მთავარი » 2014 » იანვარი » 25 » ”ნახევარი წუთი”
3:38 PM
”ნახევარი წუთი”

-გახსოვს რამე?
-ისე რა..

-ტკივილი გახსოვს?
-ტკივილი მახსოვს.. კიდევ დარტყმა მახსოვს.. ძლიერი და მეტი აღარაფერი..
-საავადმყოფო?
-საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს.. უკვე აღარ ვსუნთქავდი..
-სახელი?
-ნია,
-გვარი?
-იამანიძე
-ასაკი?
-22 წლის
-სულ პატარა – დანანებით გადაავლო ჩემს დოსიეს თვალი საბა პირველმა.
გამეღიმა
-მიზეზი?
-ავარია
-როდის?
-ალბათ, ასე, 15 – 20 წუთის წინ – საათის გატეხილ მინას დავხედე მე
-მრგვალ ბაღთან?
-დიახ..
-მძღოლი?
-არ ვიცი .. არ მახსოვს..
-მე ვიცი – გაიღიმა საბამ – დემეტრე ცეცხლაძე – მერამდენედ უნდა შევაშინოთ
ეს ბიჭი, ნელა რომ იაროს?!
სახელისა და გვარის გაგონებაზე ფერი შემეცვალა,
მაგრამ არ შევიმჩნიე.
- რა გიყო ახლა? – სიბრალულით შემომხედა მან
უცბად კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა
-დიახ! – მშვიდად თქვა საბა პირველმა
კარი გაიღო და ოთახში ულამაზესი, ესე, 20 წლამდე გოგონა შემოსრიალდა როლიკებით, თეთრი მოკლე ფრიალა კაბითა და ვერცხლისფერი მძივით
-პრივეტ საბ, ახალი გვყვავს ვინმე? – იკითხა გოგონამ და თავიდან-ფეხებამდე
შემათვალიერა.
-ანკა, არ მცალია, ცოტახნით მაცადე! – მშვიდად განაგრძო საბა პირველმა
-ოო, სულ ასე მაგდებ ოთახიდან, რა! – ფრთები გაისწორა გაბუტულმა გოგონამ
-მალე მოვრჩები და მერე დაგელაპარაკები – გაეცინა საბას
-204-ე ავარიის მსხვერპლი, ესაა? – ამრეზით შემომხედა ანკამ
-გახლავთ.
-დიდი არაფერი გოგოა! – თავი დაიმშვიდა მან – რამ გადარია შემოსასვლელში
ბიჭები ვერ ვხვდები! – ანკამ გაოცებით დაიფერთხა თეთრი კაბა და საბას გაუღიმა.
მე დაბნეულად შევხედე.
-რა იყო, არ მოგწონს? – გაეცინა საბას
-არა! – მშვიდად განაგრძო ანკამ
-მე მომწონს – დაუფიქრებლად აღიარა ბიჭმა
თავიდან ფეხებამდე გავწითლდი..
-არ მინდა გაგანაწყენო, მაგრამ არ რჩება – მხიარულად თქვა ანკამ
საბას სახე მოეღრუბლა
-ვინ თქვა?
-დავითმა!
საბამ ჩაახველა,
-ბატონი არასდროს არ ცვლის თავის გადაწყვეტილებას – თქვა მან დანანებით
-დიახ, ასეა, – ატლიკინდა ანკა – მეც იმიტომ გამომგზავნეს, რომ უნდა
დავაბრუნო.
მე გაოგნებული ვარ,
რეალური და არარეალური ერთმანეთში მერევა.
უცბად ანკამ თეთრი მონიტორი ჩართო.
ეკრანზე არსებულმა სურათმა, საერთოდ დამაბნია:
საკუთარ თავს ვხედავ საოპერაციოში, მაგიდაზე..
მარცხენა საფეთქლიდან მშვიდად იღვრება მეწამური სითხე,
ერთ-ერთი ექიმი ელექტროშოკს მიკეთებს.
მე კი აქ ვარ და ამ მატრაკვეცა ფრთიან არსებას ვაკვირდები.
საბამ ამოიხვნეშა და ვერცხლისფერი ფურცელი გამომიწოდა.
-მოაწერე ხელი!
-რას? – გავიკვირვე მე
-მოაწერე, მოაწერე, ადრეა შენი აქ დატოვება – მითხრა მოწყენით მან და
ალუჩისფერი თვალები აემღვრა..
უსიტყვოდ ვემორჩილები მას და ფურცელს ვართმევ.
ფურცელი ლამაზია…
ბრჭყვიალა,
გაუგებარი ლათინური ასოებით, რაღაც უცნაური ტექსტი წერია ..
ბოლოში კი – ჩემი ინიციალებია..
საბამ გამჭვირვალე კალმისტარი მომაწოდა..
ასეთი კალმისტარი ცხოვრებაში არ მინახავს..
სულ გამჭვირვალე და ისიც ბრჭყვიალა..
ვიღებ და ხელს ვაწერ..
მერე..
ფურცელს ვაბრუნებ და ვიღიმი..
ანკაც მიღიმის – ჩემი თავიდან მოშორება ძალიან უხარია,
ერთადერთი – საბაა მოწყენილი..
-კარგად! – ვუთხარი საბას და ხელი გავუწოდე
-დროებით! – შემისწორა მან და ხელზე მაკოცა
ანკას სახეზე უკმაყოფილება დაეტყო და აჩქარდა:
-ნია, წავედით, ამდენი დრო არ მაქვს, შენს გარდა იმდენი ადამიანი მყავს
დასაბინავებელი? მალე ფრთები და როლიკებიც აღარ მიშველის..
-ჩემი სახელიც იცი? – გამიკვირდა მე..
-შენ მე ვინ გგონივარ? – აღშფოთდა ანკა – ამას ვერ ხედავ? – ფრთები თავზე
შემოიხვია მან
-ბოდიში! – დავიბენი მე
-ამ ერთხელ, გაპატიებ – წარბი ამიწია ანკამ და ოთახში ორჯერ დაბზრიალდა,
მერე კარი გააღო, საბას მონუსხული მზერა ესროლა და სირინოზის ხმით დაემშვდობა – პაკა, საბ!

მერე მახსოვს გრძელი და იასამნისფერი კორიდორი,
ისიც გამჭვირვალე..
ყველაფერი ჰაეროვანი და უწონო…
არამატერიალური და უცნაური…
"ალბათ ჭკუიდან შევიშლები მალე..
ეს უკვე მეტისმეტია.." – ვფიქრობ ჩემთვის.
ანკა ჩემს გვერდით, უკმაყოფილოდ მოკატაობს თეთრი კაბისა და თმების ფრიალით..
აშკარად რაღაცის თქმა უნდა და თავს იკავებს..
ბოლოს ვეღარ მოითმინა:
-ეს კაბა გადამრევს, სულ უნდა ისწორო, რაა! – თქვა მან ამაყად..
-ვინ გაჩუქა? – გამეცინა მე..
-ერთი ბიჭია, გიჟდება ჩემზე! – გაიპრანჭა ის
-ძალიან ლამაზია.. – ისევ გამეცინა მე – სად მივდივართ?
-გაბრუნებთ..
-სად?
-საიდანაც მოხვედი! – აღშფოთდა ანკა..
მე ისევ ყველაფერი ერთმანეთში მერევა ..
-ახლა სად ვართ?
-უიმე.. რა ცნობისმოყვარენი ხართ ეს ახლები! – ტუჩი აიბზუა მან..
მე ისევ გავჩუმდი და გამეცინა
-ის ხდება, რაც მე მგონია? – ვკითხე ფრთხილად
-წარმოდგენა არ მაქვს, შენ რა გგონია, მაგრამ გეტყვი, რომ ჩემდა
სასიხარულოდ, არ გტოვებენ..
-რა დაგიშავე, კი მარა? – ვიკითხე საცოდავად
-ბიჭი არ დამიტოვე გენაცვალე და.. თან კონკურენტებს ვერ ვიტან.. – მითხრა
გულღიად მან.. მერე კიდევ კარგად შემათვალიერა და კითხვის ნიშნით აღსასვე მზერა მესროლა – რამდენი წლის ხარ?
-22-ის
-(ანკამ წაუსტვინა) ჩემზე დიდი ხარ 6 წლით, ძალიან სასიამოვნო… შენ მალე
დაბერდები, მე კი სულ 16 წლის ვიქნები – გაუხარდა მას – თან საბას მხოლოდ ახალგაზრდა გოგოები მოსწონს..
ვერ მივხვდი, რას მეტლიკინება ეს ანგელოზი და ისევ მეცინება..
ანკა გაჩერდა და რაღაცას დაუწყო ძებნა..
გავჩერდი მეც..
-რას ეძებ? – ვკითხე მას
-ოო, ცოტახანი გაჩუმდი რა, ტვინი ამირიე ამდენი ლაპარაკით.. ლიფტს ვეღარ
ვპოულობ! – ბუზღუნებს ანკა და კაბას ნერვიულად იფერთხავს..
საცოდავად დავდექი დერეფნის კუთხეში და გავჩუმდი ..
უცებ ანკას სახე გაებადრა და მოკვდა სიცილით:
-სულ დამავიწყდა.. მე თვითონ დავუმალე ლიფტი საბას.. კიბეზე ბევრი რომ
იაროს და ბევრჯერ რომ შემხვდეს..
დავითი მიკრძალავს ლიფტით სიარულს.. – თქვა საცოდავად მან და ფეხები დააბაკუნა – არადა, იცი, როგორ მიყვარს კატაობა?
მე ისევ გამეცინა, სახეზე ხელები ავიფარე და თვალები მოვიფშვნიტე..
"ღმერთო, ეს რა ხდება ჩემს თავს!” – გავიფიქრე ჩემთვის..
-არაფერიც არ ხდება, ახლა უკან წახვალ და არაფერი აღარ გემახსოვრება –
მიპასუხა ანკამ და როლიკების გახსნილი თასმა შეიკრა..
მე კიდევ უფრო დავიბენი ..
-კი მაგრამ… საიდან.. გაიგე? – ვთქვი ენის ბორძიკით – მე სიტყვაც კი არ
მითქვამს..
-მე ყველაფერი მესმის – მითხრა ამაყად – აბსოლუტურად ყველაფერი.. რით ვერ
მიხვდი? უიმეეე! …
მერე წამოდგა, რაღაც ლათინურად წარმოთქვა და დავინახე, ჩემს წინ როგორ გაიხსნა ფერადი და გამჭვირვალე ლიფტი
-ხედავ, რა მაგარი ვარ? – თვალი ჩამიკრა მან – ახლა შედი და წითელ ღილაკს
დააჭირე თითი, მე ვეღარ შემოგყვები, ფრთები არ შემომეტევა..
-კარგი, მადლობა, იმედია, ეს ყველაფერი მესიზმრება, თორემ შეიძლება ჭკუიდან
გადავიდე და გული გამისკდეს – ვთქვი შეწუხებულმა..
-ნუ გეშინია, გული არ გაგისკდება და ჯერ არ მოკვდები – დამამშვიდა ანკამ
და ხელი დამიქნია – მომიკითხე "ცეცე”!

კარი დაიკეტა,
და ზუსტად ისე დაბნელდა,
როგორც 30 წუთის წინ,
მრგვალ ბაღთან..
მას მერე, რაც ასფალტისა და
სველი ბეტონის სურნელი ვიგრძენი.

………

-გონზე მოვიდა!
-პულსი ნორმალურია!
-სუნთქვაც..
-ერთხელ კიდევ..
-საკმარისია..
-გადარჩა..
-სასწაულია.. რამდენი ხანი იყო? .. 30 წუთი – ნამეტანია..
-ამდენი სისხლი დაკარგა და.. მაინც, ყოჩაღ..
-იღბალია, ნამდვილად..

"ლეილა დეიდა – მეზობელი”:

- ნია?
კი, როგორ არ ვიცი, ჩემს ხელშია გაზრდილი. დედამისი – ლიზა ბაქრაძე მეორედ რომ გათხოვდა და ალექს სერგიენკოს რომ გაჰყვა ცოლად, ნია 11 წლის იყო. ალექსი, ქალაქის მთავარი საავადმყოფოს ყბა-სახის პლასტიკური ქირურგი, მაშინ 36 წლის, დახვეწილი მანერებითა და სასიამოვნო საუბრით გამოირჩეოდა.. ნიას ბებია, ნახევრად პოლონელი ელენა ბაქრაძე, ყოველთვის მომხრე იყო იმისა, რომ ლიზა გათხოვილიყო აუცილებლად ექიმზე და აუცილებლად სლავური წარმომავლობისაზე..
ასეც მოხდა, ლიზა გაცნობიდან ნახევარ წელიწადში ალექსს ცოლად გაჰყვა. ბავშვს არანაირი პროტესტი არ გამოუხატავს, პირიქით, ალექსისგან უფრო მეტ სითბოსა და ალერსს გრძნობდა, ვიდრე ლიზასგან..
ლიზამ ნია რომ გაააჩინა, 18 წლის იყო.. ბავშვი ელენას გაზრდილია. ლიზასთვის "დედა”- ცხოვრებაში არც დაუძახია…
კარგი მეგობრები უფრო არიან, ვიდრე დედა-შვილი..

- ხასიათი?
არაჩვეულებრივი ხასიათის ბავშვი იყო, უნიჭიერესი.. სულ მეცადინეობდა, მსგავსი გოგო ჩვენს უბანში არ იყო .. ელენა მკაცრად ზრდიდა.. დისციპლინა შეაყვარა ბავშვობიდან.
მერე, ხომ იცით, ლამაზი გოგოს ამბავი..
ათასი შემწუხებელი გამოუჩნდა..
მე თუ მკითხავ, ძალიან ჭკვიანური ქნა ალექსმა, ნიაც თან რომ წაიყვანა საფრანგეთში.. იქ საუკეთესო განათლება მისცეს ბავშვს. დასავლურმა გარემომ, ფრანგული ჩაცმის სტილმა და საერთოდ იქაურმა აურამ საბოლოოდ დახვეწა და ნამდვილ ევროპელად ჩამოაყალიბა გოგონა, თქვენ ნანახი გყავთ ნია? – გაიღიმა ქალმა – დამიჯერეთ, ნამდვილად ღირს..

- შეყვარებული? ნიას?
არ ვიცი, ხომ გეუბნებით, ბევრს, თითქმის მთელ უბანს ეგ გოგო უყვარდა, მაგრამ, თავად მას არასდროს არავისთან არ უვლია..
არავინ არ მოსწონდა..
ყოველშემთხვევაში, მე არავინ ვიცი ვინმე რომ ჰყვარებოდა…
ანდა, ასე რომც ყოფილიყო, მე ხომ არ მეტყოდა? ..

მანანა ლიპარტელიანი (დამრიგებელი):

- ნია იამანიძე?
მე მსგავსი ნიჭიერი მოსწავლე, არ მყოლია..
სხვანაირი ბავშვი იყო..
ძალიან გაწონასწორებული, თავდაჯერებული..
ცხოვრებაში შენიშვნა არ მიმიცია..
ნია მთელ სკოლას უყვარდა. ძირითადად უფროსკლასელებს.
შეყვარებული კი, მგონი ჰყავდა, ცეცხლაძე დემეტრე, "დუდას” ეძახდნენ.
ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო. რამდენჯერმე, მახსოვს, მან გაკვეთილიც კი ჩამიშალა.
მოდიოდა ჯდებოდა საკლასო ოთახში და არ მიდიოდა.
ვეჩხუბებოდი, მაგრამ მას არავის სიტყვა არ ესმოდა …
"ნია, ნია" – გაეცინა მანანას – ისე, ეგეთი ფიზიკური მონაცემების ბავშვი იშვიათობაა, მართლაც..
ისეთი ლამაზი იყო, სულ მისი ყურება გინდოდა..

ზუზუ (ცეცხლაძის მეგობარი)

- იამანიძე, ტო? ნიაკო?
უბნის ყველაზე ლამაზი გოგო იყო.. ბავშვობის მეგობარია ჩემი.
ნია ყველას,
აი, "ვააფშე” ყველას უყვარდა..
ჩემი ძმაკაცი იყო მაგის "ამბავში..”
დუდუ ცეცხლაძეს – "ცეცე” მე შევარქვი ბავშვობაში და მერე შერჩა ეგ სახელი,..
ნიაც ისეთ პონტში იყო, რა..
გოგოების ამბები ხომ იცით,
როცა არც "ხო”-ს ამბობენ და არც "არა”-ს, "ზნაჩიტ, დაბროზე” არიან …
ნუ კაროჩე, რა..
"დადიოდნენ – სპონტში”..
დუდუ მაგარი ისეთი როჟა იყო, რაღაცნაირი, რაც არ უნდოდა, ვერ გააკეთებინებდი, შანსი არ იყო..
ერთადერთი, ნიასთან ცეცე "ვაფშე” სხვანაირი ხდებოდა..
ნიას რომ ეთქვა, გადახტიო, გადახტებოდა..
არა, ისე, მარტო ნიას ნათქვამზე კი არა, ბევრის ნათქვამზე ხტებოდა, (გაიცინა ზუზუმ)
ეგეთი გულიანი ბიჭი, სხვა, მე არ მინახავს..
ნია შეჭმული ჰყავდა..
იცით, როგორ აგიჟებდა?!
რაღაც "სტრანნი” ურთიერთობა ჰქონდათ..
მაგარი წყვილი იყო…
რა ვიცი, სხვა რა გითხრათ, ჩემს ძმაკაცზე მე ხომ არ ვილაპარაკებ, რა მაგარი ტიპია, ტრაბახი გამომივა,
გაიკითხეთ და გეტყვიან, ვინაა ვერელი დუდუ ცეცხლაძე..
მთელმა თბილისმა იცის..

ნატა ამირეჯიბი (ნიას ბავშვობის მეგობარი)

- მართალია, რომ ყველაზე ახლოს იცნობთ მას?
- (იღიმის) ნიას 6 წლიდან ვიცნობ..
გამორჩეული იყო ყველგან, ყოველთვის..
ძალიან თავისუფალი და თამამი,
მე ვიტყოდი, ზედმეტად თამამია ურთიერთობაში…
ყოველთვის იმას აკეთებს, რაც უნდა..
არავის არ აწუხებს თავისი პირადი პრობლემებით..
გვიან ვიგებ მილიონობით ამბავს, რომელიც უკვე უპრობლემოდ აქვს გადაწყვეტილი..
არასდროს არ ეშინია..
ვერ იტანს ტყუილს და
უსამართლობას.. – შეურაცხადი ხდება მაგ დროს..
და მიუხედავად მისი გარეგნულობისა
ძალიან ჩვეულებრივი, ადამიანური და ქალურია..
ყველას ძალიან უკარება ჰგონია, მაგრამ.. ეგრე არ არის,
მართლა არ არის

- ოჯახთან?
გიჯდება ელენაზე..
ძალიან დამოუკიდებლად გაზარდეს და იგრძნობა,
რომ დაელაპარაკები მიხვდები,
სხვა გაქანებისაა..
სულ საზღვარგარეთ ცხოვრობდა.. და
სხვანაირად დაიხვეწა, ხომ ხვდებით..

-როგორია დედასთან?
კარგი მეგობრები არიან.

- ხასიათი?
ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა აქვს..
კარგად ხუმრობს,
საშინელი ენის პატრონია: )
მაგრამ..
ძალიან გულის სიღრმეში,
არაა გახსნილი..
მიუხედავად იმისა, რომ უახლოესი ვარ, ისე ვერ იტანს წუწუნს, რომ
ჩემთანაც კი ძალიან იშვიათად ამბობს რამეს…
ძირითადად, სულ კარგ ხასიათზეა..
სულ იცინის..

-თაყვანისმცემლები?
მაგდენი თაყვანისმცემელი ალბათ, არავის არასდროს არ ჰყოლია..
მთელი მთაწმინდა გიჟდებოდა ნიაზე..
- ნიას? – არავინ არ მოსწონდა…..
ძალიან ამაყია..
იმდენად რომ შეიძლება გადაირიო..

-სიყვარულით?
ნიას არ უყვარს ამ თემაზე ლაპარაკი..
იმიტომ, რომ თვლის, რომ ძალიან, ძალიან პირადულია..
მეც თავს შევიკავებ..

-ცეცე?
‘დუდუსთან არაფერი ისეთი არ ჰქონია,
ალბათ, უბრალოდ მოსწონდა ..
მერე რაღაც აირია .. და.. ვერ გავარკვიე ..
სიმართლე გითხრათ, არც მე ვიცი, რა მოხდა..
მაგრამ ფაქტია, დაშორდნენ..

ნინა ნიჟარაძე (კლასელი)

- ნია იამანიძის გამო კინაღამ მთელმა თბილისმა ერთმანეთი დახოცა..
სკოლაშიც ყველაზე პოპულარული გოგო იყო..
ყველაზე კარგად ჩაცმული,
ყველაზე წარჩინებული და ყველაზე ლამაზი ..
..
- ხო, დუდასთან დადიოდა, მაგრამ მგონი არ უყვარდა…
ნიას, საერთოდ ვერ გაუგებდი…
არაფერს არ იმჩნევდა, არასდროს…
- თვითონ იმ ბიჭს?
ცეცე ვიცი, რომ გიჟდებოდა ნიაზე.. ..
- რატომ აირია?
არ ვიცი ..
ამბობენ, ნიამ რაღაც მოატყუა და მან არ აპატიაო…
რა ვიცი…
ბიჭები თვლიდნენ, ყველაფერი გამრეკელის გამო მოხდაო და..
რას გაიგებ..
ყველა თავისას ლაპარაკობს…
- გამრეკელი?
გიო გამრეკელი, არ გაგიგიათ? კი, როგორ არა.. კარგად ვიცნობ, აქვე ცხოვრობდა აღმართის დასაწყისში..
წასული იყო ოჯახთან ერთად ამერიკაში საცხოვრებლად, აქ იშვიათად ჩამოდიოდა.. ამბობენ, სწორედ მან დააყენა ყველაფერი თავდაყირაო..
-უფრო ზუსტად?
არ ვიცი ნამდვილად, თორემ გეტყოდით.. და.. თუ რამე გაიგეთ,
მეც მითხარით რა, თუ შეიძლება, კარგით? – ძალიან მაინტერესებს:).

ელენე (ლენკა) უზნაძე (მეგობარი)

-ნიაზე? რა მოგიყვეთ ნიაზე?
კინაღამ გავგიჟდი ამ ავარიის ამბები რომ გავიგე,
მადლობა ღმერთს, გადარჩა,
დილით ველაპარაკე, ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, იმ დღეს მიფრინავდა და ძალიან გაბრაზდა ფრენა რომ გადაიდო.
მთხოვა გნახავო,
დროზე შევთანხმდით, ცოტახანში დამირეკა: საცობში ვარ და 1 საათში შემხვდიო – მითხრა..
მეორედ უკვე პატრულმა დამირეკა..
რადგან ნია ბოლოს მე მელაპარაკა..
იმათმაც, ინსტიქტურად, ბოლო ნომერზე დარეკეს..

კინაღამ მოვკვდი, ისე შემეშინდა..
ნიაზე ახლობელი არც მყავს არავინ..
ეგრევე ნატას დავურეკე და საავადმყოფოში მივქანდით..
ნახევარი საათი იყო ოფიციალურად მკვდარი..
არ ვიცი..
მახსოვს,
ისტერიულად ვკიოდი..
მერე..
ვტიროდი..
მეგონა, რომ.. მორჩა..
… მიჭირს ლაპარაკი..
….
რამე რომ მოსვლოდა.. მე.. არ ვიცი.. ალბათ.. თავს მოვიკლავდი..
-რა მოხდა?
ვერ გავარკვიე.. ვერ ვხვდები მრგვალ ბაღთან ის როგორ გაჩნდა? და რაღა ნიას დაარტყა..
დარწმუნებული ვარ, უბედური შემთხვევაა..
-ვინ?
დუდუ ცეცხლაძე – "ცეცეს” ეძახიან..
მისი მანქანა იყოო – რა ვიცი.. ასე თქვეს..
ნია რომ უკეთ იქნება.. მერე იტყვის ყველაფერს, ალბათ..
ახლა ძალიან დაბნეული ვარ და ვერაფერ კონკრეტულს ვერ ვიხსენებ, უკაცრავად..

დათუნა ეგაძე (მეგობარი)
-აუ, თუ ჩემი ძმა ხარ, რა.. რა დროს დაკითხვაა..

სანდრო ბაღათურია (მეგობარი)
- შენ, ძმაო, მოცლილი ხარ? გაიარე, რა..


P.S..გავაგრძელო?? 10 კომენატრი თუ არ ექნება არ გავაგრძელებ.. ♥
კატეგორია: Book | ნანახია: 1474 | დაამატა: ekoo♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5

(2014-01-26 3:52 PM)
* 5 salo   [Entry]
ai yvelaze magari motxrobaa. me jvriswera sevastopolzes vdeb. ♥♥♥ umagresia ganagrdzee ♥