მთავარი » 2014 » თებერვალი » 11 » Must Date The PLAYBOY
3:55 PM
Must Date The PLAYBOY

  Must Date The  

PLAYBOY

მე და ზაკი საკვები ხორცის მწარმოებელი ქარხნების უბანში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში 
მივედით,სადაც აქამდე არასოდეს ვყოფილვარ და ვაღიარებ,
თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს,რომ ანდერსონს მთელი ბღუჯა შეყვარებულები ჰყავდა,ნამდვილად იცის,გოგოზე შთაბეჭდილება როგორ მოახდინოს.
როცა შენობაში შევედით,მიმტანი მოგვიახლოვდა,ცარიელ მაგიდასთან მიგვაცილა და შემდეგ,როცა მოგვესალმა და მენიუც მოგვცა,რაღაც შევნიშნე.
იგი თბილად ელაპარაკება მხოლოდ ზაკს,ხითხითებს იმ შემთხვევაში,თუ შეკვეთებს ზაკი აძლევს,აგრძელებს ამ
 მანერებს და წამწამების ფაფხურით თმას ყურს უკან იწევს. 
ანდერსონი კი შეკვეთების მიცემითაა დაკავებული და მაინტერესებს,წარმოდგენა მაინც აქვს იმის,რომ ოფიციანტი ლამისაა კალთაში ჩაუხტეს,ისე ეფლირტავება?
როცა შეკვეთებს მორჩა,მიმტანმა თვალი ჩაუკრა,მე კი ერთი ავის მომასწავებლად შემომხედა და უკვე საკმარისად რომ მოგვშორდა,ხითხითი დავიწყე.
-და ამჯერად რა არის ასეთი სასაცილო?-მკითხა ზაკმა.
-არაფერი,უბრალოდ გამეცინა.-ვუპასუხე.
-რატომ? მითხარი,გთხოვ.-მიბრძანა.
-სასაცილო უბრალოდ ის აღმოვაჩნე,რომ მიმტანი 'თავს გესხმის' და შენ კი ისე იქცევი,
თითქოს ფიქრობ რომ ეს არაფერია და შენთვის მიღებულია,თვალიც კი ჩაგიკრა..ალბათ რა სასოწარკვეთილია.
ჩემს სიტყვებზე ზაკი მაგიდას მოუახლოვდა და შემომხედა: -და შენ არ ბრაზობ?
-მე? ვბრაზობ? რატომ? პირიქით,კარგი გასართობია.-ვუპასუხე და მივხვდი,რომ ახლა მისი სიცილის ჯერი იყო.
-დაუჯერებელი ხარ,ტორი. ჩემი შეყვარებულების უმრავლესობა გიჟდება ხოლმე ყოველთვის,როცა ნატალი ასე იქცევა. 
ესეიგი,მიმტანს სახელიც აქვს. სანაძლეოს დავდებ,ზაკი აქ სისტემატიურად დადის და დადიოდა ყოველთვის თავის ყოფილ შეყვარებულებთან ერთად.
რა საცოდაობაა,ნუთუ ეს ბიჭი იმდენადაა სასოწარკვეთილი,რომ ჩემს ეჭვიანობას ცდილობს,თუ  რა უნდა?
-მიზეზი არ მაქვს,რომ ისტერიკაში ჩავვარდე. თან,ოფიციანტი აშკარად თვითონ ეჭვიანობს იმაზე,ახლა ამ სკამზე რომ არ ზის.-მივუგე მშვიდად.
-რა საინტერესო ხარ,ტორი. საერთოდ,შეცდომებს არ ვუშვებ,დაროგორც ვხვდები ესეც ერთ-ერთი 
ის გადაწყვეტილებაა,რომელსაც არ ვინანებ.-თქვა ზაკმა და ჩემი მიმართულებით ჩაიცინა.
ვიგრძენი,გული როგორ ამიჩქარდა. ყოველთვის ასე რატომ მემართება,როცა ანდერსონი რაიმე წესიერს მეუბნება?!ელემენტარული,არც კი მომწონს! 
ლოყები ამიხურდა და განზე გავიხედე.
-ოუ,დარცხვენილი ხარ?-გამაჯავრა.
ყოველთვის ასეთი თავმომწონე და თავხედი როგორ უნდა იყო?!
-ა..არა,არ ვარ და რატომ უნდა ვიყო? გეხვეწები!-შევეპასუხე,თუმცა სახეში ვერ ვუყურებდი.
-ზაკ? შენ ხარ? რათქმაუნდა,შენ ხარ! ისევ ისეთი მომხიბვლელი,როგორც ყოველთვის!-ხმის გაგონებისას ზემოთ ავიხედე და 
ზაკის გევრდით მდგარი ძალზედ მიმზიდველი,ლამაზი გოგო დავინახე,რომელიც მაღალიცაა,ქერათმიანიც და სუპერმოდელის ტანიც აქვს.
მაინტერესებს,ერთ-ერთიზაკის ყოფილი ხომ არაა,და თუ არის,მაშინ ამ ბიჭმა ჭკუა სულ დაკარგა?!
ითამაშო და დაამსხვრიო ამ გოგოს გული? რაზე ფიქრობდა? ცნობისმოყვარეობა მკლავს,დაანრჩენებიც ასეთები არიან თუ არა.
-სტელა? აქ რას აკეთებ?-იკითხა ზაკმა გაკვირვებული ხმით,მე კი ჩუმად ყოფნა განვაგრძე,რომ არ შევემჩნიე,მეც რომ აქ ვიყავი.
-ლანჩი მაქვს იმ მაგიდაზე,სულ მთლად მარტო ვარ და არ გინდა,დამეწვიო? ბევრ რამეზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ.-შესთავაზა.
დიდებულია,უბრალოდ დიდებულია! მისნაირ ლამაზ გოგოს უარს ვინ ეტყვის? ჩანს,აქ ჯდომა და ჭამა მარტოს მომიწევს.
 მე არ ვიყავი ის,მიმტანს სასოწარკვეთილს რო ეძახდა?
-ვწუხვარ სტელა,მაგრამ სხვა დროს იყოს. აქ ჩემს გოგოსთან ერთად ვარ.ბარემ,გაიცანი,ჩემი შეყვარებულია,ვიქტორია ფეიჯი.-წარმადგინა ზაკმა და მცირე 
ხნით შოკირებული ვიყავი. ახლა ორივე მე მიყურებდა.
-ახალი შეყვარებული გყავს?-იკითხა გოგომ უხეშად.-გოგო აქამდე არასოდეს წარმოგიდგენია სხვისთვის,როგორც შენი შეყვარებული.-დაამატა შემდეგ.
შემომხედა დამარცენა წარბი ასწია. რა იყო ახლა ეს ყველაფერი?!
-გამარჯობა,-მივესალმე და გაუბედავად გავიღიმე. მან კი განზე გაიხედა და ისევ ზაკს მიუბრუნდა.
-დამპირდი,რომ მალე ისევ შემხვდები,კარგი? ნახვამდის.-ამ სიტყვებით მიუახლოვდა და ლოყაზე კოცნა დაუტოვა.
შემდეგ მე შემომხედა სერიოზული სახით მაგრამ მე უბრალო ღიმილით ვუპასუხე,რაზეც უკან დაიხია.
-კარგი ერთი! მაინც იღიმი? ამ ყველაფრის შემდეგ?-ზაკი ნამდვილად გაღიზიანებულია.
-რატომ უნდა ვიყო გაბრაზებული? მეგონა მუდმივად უკაყოფილო შეყვარებული არ გინდოდა.-მივუგე.
-შენს იუმორის გრძნობას რაღაც რიგზე ვერ აქვს. უკვე იმის ფიქრს ვიწყებ,რომ მთლად არ მოგწონვარ.
აი,ეს კი კარგი ნიშანი არ არის. ეტყობა ზედმეტად გადავეშვი 'წყალში' და მანაც გაანალიზა რომ ყველაფერს ვაყალბებ.
-მისმინე,ზაკ. ჩემი შენს შეყვარებულად წარსდენა,საკმარისია იმისათვის,რომ დავწყნარდე. 
ჩემთვის ეს იგივე მის სახეში გარტყმაა.შეამჩნიე,როგორ მიყურებდა,როცა თქვი რომ შენი შეყვარებული ვიყავი?-იმედი მაქვს,ამას დაჯერდება.
მცირე პაუზის შემდეგ,სახე დაურბილდა და მიპასუხა:
-მართალია,საკმარისია. შეიძლება უბრალოდ მიუჩვეველივარ ასეთი ტიპის რეაქციას.
-ხომ გითხარი,განსხვავებული ვარ მეთქი.-სახე გამიბრწყინდა,ჩავარდნასთან ახლოს ვიყავი!
ამ დროს საჭმელიც მოგვიტანეს და გამიხარდა,რადგან საშინლად მშია,და როცა მიმტანმა ჩემი თეფში გამოააშკარავა
(ანუ ის რაღაც თავსახური ახადა რა:დ),ხელში ბოსტნეულის სალათა შემრჩა! რატომ შეუკვეთა ზაკმა ჩემთვის სალათა?
-უკაცრავად,მგონი აქ რაღაც გაუგებრობაა.იმას კი არ ვამბობ,რომ სალათა არ მომწონს,დამიჯერეთ გემრიელად გამოიყურება,
მაგრამ სტეიკი მირჩევნია,ცალ მხარეს მარინერას სოუსით შეზავებული სპაგეტით.გმადლობთ.-ვთქვი თავაზიანად და თეფში ოფიციანს მივეცი,რომელმაც თავი დამიკრა და წავიდა.
-რას უკვეთავ?-მკითხა ზაკმა გაკვირვებული ტონით.
-სტეიკს და სპაგეტს..რა იყო?
-გოგო ამჯობინებს სტეიკს სალათზე? გასუქების არ გეშინია?-ცნობისმოყვარედ ჩამეკითხა.
რატომღაც,მისმა სიტყვებმა დიდი ტკივილი მომაყენა. ეს ბიჭი დაუჯერებელია!
-რა არის ცუდი იმაში,რომ გოგო სტეიკს და სპაგეტს ჭამს? მშია! უკვე ლანჩის დროც გადასცდა და არაფერი არ მიჭამია!
რატომ უნდა ვაშიმშილო ჩემი თავუი,თუ საკმარისი ფული მაქვს იმისათვის,რომ წესიერი საჭმელი ვიყიდო? 
და ცნობისთვის,მსუქანი არ ვარ და ძალიან მშვენიერი ტანი მაქვს!-ჩემი სიტყვების შემდეგ მცირე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა,შემდგე კი ზაკმა ისეთი ხმამაღალი სიცილი დაიწყო,რომ ყველა ახლომახლო მჯდომის ყურადღება მიიქცია.
-გეყოფა სიცილი,ზაკ! ყველა ჩვენ გვიყურებს!-დავიჩურჩულე,მან კი თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა და მე მომიბრუნდა.
-მართლა საინტერესო ხარ,იცი? სასაცილოც და..ნორმალურიც. 
-და ნორმალური რაღას ნიშნავს?-ვკითხე ცნობისმოყვარედ.
-ნორმალურს. სხვებივით არ ხარ,საკუთარ თავებს სიკვდილამდე რომ აშიმშილებენ,გამუდმებით მეწუწუნებოდნენ რომ მსუქნები იყვნენ.

(აჰამ :დ :ჩახველება: :დ ამდენ ხანს რომ არ დამიდია,არ ვიყავი ხასიათზე და მესიკვდილებოდა ხოდა 'ახალგაზრდა გოგონამ':დ 
YoungGal♥-მა განაგრძო თარგმნა და მომიყვანა ხასიათზე  :3 
მოკლედ,ამ აბზაცის მერე რაც წერია,სოფოს ნათარგმნია და მადლობა მოვუხადოთ ♥ <3 :3 ♥ ლავ იუ გალ :3 ♥ )

ისინი ცდილობენ,რომ ამ სილამაზეზე საუბრით ჩემზე შთაბეჭდილებები მოახდინონ,თუმცამე მძულს ასეთი გოგონები.მაგრამ შენ,შენ სხვანაირი ხარ, 

არ განაღვლებს სხვა რას ფიქრობს შენს საქციელზე. ეს ნორმალურია და მე მომწონს. მოხარული ვარ,რომ ჩვენ ეს შეხვედრა გვაქვს.


მან ეხლახანს მითხრა,რომ მოვწონვარ? განსხვავებულად,მაგრამ მაინც ახსენა სიტყვა "მოწონება".

გავუღიმე,ის ნამდვილად სახალისოა. ადამიანი,რომელთან ერთადაც ახლა ლანჩი მაქვს 

აბსოლიტურად განსხვავებულია იმ ბიჭისგან,რომელსაც ჩვეულებრივ კაფეტერიაში ვხედავ მუდმივად გოგონებით გარშემოტყმულს და ის განსხვავდება იმ

ჭორებისგან,რომლებიც მასზე დადის. იქნებ უბრალოდ თამაშობს? არ ვიცი. ეს დამაბნეველია.

-მ..მიხვდი,მე ნამდვილად ნორმალური ვარ.-ესაა სიტყვები,რომლებიც ვთქვი.

სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. ჩემმა საჭმელმა როგორც იქნა მოაღწია ჩემამდე და ჭამა დავიწყეთ. 

პარალელურად ვსაუბრობდით ჩვენი ინტერესების შესახებ. სადილს რომ მოვრჩით,მან გადაიხადა და მის მანქანაში დავბრუნდით. მან კარი

გამიღო. მე ზაკის შესახებ ბევრი რამ გავიგე ამ პაემანზე. მას შეუძლია იყოს თავმომწონე და ჯენტლმენი ერთდროულად.

ზაკს შეუძლია იყოს სრულიად განსხვავებული პიროვნება. ის საერთოდ არ არის ცუდი.

-როგორი იყო შენი დღე?-მკითხა მან,მანამ სანამ მანქანის ტარებას დაიწყებდა. 

-კმაყოფილი ვარ.მადლობა სადილისთვის.ეს ნამდვილად სახალისო იყო,მადლობა.-გავიმეორე გულწრფელად.

-მეც გავერთე.ეს მანამ უნდა ყოფილიყო,სანამ მთხოვდი რომ შენი შეყვარებული ვყოფილიყავი,არა?-გამაჯავრა.

ტუჩზე ვიკბინე. გავწითლდი. "მე -მე ვიცი. რაც მოხდა,მოხდა. ვერ დავაბრუნებთ. " ენა დამება. ეს ნამდვილად უხერხული იყო. გოგონა უტყდება ბიჭს

სიყვარულში,მანამ სანამ მას კარგად არ იცნობს? ნამდვილად სირცხვილია! როგორც იქნა მივედი სახლში. მან შემომხედა და ჩემკენ გადმოიხარა . ის 

კოცნას ელოდება? მაგრამ მე არ ვარ ამისთვის მზად!

-ჰეი ტორი,მადლობა დღევანდელისთვის. სერიოზულად,მე ნამდვილად ვისიამოვნე. ჩვენ ამას კიდევ გავიმეორებთ,კარგი?-შემომთავაზა. ის არ

აპირებს ჩემს კოცნას. მე კი გავიფიქრე რამდენიმე წამით რომ მაკოცებდა და ამან ნამდვილად გამაგიჟა.

-მე,მე ნამდვილად ვიმხიარულე ზაკ. სერიოზულად,დიდი მადლობა-მივახლოვდი და ლოყაზე ვაკოცე. რა გავაკეთე ეხლახან? მე მას ვაკოცე?!

იმისშემდეგ რაც გავაანალიზე თუ რა ვქენი,გავუღიმე და სწრაფად მოვშორდი მის მანქანას. 

ვცადე დამემშვიდებინა ყველა ნერვი ჩემს სხეულში.

რატომ უნდა განიზრახოს გოგომ რომ აკოცოს ბიჭს უნებლიედ ლოყაზე? რას იფიქრებს ზაკი ?

მე ვარ ის,ვინც გრძნობებში პირველად გამოუტყდა და რაც ყველაზე უარესია,კოცნის ინიციატივიც მე გამოვიჩინე!



ოპაა :დშემდეგ თავში ჩემი ორი უსაყავრლესი პერსონაჟი გამოჩნდება,ახლები და ჯიგრები :დ
ხოდა შევეცდებიმალე დავდო :დ 
სოფიკოს კიდევ ერთხელ ამდლობა ♥ და ბოდიშით ვინმე თუელოდებოდა ამდენხანს რომ გალოდინეთ :დ
კატეგორია: Book | ნანახია: 1224 | დაამატა: Кате♡рина | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8

(2014-02-22 8:17 PM)
* 8 PrincesS♥   [Entry]
kaiaaa :))