მთავარი » 2013 » დეკემბერი » 1 » Miranda Kerr-ი და Leonardo DiCaprio ერთად არიან?!
1:24 PM
Miranda Kerr-ი და Leonardo DiCaprio ერთად არიან?!
Miranda Kerr-ი და Leonardo DiCaprio ერთად არიან?!
 
 
 
---------------------------------------------
მერე რა, ქმარს ვინ არ გაშორებიაო, შეიძლება თქვათ, მაგრამ Miranda Kerr-ი მაინც ის გამონაკლისია, რომელიც ოჯახის დანგრევამ კი არ დაასევდიანა, პირიქით, ახალი სიცოცხლე შთაბერა - მოკლედ, რაღაცით შეიძლება Katie Holmes-იც კი მოგაგონოთ. არ გეგონოთ, რომ რაიმეს ვაჭარბებთ - Orlando Bloom-ისა და სუპერმოდელის განქორწინების შემდეგ ქალი გლამურულ ღონისძიებეზე ორჯერ უფრო ხშრად ჩნდება, სახეზე ბედნიერი ღიმილი გადაჰკრავს და კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომ მასა და Bloom-ს შორის შავი კატის რა გითხრათ, მაგრამ ვიღაც სიმპათიურმა მამაკაცმა ჩაირბინა
.
 
 
 
 
 
ზემოხსენებული ეჭვი პირველ რიგში არც მეტი და არც ნაკლები 37 წლის უცოლო და უოსკარო ვარსკვლავზე, ანუ Leonardo DiCaprio-ზე მიიტანეს - თანაც სრულიად საფუძვლიანად. საქმე იმაშია, რომ Miranda რამდენიმე დღის წინ სწორედ მასთან ერთად გამოიჭირეს - ქალი ბედნიერებისაგან ბრწყინავდა, მშვენიერ ხასიათზე იყო. წყვილს თან რამდენიმე მეგობარი ახლდა, თუმცა, როგორც მათი გარშემომყოფები ამბობენ, 30 წლის ლამაზმანის ყურადღება მთლიანად DiCaprio-ს ეკუთვნოდა.

 
 
 
 
 
 

Miranda Kerr-ისა და Orlando Bloom-ის დაშორებამ ყველა გააოგნა - წყვილმა განცხადება რამდენიმე კვირის წინ გააკეთა, ექს მეუღლეები აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობასი ეთმანეთისგან ძალიან დაიღალნენ და ურთერთობის გაწყვეტა საუკეთესო გამოსავლად მიიჩინეს - "ჩვენ ერთმანეთი კვლავ ძალიან გვიყვარს, ერთ ოჯახად ვრჩებით" - ამბობს Orlando.

 
 
 
 
მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ცოლ-ქმრულ ურთიერთბას წერტილი დაესვა, ყოფილები საკმაოდ თბილად კონტაქტობენ, საერთო შვილს ერთად ასეირნებენ და როგორც ხედავთ არც ერთმანეთზე დარდით იკლავენ თავს - ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "კარიბის ზღვის მეკობრეების” ვარსკვლავი თავის კოლეგას, Condola Rashad-ს ხვდება - რითია Miranda Orlando-ზე ნაკლები - ქალმა ახალი პარტნიორი უმალ გამოძებნა და რა იცით, იქნება Leonardo-ს მარტოობას სწორედაც რომ მან დაუსვას წერტილი.

 
კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 1255 | დაამატა: Tamo | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5

(2013-12-02 6:41 PM)
orlando jobia amas ar miyavrs imdenad leonardo biggrin