მთავარი » 2012 » დეკემბერი » 31 » News
11:20 PM
News
ჟურნალმა Forbes-მა კინოკომპანიებისთვის ყველაზე მომგებიანი და ამავე დროს ყველაზე ძვირადღირებული მსახიობების რეიტინგი გამოაქვეყნა.

მსახიობთა შემოსავლიანობა ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოსული ყველაზე დიდი პროექტებითა და არტისტებისთვის გაცემული ჰონორარებით განისაზღვრა.

პირველი ადგილი რეიტინგში ნატალი პორტმანმა დაიკავა. მან ჰონორარის სახით აღებულ ყოველ ერთ დოლარზე კინოსტუდიებს 42.7 დოლარის მოგება მოუტანა. ეს ფილმებია "შავი გედი" (ჰონორარის სახით მსახიობს 13 მლნ დოლარი გადაუხადეს, ხოლო კინოგაქირავებაში ფილმმა 329 მლნ დოლარი მოაგროვა), "უფრო მეტი ვიდრე მხოლოდ სექსი" და "თქვენო უმაღლესობავ".

მეორე ადგილი კრისტენ სტუარტმა ერთ დოლარზე 40.2 დოლარიანი
მოგებით დაიკავა. გარდა ამისა, 2012 წელს კრისტენი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა. მისი კოლეგები ფილმიდან "ბინდი", რობერტ პატინსონი და ტეილორ ლონტერი ასევე მოხვდნენ რეიტინგში, თუმცა, მათ მეოთხე და მეექვსე ადგილები დაიკავეს.

ყველაზე მომგებიან ვარსკვლავთა ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ნატალი პორტმანი
2. კრისტენ სტუარტი
3. შაია ლაბეფი
4. რობერტ პატინსონი
5. დენიელ რედკლიფი
6. ტეილორ ლონტერი
7. ბრედლი კუპერი
8. დუეინ ჯონსონი
9. ემი ადამსი
10. კევინ ჯეიმსი
___________________________________________________________________________________________________________
ბრიტნი სპირსს X-Factor-იდან აგდებენ
ბრიტნის სპირსი შოუბიზნესში The X-Factor-ით ტრიუმფალურად დაბრუნდა, თუმცა ახლა პოპულარული შოუს ჟიურიდან აგდებენ. პროდიუსერებმა გადაწყიტეს, მომღერალთან კონტრაქტი აღარ გააგრძელონ.

”პროდიუსერებს ეგონათ, რომ ბრიტნი შოუს კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანდა, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა. ისინი მომღერალს 15 მლნ დოლარს უხდიდნენ არა
იმისთვის, რომ ბრიტნის გაეღიმა და ყველა კონკურსანტი ერთნაირად შეექო. მათ სკანდალური ბრიტნი სურდათ და არა შოუბიზნესის მოწყენილი, რიგითი წარმომადგენელი”, - აცხადებს წყარო.

___________________________________________________________________________________________________________
სელენა გომეზის ახალი სურათები ფანებთან




___________________________________________________________________________________________________________
მაილი საირუსის ახალი ფოტოები



___________________________________________________________________________________________________________
კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 825 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

(2013-01-01 5:41 PM)
* 2 Chu♡Pa   [Entry]
kargii siaxlea:)