მთავარი » 2013 » აპრილი » 27 » New Story.. )))))
9:59 AM
New Story.. )))))
NEW STORY
ახალი მოთხრობა არ გეგონოთ უბრალოდ ჩანახატია ;დ
ჩემს სიახლეებს რომ გადავხედე დიდი ხანია ჩანახატი არ დამიდია.))
სრულად ნახვაში თქვენ იხილავთ ჩემს ახალ ჩანახატს " ვჩერდები ".
უბრალოდ იმედებს ვიტოვებ რომ მოგეწონებათ.!
 



  
ბატონო ჩემო, თხოვნა მაქვს უმნიშვნელო.  მოდი დაფიქრდი ჩვენზე და მელაპარაკე. ჩვენ დღეს,ხომ უცხოპლანეტელებივით გამოვიყურებით ინდოელების შექმნილ სარკეში. მე და შენ ჰაერით ვსუნთქავთ და მხოლლოდ ამით ვგავართ ერთმანეთს. გასაგები და მისაღებია,რომ შენ უნდა წერო,  აი მე უნდა გავჩერდე.

  იცი მინდა,რომ გადავაბიჯოთ სანაპიროებს, გადავცუროთ მზე და შევესიოთ ორნი ღრუბელს. მერე ვიწვიმოთ და მივეთხიპნოთ ჭუჭყიან დაზოლილ ფანჯრის მინებს. გრძნობებს არ ვინდობ შენდამი მე + გამსგავსებ ცას. ულევო,უშინაარსო, რეალისტო. მოდი ვაღიაროთ,რომ მაინც ჩავიძირებით ორივე უსულო საგნებში.ხომ ვიცი შენი ამბავი. საბოლოოდ გეტყვი,რომ მინდა სისხლი გადინო ჩემი უაზრო სიყვარულის მოსმენით.მინდა იტირო არაცრემლებით ( ამას სხვა ეფექტი აქვს. ) მაგრამ ვიცი,რომ ისევ ჩემი ნოველები გადაგარჩენენ ამ ამაზრზენობებიდან.
ვაცნობიერებ,რომ დღეს ჩემსგან ყველაზე შორს ბინადრობ. შენს სახლამდე 1739998 ნაბიჯია. ხვალ 73 გრადუსით იწვიმებსო ამბობენ.ხოდა ხვალ თავი მოვიკლათ.             დღეს ისევ გაგაღვიძე დილით და ისევ ჩაგჩურჩულე – მიყვარხარ. სიკვდილის ბრალია სიცოცხლეს გეფიცები. შენ გადმომხედავ დახუჭულ თვალებზე, კუბოში ჩაწოლილს.ისტერიკულად დაიწყებ სიცილს. დაჯდები ჩემს კუბოს გვერდით, გაიხსენებ ჩვენს მიტოვებულ დღეებს და ჩემი ყვავილების ეკლებით ამოივსობ შენს წვრილ თითებს. დანას ყელში ამოიყრი და უბრალოდ დაისერ. ამით გამოხატავ ჩემდამი მგლოვიარობას. მძიმე საყურებელი ვიქნები, ვიცი. ჩემს გაყვითლებულ მკერდზე მომეფერები. შენს თბილ თითებს შემახებ გაშავყავისფრებულ მუცელზე. მერე თითები გაგიცივდება. ხელში ამიყვან ამ უსულო საგანს და ჩამეხუტები. ღმერთს შესთხოვ ჩემი სხეულის  გაცოცხლებას. სთხოვ,რომ დავბრუნდე ისევ ის რაც ვიყავი. ხალხი არ იქნება,ან ვერ შეამჩნევ. შენივე ნებით ჩამაწვენ ყველასგან შორს. ხელებს ტანზე შემოისმევ და გაჩუმდები.

   ჰაერზე გახვალ,იკანკალებ. მიხვდები,რომ შენში ისევ მე ვარსებობ და ღიმილით მოხვალ კუბოსთან იმ სტიმულით,რომ ცოცხალი ავდგები და გეტყვი თუ როგორ მომენატრე ჩემს არყოფნაში. მაგრამ შემომხედავ და დაინახავ ჩემს დაბრეცილ ყბებს, დახუჩულ თვალის ქუთუთოებს, მოჭრილ წამწამებს, მოჭმულ ტუჩებს და ჩამოპხრეწილ გალურჯებულ ყელს. ბრბო უფრო მომრავლდება. გარეთ ქუხილის ხმით მოგევლინები.სეტყვა აშუშხუნდება ჩემს დამწვარ სხეულზე.

 ისევ გაიღიმებ. გაიფიქრებ,რომ არასდროს დაგავიწყდება ჩემი აცრემლიანებული თვალები,ჩახუტებული სხეული, ჩვეული მზერა, მოშავო ფერის თვალები,გრძნობები. იმავე დღეს მოვკვდები როცა დავიბადე და გავა 46 დღე. ამასობაში სამუდამოდ დაგავიწყდები.

და გე ლო დე ბი.




ნამდვილად არ ვიცი რა ვიბოდიალე
 მაგრამ ვამჩნევ რომ ჩანახატების
 წერის ნიჭი ცოტა დავკარგე.. 
იმედი მაქვს მოგეწონათ.. ))
კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 898 | დაამატა: NinnieIsOnly | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

(2013-04-27 2:38 PM)
ძან მაგარია :*