მთავარი » 2013 » დეკემბერი » 19 » Must Date The PLAYBOY
4:19 PM
Must Date The PLAYBOY

  Must DatThe  

PLAYBOY



-ქალბატონებო და ბატონებო,თუ შეიძლება,თქვენი ყურადღება მჭირდება!-დაიყვირა ზაკმა,
შემდეგ ხელი მხრებზე გადამხვია თავისაკენ მიმიზიდა.
-ეს გოგონა,ვიქტორია ფეიჯი,ცნობილი და პრესტიჟული სასტუმროების მემკვიდრე,ჩემი ახალი შეყვარებულია.
დაასრულა თუ არა,გაკვირვებისა და მოულოდნელობისაგან თვალებგაფართოებულმა პირი დავაღე. 
თავიდან ვფქირობდი,რომ ამას მხოლოდ ჩემი მეგობრების წრეში იტყოდა,მაგრამ მოსწავლეებით გადაჭედილ კაფეტერიაში ვერ წარმობიდგენდი.
ნუთუ ამით ჩემს დამცირებას და შეურაცხყოფას ცდილობს?!
კაფეტერიაში ყველამ ერთხმად,მძიმედ ამოისუნთქეს და ჩურჩული გააბეს,თითქოს ეს რაღაც ავადმყოფური,სულელური თამაში იყო.
იმის გამო,რომ ოთახში ყველა მე მიყურებდა,ზოგი გოგონა კი მომკვდინებლად მიბრიალებდა თვალებს,შეცბუნებული,დარცხვენილი ვიყავი 
და ვგრძნობდი,ნელ-ნელა როგორ მიხურდებოდა სახე.
-ეს რას ნიშნავს!-იკითხა ნათანმა გაბრაზებული,თითქოს ბრძანების კილოთი.
-რაც არის! აღარავითარი შეკითხვა. შენ,შენ და შენ,წავედით! ყველაფერს გარეთ გაავრკვევთ! ახლავე!-ბრძანა ქლოიმ და თითით ჩემზე,ნათანზე და ზაკზე მიუთითა.
ეს უკანასკნელი ისევ ისეთივე მდგომარეობაში იდგა და სულელივით იღიმოდა ყველას წინაშე,სანამ გარეთ არ გავედით.
აქ კი ქლოი გაცხარდა.
-ეს უკვე აბსურდია,ზაკ! რას ნიშნავს ეს ყველაფერი?!
-შენც მეგობარს ჰკითხე,მე არ ვარ ერთადერთი,ვინც ეს დაიწყო.-უპასუხა ზაკმა მშვიდად,რის შედეგადაც,ისევ,ყველამ მე შემომხედა.
ამაზე არც კი მიფიქრია,რომ ამის ჩემი მეგობრებისათვის ახსნაც მომიწევდა,რაც ძალიან რთულია,რადგან ისინი კარგად მიცნობენ.
ისინი მიხვდებიან ვიტყუები თუ არა,ამიტომ,უნდა შევეცადო,კარგად ვითამაშო.
-მე..მე მომწონს ზაკი. ცოტა ხნის წინ ვთხოვე ჩემი შეყვარებულო ყოფილიყო..-ავუხსენი,როდესაც ზაკისაკენ გავემართე და ხელი ჩავჭიდე.
შევეცადე,ნერვიულობა დამემალა ჩემს ხმაში და,რამდენად გაჭრა არ ვიცი.
-შენ რა,ჭკუა სულ დაკარგე?! გუშინ გძულდა,დღეს კი გვეუბნები,რომ..რომ ეს ახვარი მოგწონს!-დაასკვნა ნათანმა,თითქოს თავისივე დსმულ შეკითხვას უპასუხა.
-ზუსტად ჩემი სიტყვები...დაუკვირდი რეებს ამბობ,ნაბიჭვარო!-უპასუხა მუქარით აღსავსე ყვირილით ზაკმა და ნათანისაკენ გაიწია.
მაგრამ,საბედნიეროდ,ხელი ისევ ჩაჭიდებული მქონდა და მისი შეჩერება მოვახერხე. 
-საკმარისია!-გააპროტესტა ქლოიმ.-ზაკი მართლა მოგწონს? კარგი,მაშინ აკოცე. შენი პირველი კოცნა ჯერ არავისთვის გიჩუქნია და ყოველთვის ამბობდი,რომ
გინდოდა,ეს განსაკუთრებულად მომხდარიყო. ჰოდა,ზაკი შესანიშნავი კანდიდატურაა! და თანაც,შენ აცხადებ რომ ის მოგწონს და შენი შეყვარებულიცაა.-გამომიწვია.
ქლოი საკმაოდ კარგად მიცნობს,მან იცის,რომ როგორც ადრე ვუთხარი,მხოლოდ იმას ვაკოცებ ვინც მიყვარს,და ეს ადამიანი ზაკი ნამდვილად არ არის.
მე ის მძულს,მეზიზღება,მაგრამ თუ ეს ერთადერთი გზაა იმისა,რომ ყველა დავარწმუნო ჩემს 'სიმართლეში',მაშინ მსხვერპლის გაღება ღირს.
ზაკს შევხედე და თვალები დავხუჭე,შევეცადე წარმომედგინა,რომ მე და ნათანი ვაპირებდით კოცნას,მაგრამ რაღაც ხმამა მაიძულა თვალები უმალ გამეხილა.
მხოლოდ ის დავინახე,როგორ ეგდო ზაკი იატაკზე,ხოლო ნათანი განრისხებული გამომეტყველებით ყურებდა მას.
ანდერსონი უმალ ფეხზე წამოდგა,მზად იყო,რომ ნეიტისათვის საპასუხო დარტყმა მიეყენიბა,მაგრამ,საბედნიეროდ,ქლოი გზაზე გადაეღობა.
-შეწყვიტეთ! თუ ჩხუბი გინდათ,ეს პრობმელა სხვაგან მოაგვარეთ,და არა ჩევნს წინაშე!-მოითხოვა ამ უკანასკნელმა და ორივე დაწყნარდა.
ჰო,მათ დაუჯერეს ქლოის რადგან ორივეს უყვარს ის. ზაკს მივუახლოვდი და სახეზე შევეხე,იმ ადგილას,სადაც ნათანმა დაარტყა.
რათქმაუნდა,ესეც იმიტომ,რომ ჩემი თამაში სინამდვილეს უფრო მეტად დამსგავსებოდა,ანერვიულებული გოგონა ეხმარება თავის შეყვარებულს.
ამავე დროს თავი ცოტა არ იყოს დამნაშავედ ვიგრძენი,რადგან ის ამ მდგომარეობაში სწორედ ჩემს გამო მოხვდა.
ზაკმა ჩემი ხელები მოცილა,თითქოს 'მოფერება' და ზრუნვა არ უნდოდა,შემდეგ ნატანს შეხედა და დაემუქრა.
-ამისთვის გადაიხდი! ჯერ არ დაგვიმთავრებია!-განაცხადა მან,სემდეგ ხელი ჩამჭიდა და განზე გამიყვანა.
-სად მიდიხართ!-დაიყვირა ჩვენს ზურგს უკან ჩამოტოვებულმა ნათანმა.
ანდერსონი გაჩერდა,ნეიტს გახედა,დამცინავად გაუღიმა და უპასუხა,რომ მისი საქმე არ იყო.
-სად მივდივართ?-ახლა ჩემი შეკითხვების ჯერი დადგა.
-საავადმყოფოში.-მიპასუხა უცებვე.
-ექმითან? რატომ?-ჩავეკითხე.
-როგორც ჩემი შეყვარებული,ვალდებულ იხარ იქ წამოხვიდე,სადაც მე მინდა. თანაც,ყინული ჩემს
 სახეზე თავისით არ დაიდება,ხომ ასეა?-მაცნო სარკასტულად.
დავინახე,როგორ შეეცადა ნათანი ჩვენსკენ წამოსულიყო,მაგრამ ქლოიმ შეაჩერა.
ორივე გაკვირვებულები არიან და ვერც გავამტყუნებ. მომიწევს,მოგვიანებით მათთან ამაზე საუბარი.
უნდა დავარწმუნო,რომ ზაკი მართლა მომწონს,რადგან,არ არსებობს იმის შანსი,რომ მათ სიმართლეს ვეტყვი.
მე და ანდერსონი საბოლოოდ,საავადმყოფოში შევდით და როგორც იქნა,ხელი გამიშვა. ვაღიარებ,ძალიან მტკივნეულად მიჭერდა.
-ყინული მომიტანე,-მიბრძანა.
მას არ უნდა,რომ მომთხოვნი შეყვარებული ჰყავდეს,მაგრამ თვითონ რატომ მითხოვს ამდენს?
ახლა,ამ ყველაფერს ვნანობ,მაგრამ უკან დახევის გზა არ არსებობს.
მაცივრიდან ყინული გადმოვიღე და ძლიერად,მტკივნეულად დავადე სახეზე.
-აუჩ! ფრთხილად!-წამოიყვირა. 'შენთვის კარგია,ნამდვილად იმსახურებ ნათანის მუშტს,ისეთი ახვარი ხარ!'
-მაპატიე,შევეცდები ფრთხილად მოვიქცე.-ვუპასუხე და ყველანაირად შევეცადე,რომ სარკასტულად არ მეთქვა.
-ახლა ოფიციალურად ჩემი შეყვარებუი ხარ და ეს ყველამ იცის. როგორი გრძნობაა?-მკითხა ირონიული ღიმილით.
-ძალიან ბედნიერი ვარ,გმადლობ.-მოვატყუე.
 -ჩემი შეყვარებული რომ ხარ,ყველაფრის მიუხედავად,ცუდი არაა.მაგრამ უნდა დამარწმუნო,რომ ამ გადაწყვეტილებას არ ვინანებ.-შევეცადე,
რომ შეშფოთებული გამომეტყველება არ მიმეღო მის სიტყვებზე,რადაგნ 
ზაკი საშინლად ამპარტავანია,ასეთ მდგომარეობაშიც კი.
-სხვათაშორის,-დაამატა უცებ,-გმადლობ,რომ აქ გამომყევი და ჩემზე ზრუნავ. ამას ძალიან ვაფასებ.-დაასრულა ღიმილით.
არ მჯერა,ეს სიმართლეა? 
ნუთუ ზაკის ეს მხარე ნადვილად არსებობს? ვწითლდები? ოღონდ ეს არა,ჯანდაბა!
-მე შენი შეყვრებული ვარ და შესაბამისად,უნდა ვიზრუნო კიდეც.-ვუპასხე ღიმილით. რა სისულელეებს ვამბობ?!
-ეს მართალია. ვფიქრობ,ცოტა ხნით უნდა დავიძნო. შენ კი გაკვეთილზე უნდა იყო. ბევრი გამოტოვე.-თქვა თითქოს დანაღვლიანებული სახით.
-სხვათაშორის,დამელოდე და მე წაგიყვან სახლში.-დაამატა ბოლოს.
ახლა თავაზიანი ჯენტლმენიც გახდა? ასე ძლიერად დაარტყა ნათანმა?
-ოჰ,არაა საჭირო. ყოველთვის ნათანს მივყავარ. თანაც,ვიცირ ორმ სხვა საქმეებიც გაქვს,ასე რომ,მე ჩემს თავს მივხედავ.-დავარწმუნე.
ხელები ჩამჭიდა და სერიოზულად შემომხედა.
-არა!  დამელოდები და მე წაგიყვან. მე ვარ შენი შეყვარებული და არა ის ქათამი ნათანი! გამიგე?
ცოტა არ იყოს გაკვირვებული დავრჩი მისი უეცარი განცხადების გამო. 
-ჰო,მიხვდი. ახლა წავალ. ძილი ნებისა.-ვუპასუხე და აჩქარებით გამოვედი კლინიკიდან.
გული აჩქარებული მქონდა და სახეზე სირცხვილის ალმური მედებოდა,არ მინდოდა ეს შეემჩნია,ამიტომ გამოვიქეცი.
რატომ ამბობს ამას? მისნაირი ბიჭისათვის ასეთი სიტყვები ჩვეულებრივი არ არის. 
მაგრამ,ალბათ,ასეთი სიტყვები კიდევ ბევრჯერ გამაკვირვებს,რადგან,ახლა ეს ოფიციალურია.
ჩემი შეყვარებული მექალთანეა.

მოკლეედ,ბავშვებო ინავრამდე ალბათ ვეღარ დავდებ,სოფელში მიოვდივარ :დ
ძალიან დიდი მადლობა რომ შრომას მიფასებთ და აკომენტარებთ,დამიჯერეთ ადვილი არაა თარგმნა :დ
ამ თავს ვუძღვნი სოფოს♥
მიყვარხართ ♥

კატეგორია: Book | ნანახია: 1529 | დაამატა: Кате♡рина | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9

(2014-01-16 2:51 PM)
aitt madlloba ♥ ♥
davdebdges♥