მთავარი » 2013 » მარტი » 26 » Poor Bitch
9:06 PM
Poor Bitch
სისხლისგან დაცლილი ძირს დავარდა, ძლივსღა სუნთქავდა. დავიხარე თვალებში ჩავხედე
რომ შთამეგონებინა და ადგილზე გავშეშდი... კარგად ვერ ვარჩევდი მაგრამ თვალებს კარგად ვხედავდი, ნაცნობ იერს.
არ მინდოდა დამეჯერებინა რომ იმ ადამიანს მივაყენე ტკივილი, რომელსაც ყველაზე მეტად ვუფრთხილდებოდი


საბედნიეროთ თუ საუბედუროდ მკვდარი არ იყო. მანქანაში ჩავსვი და მაშინვე ქეროლაინთან წავიყვანე.
დახმარება მჭირდებოდა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. არ მინდოდა რომ მომკვდარიყო არც ის არ მინდოდა რომ მომექცია.
მეტი გამოსავალი არ იყო. არც ორიგინალის სისხლი მქონდა. სრულიად უმწეო ვიყავი.
არასდროს მიგრძვნია ისეთი დიდი ტკივილი რასაც ახლა ვგრძნობდი, მეგონა რომ ყველაფრის გაკონტროლება შემეძლებოდა თუმცა ასე არ აღმოჩნდა.

- ქეროლაინ დროზე დამეხმარე, თავი ვერ მოვთოკე.
- კი მაგრამ რა უნდა ვქნათ?
- აქ ვერ გავჩერდები, გთხოვ დაეხმარე. არ მინდა მოკვდეს. ვერ გადავიტან
- კარგი კარგი დამშვიდდი..

გარეთ გავედი, ბოღმა და ცრემლები მახრჩობდნენ არასდროს მომდომებია ასე ძალიან ადამიანობა..
არ მინდოდა ვყოფილიყავი მონსტრი რომელიც უმწეო ხალხს ანადგურებდა.


ჩუმად მაგრამ გულიდან დავიწყე ლაპარაკი, მინდოდა იმჟამინდელი ემოციები გადმომეცა..

Please, i just cant let him die. coz his heart's just like mine..
so if he's somewhere near me, i hope to god he hears me, theres no one else could ever make me feel. 
im so alive, i hoped he'd never leave me. please god you must believe me. i've searched the universe and found myself
within his eyes. ♥ 

არ ვიცი ზუსტად რამდენ ხანს ვიყავი ასე მაგრამ ფიქრებიდან ქეროლაინის ხმამ
გამომიყვანა..
- Hey shawty, he's ok
- როგორ?
- რა მნიშვნელობა აქვს მთავარია კარგად არის.. შეგიძლია დაელაპარაკო
მინდოდა რომ მართლა გულწრფელად მეთქვა ყველაფერი და დამევიწყებინა ტკივილი მაგრამ
ვერ მივცემდი თავს ამის გაკეთების უფლებას. 
- კარგი ვნახავ, შევალ...
- Look! მესმის შენი, არ მინდა რომ დაიტანჯო და იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ :))


ოთახში შევედი, ჯოში საწოლზე იწვა და კისერთან რაღაც მწვანე ფერის ჰქონდა შემოხვეული. როცა დამინახა
აშკარად გაუხარდა თუმცა ემოციებს ვერ გადმოსცემდა თავისებურად..

- როგორ ხარ? - ისე ვკითხე თითქოს დამნაშავე მე არ ვყოფილიყავი
- მე კარგად, რა ხდება? შენ აქ რა გინდა ან რა ცხოველი დამესხა თავს ან საერთოდ რა მოხდა
- გაჩუმდი, არაა ამის ცოდნა აუცილებელი. - თვალებიდან ცრემლი მომდიოდა მაგრამ იძულებული ვიყავი ეს გამეკეთებინა!
- ახლა შენ ამ ყველაფერს დაივიწყებ, მეც დამივიწყებ და იმ დღესაც საერთოდ რომ შეგხვდი.
ცხოვრების ტემპს ჩვეულებრივად წარმართავ ვინმე ნორმალურს შეიყვარებ რომელსაც ძალიან ეყვარები. იმედია ისე 
ძლიერ როგორც ახლა მე. ვეღარასდროს ვერ იგრძნობ ტკივილს რომელიც ახლა მე მოგაყენე. დაივიწყებ იმასაც რაც ამწუთას ხდება
იცხოვრებ ნორმალური ცხოვრებით. არ გაგახსენდები, ვეღარ მიცნობ, წაშლი ყველა მოგონებას. ახლა ადგები და სახლში წახვალ.
როდესაც გკითხავენ თუ რა მოხდა ეტყვი რომ ავარიაში მოყევი და საქარე მინა კისერში შეგერჭო, იტყვი დამაჯერებლად.
ვეღარასდროს ვეღარ მნახავ პირობას გაძლევ, მაგრამ შენგანაც ერთს მოვითხოვ თავს გაუფრთხილდები.

ვუთხარი და თვალები დავხუჭე. ვიცოდი რომ ადგებოდა და წავიდოდა, ასეც მოხდა. მინდოდა რომ 
დარჩენილიყო და ეს ყველაფერი არ მომხდარიყო. გული საშინლად მეტკინა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა...
ადგა და წავიდა, მადლობის ნიშნად თავი დამიკრა და გულში ჩემს თავზე მწარედ გამეცინა 


ოთახიდან როგორც კი გავიდა ქეროლაინი შემოვიდა რა თქმა უნდა უსიტყვოდ მიხვდა ყველაფერს. 

- სწორად მოიქეცი - მითხრა ქეროლაინმა
- ხო ალბად. 
-  :)
- Opp, Opp fun without me? not right :) - გავიხედეთ და



  • გეტყვით რომ ეს მოთხრობა იქნება ჯერ დაუმთავრებელი ;დ ეხა რას ვგულისხმობ
  • 2 თავში დასრულდება პირველი სეზონი, მეორე სეზონიდან იწყება ჯოშის ცხოვრების დეტალების აღწერა
  • და ახალი სახე მიეცემა მოთხრობას. პირველი სეზონის ბოლოს რა თქმა უნდა ჯადოს მოიხსნიან დები მაგრამ 
  • მესამე სეზონიდან დაიწყება ყველაფრის დეტალებში განხილვა ასერომ დაელოდეთ ახალ ორ თავს
  • და შემდეგ დაიწყება სულ სხვა ვარიანი :დ
  • ვინც ვერ გაიგო რა დავწერე ვეტყვი რომ დაელოდეთ არნახულ თავებს!! 

კატეგორია: Book | ნანახია: 1081 | დაამატა: Effy♡Freddie | რეიტინგი: 4.0/4
სულ კომენტარები: 111 2 »

(2013-03-28 3:58 PM)
* 11 queen♥M   [Entry]
male dade ))