მთავარი » 2013 » ივნისი » 6 » News!
10:03 PM
News!

N E W S



-Paris Jackson-მა თვითმკვლელობა სცადა.
-ანჯელინა ჯოლიმ 38-ე დაბადების დღე ბრედ პიტთან ერთად აღნიშნა.
-Deep Purple -ის სოლისტის ჯანმრთელობის გაუარესება არ დასტურდება.

   


Paris Jackson-მა თვითმკვლელობა სცადა.


Michael Jackson-ის ერთადერთმა ქალიშვილმა Paris Jackson-მა ოთხშაბათს დილით ლოს ანჯელესში თვითმკვლელობა სცადა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.ზოგი წყარო კი იუწყება რომ მას სუიციდისკენ თავად ოჯახი მოუწოდებდა. ლოს ანჯელესის სახანძრო სამსახურის დეპარტამენტის ინსპექტორმა განაცხადა რომ შეტყობინების შესვლის შემდეგ ისინი ადგილზე 20 წუთის შემდეგ გამოცხადდნენ. მათ არ იცოდნენ ვინ ცხოვრობდა იქ, თუმცა გაარკვიეს რომ სახლი ჯექსონებს ეკუთვნოდათ, შემდეგში კი Paris Jackson-იც იპოვეს, რომელმაც ვენები გადაიჭრა და თვითმკვლელობა სცადა.



Katherine Jackson-მა განაცხადა: "ძალიან რთულია დაკარგო ადამიანი, რომელიც შენთან ყველაზე ახლოსაა, Paris- დღითიდღე მეტ სამედიცინო ყურადღებას საჭიროებს" თვითონ Paris Jackson-მა კი ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე თვითერზე დაწერა: "საინტერესოა, რატომ არის ცრემლები მარილიანი?"









ანჯელინა ჯოლიმ 38-ე დაბადების დღე ბრედ პიტთან ერთად აღნიშნა.

გუშინ ყველაზე სექსუალურ და პოპულარულ მსახიობს ანჯელინა ჯოლის 38 წელი შეუსრულდა.წყვილმა ეს დღე ერთად პარიზში რესტორან Il Vino-ში აღნიშნს.




ბრედისა და ანჯელინას სასიყვარულო ისტორია ყველა ადამიანისთვისაა ცნობილიასევე ცნობილია ისიც რომ წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარს და ამ ყველაფერს ძალია ბევრი ადამიანი,ჟურნალისტები,პაპარაცები ამტკიცებენ თუმცა ეჭვი იმაზე რომ ისინი ერთად ცუდად არიან არავის მოსვლია თავში 8 წლის განმავლობაში.ბრედი ხშირად აკეთებს განცხადებებს მისი საყვარელი ქალის შესახებ და ხშირად ეუბნება მას კომპლიმენტებს სახალხოდ.ეს კი ყველა ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გქონდა მყარი ურთიერთობა. ცოტა ხნის წინ ანჯელინამ მკერდის ოპერაცია გაიკეთა.მსახიობმა მკერდში არსებული ჯირკვლების ამპუტაცია გაიკეთა.ამ დროს კი ბრედი მას გვერდში ედგა და ინტერვიუში განაცხადა კიდეც:"შეიძლება ითქვას, რომ ჩემს ცხოვრებაში ანჯელინას გამოჩენამდე არც მიცხოვრია... ძალიან მოსაწყენი იყო ცხოვრება. ენჯიმ ჩემი სამყარო გააფერადა, ჩემს არსებობას აზრი შესძინა. მე ის ძალიან მიყვარს",



ბრედს ანჯელინამდე ურთიერთობა ქონდა მსახიობ ჯენიფერ ანისტონთან.ისინი 5 წელი იმყოფებოდნენ ქორწინებაში. გუშინდელი ვახშმის შემდეგ კი ანჯელინამ მოკლე კომენტარი გააკეთა:"თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ყველას მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, - განუცხადა რეპორტიორებს ანჯელინამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ორმაგი მასტექტომია გაიკეთა, - მიხარია, რომ ჩემს გვერდით ბრედია. ის შესანიშნავი ადამიანი და არაჩვეულებრივი მამაა. ძალიან გამიმართლა!".



როგორც იცით ბრედი ახალ ფილმში იღებს მონაწილეობას "მსოფლიო ომი Z"რომლის პრემიერაც 3 ივნისს შედგა პარიზში.ამიტომ მათმა საფრანგეთში ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში ივახშმეს..დეტალები კი ჩვენთვის უცნობია.













Deep Purple -ის სოლისტის ჯანმრთელობის გაუარესება არ დასტურდება.

ლეგენდარულ მუსიკალურ ჯგუფ Deep Purple-ის სოლისტის, თბილისში მყოფი იან გილანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება. როგორც „Front news"-ს TBILISI OPEN AIR -ის საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა აჩიკო გულედანმა განუცხადა, იან გილანს ქართული ღვინის გადაჭარბებული დოზით მიღების გამო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება არ დასჭირვებია და რამდენიმე მედიასაშუალებამ ამასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაავრცელა. „სრული სისულელეა, არავითარი ავადმყოფობა და დაგეგმილი კონცერტის ჩაშლა! ყველაფერი ისე ჩატარდება, როგორც დაგეგმილი იყო. იან გილანი და Deep Purple დღეს ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგებიან,"- განაცხადა აჩიკო გულედანმა. შეგახსენებთ, რომ Deep Purple თბილისში გუშინ ჩამოვიდა. მუსიკოსები დღეს დინამო არენაზე „Altervision Group"-ის მიერ ორგანიზებულ მუსიკალურ კონცერტ TBILISI OPEN AIR -ზე იმღერებენ.



წყარო:Week.ge.








კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 941 | დაამატა: Lanaholic▲ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 5

(2013-06-07 11:19 PM)
* 5 SoPii))   [Entry]
hahh chemi deep purplee biggrin
es ghvinozee magrad momewonaaa biggrin
karoche kai siaxleaaa :))))