My Dream City - 29 სექტემბერში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 29 » My Dream City
1:08 AM
My Dream City

My Dream City

ჩემი ოცნების ქალაქი.

ახალი საკონკურსო თემა მარის კონკურსისთვის.

იმედია მოგეწონებათ.





ჩემი ოცნების ქალაქი?ლონდონი,ალბათ ყველამ იცით ამ ქალაქზე ინფორმაცია მაგრამ რადგან კონკურსი მოითხოვს მაინც გაგაცნობთ საინტერესო ფაქტებს:
ლონდონი ინგლისის და გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქია და ასევე ყველაზე დიდი მიტროპოლიტური ფართობია დიდ ბრიტანეთში. ის მდებარეობს მდინარე ტემზაზე. ლონდონის ისტორია უკავშირდება რომაელებს რომლებმაც, დააფუძნეს ის და ლონდონიუმი დაარქვეს. ლონდონი არის გლობალური წამყვანი ქალაქი ყველა დარგში ხელოვნების, კომერციის, განათლების, მოდის, ფინანსების, ჯანდაცვის, მედიის, პროფესიული მომსახურების, კვლევებისა და განვითარების, ტურიზმისა და ტრანსპორტის .. ის ასევე, ნიუ-იორკთან ერთად მსოფლიოს ფინანსური ცენტრის წამყვანი ქალაქია. ლონდონი უკვე წოდებულია როგორც, კულტურის დედაქალაქი. ლონდონი ერთ-ერთი ქალაქია მსოფლიოში რომელსაც, ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს. მასში მდებარეობს 48 უნივერსიტეტი. 2012 წელს ლონდონი გახდა პირველი ქალაქი რომელმაც უმასპინძლა საზაფხულო ოლიმპიადას სამჯერ.



ლონდონს ხალხის და კუტურის მრავალფეროვანი სპექტრი აქვს. 2011 წლის მარტის მონაცემებით, ლონდონის მოსახლეობა 8,174,100 შეადგენს რაც, მას ხდის ყველაზე დასახლებულ მუნიციპალიტეტს ევროკავშირში. ბრიტანეთის მოსახლეობის 12.5 % ლონდონში ცხოვრობს. ის შეიცავს ოთხ მსოფლიო მემკვიდრეობას. ცნობილ ღირსშესანიშნაობების სიაში შედის ბუკინგემის სასახლე, ლონდონის თვალი, წმინდა პავლეს ტაძარი . ლონდონში არის მრავალრიცხოვანი მუზეუმები, გალერეები, ბიბლიოთეკები, მათ შორის ბრიტანეთის მუზეუმი, ეროვნული გალერეა, ბრიტანული ბიბლიოთეკა, უიმბლდონის თეატრი და მრავალი სხვა. ლონდონის მეტროპოლიტენი უძველესი მიწისქვეშა სარკინიგზო ქსელია მსოფლიოში.
რატომ მიყვარს ეს ქალაქი და რატომ ვთვლი მას ოცნებად?
არ ვიცი,პირვერიგში იქიდან დავიწყებ რომ ეს ქალაქი საოცრად ლამაზია.არაჩვეულებრივია შექსპირის თეატრი,ბუკინგემის სასახლე,ტაუერის ხიდი,ლონდონის ტაუერი,მონუმენტი,ლონდონის ხიდი,გრინვიჩის უნივერსიტეტი,მილენიუმის ხიდი,პარლამენტის სახლი,ლონდონის თვალი,კორნიშონი,შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი,ჰარი პოტერის მუზეუმი და სხვა.
კიდევ ერთი მიზეზი მაქვს,ლონდონი წვიმიანი ქალაქია და ლონდონში ძალიან ხშირად წვიმს.
მე კი ბავშვობიდან ძალიან მიყვარს წვიმა.

ლონდონი!! ჩემი აზრით ეს ჩემი აუხდენელი ოცნებაა.ძალიან მიყვარს ყველაფერი ლონდონზე,იქაური წიგნები,მოდა,ლონდონში გადაღებული ფილმები და ა.შ.

ფაქტები:

 ლონდონის ყველაზე პატარა სახლი დედათა მონასტერია ჰაიდ პარკში სადაც, 20 მონაზონი ცხოვრობს,
  პარლამენტის შენობას აქვს 1,000 ოთახი, 100 კიბე, 11 შიდა ეზო, 11 ბარი და ექვსი რესტორანი .
  ლონდონის 395 ზოგად ბიბლიოთეკაში ინახება 17 მილიონი წიგნი
  ლონდონში 900-ზე მეტი წიგნის მაღაზიაა.

მსოფლიოში პირველი შუქნიშანი სწორედ ლონდონში დაიდგა 1868 წელს რომელიც, მომდევნო წელს ააფეთქეს რის შემდეგაც, დაშავდა პოლიციელი.
  ვესტმინსტერის სააბატო შეიცავს პოეტ ედმუნდ სპენსერის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ნაშრომებს
St Thomas-ის საავადმყოფოს შვიდი შენობა ჰქონდა- კვირის დღეების მიხედვით, იმისათვის რომ, ექთნებს არ დავიწყებოდათ რა დღეს იმშობიარა პაციენტმა. ახლა მხოლოდ ორი შენობაა შემორჩენილი.
  ლონდონი პირველი ქალაქი იყო რომლის მოსახლეობამაც 1 მილიონს გადააჭარბა 1881 წელს და ის ითვლებოდა ყველაზე დიდ ქალაქად მსოფლიოში სანამ 1957 წელს ტოკიომ არ ჩაანაცვლა.
ლონდონში მდებარეობს თორმეტი ხელოვნების და კულტურის უმაღლესი განათლების ინსტიტუტები.
  ახალი უემბლის სტადიონი რომელიც, ლონდონში მდებარეობს მსოფლიოსში უდიდესი საფეხბურთო სტადიონია.
  გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი არქივი ლონდონში მდებარეობს. ამ არქივებში ინახება ჩანაწერი რომელზეც მუშაობას, გაუწყვეტლივ აგრძელებს მთავრობა მეთერთმეტე საუკუნიდან დღემდე.
The Tate Modern არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თანამედროვე ხელოვნების გალერეა.
ლონდონი არის ტურიზმის ცენტრი, იქ მყოფი ტურისტების წლიური დანახარჯი ჩვიდმეტ ბილიონ დოლარს შეადგენს
2001 წლის მონაცემებით, ლონდონში მცხოვრები ხალხის 58.2 პროცენტი ქრისტიანი იყო, 15.8 პროცენტი ათეისტი, 8.5 პროცენტი მუსლიმი ხოლო დანარჩენი კი სხვა რელიგიის ხალხი.
ლონდონი 1831 დან 1925- წლამდე უდიდეს ქალაქად ითვლებოდა.
1848,6000,1866 წელს მისი მაცხოვრებლების რიცხვი 14,000 შეადგენდა

ლონდონში მდებარეობს მადამ ტუსოს მუზეუმი რომელშიც, თანამედროვე და ძველი ვარსკვლავების ცვილის ფიგურების ნახვაა შესაძლებელი. ეს მუზეუმი 2009 წელს ლონდონში მეათე ყველაზე ნახვადი ადგილი იყო.
ლონდონის ავტობუსების ქსელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელია. ავტობუსები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ქსელში სულ არის 8,000 ავტობუსი.
ავტობუსების ქსელის მოგება წლიურად დაახლოებით 850 მილიონი ევროა
ლონდონს აქვს ტრამვაის ქსელი რომელიც, ცნობილია როგორც Tramlink 39 გაჩერებით , სამი მარშუტით და 2008 წლის მონაცემებით 26.5 მილიონი მგზავრით. 













- Hope You Like It
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 404 | დაამატა: Королева♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

(2013-09-29 6:56 PM)
* 4 salo   [Entry]
kargi temaaa.
warmatebebiii.londoni mec miyvars



(2013-09-29 12:44 PM)
* 3 YoungGal❤   [Entry]
mommeewonaaa<3
tansimgeracc^^
warmatebeb<3



(2013-09-29 10:17 AM)
dzaan sayvareli lamazi da sadsa tema momewona ♥♥ rcheuli xar jer-jerobit ♥♥



(2013-09-29 9:38 AM)
momewona ♥ ♥ dzalian lamazi tema gqonda ai lamazi imedia gamige biggrin


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]