მთავარი » 2013 » აპრილი » 19 » NewS ♥
9:46 PM
NewS ♥

NewS


* PSY-ს "Gentleman” კორეაში აკრძალეს

* რატომ გაიხადა Beyoncé-მ სცენაზე?!

* როდის გამოვა "Snow White and the Huntsman"-ის გაგრძელება?!

* Kesha Harry Styles-ის შებმას ცდილობს?!

* PSY ახალი რეკორდის მოხსნას აპირებს

* 300 წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან

* Anne Hathaway-ს ახალი როლი

* Ben Affleck-ი სასოწარკვეთილი დიასახლისია

* რა არის ბლექ ბალზამი?!

http://24.media.tumblr.com/tumblr_lyzmhlFjBZ1qa3aiko1_250.png http://24.media.tumblr.com/tumblr_lyzmhlFjBZ1qa3aiko2_250.png


PSY-ს "Gentleman” კორეაში აკრძალეს

PSY-ს როგორც მოგეხსენებათ PSY-მ საკუთარი რეკორდი კვლავ მოხსნა თავისი ახალი ნამუშევრით "Gentleman”. ვიდეო გამოსვლისთანავე თითქმის მთელმა მსოფლიომ აიტაცა.

http://25.media.tumblr.com/d0feb1bd7b85357c2933016ebaea35f3/tumblr_ml79y4xrZ51r1tx1io5_500.gif
თუმცა მაინც გამოჩნდნენ პიროვნებები, რომლებიც დიდად არ აღფრთოვანებულან ნამუშევრით, თანაც ჩვენდა გასაკვირად თავისივე სამშობლოში. კლიპის ერთ-ერთ ეპიზოდში PSY ფეხს კრავს პარკირების კონუსს, რაც კორეის მთავრობამ ქვეყნისა და ხალხის შეურაცხყოფად მიიჩნია.

http://25.media.tumblr.com/0ab690d554ef6c9985462428fb5dfc04/tumblr_ml79y4xrZ51r1tx1io1_500.gif
თავად PSY რას ფიქრობს ამ ბრალდებაზე არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ  ეს ფაქტი ვერაფერს დააკლებს მის პოპულარობას.


PSY ახალი რეკორდის მოხსნას აპირებს


PSY ახალი რეკორდის მოხსნას აპირებს PSY ბრუნდება და როგორც ჩანს საკუთარი რეკორდის მოხსნას აპირებს. კორეელმა შემსრულებელმა ორიოდე დღის წინ ახალი მუსიკალური ვიდეო წარმოადგინა სახელწოდებით ”Gentleman”.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად 2 დღეში მან უკვე დააგროვა ვიდეოპორტალ YouTube-ზე 53 მილიონი ნახვა. თუ მნახველების რიცხვი ასეთი მასშტაბებით გაიზრდება ალბათ PSY საკუთარ რეკორდს კიდევ ერთხელ გაიმეორებს. თანაც მან უკვე მოხსნა ერთი რეკორდი 20 მილიონი ნახვა 24 საათში, რითაც ყველაზე ხშირად ნახვად სინგლებში პირველ ადგილზე მოექცა.

http://25.media.tumblr.com/3a6a40497b47848f6c751263b23d7981/tumblr_ml8eqqLkSo1ro47d9o2_500.gif
რახ შეეხება თავად სინგლს ”Gentleman”, მისი რელიზი 13 აპრილს შედგა და უკვე მოხვდა რამდენიმე ჩარტის მოწინავე პოზიციებზე.




რატომ გაიხადა Beyoncé-მ სცენაზე?!

რატომ გაიხადა Beyoncé-მ სცენაზე?!Beyoncé-ს საზოგადოების გაოცება ყველაზე კარგად გამოსდის. სკანდალებითა თუ მისი გარეგნობით ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად ვარსკვლავი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გამართულ პირველ კონცერტზე ორიგინალური ჩაცმულობით გამოჩნდა. მის სამოსზე შიშველი მკერდის დანახვა შესანიშნავად შეიძლებოდა.

http://24.media.tumblr.com/b0cd51ff6ae228eb983d170aacf21af6/tumblr_mld6ekV9uM1qcqqpjo2_500.png
არ გეგონოთ შიშველი სხეულით ცდილობს ყურადღების მიქცევას, შიშველი მკერდი მხოლოდ მის სამოსზე იყო გამოსახული. თუმცა საზოგადეობა ნამდვილად ჩააგდო შოკში და ჟურნალისტებსაც სალაპარაკო თემა მოგვცა.

http://25.media.tumblr.com/5265e6a53ba88e5b00c169581384c6ed/tumblr_mlf5t8xukg1so57pxo1_1280.jpg
”The Mrs. Carter Show World Tour” 15 აპრილს დაიწყო და 13 სექტემბრამდე მომღერალი 65 შოუს გამართავს.



როდის გამოვა "Snow White and the Huntsman"-ის გაგრძელება?!

როდის გამოვა "Snow White and the Huntsman"-ის გაგრძელება?! Kristen Stewart-ის თაყვანისმცემლებო მოემზადეთ - "Snow White and the Huntsman" გადასაღებ მოედანს უბრუნდება. ალბათ ხვდებით, რომ საუბარია გასული წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ფილმის მეორე ნაწილზე.

http://24.media.tumblr.com/tumblr_mcu4ueKsYc1rogb13o1_r1_500.gif
Universal Pictures-მა უკვე დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "Snow White and the Huntsman 2" 2015 წელს გამოვა. ასევე ცნობილი გახდა, რომ Kristen Stewart-ი და Chris Hemsworth-ი ისევ იქნებიან ფილმში. თუმცა ”Thor”-ის ვარსკვლავს აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

http://25.media.tumblr.com/40e9edbe72d771f8dbf50da02e94b01e/tumblr_mj48axSG6G1qhz1uho7_250.gif http://25.media.tumblr.com/83ae8ca6ee86a9313b8156024519584e/tumblr_mj48axSG6G1qhz1uho8_250.gif
ფილმის მეორე ნაწილისთვის სცენარს David Koepp-ი შექმნის. სწორედ მას ეკუთვნის ისეთი გახმაურებული ფილმის სცენარები, როგორებიცაა ”Spider-Man” 2002 წელს და ”Indiana Jones and the Kingdom of the Crystal Skull” 2008-ში.
http://25.media.tumblr.com/1b5b1ee764b3d3f3e038dabd66a15fc8/tumblr_mflcrneSbr1qbxtgwo1_500.jpg
შეგახსენებთ, რომ Kristen Stewart-სა და ” Snow White and the Huntsman”-ის პირველი ნაწილის რეჟისორ Rupert Sanders-ს შორის გაჩაღებული სასიყვარულო ურთიერთობების შემდეგ, რის გამოც ”Twilight Saga”-ს ვარსკვლავური წყვილის რომანი დასრულდა, უცნობი გახდა თუ ვინ შეასრულებდა ფიფქიას როლს.

თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, Sanders-მა უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე. შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება "Snow White and the Huntsman 2"-ის რეჟისორი.
http://25.media.tumblr.com/a7101d689bbc4df0de54a5578a33bf7e/tumblr_mfjswlJzQK1rwhxhro1_250.gif http://24.media.tumblr.com/005f4fa287e774a0a6944a5cee4bd311/tumblr_mfjswlJzQK1rwhxhro2_250.gif

http://24.media.tumblr.com/b70c060e0b7febcfa6dbf2c8c25bdf85/tumblr_mfjswlJzQK1rwhxhro6_r1_250.gif http://24.media.tumblr.com/3b4d0661f3b111d02abce2fd9cf35ba3/tumblr_mfjswlJzQK1rwhxhro8_r1_250.gif

Kesha Harry Styles-ის შებმას ცდილობს?!

Kesha Harry Styles-ის შებმას ცდილობს?!
როგორც ჩანს Taylor Swift-ს სამის ნაცვლად მხოლოდ ორ ექს ბოიფრენდს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. ქანთრი შემსრულებლის ბიჭების სიას Harry Styles-ი გამოაკლდა. ამ ყველაფერში "დამნაშავე” კი არც მეტი არც ნაკლები Kesha გახლავთ.

შემსრულებელი ბრიტანულ Now magazine-თან ინტერვიუში გამოტყდა, რომ ძალიან მოსწონს One Direction-ის წევრები განსაკუთრებით, კი Harry. ”ის ძალიან საყვარელია და ახალგაზრდა Mick Jagger-ს წააგავს” - განაცხადა შემსრულებელმა.

http://24.media.tumblr.com/9aaacc2767f2efb43389ea07ced129e1/tumblr_mk4ynbpvP11s26h9so1_250.png
Kesha ასევე ამტკიცებს რომ  MTV Movie Awards-ზე ის და Styles-ი შეტყობინებებს უგზავნიდნენ ერთმანეთს. შემსრულებელი არ გამორიცხავს მომავალში Harry-სთან  შესაძლო ინტიმურ ურთიერთობას.

აი თავად ვარსკვლავთბიჭუნა რა აზრისაა ამ ყველაფერზე არ ვიცით, მაგრამ ფაქტია რომ Taylor Swift-ის შემდეგ  Kesha-სთან შესაძლო ურთიერთობა სხვა არაფერზე მეტყველებს თუ არა Harry Styles-ის რბილად რომ ვთქვად არც თუ ისე კარგ გემოვნებაზე.
http://uk.eonline.com/eol_images/Entire_Site/2013315/rs_560x415-130415063502-560.harry.kesha.jc.jpg


300 წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან

კომპიუტერებამდე, აიპედებამდე და თუნდაც მაკბუკებამდე თეთრით შავზე ნაწერი, საოცარი ქმნილებები არსებობდა... ადამიანის საუკეთესო მეგობარი, ეპოქების სარკეები და ქვეყნების საგანძური... დიახ საუბარი წიგნებზეა... მსოფლიო ლიტერატურას, რომელმაც ადამიანების ცნობიერება მთლიანად შეცვალა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ახალი პროექტის სახით გვთავაზობს... ”მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა” 300 წგნს გააერთიანებს, თუმცა ჯერ-ჯერობით დასაბეჭდად მზად 100 ტომია. აქედან პირველი 5 უკვე გამოცემულია და იყიდება.

http://sulakauri.ge/blog/wp-content/uploads/2012/04/562454_10150646697464211_375226294210_9662859_353599242_n.jpg
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პრეზენტაცია მესვეურებმა ყოფილი მწერალთა კავშირის უკვე განახლებული სახით და ახალი - მწერალთა სახლის სახელით გახსნას დაამთხვიეს.
http://sulakauri.ge/uploads/banners/1363174501.jpeg
მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა 100 ტომად ანტიკური ხანიდან იწყება და მეთვრამეტე საუკუნემდე მოდის. გამომცემლობის ახალი პროექტის იდეის ავტორი ემზარ გოგუაძეა.

http://sulakauri.ge/uploads/banners/1360936081.jpeg
როგორც მესვეურები გვპირდებიან მთლიანობაში 300 წიგნის დაბეჭდვას დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდება და არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ ახალი წიგნების თუნდაც დიზაინი უკვე თქვენი პატარების ყურადღებასაც მიიპყრობს. რაც შეეხება ასტომეულს, მისი თარგმნისათვის გამომცემლობას 120-მდე მთარგმნელის დახმარება დასჭირდა. მათ შორის ერთ-ერთი ლევან ბერძენიშვილია.

http://sulakauri.ge/uploads/banners/1360936109.jpeg


http://sulakauri.ge/uploads/banners/1360155293.jpeg


http://sulakauri.ge/uploads/banners/1364290195.jpeg


Anne Hathaway-ს ახალი როლი

Anne Hathaway-ს ახალი როლი Anne Hathaway ახალ ნამუშევარში გამოჩნდება. მსახიობი Christopher Nolan-ის მომავალ ბლოკბასტერში ითამაშებს, სადაც მაყურებელი ოსკაროსანი მსახიობის გვერდით Matthew McConaughey-ს იხილავს.

http://25.media.tumblr.com/33075604af77063c8240bbbe8a9c3bec/tumblr_ml0tsdAkD31rkhucho1_500.gif
აღმოჩნდა რომ პროექტი გეგმაში ჯერ კიდევ 2006 წელს გაჩნდა. მაშინ იდეა Steven Spielberg-ს გაუჩნდა, როდესაც დახმარებისთვის Christopher Nolan-ის ძმას - Jonathan Nolan-ს მიმართა. სცენარი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, თუმცა ცოტა ხანში Spielberg-მა პროექტი დატოვა და საქმეს ხელი უკვე Christopher Nolan-მა მოჰკიდა.

Paramount Pictures-ი და Warner Bros-ი ახალი პროექტისთვის იბრძვის, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ მოჰკიდებს ახალ სათავგადასავლო ბლოკბასტერს ხელს.
რაც შეეხება Anne Hathaway-ს, ქალის მთავარ როლზე სხვა კანდიდატურა არ განუხილავთ. ოსკაროსანი მსახიობი შემოთავაზებას მალევე დასთანხმდა და მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე, ორ სხვადასხვა ნამუშევარშია დაკავებული..

http://25.media.tumblr.com/cd0221659a1b2a9649b02697a067679f/tumblr_mkiige1bPs1qdwjb5o1_250.gif http://25.media.tumblr.com/93da1bc0fc3f1dfbc4ca67d1cc14a469/tumblr_mkiige1bPs1qdwjb5o5_r1_250.gif


Ben Affleck-ი სასოწარკვეთილი დიასახლისია

Ben Affleck-ი სასოწარკვეთილი დიასახლისიაBen Affleck-ი სასოწარკვეთილი დიასახლისია. ოსკაროსანი მსახიობი დროებით შესვენებას იღებს და მანამ, სანამ მისი მომხიბლავი მეუღლე გაგანია მუშაობაშია ჩართული, ბენი მთელს თავის დროს სამ შვილს უთმობს. "მისტერ დედიკო” ასეთი მეტსახელი მოუფიქრეს ჰოლივუდურმა გამოცემებმა მსახიობს და ახლა უკვე რეჟისორს.

http://25.media.tumblr.com/f6ad1ac9be87e2ae41d2dae6dac0ea33/tumblr_mirhu462qH1ruvz7yo6_250.jpg
"Argo”-ს ვარსკვლავი ბოლო დროს დროის უდიდეს ნაწილს 7 წლის Violet-თან, 4 წლის Serafina-სთან და 13 თვის Samuel-თან ატარებს. ამავდროულად აფლეკის მეუღლე - მსახიობი Jennifer Garner-ი აქტიურადაა თავისი ხალი ფილმის - ”Draft Day”-ს  გადაღებებში ჩართული... სპორტული დრამის გამოშვების თარიღი ჯერ-ჯერობით არ დაანონსებულა, თუმცა ცნობილია, რომ Lionsgate-ს ახალ ნამუშევარში Jennifer-ს პარტნიორობას Kevin Costner-ი გაუწევს.

http://25.media.tumblr.com/3b5206cf059ded7210ad212993be1b0a/tumblr_mitguwskd21qbljqoo3_250.gif http://24.media.tumblr.com/f7f1efff6cd2eb9c26b6332dad64acab/tumblr_mitguwskd21qbljqoo5_250.gif
ჰოდა, სანამ Garner-ი მომავალ როლზე მუშაობს, შვილების საცვლები, გასერნება და კვების რეჟიმი მთლიანად Ben Affleck-ის კომპეტენციაში შედის. შეგახსენებთ, რომ მსახიობმა წლევანდელი კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონიალზე ოსკარი  ნამუშევრისთვის ” Argo” მიიღო ჰოდა ეტყობა დამსახურებული შვებულებაც მოიწყო და საქსოვი ჩხირებით სახლში ბავშვებთან ჩაჯდა.



რა არის ბლექ ბალზამი?!

რა არის ბლექ ბალზამი?! რა არის ის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც მეგობრებთან ერთად დასვენების, განტვირთვისა და რელაქსაციისათვის აუცილებელია - თვალი გადაავლეთ კლუბურ წვეულებებს - აქ ცოტას თუ იპოვით ისეთს, ვისაც ხელში კოქტეილი არ უჭირავს... ალკოჰოლური, ძალიან ალკოჰოლური თუ არც თუ ისე - მოკლედ, ამას ამჟამად დიდი მნიშვნელობა არც აქვს.

მას მერე რაც ქართველები რესტორან - სახინკლეებს გავცდით და რიგით კლუბამდე მიმავალი გზაც ვისწავლეთ, ისიც გავარკვიეთ, რომ სტანდარტული ჭიქა არყის გარდა შეიძლება მრავალფეროვანი და გემრიელი სასმელებიც დავაგემოვნოთ.   თბილისური ქლაბერების გემოვნების განვითარებასა და გამრავალფეროვნებაზე კომპანია ელ ბი ჯორჯია ზრუნავს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ბლექ ბალზამის შემომტანი გახლავთ. მაინც რა არის ბლექ ბალზამი?

http://www.licorea.com/images/balzamlogo.jpg
რიგის ბლექ ბალზამი ტრადიციული ლატვიური, მცენარეულზე დამზადებული მიქსტურაა, რომლის ალკოჰოლური შემცველობაც 45 გრადუსია. ის მრავალი კოქტეილის დასამზადებლად გამოიყენება - ამჯერად კი სენატის ვერანდაზე სტუმრებისათვის ხელმისაწვდომი ერთერთი ყველაზე პოპულარული კოქტეილი, მოხიტო იყო... ოღონდ ამჯერად შავი მოხიტო, რომლის აუცილებელი კომპონენტი სწორედ ზემოთ ნახსენები ბლექ ბალზამია.

http://www.licorea.com/images/balzams.jpg?osCsid=0b31195d51c28ff366b519bcb29f3419
თუკი გგონიათ, რომ თქვენ მიერ ბარში მოთხოვნილი კოქტეილების სახელწოდებები აგერ უკვე რამდენიმე თვეა ერთმანეთს ემთხვევა და გემოვნების ოდნავ გადახალისება არ გაწყენდათ - შეგიძლიათ უბრალოდ ბლექ ბალზამი ახსენოთ, შემდეგ მისი  დახმარებით მომზადებული კოქტეილიც დააგემოვნოთ და იქნებ საყვარელ სასმელთა სიაში რამდენიმე წარმომადგენელიც შეგემატოთ.



Wyaro:Musicbox.ge

კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 1519 | დაამატა: CrazyGirl | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8

(2013-04-20 7:04 PM)
* 8 SoPii))   [Entry]
dzaliannn dzalian momewonaaa <3
yochaghh <3