მთავარი » 2014 » მაისი » 17 » Muhteşem Yüzyıl • დიდებული საუკუნე
5:08 PM
Muhteşem Yüzyıl • დიდებული საუკუნე

 Muhteşem Yüzyıl  დიდებული საუკუნე

 




 

მე დავდებ ერთ-ერთ ცნობილ სერიალზე ,,დიდებულ საუკუნეზე'' ინფორმაციას,ფოტოებს,ტრილერს და ანიმაციებს,მსახიობების ინტერვიუებს,სასაცილო ვიდეოებს  და ასევე ჩემი საყვარელი პერსონაჟის ჰიურემის გამოთქმებს (ციტატებს,სიტყვებს იმედია მიხვდით)




სერიალში არის ამბავი ოსმალეთის სულთნის სულეიმან დიდებულისა და მისი ცოლის (ყოფილი მონის) ჰიურემის სიყვარულის ისტორიის შესახებ. ფილმში არის ისტორიული ფაქტები მაგრამ მსახიობმა ჰალიტ ერგენცა (სულიემანმა) თქვა:  "დიდებულ საუკუნეს", როგორც რომანს, ისე უნდა მიუდგეთ და არა როგორც ისტორიის გაკვეთილს.ჰიურემმა შეძლო ის რაც ოსმალეთის იმპერიაში ვერავინ შეძლო ანუ ყოფილ მონებს არ შეეძლოთ მბრძანებელზე დაქორწინება,მაგრამ ჰიურემმა ეს შეძლო და მრძანებელზე იქორწინა,ცოტახანში კი ის ჰარემის მმართველიც გახდა.მას ჰყავდა 5 შვილი: მეჰმედი,მიჰრიმაჰი,სელიმი,ბაიაზიდი და ჯიჰანგირი.ჰიურემზე იძახდნენ კიდეც რომ მან სულეიმანი მოაჯადოვა რადგან ჰიურემის გარდა ის ვერავის ხედავდა და მას ჯადოქარს,ალქაჯს,გრძნეულს ეძაახდნენ. სერიალში თითქმის ყველა ცდილობს ჰიურემის განადგურებას.სერიალი სულ არის 135 სერიანი იღებენ 136 სავარაუდოდ ეს ბოლო სერიაა.

ბოლო სერიის ტრილერი:

ინტერვიუები:

სერიალზე ინტერვიუ ჰალიტ ერგენჩთან (სულეიმანის როლის შემსრულებელთან)


















რა სირთულეებს გადააწყდით ფილმზე მუშაობისას?
ასეთი მასშტაბური პროექტი დეტალებზე ყურადღების გამახვილებას კიდევ უფრო მეტად ითხოვს. ამ შემთხვევაში კი დეტალები ისტორიულ ფაქტებს შეეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული წყაროები ზედმიწევნით შევისწავლე, მაინც ვშიშობდი, რაიმე დეტალი არ გამომპარვოდა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: როდესაც სინზე ხილს აწყობდნენ, იქ ფორთოხალი არ უნდა ყოფილიყო, რადგან იმ პერიოდში თურქეთში ამ ციტრუსს, უბრალოდ, არ იცნობდნენ. 
ნუთუ ასეთ უმცირეს დეტალებშიც ეძიებოდნენ სერიალის შემქმნელები?
ერთნი ამბობენ, რომ ამ დროს მისალმებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა – ზოგიერთ წყაროში მისალმებისას სულთნის წინ მიწამდე ხრიდნენ თავს, თითქმის მიწაზე გართხმულები, სხვა წყაროს მიხედვით კი – თავის დაკვრით შემოიფარგლებოდნენ. საერთოდ კი ცნობილია, რომ მისალმებას 20 წამი სჭირდებოდა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს სერიალია და თითო სერიაში ფადიშაჰს 40 ადამიანი ესალმება, მაგრამ დაგაინტერესებდათ თითქმის 15 წუთი იმის ყურება, როგორ ადიდებენ ფადიშაჰს?



















ანუ თქვენი აზრით, სერიალით შესაძლებელია ოსმალეთის იმპერიის კულტურისა და ყოფის შესწავლა?

დიახ, კოლოსალური სამუშაო ჩატარდა, მაგრამ სერიალის მნიშვნელობის გადაჭარბებაც არ შეიძლება. "დიდებულ საუკუნეს", როგორც რომანს, ისე უნდა მიუდგეთ და არა როგორც ისტორიის გაკვეთილს. ჩვენ შეგნებულად არ წავედით ისტორიული სინამდვილის გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტი დოკუმენტალისტიკაში გადაიზრდებოდა. 

იქნება თუ არა სერიალში ნაჩვენები სულთნის სუსტი მხარეები – განცდები, შიშები, ტანჯვა?

დავიწყოთ იქიდან, რომ ის უზომოდ შეყვარებული იყო... ამ როლის განსახიერებამდე, სულთანზე მხოლოდ, როგორც ფილმის პერსონაჟზე, ისე ვფიქრობდი, საერთოდ არ მყავდა წარმოდგენილი ის "ცხოვრებაში". ჩვენ წაგვიკითხავს, რომ ის იბრძოდა, იმარჯვებდა, აჰყავდა ტყვეები, ჰქონდა ჰარემი, სიკვდილით სჯიდა ადამიანებს – თუმცა ეს მხოლოდ სტატისტიკური ილუსტრაციაა. მაგრამ როცა ის მოძრავ გამოსახულებად შევქმენით, მასზე ზოგიერთი ჩვენი წარმოდგენა საპნის ბუშტივით გასკდა.

მაგალითად, იცოდით, რომ სულეიმანი პოდაგრით გარდაიცვალა? რთული წარმოსადგენია, მაგრამ იმ დროს ძალიან ბევრი ადამიანი იღუპებოდა ამ ეპიდემიისგან. ამ ფაქტების ერთად შეკრების შემდეგ ჩვენ შევეცადეთ, ამ ეპოქის ადამიანები გაგვეცოცხლებინა. 

როგორ შეხვედით სულთან სულეიმანის როლში?

როცა ამ როლს ვასახიერებდი, ვიგრძენი ის ბრძოლა, რომელიც სულთნის შინაგან სამყაროში მიმდინარეობდა. რაღაც მომენტში, თითქოს მოძრაობებიც შეჩერდა კადრში, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ სულთანი ადგილს ვეღარ პოულობდა. პროექტამდე სულთანი ისტორიული პერსონაჟი იყო, ახლა კი ის ჩვეულებრივი ადამიანი გახდა, ვნებებითა და სისუსტეებით. 



















და როგორი გამოვიდა შედეგად ფადიშაჰი თქვენს წარმოდგენაში?

სულეიმანი, რომელიც ჩემს წარმოდგენაში ფილმამდე არსებობდა, ახლა ძალიან შეიცვალა. როცა ის ბრძოლის ველზეა ან სახელმწიფო საქმეებს წყვეტს, ერთი ადამიანია; როცა შეყვარებულია, წერს ლექსებს და საყვარელი ქალისთვის საიუველირო სამკაულებს ქმნის - აბსოლუტურად სხვა. 
 
სულეიმანის ფოტოები:
მერიემ უზერლი (ჰიურემი)
29 წლის მერიემს ლამაზი და საბედისწერო, დაუნდობელი სლავი როქსოლანას როლი ერგო. თვითონ მერიემი გერმანიაშია დაბადებული და გადაღებების დაწყებამდე თურქულად საერთოდ არ ლაპარაკობდა. 
-  დედაჩემი გერმანელია, მამა - თურქი, სტამბოლელი, - ჰყვება მერიემი, რომლის თურქი მამაც ახალგაზრდობაში გაემგზავრა ევროპაში და იქ გაიცნო მომავალი ცოლი, - მშობლებმა ერთად დაამთავრეს უნივერსიტეტი, იქორწინეს, მერე კი მე დავიბადე.

მსახიობს კიდევ ორი ძმა და და ჰყავს. მის ოჯახში თურქულად არ ლაპარაკობენ, ასე რომ, მსახიობს საკმაოდ გაუჭირდა ფილმის გადაღებებზე.

-  თავდაპირველად მითარგმნიდნენ სერიალის ეპიზოდს, ახლა კი თვითონ ვკითხულობ და სადაც არ მესმის, იქ ვითხოვ დახმარებას. ამას ბევრი დრო მიაქვს.
სერიალში მერიემი შემთხვევით მოხვდა. გოგონას არაერთხელ მოუსინჯავს თურქეთში მუშაობა, მაგრამ ჩვეულებრივ უარს იღებდა. ერთხელაც მეგობარმა, რომელთან ერთადაც ჰამბურგის თეატრში მუშაობდა, სერიალის ავტორებს უამბო მერიემზე და ისიც სინჯებზე მიიწვიეს.

-  გადავწყვიტე, ისევ გამერისკა და ამირჩიეს! მაგრამ მითხრეს: "შეიძლება, აქ რამდენიმე წლით მოგიწიოს დარჩენამ". ვაღიარებ, მაშინ ვიფიქრე, როგორ გავქცეულიყავი, - იცინის მსახიობი, - ნუთუ შეიძლება მთელი ცხოვრების ერთ დღეში შეცვლა? თან მქონდა მხოლოდ კბილის ჯაგრისი, რამდენიმე ჯინსი, რამდენიმე მაისური. მაგრამ დავრჩი. ახლა კი დღითიდღე სულ უფრო მეტად ვეჩვევი აქაურობას. აქ ადამიანები ემოციებით ცხოვრობენ, გერმანიაში ასეთი რამ არ არის. აქ შევიცანი ჩემი "მე"-ს თურქული მხარე. ერთი ეგაა, მარტოობა მკლავს. აქ არავის ვიცნობ, მხოლოდ მათ, ვისთან ერთადაც სერიალში ვთამაშობ და არც არანაირი ადგილები არ ვიცი. 

"ვიცი, ეს სიყვარულის გამოვლინებაა, მაგრამ მეშინია"

ახლა, მისივე თქმით, თაყვანისმცემლები გასაქანს არ აძლევენ და ხურემს ეძახიან - როქსოლანას მეორე სახელს. მსახიობი იმასაც აღიარებს, რომ მშვიდად ვეღარ ახერხებს ქუჩაში გასვლას - მას თაყვანისმცემლები და პაპარაცები დასდევენ.

-  სუპერმარკეტშიც ვერ გავდივარ! - ამბობს უზერლი, - პირდაპირ თავს მესხმიან. მანქანაში თუ დამინახავენ, მაშინაც მოდიან. ვიცი, ეს სიყვარულის გამოვლინებაა, მაგრამ მეშინია. არადა, მინდა, კარგად დავათვალიერო და შევისწავლო აქაურობა და ეს ხელს მიშლის.
იმავდროულად, ფანები აქტიურად განიხილავენ მსახიობის შეცვლილ ფორმებს. ზოგიერთებს მისი ტანსრულობა არ მოსწონს, სხვები კი ამბობენ, გერმანიაში, უფრო გამხდარი რომ იყო, ის არ უხდებოდაო.

-  მოწევას დავანებე თავი და ათი კილოგრამი მოვიმატე, - აღიარებს მსახიობი, - სამი უკვე დავიკელი, ექვსს ჯერ კიდევ ვებრძვი. ისინიც თანდათანობით წავლენ. მაგრამ ამაზე არ ვიციკლები, ჩემთვის ყველაზე მთავარია - ჯანმრთელი ვიყო.

"ჩვენმა ურთიერთობებმა თავი ამოწურა"

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აქ, მერიემის თქმით, მას ჯერ კარგა ხანს არ ექნება სიახლე. გადაღებებამდე ცოტა ხნით ადრე მომავალი ვარსკვლავი თურქ ბოიფრენდს დაშორდა, რომელსაც ექვსი წელი ხვდებოდა.

-  მას ოზჯანი ჰქვია. ისიც გერმანიაში დაიბადა, დიდხანს ცხოვრობდა სტამბოლში, 
 

მერე ისევ გერმანიაში ჩამოვიდა, - ამბობს მსახიობი, - ჩვენ ყოველთვის გერმანულად ვსაუბრობდით. ეს ჩემი ყველაზე სერიოზული ურთიერთობა იყო. ჩვენმა ურთიერთობამ თავი ამოწურა და ახლა საერთოდ აღარ გვაქვს კონტაქტი. 
ყოფილმა შეყვარებულმა გვარიანად აზარალა მერიემი, როცა მასთან გადაღებული ფოტოები ყვითელ პრესას მიჰყიდა. 

-  ყოველგვარი ურთიერთობები მასთან მას მერე გავწყვიტე, რაც გავიგე, რომ ჩვენი დასვენების ფოტოები გაყიდა. ეს ფოტოები პრესაში ისეთი კომენტარებით დაბეჭდეს, რომ ვნახე, კინაღამ გავგიჟდი, - ამბობს აღშფოთებული მსახიობი.

 

ახლა კი დავდებ მერიემის ფოტოებს <3 ჩემი საყვარელი თურქი მსახიობია და სხვებიც დამეთანხმებიან ალბათ როლს კარგად ასრულებს <3

 

 

 

ახლა კი დავდებ ჰიურემის გამოთქმას

1.მე ალექსანდრა ლაროსა,უკრაინელი მონა გაყიდული ოსმალეთის სასახლეში,მონამ,რომელმაც გამოიარა შავი ზღვა მდინარე დნეპრით,დაკარგული დედისა,მამისა, დისა და ყველა ახლობელი ადამიანისა,17 წლისა ვიგემე ყველა სიმწარე, 1 დღეში დაბერებული, მე ალექსანდრა ლაროსა საკუთარ წუხილსა და დარდს არავის უმხელდი, საკუთარი ხელით მონიდან სულთანი შევქმენი,შევებრძოლე საკუთარ ბედისწერას და ახლა აქ ვარ სულთან სულეიმანის სასახლეში,სასახლე,რომელიც მძულდა და მსურდა საკუთარი ხელით დამენგრია,თუმცა ჯოჯოხეთი სამოთხედ ვაქციე, მე ჰიურემი ვარ, მონა, ხარჭა სულთან სულეიმანის,მისი 5 შვილის დედა და კანონიერი ცოლი,მისი საყვარელი, ნექტარი, მისი სული ვარ,ნათელი დღე,მესაიდუმლე და მშვენიერი ჰიურემ სულთანი, მე ჰიურემი ვარ ჰასეკი ჰიურემ სულთანი და ჰარემი რა არის,მსოფლიო მბრძანებელი გავხდები

დიდებული საუკუნე კომედია:

ჰიურემის ისტორია

დიდებული საუკუნის რეკლამა:

 



 იმედია დამიფასებთ საკმაოდ ბევრი ვიწვალე

და გთხოვთ მოიწონოთ ეს გვერდი

დიდებული საუკუნე

 

 
კატეგორია: ფილმები/სერიალები | ნანახია: 4566 | დაამატა: marriami | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8

(2014-06-15 7:54 PM)
* 8 Diva♔   [Entry]
bevri giwvalia
kargi siaxlea