News :) - 12 ივნისში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » ივნისი » 12 » News :)
2:29 PM
News :)
Celebrity News 
 ყველაზე უინტელექტო ვარსკვლავები  
 რატომ გადაიდო Lana Del Rey-ს კონცერტები?! 
 Leonardo DiCaprio რასპუტინის როლში 
 როდის გამოვა Kanye West-ის ახალი ალბომი 
 Demi Lovato ახალ სინგლს უშვებს 
• რატომ მიემგზავრება Justin Bieber-ი კოსმოსში?! 
 რატომ გადაიდო Chris Brown-ის ახალი სინგლის გამოსვლა?! 

  

რატომ გადაიდო Lana Del Rey-ს კონცერტები?!

lana del rey | Tumblr

Lana Del Rey ამჟამად ტურნეში იმყოფება  - ის ევროპის სხადასხვა ქვეყნებს სტუმრობს - ახალაგაზრდა შემსრულებელს ერთობ გადატვირთული გრაფიკი აქვს. ასე რომ, არავის გაკვირვებია,როცა შემსრულებელი უცებ ცუდად გახდა.

დიდი ხნის კვლევისაა და ექიმებთან სირბილის შემდეგ გამოირკვა, რომ Lana-ს ყელის ინფექცია აქვს და მკურნალობის ვრცელი კურსი სჭირდება - შედეგად რუსეთში დაგეგმილი ორი კონცერტი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

როგორც Del Rey-ს ოფიციალური წარმომადგენლები ამტკიცებენ, 19 ივნისს სანქტ-პეტერბურგის მცხოვრებლები კუმირის მოსმენას შეძლებენ, თუმცა, ჯერჯერობით არ ზუსტდება როდის ეწვევა მოსკოვს ზეპოპულარული გოგონა.


ყველაზე უინტელექტო ვარსკვლავები

madonna | Tumblr

Madonna ყველაზე უინტელექტოა ყველაზე ინტელექტულთა შორის - მართალია შოუბიზნესის წარმომადგენელები თავს ძირითადად სექსუალური ფორმებით, ექსტრავაგნტული სამოსითა და დებოშებით გვაწონებენ, თუმცა, მიღებული პრაქტიკაა -  პოპულარულ ადამიანებს IQ-ს უთვლიან.

სულ ცოტა ხნის წინ ინტელექტუალი მსახიობების სია შედგა - ბოლო ადგილზე Madonna გავიდა - მისი IQ-ს ქულა 140-ია, მაშინ როცა ქვედა ზღვარი 139-ს შეადგენს - ქალბატონმა Louise Ciccone-მ უინტელექტოს სტატუსს ერთი ქულით გაასწრო. 140 ქულა ერგო თეძოებმოთამაშე Shakira-საც.

რაც შეეხება ყველა დროის ერთერთ ყველაზე დიდ ინტელექტუალად დასახელებულ ადმაიანს - ეს სტატუსი უკვე კარგა ხანია Sharon Stone-ს ეკუთვნის - უკვე ხანშიშესული მსახიობი ბავშვობიდან მოყოლებული კითხვაზე გიჟდები, თავისულაფ დროს სწორედ ინტელექტის ამაღლებას უთმობს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი რომ ის ინტელექტისა და განათლების დონით ბევრს უსწრებს.

Leonardo DiCaprio რასპუტინის როლში

Everyday is beautiful. | via Tumblr

Leonardo DiCaprio-ს შემოქმედებით ცხოვრებაში აღებული დიდხნიანი პაუზის შესახებ გავრცელებული ხმები ტყუილი აღმოჩნდა - მართალია, 37 წლის მსახიობი ბოლო პერიოდიში გადასაღები მოედნის ნაცვლად უფრო ხშირად საკუთარ იახტაზე ჩნდება ქალების გარემოცვაში, თუმცა, მისი სამომავლო გეგმების შესახებ უკვე კარგადაა ცნობილი - საქმე იმაშია, რომ ლეო უკვე ახალი პრეოქტისათვის ემზადება.

პოპულარული მსახიობი სულ მალე რასპუტუნის როლს მოირგებს. DiCaprio ამჟამად ოდიოზური რუსის ბიოგრაფიას შეისწავლის და როლში შესვლას ცდილობს. სხვათა შორის, ლეოს რუსეთთან კავშირი გენეტიკურია - მისი ბებია წარმოშობით სწორედაც რომ რუსი გახლავთ და DiCaprio-სათვის იქაური კულტურა მეტ-ნაკლებად ნაცნობია.

რაც შეეხება რასპუტინს - ამ საიდუმლოებით მოცულ პერსონაჟზე ფილმის გადაღების უფლება უკვე შეიძინა Warner Bros.-მა, ჯერჯერობით გაურკვევლია, რომელ რეჟისორს ერგება ფილმის შექმნის პატივი, თუმცა, Leonardo როლზე უკვე დამტკიცებულია.

როდის გამოვა Kanye West-ის ახალი ალბომი

♥ | via Facebook

რამდენიმე დღეში მუსიკალური მაღაზიების დახლებზე Kanye West-ის ახალი ალბომი ”Yeezus” გამოჩნდება. მანამდე კი შემსრულებელმა სიურპრიზი გაუკეთა თაყვანისმცემლებს და მუსიკალურ ფესტივალ ”Governors Ball”-ზე 5 ახალი სიმღერა შეასრულა ზემოთხსენებული დისკიდან, რასაც არავინ ელოდა.

”Yeezus” 18 ივნისს გამოვა. მასში შესული სიმღერების სრული სია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ”Governors Ball”-ზე შესრულებული 5 სინგლი "New Slaves", "Black Skinhead", "I Am a God", "On Site" და "Can't Handle My Liquor", რომელსაც Kanye Chief Keef-თან და Justin Vernon-თან ერთად ასრულებს ნამდვილად მოხდება ახალი ნამუშევრის ტრეკ ლისტში.

Kanye West-ის მერვე სტუდიურ ალბომზე მუშაობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, თუმცა შემსრულებელი ამჯობინებს საიდუმლოდ შეინახოს ”Yeezus”-თან დაკავშირებული ყველა დეტალი. შეგახსენებთ, რომ ცნობილი ამ დროისთვის მხოლდო ის გახლავთ, რომ მისი რელიზი 18 ივნისს შედგება.

Demi Lovato ახალ სინგლს უშვებს

Tumblr

ცნობილი ხდება, რომ Demi Lovato-ს მეოთხე სტუდიური ალბომიდან მეორე სინგლი შესაძლოა "Made in the USA" იყოს.

ფირფიტა სახელწოდებით ”Demi" მაისში გამოვიდა. პირველი სინგლი კი "Heart Attack" გახლდათ, რომელმაც ათობით ჩარტის მოწინავე პოზიციები დაიპყრო. თავად ალბომმა კი ”Canadian Albums Chart”-ში პირველი პოზიცია დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ”Demi"-ში 13 სიმღერა გახლავთ შესული. თითოეული ტრეკი მომღერლის YouTube-ს არხზე შეგიძლიათ მოისმინოთ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ალბომის გამოსვლიდან ერთ კვირაში 110,000 ასლი გაიყიდა.


რატომ მიემგზავრება Justin Bieber-ი კოსმოსში?!

Justin Bieber | justin bieber pics

Justin Bieber-ს დედამიწელი ქალები აღარ ჰყოფნის და გადაწყვიტა, რომ  ახლა უცხოპლანეტელების გულებიც უნდა დაიპყროს - თინეიჯერების კერპი კოსმოსში მიემგზარვება - ამის შესახებ ინფორმაცია Richard Branson-მა, კომპანია ” Virgin Galactic ”-ის დამფუძნებელმა გააკეთა - სწორედ მილიარდერი ბიზნესმენი უზრუნველყოფს ფულიანი სეგმენტის ოცნების ახდენას და მათთვის ტურის პირდაპირ კოსმოსში დაგეგმვას.

სხვათა შორის კომპანიას უკვე დიდი ისტორია აქვს - უკვე არსებობს იმ ვარსკლავთა სიაც, რომლებმაც ხომალდით გასეირნება მოინდომეს - მაგალითად, Leonardo DeCaprio, Ashton Kutcher-ი და Angelina Jolie.

რაც შეეხება Justin Bieber-ის კოსმიურ გეგმებს - ჯერჯერობით უცნობია როდის გაფრინდება 19 წლის მუსიკალური ვარსკლავი სულ ზევით ზევით, მაგრამ ფაქტია, რომ ის ორბიტაზე გასლვას მარტო არ აპირებს, მის გვერდით საკუთარივე მენეჯერი, Scooter Braun-ი იქნება. შემსრულებელმა უკვე გადაიხადა წინასწარი შენატანი, 250 ათასი დოლარი - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიბსი პრიორიტეტული მგზავრი გახდება - ანუ, მაშინ როცა დედამიწის ფარგლებს გაცდომის შანს რეალური გახდება, ის ყოველგვარი დალოდებისა და რიგების გარეშე შეძლებს კოსმოსის დაპყრობას.


რატომ გადაიდო Chris Brown-ის ახალი სინგლის გამოსვლა?!

Cher❤Lux | via Tumblr

ჰოლივუდში აშკარად საჩივრების ქარბორბალა ტრიალებს. უკმაყოფილებას ამჯერად Chris Brown-ი გამოთქვამს. შემსრულებელი საკუთარ მენეჯერებს არაკომპეტენტურობაში სდებს ბრალს.

როგორც Chris-მა თავისი Twitter-ის ფანებს აუწყა, მისი მომავალი სინგლის რელიზის თარიღმა გადაიწია, ამაში კი დამნაშავე მისი მენეჯერების ჯგუფია. ”ეს ადამიანები იმდენად არა კომპეტენტურები არიან, რომ რომ ჩემი მომავალი სინგლის გამოსვლა ცოტა ხნით გადაიდო. ჰოდა, შეგიძლიათ ისინი დაადანაშაულოთ. აუცილებლად გაგაგებინებთ ზუსტ ტარიღს, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებ. გეტყვით, რომ სინგლი მალე გამოვა." - წერს რეპერი.

Brown-ს არ დაუკონკრეტებია, რომელ სინგლზეა საუბარი, თუმცა ბოლოს შემსრულებელი ვიდეოს სიმღერაზე ”They Don't Know” ამზადებდა


XoXo Your Chu
Pa
ამ ჯუსტინმა სულ გაუბერა :D
წყარო musicbox.ge :)
დ ა ა კ ო მ ე ნ ტ ა რ ე თ
ნანახია: 112 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 10

(2013-06-13 10:41 AM)
* 10 Dona♡   [Entry]
ra gadaoba iko:D
tedzogadmogdebuli shakira:D
justinma fiufit:D



(2013-06-12 6:12 PM)
თეძოებმოთამაშე Shakira :DD kargi siaxlea, bevri giwvalia , yochag! <3



(2013-06-12 3:47 PM)
* 8 Lanaholic▲   [Entry]
ამ სიახლეში ლანას გამო შემოვედი :)) ყოჩაღ! ზაან კარგია! საცოდავი ლანაა! აი ეს იმიტომ რომ საქარტველოში არ ჩამოვიდა.. ცამოსულიყო და ცვენ მოვუვლიდით მაგას ყელზე :)) ბებიაჩემი მაგარია მაგ საქმესი :)) კომბოსტოებს დაადებდ :დდ



(2013-06-12 3:10 PM)
:DD kargi iyo;dd ♥
da chemas qmars vetanxmebi ;ddd



(2013-06-12 2:59 PM)
SmileBoy♥ რა გინდა გოგო კოსმოსში შენს ნაფსამში უნდა იყო მთელი თვე :დდდ



(2013-06-12 2:50 PM)
* 5 salo   [Entry]
kargiaaa... .yochaaghh



(2013-06-12 2:41 PM)
kargi newsi iko ♥



(2013-06-12 2:40 PM)
gvelii :X magi unda egdos iqane da me unda vijde aqane ??:D



(2013-06-12 2:40 PM)
kosmoshi mec mindaaa biggrin



(2013-06-12 2:36 PM)
კაი იყო მართლა ♥ იქნება კოსმოსში მაინც მიხვდეს რო სიმღერა არ შეუძლია :დდ


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]