მთავარი » 2013 » მაისი » 1 » ნინა სუბლატი
4:19 PM
ნინა სუბლატი

მშვენიერი ნინა სუბლატი ლამაზი ხმის ტემბრითა და ხარისხიანად შესრულებული სიმღერით პროექტში - "საქართველოს ვარსკვლავი" გამოჩნდა. მუსიკალური კონკურსის ძირითადი ნაწილი ახლა დაიწყო, თუმცა ნინა უკვე ძალიან პოპულარულია. მიიჩნევს, რომ ადამიანი როგორც გამოიყურება, ცხოვრების ისეთივე სტილი აქვს. ხშირად ინტერესდებიან, - განსაკუთრებული სტილის მქონე გოგონა მაგალითს ვისგან იღებს? ამაზე ნინას უცვლელი პასუხი აქვს: "ეს ჩემი ხასიათია".



თმის ფერი და ვარცხნილობა
თმის ფერი და ვარცხნილობა თმის ფერს თითქმის ყოველთვე ვიცვლი. მაგალითად, ამ თვეში მესამედ შევიღებე. ბუნებრივად ქერა თმა მაქვს. პირველად თმა დაახლოებით, 13 წლისამ გავიღიავე, შემდეგ - წითლად, ვარდისფრად, შავად, ქერად, მომწვანოდ შევიღებე (იცინის)... ზოგადად, ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს - ჩემგან ყველაფერი მოსალოდნელია. ბუნებრივად ხვეული თმა მაქვს, რასაც ვერ ვეგუები, ამიტომ ხშირად ვისწორებ. ხანდახან, თმას ხელოვნურად ვიგრძელებ.შარშან ზაფხულში, ბათუმში ყოფნისას თმა ცალ მხარეს ავიპარსე. თბილისში დაბრუნებულს ლამის გული გამისკდა, რადგან აქ ასეთ ვარცხნილობას ძალიან ბევრი ატარებდა...თმის გასაჯანსაღებლად ყველანაირ საშუალებას ვიყენებ, მათ შორის - ხალხურ რეცეპტებს. ერთმანეთში არეული კვერცხის გული, ცოტა რძე და 1 კოვზი ზეითუნის ზეთი თმისთვის ძალიან სასარგებლოა. ეს ნაზავი თმაზე ნახევარი საათით უნდა გაიჩერო, შემდეგ ჩამოიბანო.


 

მაკიაჟი და სახის კანის მოვლა

 
მაკიაჟი და სახის კანის მოვლა- ჩემში ყველაზე მეტად, თვალები მომწონს და მაკიაჟის კეთებისას მათ გამოკვეთას ვცდილობ. ყოველდღიურად, თვალზე ტუშსა და ლაინერს ვისვამ, ხანდახან - თვალის შავ ფანქარსაც. წინათ, სამოდელო სააგენტოში კონტრაქტები მქონდა. იქ ვიზაჟის ხელოვნება პროფესიულ დონეზე არ მისწავლია, მაგრამ ვიცი, ყოველდღიურად კარგი მაკიაჟი როგორ გავიკეთო.სახის კანს განსაკუთრებულად არ ვუვლი, მხოლოდ დამატენიანებელ კრემს ვიყენებ.


პირსინგი და ტატუ

 
პირსინგი და ტატუ- პირსინგი ჭიპზე მქონდა, მაგრამ შეხორცდა. 3-ჯერ გავიხვრიტე და ვერც ერთხელ ვერ შევინარჩუნე. მეოთხედაც ვაპირებ... გუშინ ვითვლიდი და მგონი, 7 ტატუ მაქვს. პირველი ტატუ - ჯვრის გამოსახულება სავარაუდოდ, 13 წლისამ გავიკეთე. ამ დროს ბავშვი ზუსტად იმ ეტაპზეა, როცა უნდა გადაწყვიტოს, რისი სწამს და რისი - არა. შესაბამისად, მე რისიც მწამდა, ის მინდოდა, უკეთ გამომეხატა. ჰოდა, ალბათ მკლავზე ჯვარი ამიტომაც დავიხატე. ჩემს პირველ ტატუს ოჯახში აჟიოტაჟი მოჰყვა, მაგრამ მერე დედა ამ ფაქტს როგორღაც შეეგუა. შემდეგ მეორე ტატუც გავიკეთე, მესამეც და ა.შ.

  
ვარჯიში და დიეტა

 
ვარჯიში და დიეტა- ადრე ინტენსიურად ვვარჯიშობდი, ახლა კი ამას დატვირთული დღის რეჟიმის გამო ვეღარ ვახერხებ. თუმცა ვცდილობ, საღამოობით მაინც ვირბინო და ჩემს სხეულს ყურადღება მივაქციო.დიეტა არასოდეს დამიცავს. დაახლოებით 13 წლიდან 45 კილოგრამს ვიწონი - წონაში არც დამიკლია და არც მომიმატია.



სამოსი

 
სამოსი გარშემო მყოფებს სულ უკვირთ: ყოველთვის რაღაც ახალს რომ ვყიდულობ, მაგრამ შოპინგი არ მიყვარს - მეზარება. ბრენდებს უპირატესობას არ ვანიჭებ. მთავარია, სამოსი ხარისხიანი იყოს და მომიხდეს. ნაზი გარეგნობა მაქვს და ჭრელ ტანსაცმელს რომ ვიცვამ, უფრო ნაზი ვჩანვარ, რაც "ჩემი" ნამდვილად არ არის. ამიტომ ყველაფერი შავი მქონდა: შარვალი, კაბა, მაისური... ახლა შავი თმა მაქვს და ვცდილობ, გარდერობი მაინც "გავიფერადო".წვეტიანი ფეხსაცმელი მომწონს. უპირატესობას მაღალ ქუსლს ვანიჭებ. ალბათ, ესეც ჩემი განსაკუთრებული სტილის შემადგენელი ნაწილია.

 

 

აქსესუარი და სამკაული

- ჩემთვის აქსესუარები მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ისინი ადამიანის პიროვნებას "ხაზს უსვამს". რამდენიმე აქსესუარი, მაგალითად - ჩემი 4 ბეჭედი ყოველდღე მიკეთია. საყურე დიდად არ მიყვარს. ყელსაბამები მომწონს. რამდენიმე სხვადასხვა ფერის ჯაჭვი მაქვს და ხშირად ვიკეთებ. ზოგჯერ სამაჯურსაც ვატარებ.



საქმე

ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საქმე სიმღერა გახლავთ. ახლა მთლიანად პროექტზე - "საქართველოს ვარსკვლავი" ვარ "გადართული", რადგან მასში მონაწილეობის მისაღებად დიდხანს ვემზადებოდი. ძალიან მინდოდა, ქართველი მაყურებლებისთვის საინტერესო "პროექტი" ვყოფილიყავი და რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რაც ჯერ არ უნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტი ვარ, პროექტისთვის თავს არ ვზოგავ. შანსი მომეცა, ყოველკვირა კონცერტი მქონდეს. ვცდილობ, უპირველეს ყოვლისა, იმედი საკუთარ თავს გავუმართლო, შემდეგ კი იმ გუნდს, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობს.ბევრი ბავშვის მსგავსად, მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე, მაგრამ დაკვრა არც ერთ ინსტრუმენტზე არ ვიცი. ფორტეპიანოზე 7 წელი დავდიოდი და მიუხედავად იმისა, რომ ნოტების ცნობაც არ ვიცოდი, 10-ფურცლიან ნაწარმოებს ვუკრავდი (იცინის). დიპლომი ავიღე, მაგრამ რად მინდა, კაცმა არ იცის.ყოველთვის მეუბნებიან, რომ სიმღერისთვის საინტერესო რეპერტუარს ვარჩევ, თანამედროვე რაღაცებს "ვაქავერებ". "საქართველოს ვარსკვლავისთვის" 1 თანამედროვე და 1 ძველი "სკოლა" "გავიტანე". ამან გაამართლა... პროექტისთვის სახლის პირობებში ვემზადებოდი - ვოკალის პედაგოგთან არასოდეს მივლია.ადრე ფილარმონიაში არასოდეს მიმღერია, მაგრამ კლუბებში პატარა "ივენთები" მქონდა. 3 წლიდან ავმღერდი. მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. თამამი ნათქვამი გამომივა, მაგრამ მაინც ვიტყვი: ბავშვობიდან ჩემი სტილი მაქვს. მშობლები მელომანები არიან. ამბობდნენ, - ამ ბავშვს ვოკალის პედაგოგთან მისვლა "გააფუჭებსო". ვფიქრობ, მართლები იყვნენ. პედაგოგთან რომ მივეყვანე, დღეს ისეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ჟიურის წევრებსა და მაყურებლებს მოვეწონე, რის გამოც პროექტში დამტოვეს.ყველა მუსიკალურ მიმართულებას ვუსმენ, უფრო მეტად - ალტერნატივას. ჩემი საყვარელი მომღერალი ბიორკი გახლავთ. მასზე ვგიჟდები, "ჭკუა მეკეტება"! თანამედროვე სიმღერებსაც ვუსმენ და ძველსაც..."საქართველოს ვარსკვლავში" წელს განსაკუთრებულად ძლიერი კონკურსანტები არიან. ძალიან მიხარია, რომ მათთან მოვხვდი. ერთმანეთის მიმართ მეგობრულად განწყობილები ვართ. გამარჯვების შანსი ყველას გვაქვს. ვეცდები, ჩემი "პლუსი" - სითამამე და კარგი გემოვნება მაყურებლამდე სწორად "მივიტანო".


 ოჯახი

- ოჯახში სამნი ვართ: მე, დედა და ბებია. დედ-მამა დაშორებულები არიან, მაგრამ ოჯახებით ვმეგობრობთ: მამის მხრიდან და-ძმა მყავს. მოკლედ, შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ, ერთად ხშირად ვსეირნობთ...დედასთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. ცდილობს, არაფერი ამიკრძალოს.ბებია განათლებული ქალია და მაგარი ხასიათიც აქვს. მასთან არასოდეს მოიწყენთ. ყველანაირად დადებითი პიროვნება გახლავთ. სულ მინდოდა, ხასიათით ბებიას დავმსგავსებოდი. მგონი, გამიმართლა და ვგავარ. ამით ვამაყობ.პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მაქვს: მეგობარი ბიჭი მყავს, რომელიც ჩემთვის იდეალურ პიროვნებად მიმაჩნია გარეგნობითაც, ხასიათითაც... ისიც ხელოვანი გახლავთ: სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. ერთმანეთს კარგად ვუგებთ. 1 წელია, რაც ერთად ვართ. იმედია, ჩვენი ურთიერთობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

 

დახვენება და გართობა
დასვენება და გართობა- წიგნების კითხვა და ფილმების ყურება მიყვარს. ბერტოლუჩის ფილმები მომწონს. ჩემი საყვარელი მწერალი კორტასარი გახლავთ. კლუბური გართობა მიყვარს. შეიძლება ითქვას, რომ ღამის კლუბებში "ვმოღვაწეობ": პარასკევს შინიდან რომ გავდივარ, მგონი, კვირამდე აღარ შემოვდივარ (იცინის)... ჩემთვის "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობაც ერთგვარი გართობა და დასვენებაა, რადგან საყვარელ საქმეს ვაკეთებ.



არდადეგების შემდეგ მე ვაკეთებ ნინასთან ინტერვიუს სპეციალურად TeenLover ♥-ისთვის.

წყარო: angel.ge
 
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 1790 | დაამატა: marriami | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 121 2 »

(2013-05-02 8:22 PM)
* 12 marriami   [Entry]
angel.ge-dan ar gamomikopirebiaa ninas vkitxeee