი ბოდიში ვინც გამომრჩით,უბრალოდ მეჩქარება ძალიან და მოკლედ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ვისაც ჩემი უკეთ გაცნობა გსურთ შეგიძლიათ პმ-ში მომწეროთ და არაა პრობლემა :დ 
ცოტა ხანში ჩემს ბიოგრაფიასაც შემოგთავაზებთ :დ <3

8sfwuyirfd4_large 

კატეგორია: TeenLover ♥ | ნანახია: 1005 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 8

(2013-03-21 0:15 AM)
* 8 BitchyBekah   [Entry]
ყვითელი თვალები <3
როგორ მიყვარს <3