R.I.P Amy Winehouse - 14 ნოემბერში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » ნოემბერი » 14 » R.I.P Amy Winehouse
3:55 PM
R.I.P Amy Winehouse
 
Biography
ემი ჯეიდ უაინჰაუსი (ინგლ. Amy Jade Winehouse; 14 სექტემბერი, 1983 — 23 ივლისი, 2011), ბრიტანელი სოულ, ჯაზ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი და სიმღერების ტექსტების ავტორი. მისი 2003 წლის სადებიუტო ალბომი — Frank მერკურის ჯილდოზე იყო ნომინირებული. 2007 წლის 14 თებერვალს მან მიიღო ჯილდო „Brit Award" საუკეთესო ბრიტანელი შემსრულებელი ქალბატონის ნომინაციაში, ისევე როგორც სამჯერ - აივორ ნოველოს ჯილდო. გამოსცა ორი სტუდიური ალბომი. გარდაიცვალა 2011 წლის 23 ივლისს
 
 
ემი დაიბადა საუთგეიტის (ლონდონი) რაიონში, ბრიტანელი ებრაელების ოჯახში, დედის მხრიდან რუსული ფესვებით. სწორედ მისი გავლენით ემი დაინტერესდა ჯაზით მამამისი, მიტჩელ (მიტჩ) უაინჰაუსი, ტაქსის მძღოლი იყო. დედა, ჯენის უაინჰაუს სიტონი ფარმაკოლოგიით იყო დაკავებული. ბებია, როგორც ცნობილია, დიდი ხნის წინ რონი სკოტის შეყვარებული იყო. ემის ძმა, ალექსი, მასზე ოთხი წლით უფროსია. მიტჩი ემის ხშირად უმღეროდა ფრენკ სინატრას სიმღერებს. ემი იმდენად მიეჩვია სიმღერას, რომ ყოველთვის ღიღინებდა და კლასში მისი გაჩუმება რთული იყო. გოგონას მშობლები დაშორდნენ, როდესაც შვილი 9 წლის იყო.
ამავე პერიოდში ბებიის, სინთიას შემოთავაზებით, დედამ ემი მიიყვანა სიუზი ერნშოუს თეატრალურ სკოლაში 10 წლის ასაკში ემიმ ბავშვობის მეგობარ ჯულიეტ ეშბისთან ერთად დააარსა რეპ-ჯგუფი Sweet 'n' Sour. ერნშოუს სკოლაში ის 4 წლის განმავლობაში სწავლობდა, შემდგომ კი გადავიდა სილვია იანგის თეატრალურ სკოლაში, საიდანაც გარიცხული იყო 14 წლის ასაკში - თითქოს და დაუსწრებლობისა და ცხვირის პირსინგის გამო. თუმცა, სილვია იანგი ამ ინფორმაციას უარყოფა - „15 წლის ასაკში იგი სკოლებს იცვლიდა - გავიგე, რომ გარიცხეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იყო. მე მას არასოდეს გავრიცხავდი." სილვია იანგის სკოლის სხვა მოზარდებთან ერთად იგი გამოჩნდა გადაცემის The Fast Show 1997 წლის ერთ-ერთ ეპიზოდში. პარალელურად ის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას იცვლიდა.
 
ემი ვაინჰაუსის ბავშვობის შოკისმომგვრელი დეტალები

ცნობილი გახდა, რომ სკანდალური მომღერალი ემი ვაინჰაუსი,
რომელიც 2011 წელს 27 წლის ასაკში გარდაიცვალა ალკოჰოლური მოწამვლით, ბავშვობაში ძალიან მტკივნეულად განიცდიდა მშობლების დაშორებას.

აღნიშნული ფაქტის შესახებ მოგვითხრობს ჟურნალისტი ხლოე
გოვანი ემი ვაინჰაუსისადმი მიძღვნილ წიგნში „Amy Winehouse: The Untold Story".

ემი იმ ზომამდე იტანჯებოდა, რომ რამოდენიმეჯერ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებაც სცადა. გოგონა ტრავმირებული იყო იმით, რომ მამამ ოჯახი ვიღაც სხვა ქალის გამო მიატოვა.

„მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად არ იმჩნევდა და ცდილობდა დედისთვის შეემსუბუქებინა მიტოვებით გამოწვეული ტკივილი, შინაგანად მაინც განიცდიდა და მუდმივად თან სდევდა მამის საქციელით განპირობებული უნდობლობის გრძნობა, ჰქონდა არასრულფასოვნების კომპლექსი და ზიგჯერ საკუთარი თავიც ეზიზღებოდა"– აცხადებს ემის უახლოესი მეგობარი.

თვლიან რომ ნარკოტიკების მოხმარებისკენ ემის მეუღლემ უბიძგა, მაგრამ თურმე უკვე ათი წლის ასაკში დადგომია ემი თვითგანადგურების გზას.

ემის სუიციდისკენ მიდრეკილების ფაქტს იმავე წიგნში იხსენებს
მომღერლის ბავშვობის მეგობარი: „კომპლექსებისა და ოჯახური პრობლემების გამო ემიმ დაიწყო თვითდაზიანება, კონკრეტულად კი ხელებს ისერავდა და საერთოდ ერთხელაც აბების დიდი დოზით მიღებისას ინტოქსიკაცია მიიღო, მაშინ ჯერ კიდევ ჯანსაღი ორგანიზმის წყალობით ლეტალური შედეგის გარეშე დასრულდა ეს შემთხვევა და გოგონა გადარჩა."

მას მერე თვითგანადგურება და დეპრესიული აზრები ემის ცხოვრების სტილი გახდა.მდგმარეობა არც ხუთი გრემის მიღებისა და 2006 წელს ალბობის "Back to Black" წლის საუკეთესო ალბომად აღიარების შემდეგაც არ გამოსწორდა. წარმატებას მისთვის ბედნიერება არ მოუტანია...
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ქალიშვილის დაკარგვით გამოწვეულმა მწუხარებამ მშობლები კვლავ შეარიგა. ისინი ერთად ხელმძღვანელობენ ემის სახელობის საქველმოქმედო ფონდს და აქტიურად არიან ჩაბმული სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიებებში.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 გაალამაზა Lanaholic♥ 
 
 
 
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 158 | დაამატა: Tamo | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8

(2013-11-19 8:10 PM)
magari siaxleeeaaaaaa :*



(2013-11-15 4:12 PM)
* 7 YoungGal❤   [Entry]
vetanxmebi kawerinass<3 ))
siaxlemomewona♥



(2013-11-14 8:14 PM)
* 6 Alice♥   [Entry]
- როგორ მიყვარს ;((
– ყოჩაღ კარგისიახლეა ^^



(2013-11-14 6:01 PM)
vgijdebi am adamianze



(2013-11-14 5:58 PM)
* 4 Tamo   [Entry]
Кате♡рина Getanxmmebii, Dampllebii



(2013-11-14 5:48 PM)
* 3 Chu♡Pa   [Entry]
kargi siaxlea )))



(2013-11-14 5:42 PM)
* 2 Lanaholic▲   [Entry]
კარგი სიახლეა happy

მაგრამ შეეცადე უკვე მისცე ფერი და სურათებიც და ტექსტიც შუაშუ მოაქციო სულ ჩვენ ხომ ვერ შეგისწორებთ :*



(2013-11-14 5:38 PM)
კარგია სიახლეა ყოჩაღ ♥ ♥ ემი ♥ შემეცოდა sad და მშობლებზე ნერვენბი მომეშალა :/ მთელი ბავშვობა თუ დატანჯეს,სიკვდილის მერე გაახსენდათ რო უყვარდათ ერთმანეთი? -_-


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]